გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.07.2019
საქმის ნომერი
411210018002664299
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
22.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №411210018002664299

საქმე №2/243-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

11.04.2019 წელი, ქ. ლაგოდეხი

 

შესავალი ნაწილი

 

ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლო

მოსამართლე იოსებ აბრამიძე

სხდომის მდივანი მზია გულმაგარაშვილი

 

მოსარჩელე - ელ--ე ტი--------ა

წარმომადგენელი - ვი--------ა კო–------ე

 

მოპასუხე - ია------–----–--ა

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

ია------–----–--ას ელ--ე ტი--------ას სასარგებლოდ დაეკისროს 1500 ლარის გადახდა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

სარჩელში მითითებულია, რომ იანა კალამეციევამ მისგან ნისიად წაიღო 2197 ლარის სიგარეტი და არაყი. აღნიშნული მოპასუხემ დაადასტურა 2015 წლის 19 ნოემბერს დაწერილი ხერწელით, აღნიშნული ხელწერილის თანახმად, პროდუქტის საფასური მოპასუხეს უნდა გადაეხადა 2015 წლის 19 დეკემბრამდე. აღნიშნულის შემდეგ, ია------–----–--ამ კვლავ შეიძინა მისგან სიგარეტი და არაყი და თანხა გაიზარდა 2457 ლარამდე. აღნიშნული თანხიდან, ია------–----–--ამ მოსარჩელეს გადაუხადა მხოლო 950 ლარი, ხოლო 1507 ლარის გადახდაზე უარს აცხადებს.

 

სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, ელ--ე ტი--------ამ შეცვალა სარჩელის საფუძველი და განმარტა, რომ 2015 წლის მაისის თვეში, ია------–----–--ას 3 დღის ვადით ასესხა ბანკიდან სესხის სახით გამოტანილი თანხა. მოპასუხემ თანხა ვერ დაუბრუნა შეთანხმებულ ვადაში, ამიტომ მხარეები შეთანხმდნენ სარგებელზე. აღნიშნულის შემდგომ, მხარეები პერიოდულად ადგენდნენ ხელწერილებს ორივე მხარის ხელმოწერით და საბოლოოდ, ია------–----–--ას მიერ გადასახდელმა თანხამ შეადგინა 1507 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ, წარმოდგენილი შესაგებლით, სარჩელი არ ცნო და გამარტა, რომ მან ელ--ე ტი--------ასგან ისესხა 550 ლარი პროცენტით. მას გადაუხადა 950 ლარი ერთნაირად და შემდეგ კიდევ ნაწილ ნაწილ გარკვეული თანხები, ჯამში 1615 ლარი. მხარის მითითებით, ელ--ე ტი--------ას ვალი არ აქვს და მას იმაზე მეტი გადაუხადა, ვიდრე მოსარჩელეს ეკუთვნოდა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ელ--ე ტი--------ამ ია------–----–--ას ასესხა 605 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 04.05.2015 წლის ხელწერილი;

 

3.2.2. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, სესხის თანხის გადაცემის შემდგომ, მხარეები პერიოდულად ადგენდნენ ხელწერილებს, რომელთს შესაბამისად, საზღვრავდნენ კონკრეტულ დროს არსებულ ვალს და ვალდებულების შესრულების ვადას. მხარეთა მიერ შედგენილი, უკანასკნელი ხელწერილი თარიღდება 2015 წლის 19 ნოემბრით, რომლის თანახმად, ია------–----–--ა აღიარებს ელ--ა ტი--------ას მიმართ არსებულ ვალს, 2197 ლარის ოდენობით (ს.ფ. 13-14).

 

მხარეთა ახსნა განმარტებებითა და მოწმის ჩვენებით, დადგენილია, რომ ია------–----–--ამ ელ--ე ტი--------ას გადაუხადა სესხის თანხა 950 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეს ეკისრება იმ ფაქტების დადასტურების ტვირთი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ 2015 წლის 19 ნოემბრის შემდგომ, ია------–----–--ას ვალდებულებები გაიზარდა, ეკისრებოდა მოსარჩელეს, რომელსაც არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება აღნიშნულის დასადასტურებლად.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის ზეპირ მტკიცებას იმის თაობაზე, რომ ელ--ე ტი--------ას, 950 ლარის გარდა, სხვადასხვა ოდენობის თანხები გადაუხადა, რომელმაც, ჯამში მხარეთა მიერ დადასტურებული 950 ლართან ერთად, 1615 ლარი შეადგინა, ვინაიდან აღნიშნული ფაქტი არ დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებებით.

 

ამდენად, წარმოდგენილი, 2015 წლის 19 ნოემბრის ხელწერილით და მხარეთა ახსნა განმარტებებით დადასტურებულია, რომ ია------–----–--ას ვალდებულება ელ--ე ტი--------ას მიმართ შეადგენდა 2197 ლარს, საიდანაც მხარეები ადასტურებენ 950 ლარის მოსარჩელისათვის გადახდის ფაქტს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ადგენს რომ ია------–----–--ას მოსარჩელისათვის გადასახდელი აქვს 1247 ლარი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელის განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, მათი პოზიციის გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 1247 ლარის გადახდა.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 52-ე, 319-ე, 317-ე, 327-ე, 341-ე, 338-ე, 361-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ. კანონის ფარგლებში. თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. აღნიშნულ კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით, მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით, გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის შესაბამისად სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს, მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის მიხედვით, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ვინაიდან სასამართლოს, 2015 წლის 19 ნოემბრის ხელწერილით და მხარეთა ახსნა განმარტებებით, დადასტურებულად მიაჩნია, რომ ია------–----–--ას ვალდებულება ელ--ე ტი-------ას მიმართ შეადგენდა 2197 ლარს, საიდანაც მოპასუხემ მოსარჩელეს დაუბრუნა 950 ლარი, ამიტომ, სასამართლო თვლის, რომ ელ--ე ტი-------ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ია------–----–--ას უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის 1247 ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს, ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით, რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით.

 

საქმეში წარმოდგენილი ამონაწერებით დგინდება, რომ მხარეები რეგისტრებულნი არიან სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში. შესაბამისად, ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელწიფო ბაჟის გადახდისგან, ხოლო სხვა რაიმე საპროცესო ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტი სასამართლოში წარმოდგენილი არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-39-ე, 41-ე, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 2591, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. მოსარჩელე ელ--ე ტი--------ას (პ/ნ 2----------) სარჩელი მოპასუხე ია------–----–--ას (პ/ნ 2----------) მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდეს:

 

1.1. მოპასუხე ია------–----–--ას (პ/ნ 2----------) მოსარჩელე ელ--ე ტი--------ას (პ/ნ 2----------) სასარგებლოდ დაეკისროს, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 1247 (ათას ორას ორმოცდაშვიდი) ლარის გადახდა.

 

2. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

 

3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2571, 264-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 364-ე და 365-ე მუხლების შესაბამისად, გადაწყვეტილება გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

 

მოსამართლე იოსებ აბრამიძე