გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N3-----------------
საქმე №2/18601-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
11 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - შორენა წიქარიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი
მოსარჩელე - შპს ,,ე-----------ი“
წარმომადგენელი - გ--------–-------–---–ი
მოპასუხე - ქ.თ---–----------–----–--------------ა
წარმომადგენელი - ს--–---- ზ---------
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ქ. თ---–----------–----–--------------ას მოსარჩელე შპს ,,ე-----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 700 ლარის ანაზღაურება.
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, თ---–----------–----–--------------ის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 02 აპრილს ნ----- დ---–ზე გაცემულ იქნა რეცეპტი #------ რეცეპტის მოქმედების ვადა იყო 2017 წლის 06 მაისის ჩათვლით, ხოლო თ---–----------–----–--------------ის ადმინისტრაციის მიერ 2017 წლის 20 აპრილს, ნ--–----------–---ზე გაცემულ იქნა რეცეპტი #------ რეცეპტის მოქმედების ვადა იყო 2017 წლის 20 მაისის ჩათვლით. ორივე შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მოხდა მედიკამენტების მიწოდება საერთო ჯამში 2590 ლარის ოდენობით, საიდანაც პაციენტების მიერ ანაზღაურებულ იქნა 1890 ლარი, ხოლო მოპასუხის გადასახდელი თანხა ჯამურად შეადგენს 700 ლარს. 2017 წლის 08 ივნისს მოსარჩელემ მიმართა ქ. თ---–----------–----–--------------ას და მოსთხოვა მედიკამენტების ღირებულების ანაზღაურება. 2017 წლის 23 ივნისს, ქ.თ---–----------–----–--------------ის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურისგან მოსარჩელემ მიიღო უარი თანხის ანაზღაურებაზე იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელის მიერ დარღვეული იყო 2016 წლის 02 აგვისტოს დადგენილება 1-----ის მე-7 მუხლის პირველი პუნქტი. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, მათ მიერ სწორდა და სრულად იყო მოპასუხის მიმართ წარდგენილი ყველა საჭირო დოკუმენტაცია, თუმცა ანაზღაურებაზე უარი ეთქვა, რის გამოც მომართა სასამართლოს (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე შპს ქ. თ---–----------–----–--------------ამ წარმოდგენილი შესაგებლით მხარემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ქ.თ---–----------–----–--------------აში შპს ,,ე-----------ის“ მიერ 2017 წლის 08 ივნისს წარმოდგენილ იქნა განცხადება კონკრეტული ოდენობის თანხის ანაზღაურების შესახებ, თუმცა მას არ ერთვოდა სრულყოფილი დოკუმენტაცია. ამასთან, მოთხოვნა თანხის ანაზღაურების შესახებ ნ--–----------–---ისა და ნ----- დ---–ის ნაწილში არ ყოფილა წამოდგენილი სათანადო ფრომით, კერძოდ, როგორც ამას მოითხოვს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 02 აგვისტოსმ #----- დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის მე-7 მუხლის პირველი პრიმა პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი. სამსახურის მიერ დადგენილი ელ. ფორმა ,,შემთხვევათა რეესტრი“ მოსარჩელემ შეავსო მხოლოდ გ-----------------–-ძესთან მიმართებით, რა ნაწილში ანაზღაურდა კიდეც მოთხოვნები, ხოლო იმ ნაწილში, რომელშიც მას უარი ეთქვა ანაზღაურებაზე (ნ--–----------–---თან და ნ----- დ---–თან მიმართებით), მოთხოვნა არ ყოფილა წარმოდგენილი სათანადო ფორმით.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოსარჩელემ არ შეავსო ელექტრონული წარდგენის დროს მხოლოდ შესაბამისი ველი, მიუხედავად იმისა, რომ მხარემ დადგენილ ვადაში მომართა ანაზღაურების მოთხოვნით ქ.თ---–----------–----–--------------ას და ასევე ფიზიკური სახითაც იქნა წარმოდგენილი დოკუმენტაცია მერიაში, თუმცა სწორედ ელექტრონული სახით შესაბამისი ველის არშევსების გამო, რომელიც სავალდებულო წესით არის შესავსები, მოსარჩელეს უარი ეთქვა ანაზღაურებაზე (იხ. შესაგებელი და სასამართლო სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდავო გარემოებებაა, რომ ელექტრონული წესით არ მომხდარა შესაბამისი ველის შევსება მოსარჩელის მიერ ნ----- დ---–ისა და ნ--–----------–---ის მომსახურების ანაზღაურების ნაწილში.
მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება
4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1. თ---–----------–----–--------------ის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 07 აპრილს, ნ----- დ---–ზე გაიცა რეცეპტი #8----- რეცეპტის მოქმედების ვადა იყო 2017 წლის 06 მაისის ჩათვლით პერიოდი.
რეცეპტის გამცემ ორგანიზაციად მიეთითა ქ.თბილისის მერია, ხოლო „აფთიაქის“ გრაფაში კი - შპს „ე-----------ი“.
ამავე რეცეპტში აღნიშნული იყო, რომ მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოს წარმოდგენა უნდა განხორციელებულიყო არაუგვიანეს რეცეპტის მოქმედების ვადის გასვლის საანგარიშგებო თვის მომდევნო თვის 10 რიცხვისა. შესრულებული სამუშაოს წარმოდგენისა და საგარანტიო წერილის ვადების დარღვევის შემთხვევაში თანხა არ ექვემდებარებოდა ანაზღაურებას იმ შემთხვევაში, თუ მოსარგებლის მხრიდან მოხდებოდა გამოყოფილი თანხების გადახდა. აღნიშნული თანხა აღარ ექვემდებარებოდა დაფინანსებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- რეცეპტი #8---- (ს.ფ. 15)
- 26/04/2017 წელს გაცემული სასაქონლო ზედნადები ელ-0--------- (ს.ფ. 17)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.2. თ---–----------–----–--------------ის ადმინისტრაციის მიერ 2017 წლის 20 აპრილს, ნ--–----------–---ზე გაცემული იქნა რეცეპტი #-----. რეცეპტის მოქმედების ვადად განისაზღვრა 2017 წლის 20 მაისის ჩათვლით პერიოდი.
რეცეპტის გამცემ ორგანიზაციად მიეთითა ქ.თბილისის მერია, ხოლო „აფთიაქის“ გრაფაში კი - შპს „ე-----------ი“.
ამავე რეცეპტში აღნიშნული იყო, რომ მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოს წარმოდგენა უნდა განხორციელებულიყო არაუგვიანეს რეცეპტის მოქმედების ვადის გასვლის საანგარიშგებო თვის მომდევნო თვის 10 რიცხვისა. შესრულებული სამუშაოს წარმოდგენისა და საგარანტიო წერილის ვადების დარღვევის შემთხვევაში თანხა არ ექვემდებარებოდა ანაზღაურებას იმ შემთხვევაში, თუ მოსარგებლის მხრიდან მოხდებოდა გამოყოფილი თანხების გადახდა. აღნიშნული თანხა აღარ ექვემდებარებოდა დაფინანსებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- რეცეპტი #----- (ს.ფ. 16)
- 17/05/2017 წელს გაცემული სასაქონლო ზედნადები ელ-0--------- (ს.ფ. 18)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.3. შპს ,,ე-----------მა“ 2017 წლის 08 ივნისს მიმართა ქ.თ---–----------–----–--------------ას მედიკამენტების ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნით ნ----- დ---–ის, ნ--–----------–---ისა და გ-----------------–-ძის მიმართ განხორციელებული მომსახურების ნაწილში.
