გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N3-----------------
საქმე N2/17333-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
31 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე შორენა წიქარიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი
მოსარჩელე შპს ,,ყ--------------------–--ი’’
წარმომადგენელი გ--- ღ-----–---–ი
მოპასუხე გ-----------------–---–ი
დავის საგანი თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. მოსარჩელის მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე გ-----------------–---–ს მოსარჩელე შპს ,,ყ--------------------–--ი’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს დაზიანებული მილის აღდგენის მიზნით გაწეული სარემონტო სამუშაოების ღირეულება - 230 ლარის ოდენობით.
წარმოდგენილი სარჩელის თანახმად, 2017 წლის 05 მარტს ქალაქ თბილისში, ი-----------ი, ზ------- ჯ--------ის ქუჩა №---ის მიმდებარედ გ-----------------–---–ი აწარმოებდა მიწის გათხრით სამუშაოებს, რა დროსაც დააზიანა შპს ,,ყ--------------------–--ი’’-ს კუთვნილი მიწისქვეშა საშუალო წნევის 63 მმ-იანი პოლიეთილენის მილი.
აღნიშნულთან დაკავშირებით, კომპანიის საავარიო-სადისპეჩერო სამსახურში შევიდა განაცხადი(№---------- გაზსადენის დაზიანებაზე, საავარიო ჯგუფმა დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და დაიწყო გაზსადენის აღდგენის სამუშაოები. დაზიანების ადგილას გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელმაც დააფიქსირა ზიანის ფაქტი. მოპასუხემ დაადასტურა მომხდარი ფაქტი და აღიარა მისი ქმედებით გამოწვეული ზიანის არსებობა, ეს ყოველივე კი დააფიქსირა საავარიო სამსახურში შემოსულ განაცხადზე ხელმოწერით. კომპანიის შესაბამისმა სამსახურმა ავარიული ქსელი აღადგინა, რისთვისაც დაიხარჯა 230 (ორას ოცდაათი) ლარი. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხის მიერ არ მომხდარა აღნიშნული ზარალის ანაზღაურება, მოსარჩელემ მომართა სასამართლოს ზიანის დაკისრების მოთხოვნით (იხ. სარჩელი და სასამართლო სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე გ-----------------–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2017 წლის 05 მარტს ქ. თბილისში, ი-----------ში, ზ------- ჯ--------ის ქუჩა №---ის მიმდებარედ ი/მ გ-----------------–---–ი აწარმოებდა მიწის გათხრით სამუშაოებს, მის ხელთ არსებული სიტუაციური გეგმის თანახმად, რომლითაც დასტურდება, რომ დაზიანებული მილის ადგილზე, სადაც აწარმოებდა მოპასუხე მხარე მიწისქვეშა სამუშაოებს, შპს ,,ყ--------------------–--ი’’-ს კუთვნილი მიწისქვეშა მილები არ უნდა ყოფილიყო განთავსებული, ვინაიდან აღნიშნული მილი ნახაზზე არ იყო დატანილი. მისივე განმარტებით, მიწის გათხრის სამუშაოების დაწყებამდე მან 2017 წლის 30 იანვარს 14 საათსა და 37 წუთზე და ასევე 2017 წლის 06 თებერვალს 11 საათსა და 31 წუთზე ტელეფონოგრამის საშუალებით მოსარჩელეს აცნობა, რომ ი-----------ში უნდა ეწარმოებინა მიწის გათხრითი სამუშაოები, რის საფუძველზეც შპს ,,ყ--------------------–--ი’’-ს წარმომადგენელმა მას მიაწოდა მიწის გათხრითი სამუშაოების სიტუაციური გეგმა, რის შემდეგაც დაიწყო გათხრითი სამუშაოების განხორციელება, რომლის დროსაც დაზიანდა გაზის მილი. ნახაზის მიხედვით აღნიშნული მილი არ უნდა ყოფილიყო განთავსებული იმ ადგილას, ვინაიდან ნახაზზე ამ მილის მდებარეობა სარეთოდ არ იყო აღნიშნული, შესაბამისად, გ-----------------–---–ისათვის ვერ იქნებოდა ცნობილი, რომ მილი გადიოდა იმ მონაკვეთზე. უფრო მეტიც, მოსარჩელის მიერ არასწორად მიწოდებული ინფორმაციას შესაძლოა გამოეწვია მისთვის გამოუსწორებელი ზიანი და ადგილზე მომუშავე პირების ჯანმრთელობის მდგომარეობასა და სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა. დაზიანების შემდეგ ადგილზე იქნა მისული საპატრულო ეკიპაჟი, რომლებმაც შეადგინეს შესაბამისი ოქმი, სადაც ასახულია მომხდარი ფაქტი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ გამოკვეთილა.
მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება
4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1. 2017 წლის 05 მარტს, ქალაქ თბილისში, ი-----------ში, ზ------- ჯ--------ის №---ის მიმდებარედ, გ-----------------–---–ი აწარმოებდა რა მიწის გათხრით სამუშაოებს, რა დროსაც დაზიანდა შპს ,,ყ--------------------–--ი’’-ს კუთვნილი მიწისქვეშა საშუალო წნევის 63 მმ-იანი პოლიეთილენის, რომელიც აღადგინა შპს ,,ყ--------------------–--მა“.
2017 წლის 07 მარტის ხარჯთაღრიცხვის თანახმად, გ-----------------–---–ის მიერ დაზიანებული მილის აღდგენის მიზნით გაწეული სარემონტო სამუშაოების დანახარჯმა შეადგინა - 230 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 05 მარტის შპს ,,ყაზტრანსგას-თბილისი’’-ს კუთვნილი მიწისქვეშა 63 მმ-იანი საშუალო წნევის გაზსადენი მილის დაზიანების შესახებ საავარიო სამსახურში შესული განაცხადი N--------- (ს.ფ. 20)
- გაზსადენი მილის დაზიანების შედეგად მიყენებული ზიანის 2017 წლის 07 მარტის ხარჯთაღრიცხვა (ს.ფ. 21)
- ხარჯთაღრიცხვა (ს.ფ. 22)
- სიტუაციური გეგმა (ს.ფ. 42-43);
- მხარეთა ახსნა-განმარტება
სამოტივაციო ნაწილი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მოსარჩელე შპს ,,ყ--------------------–--ი’’-ს სასარჩელო მოთხოვნა თანხის დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 992-ე, 1000-ე მუხლები
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, ნებისმიერმა პირმა უნდა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. უპირველეს ყოვლისა გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ზიანი შეიძლება გამოიხატოს პირადი ქონების დაზიანებაში ან განადგურებაში, ანდა ისეთ ქმედებაში, როდესაც პირი კარგავს მის კუთვნილ ქონებას. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით. ამ შემთხვევაში მთავარია, რომ დაზარალებული პირის ინტერესები სრული მოცულობით იყოს დაკმაყოფილებული.
მოცემულ საქმესთან მიმართებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით დასტურდება, რომ 2017 წლის 05 მარტს, ქალაქ თბილისში, ი-----------ში, ზ------- ჯ--------ის ქუჩა N---ის მიმდებარედ, გ-----------------–---–ი აწარმოებდა მიწის გათხრით სამუშაოებს, რა დროსაც დაზიანდა შპს ,,ყ--------------------–--ი’’-ს კუთვნილი მიწისქვეშა მილი, რომელიც აღადგინა შპს ,,ყ--------------------–--მა’’. 2017 წლის 07 მარტის ხარჯთაღრიცხვის თანახმად, გ-----------------–---–ის მიერ დაზიანებული მილის აღდგენის მიზნით გაწეული სარემონტო სამუშაოების დანახარჯმა შეადგინა - 230 ლარი.
მოცემულ შემთხვევაში აღსანიშნავია, რომ გ-----------------–---–ს მიწის გათხრის სამუშაოების დაწყებამდე, კერძოდ, 2017 წლის 30 იანვარს 14:37 საათზე და ასევე 2017 წლის 06 თებერვალს 11:31 საათზე ეცნობა, რომ ქალაქ თბილისში, ი-----------ში, ზ------- ჯ--------ის ქუჩა N---ში უნდა ეწარმოებინა მიწის გათხრითი სამუშაოები, რის საფუძველზეც მას გადაეცა შესაბამისი მისამართის გაზის მილების დაქსელვის სიტუაციური გეგმა, რის შემდეგაც გ-----------------–---–მა დაიწყო მიწის გათხრითი სამუშაოები,რომლის დროსაც დაზიანდა გაზის მილი. ნახაზის მიხედვით აღნიშნული მილი არ უნდა ყოფილიყო განთავსებული იმ ადგილას, სადაც მოპასუხე აწარმოებდა სამუშაოებს, ვინაიდან ნახაზზე დაზიანებული მილის მდებარეობა არ იყო აღნიშნული. შესაბამისად, გ-----------------–---–ისათის ვერ იქნებოდა ცნობილი, რომ მილი გადიოდა სწორედ იმ მონაკვეთზე, სადაც უნდა ეწარმოებინა გათხრითი სამუშაოები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, უნდა დადგინდეს ქმედება, შედეგი, სუბიექტის ქმედება და მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. განსახილველ შემთხვევაში არსებობს ქმედება, შედეგი და მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, თუმცა არ იკვეთება სუბიექტის - გ-----------------–---–ის თუნდაც დაუდევარი ქმედება, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი იქნებოდა.
