გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.09.2019
საქმის ნომერი
030310019002815037
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების განხორციელების ან ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავები
თარიღი
27.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 030310019002815037

№3/09-2019

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27 სექტემბერი, 2019 წელი ქ. ფოთი

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე

სხდომის მდივანი ლევანი ქირია

მოსარჩელე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი ლ--–- ჭ----------

მოპასუხე ი/მ ,,რ----- გ--------’’

წარმომადგენელი რ---- ბ---------–---–-

დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა,თანხის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ი.მ. ,,რ----- გ---------ს" (პ/ნ 4----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 2015 წლის 08 ივნისიდან თვეში 244 ლარის ოდენობით გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

1.2. ი.მ. ,,რ----- გ---------ს" უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ფოთი, გ-----ს ქ. N-- (ს/კ 0-----------).

 

2. მხარეთა პოზიცია.

 

2.1. მოსარჩელე მხარის მოსაზრება:

 

უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ფოთი, გ-----ს N---ში (ს/კ 0-----------) წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, რომლითაც 2015 წლის 08 ივნისიდან დღემდე არამართლზომიერად სარგებლობს და უძრავ ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის იყენებს ი/მ ,,რ-----ი გ--------’’, რაც დასტურდება შემოსავლების სამსახურის 03.09.2018წ N21-11/112459 წერილით, 24.08.2018წ. ადგილზე დათვალიერების ოქმით, ფოტომასალით.

 

სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N007145818 დასკვნის თანახმად, ქ. ფოთი, გ-----ს N-- (ს/კ 0-----------) საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 244 ლარს.

 

მოპასუხეს გაეგზავნა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 11/10/2018წ N12/56582, 18.10.2018წ N12/58335, 30.10.2018წ. N12/60360 წერილები, რომლითაც ეცნობა, რომ სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობისათვის სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადაეხადა სარგებლობის საფასური და განესაზღვრა ვადა ვალდებულების შესასრულებლად. მოპასუხეს ასევე მოეთხოვა ფართის გამოთავისუფლება, თუმცა უშედეგოდ.

 

მოპასუხეს ეკისრება სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 2015 წლის 08 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე თვეში 244 ლარის ოდენობით.

 

,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის (პრიმა 3) პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით, ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

 

2.2. მოპასუხე მხარის მოსაზრება:

 

უძრავი ქონების კეთილმოწყობისა და მოვლა-პატრონობის ნებართვა გაცემულ იქნა ქ. ფოთი, გ-----ს ქ. N---ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ 0------------------) მესაკუთრის შ------- გ-------–--ს განცხადების საფუძველზე ქ. ფოთის მერიის ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტის 2000 წლის 25 იანვარს. სწორედ ამ დროიდან ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას მესაკუთრე თავის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. ფოთი, გ-----ს ქ. N---ში, უძრავი ქონების (ს/კ 0------------------) მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი 0----------- კეთილმოწყობისა და მოვლა-პატრონობის ნებართვის მე-5 პუნქტი ითვალისწინებდა ნებართვაში დასახელებული პირობების დარღვევის შემთხვევაში მის ძალადაკარგულად გამოცხადებას. ნებართვით დადგენილი პირობების დარღვევას ადგილი არ ჰქონია. ორივე ობიექტის მისამართად საჯარო რეესტრის ამონაწერში ფიქსირდება ქ. ფოთი, გ-----ს ქ. N--.

 