2017 წლის 23 ივნისს, ქ.თ---–----------–----–--------------ის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურისაგან მიიღო უარი თანხის ანაზღაურებაზე ნ----- დ---–ისა და ნ--–----------–---ის ნაწილში, ხოლო გ-----------------–-ძის ნაწილში კი მოთხოვნილი იქნა დაზუსტებული ინვოისი, ხოლო მოგვაინებით კი ანაზღაურდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს „ე-----------ის“ წერილობითი მოთხოვნა ანაზღაურებაზე (ს.ფ. 19)
- 2017 წლის 08 ივნისის წერილი (ს.ფ. 20)
- 2017 წლის 23 ივნისის პასუხი წერილზე (ს.ფ. 21)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.4. შპს ,,ე-----------მა“ საერთო ჯამში მიაწოდა 2590 ლარის ღირებულების მედიკამენტები, საიდანაც ანაზღაურებული იქნა 1890 ლარი, ხოლო 700 ლარის ნაწილში კი უარი ეთქვა ანაზღაურებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სასაქონლო ზედნადები ელ-0--------- (ს.ფ. 17)
- სასაქონლო ზედნადები ელ-0--------- (ს.ფ. 18)
- შპს „ე-----------ის“ წერილობითი მოთხოვნა ანაზღაურებაზე (ს.ფ. 19)
- 2017 წლის 08 ივნისის წერილი (ს.ფ. 20)
- 2017 წლის 23 ივნისის პასუხი წერილზე (ს.ფ. 21)
- 2017 წლის 08 ივნისის ინვოისი (ს.ფ. 62)
- საანგარიშგებო ფორმა შესვსებული გ-----------------–-ძის სახელზე (ს.ფ. 63)
- გ-----------------–-ძის რეცეპტი (ს.ფ. 64)
- 07/04/2017 წლის სასაქონლო ზედნადები ელ-0--------- (ს.ფ. 65)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
სამოტივაციო ნაწილი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა შპს „ე-----------ის“ სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 629-ე მუხლები
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად დადგენილია, რომ თ---–----------–----–--------------ის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 07 აპრილს, ნ----- დ---–ზე გაიცა რეცეპტი #8----- რეცეპტის მოქმედების ვადა იყო 2017 წლის 06 მაისის ჩათვლით პერიოდი. თ---–----------–----–--------------ის ადმინისტრაციის მიერ 2017 წლის 20 აპრილს, ნ--–----------–---ზე გაიცა რეცეპტი #-----. რეცეპტის მოქმედების ვადად ამიეთითა 2017 წლის 20 მაისის ჩათვლით პერიოდი. 2017 წლის 07 აპრილს გ-----------------–-ძეზე გაიცა რეცეპტი, რომლის მოქმედების ვადად მიეთითა 2017 წლის 06 მაისამდე პერიოდი. მითითებულ სამ პირს შპს ,,ე-----------მა“ საერთო ჯამში მათ მიაწოდა 2590 ლარის ღირებულების მედიკამენტები, რომლის ანაზღაურების მოთხოვნით ქ.თბილისის მუნიციპალიტეტეის მერიას მიმართა 2017 წლის 08 ივნისს. ზემოაღნიშნული თანხიდან მხოლოდ გ-----------------–-ძეზე გაწეული მომსახურება ანაზღაურდა, ხოლო ნ----- დავლისა და ნ--–----------–---ის ნაწილში კი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების თანახმად, მხარეთა შორის არსებული ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა შესრულებული ნაკისრი ვალდებულება, იმ საფუძვლით, რომ შპს ,,ე-----------ის“ მიერ დარღვეულია შესრულებული სამუშაოს სათანადო წესით წარდგენის ვალდებულება, რაც განსაზღვრულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 02 აგვისტოს N1---- დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის მე-7 მუხლის პირველი პრიმა პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით, კერძოდ, ანგარიშგების მიმწოდებლის მიერ წარდგენილი უნდა იქნას სამსახურის მიერ დადგენილი ფორმის შემთხვევათა რეესტრი, რეესტრში წარდგენილ თითოეულ შემთხვევაზე.
განსახილველ შემთხვევაში უდავო გარემოებაა, რომ მხარეთა შეთანხმებით დადგენილ ვადაში მოხდა მოსარჩელის მიერ მოპასუხეზე მიმართვა განხორციელებული მომსახურების ანაზღაურების მოთხოვის თაობაზე. ასევე დადგენილ გარემოებად უნდა მივიჩნიოთ, რომ მოსარჩელის მიერ დოკუმენტაცია სრულყოფილად იქნა წარდგენილი ქ.თ---–----------–----–--------------აში გაწეული მომსახურების ანაზღაურების მოთხოვნით ნ----- დ---–ისა და ნ--–----------–---ის ნაწილში. რაც შეეხება გ-----------------–-ძეს, აღნიშნულ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა წარდგენისთანავე დაკმაყოფილდა მოპასუხის მიერ, შესაბამისად, ვინაიდან სადავო გარემოებები არ იკვეთება და არც სასარჩელო მოთხოვნა გამომდინარეობს მითითებულ ნაწილში, აღნიშნულზე სასამართლო არ იმსჯელებს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 02 აგვისტოს N1---- დადგენილების (შემდგომ - დადგენილება) (ამჟამად მითითებული დადგენილება ძალადაკარგულია თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 03/06/2018 N----- დადგენილებით) თანახმად, განისაზღვრა სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების ქვეპროგრამის განხორციელების წესი.
