გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/14475-19
სასამართლოს მთავარი სხდომის ოქმი
(ამონაწერი)
15 ივლისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ხათუნა ჯინორია
სხდომის მდივანი ირაკლი გამსახურდია
მოსარჩელე - სს ,,თ--–--ი‘’
წარმომადგენელი - ზ---- ბ------
მოპასუხე - შპს ,,ე---------"
წარმომადგენლები - გ-------–---–----, ა-–-------------–----
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 242-243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 250-ე, 2571-ე, 365-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,,თ--–--ის“ სარჩელი შპს ,,ე---------ის“ მიმართ დაკმაყოფილდეს.
2. შპს ,,ე---------ს“ სს ,,თ--–--ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 779.18 ლარის გადახდა.
3. შპს ,,ე---------ს“ სს ,,თ--–--ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ანაზღაურება.
4. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანა არ დაიშვება.
სასამართლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2571 მუხლის შესაბამისად, აცხადებს გადაწყვეტილების მოტივებს:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე შპს ,,ე---------მა‘’ 2019 წლის 16 თებერვალს ქ. თ---–--–------------–-------–---------------ს მიმდებარედ, მიწის სამუშაოებისას წარმოებისას დააზიანა სს ,,თ--–--ის‘’ კუთვნილი კაბელი (6კვ საკაბელო ტრასა ს/ქ-5041-5009). აღნიშნული კაბელის აღდგენის ღირებულებამ შეადგინა 728.77 ლარი, ასევე ელექტროენერგიის მიუწოდებლობის გამო მიუღებელმა შემოსავალმა შეადგინა 50.41 ლარი.
საქმეში არ არის წარმოდგენილი მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საპირისპირო რაიმე სახის მტკიცებულება, მოპასუხე მხარემ მთავარ სხდომაზე მიუთითა ახალი ფაქტობრივი გარემოებები, რაც მანამდე არ იყო მითითებული და სსსკ-ის 219-ე მუხლის შესაბამისად ვერ იქნება მხედველობაში მიღებული.
მტკიცების ტვირთი იმისა, რომ სს ,,თ--–--მა‘’ თვითონ დაარღვია უსაფრთხოების წესები ან ის რომ 728.77 ლარი იყო არარეალური გაანგარიშება და სინამდვილეში მიყენებული ზიანის ამდენს არ შეადგენდა, ეკისრებოდამოპასუხე მხარეს, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილი არ არის და მოპასუხე მხარეს არც რაიმე სხვა შუამდგომლობა დაუყენებია, თუნდაც მოწმის დაკითხვის თაობაზე, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა აღნიშნული გარემოებების გამოკვლევა და დადასტურება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 326-ე მუხლის თანახმად, წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ გამოიყენება ასევე სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 409-ე მუხლით, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულებითი სამართლის ნორმები, სახელშეკრულებო სამართლის მომწესრიგებელი ნორმები ვრცელდება, მათ შორის დელიქტურ ვალდებულებებზეც და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-409-ე მუხლების შესაბამისად მხარემ ამ შემთხვევაში უნდა აანაზღაუროს შესაბამისი მატერიალური ზიანი, რაც შეადგენს 728.77 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. შესაბამისად, ამ შეთხვევაში მხარემ უნდა აანაზღაუროს 50.41 ლარი როგორც მიუღებელი შემოსავალი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. მოცემულ შემთხვეში სარჩელი დაკმაყოფილდა, შესაბამისად მოპასუხეს სს ,,თ--–--ის‘’ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახ.ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება.
მოსამართლე ხათუნა ჯინორია
სხდომის მდივანი ირაკლი გამსახურდია