სარჩელზე თანდართული წ---–-----------ის კომპანიის წერილში აღნიშნულია, რომ უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდით 0----------- აბონენტად არავინ ფიქსირდება, ხოლო უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდით 0------------------., 2012 წლის ოქტომბრიდან ფიქსირდება აბონენტად შ------- გ-------–--. ფოტომასალა ვერ ადასტურებს სამეწარმეო საქმიანობას მოცემულ ტერიტორიაზე, რადგან სამეწარმეო საქმიანობის არცერთი ნიშანი მას არ გააჩნია. ნაცვლად უკაცრიელი ადგილისა ის კი არის მოსასვენებელი ადგილი ყველასთვის, ვისაც მოესურვება იქ დასვენება, სასიამოვნო დეკორატიული პეიზაჟით და მიმზიდველი გარემოთი, რომლის მსგავსი ქალაქში არც არის და ნაცვლად სასარჩელო მოთხოვნების დაყენებისა, მადლიერებას იმსახურებს მიმდებარე უძრავი ქონების გულისხმიერი მესაკუთრე. სადავო მიწაზე არ არის აღმართული რაიმე სახის კაპიტალური ნაგებობა. ადგილზე დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ მოცემულ ტერიტორიაზე განთავსებულია რკინის კონსტრუქციები, რომლის გადაადგილება ძალიან იოლია.

 

ექსპერტიზის დასკვნას არ ეთანხმებიან, ვინაიდან საიჯარო ქირის ღირებულება თავსებადი უნდა იყოს ქ. ფოთში არსებულ საიჯარო გადასახადთან, ვინაიდან მიწის ნაკვეთი არის 135.00 კვ.მ., რომელსაც იჯარით გასაცემი არანაირი პირობა არ გააჩნია. თუ არ ჩაითვლება ისევ მიმდინარე მიწის ნაკვეთის მესაკუთრის მიერ გაკეთილშობილებული იერსახე. ექსპერტიზის მიერ განსაზღვრული თვიური საიჯარო ქირა 244 ლარის ოდენობით ქ. ფოთში რეალური და მისაღებია მხოლოდ სამეწარმეო საქმიანობისათვის ვარგისი ობიექტებისთვის. მათ მიერ წარმოდგენილ იქნება საქმის სასამართლო განხილვაზე მტკიცებულება აღნიშნულთან დაკავშირებით, რომელზედაც უკვე მიმდინარეობს მუშაობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე პირველი მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

კონკრეტულ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადის ათვლა იწყება 2015 წლის 11 ივნისიდან, როცა მოსარჩელე აღირიცხა უძრავი ნივთის მესაკუთრედ, რადგან მისთვის უკვე ცნობილი იყო ის, რომ იმ ტერიტორიას, რომლის მესაკუთრეც ის გახდა, უვლიდა და პატრონობდა სხვა პირი, თუმცა მას 2018 წლის 11 ოქტომბრამდე მოთხოვნა არ წაუყენებია ამ პირისთვის მოთხოვნა დააყენა 3 წლისა და 4 თვის შემდეგ. როცა მოთხოვნა უკვე ხანდაზმული იყო.

 

საქმის სასამართლოში განხილვისას მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ ცნო სასარჩელო მოთხოვნა, უკანონო მფლობელობიდან, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ფოთი, გ-----ს ქ. N-- (ს/კ 0-----------), გამოთხოვის შესახებ.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, რომელიც მომზადებულია 29.11.2018წ 13:29:47, ქ. ფოთში, გ-----ს ქ. N---ში, მდებარე 135 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ს/კ 0-----------. რეგისტრირებულია სახელმწიფოს სახელზე.

 

3.2. სადაო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქართველოს გაერთიანებული წ---–-----------ის კომპანიის ფოთის სერვის ც-------ს 31.08.2018წ N13261/34/02 წერილის თანახმად, რომლის ადრესატია სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის ც-------ს უ--------, უძრავი ქონება, ს/კ 0----------- აბონენტად არავინ არ ფიქსირდება. აბონენტად მომიჯნავე ნაკვეთზე ს/კ 0------------------. 2012 წლის ოქტომბრიდან ფიქსირდება შ------- გ-------–--.

 

3.2.2. სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის 12.10.2018 წლის დასკვნის თანახმად, ქ. ფოთში გ-----ს ქ.N---ში მდებარე, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, უძრავი ქონების (ს/კ 0-----------) ყოველთვიური საიჯარო ქირის ღირებულება, დღევანდელი დღის მდგომარეობით, საორიენტაციოდ შეადგენს 244 ლარს.