დადგენილების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს ფარგლებში არსებული მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოს წარმოდგენა უნდა განხორციელდეს პირველიდან 11 რიცხვამდე, საჭიროების მიწოდების (სამედიცინო მომსახურება, სხვა საჭიროება) საანგარიშგებო თვის მომდევნო ორი თვის განმავლობაში, ხოლო მედიკამენტის დაფინანსების შემთხვევაში არაუგვიანეს რეცეპტის მოქმედების ვადის გასვლის საანგარიშგებო თვის მომდევნო თვის პირველიდან 11 რიცხვამდე.
ამავე მუხლის 11-ე პუნქტის საფუძველზე, ანგარიშგებისას მიმწოდებლის მიერ წარდგენილი უნდა იქნას:
ა) ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი (ანგარიშ-ფაქტურა);
ბ) სამსახურის მიერ დადგენილი ფორმის შემთხვევათა რეესტრი, რეესტრში წარმოდგენილ თითოეულ შემთხვევაზე:
ბ.ა) გაცემული დაფინანსების დოკუმენტის (საგარანტიო წერილი/რეცეპტი) ქსეროასლი;
ბ.ბ) ფორმა №I-------, ასეთი ტიპის დოკუმენტის წარმოების შესაძლებლობის შემთხვევაში;
ბ.გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი, გარდა ა------------–----------–----–----------–---------“ (ს/ნ 4--------- იმ ბენეფიციარების შემთხვევაში, რომელთაც აღნიშნული დოკუმენტი არ გააჩნიათ.
ამდენად, აღნიშნული ნორმით განისაზღვრა თუ როდის და რა დოკუმენტაცია უნდა იქნეს წარდგენილი თანხის ასანაზღაურებლად. თუმცა ამავე მუხლის მე-2 პუნქტში მკაფიოდ გაისაზღვრა ის სამი შემთხვევა, რა დროსაც არ უნდა მომხდარიყო თანხის გაცემა, კერძოდ, „მიმწოდებლის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოს წარმოდგენის ვადისა და, მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საგარანტიო წერილების გამოყენების ვადების დარღვევის შემთხვევაში, ასევე, სამსახურის მონიტორინგის განყოფილების დასკვნის საფუძველზე, თანხა არ ექვემდებარება ანაზღაურებას.“ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის თანხის ანაზღაურების უარის თქმა განპირობეული იყო მხოლოდ ერთი საფუძვლით - მოსარჩელემ ელექტრონულად წარმოდგენის დროს არ შეავსო ელექტრონული პროგრამის შესაბამისი ველი ნ----- დ---–ისა და ნ--–-----------–----- მომსახურების გაწევის ნაწილში.
ამდენად, ვინაიდან თავად ზემოაღნიშნული დადგენილება განსაზღვრავს თუ რა შემთხვევებში არ უნდა მოახდეს მიმწოდებლის მიერ მოთხოვნილი თანხების ანაზღაურება და ამასთან, განსახილველ შემთხვევაში ასეთ ფაქტს არ აქვს ადგილი, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნა საფუძვლიანია და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.
