გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N------------------
საქმე №2/2490-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
26 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - შორენა წიქარიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი
მოსარჩელე - საქართველოს შ---------------------------ო
წარმომადგენელი - მ--- წ-–--–-–---–ი
მოპასუხე - შპს ,,ს-------------–--------ი“
წარმომადგენელი - ლ-–- კ-----–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე შპს ,,ს-------------–--------ის“ საქართველოს შ---------------------------ოს სასარგებლოდ დაეკისროს 983 ლარის ანაზღაურება.
წარმოდგენილი სარჩელის თანახმად, საქართველოს შ---------------------------ოსა და შპს ,,ს-------------–--------ის“ შორის გაფორმდა #--- ხელშეკრულება, შ----------------------------------------–----------- მთავარი სამმართველოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხელით რეცხვის ტალონების მოწოდებასთან დაკავშირებით ჯამური ღირებულებით 37 900 ლარი. ხსენებული ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, ტალონის ვადა არ უნდა ყოფილიყო შეზღუდული.
ხსენებული ხელშეკრულების ფარგლებში, შპს ,,ს-------------–--------ის“ თანხა სრულად ჩაერიცხა 2014 წლის 03 ივნისს. 2014 წლის 06 ივნისის წერილის საფუძველზე საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოდან საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტს გადმოეცა 50 ცალი მაღალი გამავლობის და 50 ცალი მსუბუქი ავტომანქანის ხელით რეცხვის ტალონი თანხით 1150 ლარი. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში გაწეულია 36 917 ლარის მომსახურება, ხოლო დარჩენილი 983 ლარის მომსახურებას, რომელიც ერიცხება შ----–----------------------------ს, ვერ იღებს მოპასუხისაგან, კერძოდ, დარჩენილია ჯიპის ტიპის ა/მანქანის ავტოსამრეცხაო ტალონი 40 ცალი და სედანის ტიპის ა/მანქანის ავტოსამრეცხაო ტალონი 47 ცალი.
მიუხედავად არა ერთი სატელეფონო კომუნიკაციისა, კომპანია მომსახურებაზე უარს აცხადებს იმ მოტივით, რომ ავტომანქანების რეცხვის მომსახურებას ისინი აღარ ეწევიან. #--- ხელშეკრულების ფარგლებში, შპს ,,ს-------------–--------ის“ თანხა 37 900 ლარი სრულად ჩაერიცხა 2014 წლის 03 ივნისს. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე უარს აცხადებს მოსარჩელისთვის მომსახურების გაწევაზე, მხარემ მომართა სასამართლოს და ითხოვს მოაპსუხეზე თანხის დაკისრებას (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე შპს ,,ს-------------–--------იმ“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია და ამ საფუძვლით უარი უნდა ეთქვას მას დაკმაყოფილებაზე. სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა ასევე მიუთითა, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მის მიერ სარჩელში მითითებული რაოდენობა გამოუყენებლი ტალონებისა, შესაბამისად, ამ საფუძვლით არ უნდა დაკმაყოფილებულიყო სასარჩელო მოთხოვნა (იხ. შესაგებელი და სასამართლო სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდავო გარემოებები არ გამოკვეთილა.
4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1. 2014 წლის 21 მაისს, საქართველოს შ---------------------------ოს და შპს ,,ს-------------–--------ის“ შორის დაიდო ხელშეკრულება #--- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, რომლის საფუძველზეც, შპს ,,ს-------------–--------ის“ საქართველოს შ---------------------------ოსთვის უნდა გაეწია, წინამდებარე ხელშეკრულების დანართი #--ით განსაზღვრული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხელით რეცხვის მომსახურება (ტალონების საფუძველზე). ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 37 900 ლარს.
ხელშეკრულების ღირებულება მოიცავდა, როგორც საქონლის ღირებულებას, ასევე წინამდებარე ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით მიმწოდებლის მიერ გაწეულ ყველა ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს.
ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, ტალონის ვადა არ იყო შეზღუდული. ამავე ხელშეკრულების 7.2 პუნქტის თანახმად, შემსყიდველი იღებდა ვალდებულებას გადაეხადა მიმწოდებლისთვის მიღებული საქონლის ღირებულება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და თანმდევი დოკუმენტაციის (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, სასაქონლო ზედნადების) გამოწერიდან/წარმოდგენიდან 20 (ოცი) დღის განმავლობაში. თუკი ანგარიშსწორების განხორციელების ვადის ბოლო დღე დაემთხვეოდა არასამუშაო დღეს, მაშინ ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო მომდევნო სამუშაო დღეს.
წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედიოდა ამ დოკუმენტის თავში მითითებული თარიღიდან და მოქმედებდა 2015 წლის 31 იანვრის ჩათვლით.
მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოს შ---------------------------ოს მიერ შპს ,,ს-------------–--------ის“ გადაურიცხა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა 37 900 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2014 წლის 21 მაისის ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ (ს.ფ. 17-21)
- დანართი #- (ს.ფ. 22)
- ნაშთები (ს.ფ. 24)
- საგადახდო მოთხოვნა (ს.ფ. 38)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.2. 2014 წლის 06 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, #- საწვავისა სა სატელეფონო ბარათების, ჰუმანიტარული დახმარების და რეზერვის საწყობმა შ--------------------------–----------- მთავარი სამმართველოს განყოფილებისგან, #------- წერილის საფუძველზე ჩაიბარა1 150 000 000 ქართული ლარის ღირებულების საქონელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2014 წლის 06 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 26)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.3. 19/03/2018 წელს საქართველოს შ---------------------------ომ წერილობით მიმართა შპს ,,ს-------------–---------“ 2014 წლის 21 მაისის #--- ხელშეკრულების ფარგლებში, მის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების ან აუთვისებელი თანხების უკან დაბრუნების მოთხოვნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 19/03/2018 წლის წერილი (ს.ფ. 30)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
სამოტივაციო ნაწილი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა - საქართველოს შ---------------------------ოს სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე, 130-ე, 629-ე მუხლები
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.
ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნების - ექვს წელს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
მითითებული ნორმების შესაბამისად, კანონით დადგენილია ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებებიც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლებების დაცვა. განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ საქართველოს შ---------------------------ოს მოთხოვნა შპს ,,ს-------------–--------ის“ მიმართ, რომელიც გამომდინარეობს სადავო სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებიდან, რაზე მითითებასაც აკეთებს მოპასუხე მხარე.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე საქართველოს შ---------------------------ომ სასამართლოს სარჩელით მომართა 2018 წლის 27 აპრილს. სადავო ხელშეკრულების მოქმედების ვადა კი ამოიწურა 2015 წლის 31 იანვარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს შ---------------------------ომ სასამართლოს სარჩელით მომართა კანონით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის ფარგლებში, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა არ არის ხანდაზმული.
7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, მოსარჩელე მხარეზე იყო იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოპასუხე იყო ვალდებული შეესრულებინა მის მიმართ დარჩენილი ვალდებულება. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომ მას ნამდვილად ჰქონდა გამოუყენებელი ა/მანქანის რეცხვის ტალონები. საქმეზე წარმოდგენილი იქნა მხოლოდ ორი მათგანის ასლი, ხოლო დედანი კი არცერთი მათგანის, ასევე სარჩელში მითთებული დაახლოებით 80 ცალი ტალონის, არ წარმოდგენილა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, შ---------------------------ოს სხვადასხვა დეპარტამენტებს შორის მიმოწერა ვერ მიიჩნევს იმ სახის მტკიცებულებად, რომელიც დაადასტურებს მოპასუხის ვალდებულებას მოსარჩელის წინაშე.
ამდენად, მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს 983 ლარის ღირებულების ავტოსამრეცხაო ტალონების არსებობას, რომლის მომსახურების გაწევაზეც მოპასუხემ უარი განუცხადა, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა მითითებული თანხის მოპასუხეზე დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან,მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე საქართველოს შ---------------------------ოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რომელიც კანონის საფუძველზე გათავისუფლებულია სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან, შესაბამისად, არც ერთ მხარეს არ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა და საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე საქართველოს შ---------------------------ოს სარჩელი მოპასუხე შპს ,,ს-------------–--------ის“ მიმართ 983 ლარის დაკისრების თაობაზე - არ დაკმაყოფილდეს.
2. ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2571-ე, 365-ე მუხლების საფუძველზე, მოცემულ სამოქალაქო დავაზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.
მოსამართლე შორენა წიქარიძე