 

3.2.3. სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ც-------ს უ--------ს 11.10.2018 N12/56582, 18.10.2018წ N12/58335, 30.10.2018წ N12/60360 წერილებით რ----- გ--------ს ეთხოვა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა 2015 წლის 08 ივნისიდან თვეში 244 ლარის ოდენობით.

 

3.2.4. ქ. ფოთის მერიის ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტის 2000 წლის 25 იანვრის N6 წერილის თანახმად, რომლის ადრესატია ვ. მ---------, მცხოვრები გ-----ს ქ. N---ში, მითითებულია: ,,თქვენ მოგვმართეთ განცხადებით (N512.24.12.99წ), სადაც ითხოვდით თქვენი რესტორან ,,შ------ს" მიმდებარე ტერიტორიის, კერძოდ, გ-----ს ქ. N---ში, საცხოვრებელი სახლისა და სასტუმრო ,,ა-------’’ შორის ტერიტორიის ნაწილის კეთილმოწყობისა და მოვლა-პატრონობის ნებართვას.

ქ. ფოთის ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტს მიზანშეწონილად მიაჩნია თქვენი ზემო აღნიშნული თხოვნის დაკმაყოფილება და ნებას გრთავთ ამ ტერიტორიის დროებით კეთილმოწყობასა და მოვლა-პატრონობაზე, შემდეგი პირობების დაცვით:

1. ამ ტერიტორიაზე განლაგებული მცირე ფორმის განახლება-რემონტი ჩვენი რეკომენდაციებითა და მითითებით ( შელესვა, შეღებვა და სხვა).

2. ტერიტორიის კეთილმოწყობა ნარგავებითა და დეკორატიული მცენარეებით (ლანდშაფტის განყოფილებასთან შეთანხმებით).

3. სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების მტკიცე დაცვა ზემო აღნიშნული სამუშაოების დროს.

4. (მე-4 გაურკვეველია).

5. ცნობად იქნას მიღებული, რომ რომელიმე ამ პირობის დარღვევის შემთხვევაში და ქალაქის პირველი მოთხოვნისთანავე დროებითი ნებართვა ძალადაკარგულად ჩაითვალოს’’.

 

3.2.5. შემოსავლების სამსახურის უბნის ოფიცერთა სამმართველოს 19.09.2019წ. N21/11/101098 წერილით, რომლის ადრესატია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ქ.ფოთი, გ-----ს ქ. N---ში, 2019 წლის 09 სექტემბრის მდგომარეობით სამეწარმეო საქმიანობა არ ხორციელდება.

 

3.2.6. სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ც-------ს უ--------ს 04.09.2019წ N12/52439 წერილით, რომლის ადრესატია სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტი, ირკვევა, რომ ამ უკანასკნელის 03.09.2018წ N21-11/112459 წერილის პასუხად, რ----- გ--------ს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციით (დოკუმენტი თან ერთვის) ვერ დგინდება ქ. ფოთი, გ-----ს ქ.N---ში მდებარე უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობის პერიოდი.

მოთხოვნილია დამატებით მიეწოდოს ინფორმაცია აღნიშნული უძრავ ქონებაზე არამართლზომიერი მოსარგებლის მიერ სამეწარმეო საქმიანობის დაწყების/შეწყვეტის შესახებ.

 

3.2.7. საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ფოთი, გ-----ს ქ.N---ში, არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე, 135 კვ.მ.

 

3.2.8. საჯარო რეესტრის ამონაწერით, რომელიც მომზადებულია 07.04.2016წ 16:52:11, ქ. ფოთი, გ-----ს ქ. N---ში ს/კ 0-------------------, არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული 1222 კვ.მ., შენობა-ნაგებობები N---, მესაკუთრეა შ------- გ-------–--.

 

3.2.9. შპს აუდიტორული ფირმა ,,გ--- ა--------ს’’ 02.09.2019წ N3/2 დასკვნით ქ. ფოთი, გ-----ს ქ. N---ში ს/კ 0----------- აქტიური საიჯარო საწყის ღირებულებად შეიძლება მიღებულ იქნას 50 ლარი.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

უნდა დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნა - ი.მ ,,რ----- გ--------ს’’ უკანონო მფლობელობიდან, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ფოთი, გ-----ს ქ. N-- (ს/კ 0-----------), გამოთხოვის შესახებ (ეს მოთხოვნა მოპასუხემ მოსამზადებელ სხდომაზე ცნო).