საქრთველოს სამოქალაქო კოდექსის 1000-ე მუხლის საფუძველზე,1. თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე ამ ნაგებობაში წარმოებული, მოთავსებული ან მიწოდებული ენერგიისაგან, ანდა ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ანდა მომწამვლელი ნივთიერებისაგან, მაშინ ამ ნაგებობის მფლობელი ვალდებულია,თუკი ამ საფრთხის პრაქტიკულ განხორციელებას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, სხეულის ან ჯანმრთელობის დაზიანება ანდა ნივთის დაზიანება, აუნაზღაუროს დაზარალებულს აქედან წარმოშობილი ზიანი. იგივე პასუხისმგებლობა გამოიყენება ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ან მომწამვლელი ნივთიერების მფლობელების მიმართ, როცა ამ ნივთიერებებიდან მომეტებული საფრთხე გამომდინარეობს.
2. თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან ან ნივთიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე სხვაგვარი საფუძვლით, ვიდრე ამ მუხლის პირველ ნაწილშია აღნიშნული, ნაგებობის ან ნივთის მფლობელი ვალდებულია ანალოგიურად აანაზღაუროს საფრთხის განხორციელების შედეგად წარმოშობილი ზიანი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სწორედ შპს ,,ყ--------------------–--ი’’-ს ვალდებულება იყო, რომ სიტუაციურ გეგმაზე ზუსტად ყოფილიყო დატანილი მიწისქვეშა მილების ადგილმდებარეობა, რომ თავიდან აეცილებინათ მილის დაზიანების ფაქტი. მას არა მხოლოდ ზუსტი ნახაზი უნდა მიეცა მოპასუხისთვის, არამედ ადგილზეც უნდა გაეკონტროლებინა მისი მუშაობა. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება დაზიანებული მილის ზუსტი ადგილმდებარეობა და მისი განთავსების სიღრმე, რომლის მტკიცების ტვირთი გადატანილი იყო მოსარჩელეზე მხარეზე, როგორც იმ სპეციალურ სუბიექტზე, რომლის ვალდებულებაც არის მომეტებული საფრთხის წყაროსთან მიმართებაში ასევე მომეტებული ვალდებულება და პასუხისმგებლობა გამოიჩინოს. მოპასუხე მხარეს რომც არ წარმოედგინა რაიმე სახის მტკიცებულება, მოსარჩელე მხარე ვალდებული იყო სასამართლოს წინაშე წარმოედგინა ყველა იმ ღონისძიების დამადასტურებელი მტკიცებულება, რაც მან გასწია მილის დაზიანებამდე და მიუხედავად აღნიშნულისა, რომ მოპასუხის ბრალეული ქმედების შედეგად მილი მაინც დაზიანდა. განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილია მხოლოდ დაზიანების ფაქტისა და ხარჯთაღრიცხვის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც დავის სპეციფიკის გათვალისწინებით არ არის ის საკმარისი საფუძველი, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,ყ--------------------–--ი’’-ს სარჩელი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია და მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას მის დაკმაყოფილებაზე.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, შპს ,,ყ--------------------–--ი’’-ს მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით. ვინაიდან, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.მოსარჩელე შპს ,,ყ--------------------–--ი“-ს სარჩელი მოპასუხე გ-----------------–---–ის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ - არ დაკმაყოფილდეს.
2. შპს ,,ყ--------------------–--ი“-ს მიერ 2018 წლის 0-------- გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2571-ე, 365-ე მუხლების საფუძველზე, მოცემულ სამოქალაქო დავაზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.
მოსამართლე შორენა წიქარიძე