კიდევ ერთი გარემოება რაზეც სასამართლო გაამახვილებს ყურადღებას არის თავად დადგენილების მე-7 მუხლის 11-ე პუნქტის სტრუქტურა, კერძოდ, „ა“ ქვეპუნქტი ცალკე არის წარმოდგენილი, ხოლო შემდეგ კი წარმოდგენილია „ბ“ ქვეპუნქტი, „ბ.ა“, „ბ.ბ“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტები. პუნქტუაციის წესების თანახმად, მე-7 მუხლის 11-ე პუნქტი შეიცავს ორ ქვეპუნქტს „ა“ ქვეპუნტსა და „ბ“ ქვეპუნტს. ეს უკანასკნელი ასევე წარმოდგენილია სამი ქვეპუნქტით „ბ.ა.“, „ბ.ა.“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტებით. ამასთან, თუ გავითვალისწინებთ, რომ „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დასმულია სასვენი ნიშანი „ორწერტილი“ –„ : „, შესაბამისად, დადგენილად უნდა მივიჩნიოთ, რომ „ბ) სამსახურის მიერ დადგენილი ფორმის შემთხვევათა რეესტრი, რეესტრში წარმოდგენილ თითოეულ შემთხვევაზე“ მიმწოდებლის მიერ წარდგენილი უნდა იქნას სწორედ „ბ.ა) გაცემული დაფინანსების დოკუმენტის (საგარანტიო წერილი/რეცეპტი) ქსეროასლი; ბ.ბ) ფორმა №I-------, ასეთი ტიპის დოკუმენტის წარმოების შესაძლებლობის შემთხვევაში; ბ.გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი, გარდა ა------------–----------–----–----------–---------“ (ს/ნ 4--------- იმ ბენეფიციარების შემთხვევაში, რომელთაც აღნიშნული დოკუმენტი არ გააჩნიათ.“
განსახილველ შემთხვევაში არსად არის მითითება ელექტრონული წესით წარდგენაზე, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ სრულად იქნა დაცული აღნიშნული მოთხოვნები რაც ასევე საფუძველია სასარჩელო მოთხოვნის ანაზღაურებისა.
აღნიშნულს გარდა სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ელექტრონული წესით შესაბამისი გრაფების შევსების მიზანი არის მხოლოდ სწორი სტატისტიკის არსებობა და მისი არ შევსება არ არის მხარის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ის შემთხვევა, რაც საფუძველი უნდა გახდეს ანაზღაურების გაცემაზე უარის თქმის ნაწილში. ასევე აღსანიშნავია, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს დადგენილ ვადაში მიმართა და ამასთან ფიზიკური სახით სრულად წარადგინა ანაზღაურებისათვის საჭირო დოკუმენტაცია.
სასამართლო მიუთიტებს დადგენილების მე-8 მუხლზე, რომელიც შეეხება კონტროლის განხორციელებას, კერძოდ, მე-2 პუნქტის თანახმად, შემთხვევის შემოწმებისას ხორციელდება მიმწოდებელთან კონტროლზე უფლებამოსილი პირის წარმომადგენლის ვიზიტი და შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაციით მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმება, საჭიროების შემთხვევაში, მოსარგებლესთან ან/და მომსახურების/საჭიროების მიმწოდებელთან გასაუბრება.
ამდენად, კონტროლის დროსაც კი თავად ქ.თ---–----------–----–--------------ა არ ამოწმებს იმ გარემოებას - მომართვა იყო თუ არა შევსებული ელექტრონული წესით. იმ ქმედების განხორციელების დავალდებულება მოსარჩელისთვის, რაც მოპასუხის ვალდებულებას უნდა შეადგენდეს (მაგალითად, სტატისტიკის წარმოება, ელექტრონული ველების სწორად შევსება და სხვა.), რომელიც უფრო ფაკულტატურული გარემოებებია და მათი არსებობა-არარსებობა ვერც წარმოსობს და ვერც შეცვლის მხარეთა შორის ურთიერთობას, ვერ გახდება ერთი მხარის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებისაგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, ასეთი გარემოება ვერ იქნება გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი.
ამდენად, შპს ,,ე-----------ის“ სარჩელი საფუძვლიანია და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან, შპს ,,ე-----------ის“ სრულად დაკმაყოფილდა, მოპასუხე ქ. თ---–----------–----–--------------ას მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე შპს ,,ე-----------ის“ სარჩელი ქ. თ---–----------–----–--------------ის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე - დაკმაყოფილდეს სრულად.
1.1. მოპასუხე ქ. თ---–----------–----–--------------ას მოსარჩელე შპს ,,ე-----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 700 (შვიდასი) ლარის გადახდა.
2. მოპასუხე ქ. თ---–----------–----–--------------ას მოსარჩელე შპს ,,ე-----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 (ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.
3. მოსარჩელის მიერ 2017 წლის 11 ივლისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2571-ე, 365-ე მუხლების საფუძველზე, მოცემულ სამოქალაქო დავაზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.
მოსამართლე შორენა წიქარიძე