 

არ უნდა დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნა - ი.მ ,,რ----- გ--------სათვის (პ/ნ 4----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის 2015 წლის 08 ივნისიდან თვეში 244 ლარის ოდენობით გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდის შესახებ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონი (კონკრეტული მუხლები იხილეთ სამართლებრივ შეფასებაში).

 

6. სამართლებრივი შეფასება.

 

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, რომელიც მომზადებულია 29.11.2018წ 13:29:47, ქ. ფოთში, გ-----ს ქ. N---ში, მდებარე 135 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ს/კ 0-----------. რეგისტრირებულია სახელმწიფოს სახელზე.

 

საჯარო რეესტრის ამონაწერით, რომელიც მომზადებულია 07.04.2016წ 16:52:11, ქ. ფოთი, გ-----ს ქ. N---ში ს/კ 0-------------------, არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული 1222 კვ.მ., შენობა-ნაგებობები N---, მესაკუთრეა შ------- გ-------–--.

 

ქ. ფოთის მერიის ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტის 2000 წლის 25 იანვრის N6 წერილის თანახმად, რომლის ადრესატია ვ. მ---------, მცხოვრები გ-----ს ქ. N---ში, მითითებულია: ,,თქვენ მოგვმართეთ განცხადებით (N512.24.12.99წ), სადაც ითხოვდით თქვენი რესტორან ,,შ------ს" მიმდებარე ტერიტორიის, კერძოდ გ-----ს ქ. N---ში, საცხოვრებელი სახლისა და სასტუმრო ,,ა-------’’ შორის ტერიტორიის ნაწილის კეთილმოწყობისა და მოვლა-პატრონობის ნებართვას.

ქ. ფოთის ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტს მიზანშეწონილად მიაჩნია თქვენი ზემო აღნიშნული თხოვნის დაკმაყოფილება და ნებას გრთავთ ამ ტერიტორიის დროებით კეთილმოწყობასა და მოვლა-პატრონობაზე, შემდეგი პირობების დაცვით:

1. ამ ტერიტორიაზე განლაგებული მცირე ფორმის განახლება-რემონტი ჩვენი რეკომენდაციებითა და მითითებით (შელესვა, შეღებვა და სხვა).

2. ტერიტორიის კეთილმოწყობა ნარგავებითა და დეკორატიული მცენარეებით (ლანდშაფტის განყოფილებასთან შეთანხმებით).

3. სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების მტკიცე დაცვა ზემო აღნიშნული სამუშაოების დროს.

4. (მე-4 გაურკვეველია).

5. ცნობად იქნას მიღებული, რომ რომელიმე ამ პირობის დარღვევის შემთხვევაში და ქალაქის პირველი მოთხოვნისთანავე დროებითი ნებართვა ძალადაკარგულად ჩაითვალოს’’.

 

ვ. მ--------- არის მომიჯნავე მიწის ნაკვეთის ს.კ. 0------------------. მესაკუთრის შ------- გ-------–--ს ყოფილი მეუღლე.

 

საქართველოს გაერთიანებული წ---–-----------ის კომპანიის ფოთის სერვის ც-------ს 31.08.2018წ N13261/34/02 წერილის თანახმად, რომლის ადრესატია სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის ც-------ს უ--------, უძრავი ქონება, ს/კ 0----------- აბონენტად არავინ არ ფიქსირდება. აბონენტად მომიჯნავე ნაკვეთზე ს/კ 0------------------. 2012 წლის ოქტომბრიდან ფიქსირდება შ------- გ-------–--.

 

შემოსავლების სამსახურის უბნის ოფიცერთა სამმართველოს 19.09.2019წ N21/11/101098 წერილით, რომლის ადრესატია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ქ. ფოთი, გ-----ს ქ. N---ში, 2019 წლის 09 სექტემბრის მდგომარეობით სამეწარმეო საქმიანობა არ ხორციელდება.

 

სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ც-------ს უ--------ს 04.09.2019წ N12/52439 წერილით, რომლის ადრესატია სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტი, ორკვევა, რომ ამ უკანასკნელის 03.09.2018წ N21-11/112459 წერილის პასუხად, რ----- გ--------ს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციით (დოკუმენტი თან ერთვის) ვერ დგინდება ქ. ფოთი, გ-----ს ქ. N---ში მდებარე უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობის პერიოდი.

მოთხოვნილია დამატებით მიეწოდოს ინფორმაცია აღნიშნული უძრავ ქონებაზე არამართლზომიერი მოსარგებლის მიერ სამეწარმეო საქმიანობის დაწყების/შეწყვეტის შესახებ.

 

საქმეზე მოწმის სახით დაიკითხნენ: ი--- ღ-------- და ქ------- თ-------, შ. გ-------–--ს კ----ს თანამშრომლები, რომლებმაც კატეგორიულად უარყვნენ მომიჯნავე ტერიტორიის სამეწარმეო საქმიანობისათის გამოყენება, სურათზე აღბეჭდილი კადრი, სადაც თავად არიან მითითებულნი, განმარტეს, რომ ნახევრად ამოშენებული ადგილი არ არის დახლი, იქ არასოდეს არ იყო სალარო აპარატი, არ მზადდებოდა ყავა-ჩაი, იქიდან კ----ს მომხმარებლებზე არანაირი სასმელი, წყალი, ყავა, ჩაი, საჭმელი არ გაიცემოდა, ამ ტერიტორიას იყენებდნენ, როგორც დამხმარე ძველი ჭურჭლების ან ბოთლების დასადებად, ამ ადგილიდან სადავო მიწის ნაკვეთზე, რომელიც კეთილმოწყობილი იყო დასასვენებლად, არანაირი სასმელი ან მზა პროდუქტი არ გაიცემოდა. მათ არასდროს არ უთქვამთ და ვერც ეტყოდნენ ვინმეს, რომ სადავო მიწის ნაკვეთს სამეწარმეოდ იყენებდა შ------- გ-------–--.

 

სასამართლო იზიარებს მოპასუხის მოსაზრებას, რომ ფოტომასალა ვერ ადასტურებს სამეწარმეო საქმიანობას მოცემულ ტერიტორიაზე, რადგან სამეწარმეო საქმიანობის არცერთი ნიშანი მას არ გააჩნია.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17.1 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.

 

საქმის სასამართლოში განხილვისას მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ ცნო სასარჩელო მოთხოვნა, უკანონო მფლობელობიდან, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ფოთი, გ-----ს ქ.N-- (ს/კ 0-----------), გამოთხოვის შესახებ.

 

რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას - ი.მ ,,რ----- გ--------სათვის" (პ/ნ 4----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის 2015 წლის 08 ივნისიდან თვეში 244 ლარის ოდენობით გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდის შესახებ, ვერ დაკმაყოფილდება, რადგან სასამართლო სხდომაზე ვერ ჰპოვა დადასტურება, რომ ი.მ ,,რ----- გ--------" სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხემ ცნო სარჩელი, რის გამოც სსკ-ის 49.2-ე მუხლის თანახმად, ის თავისუფლდება სახ. ბაჟის გადახდისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12, 24-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 2571-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნა - ი.მ ,,რ----- გ--------ს’’ უკანონო მფლობელობიდან, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ფოთი, გ-----ს ქ. N-- (ს/კ 0-----------), გამოთხოვის შესახებ.

 

2. არ დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნა - ი.მ ,,რ----- გ--------სათვის (პ/ნ 4----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის 2015 წლის 08 ივნისიდან თვეში 244 ლარის ოდენობით გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდის შესახებ.

 

3. მხარეები სახ. ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულნი არიან.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება სააპელაციო წესით გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ფოთის საქალაქო სასამართლოს (ქ. ფოთი, დ. აღმაშენებლის ქ. №3) მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე