გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N3-----------------
საქმე N2/27942-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
19 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე შორენა წიქარიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი
მოსარჩელე ლ---- ქ------
წარმომადგენელი ნ----- ქ------, ხ------- კ----------ე
მოპასუხე სს „თ--–--ი“
წარმომადგენელი ზ---- ბ------
დავის საგანი ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. მოსარჩელის მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე სს ,,თ--–--ს’’ მოსარჩელე ლ---- ქ------ს სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება - 857,13 ლარის ოდენობით.
წარმოდგენილი სარჩელის თანახმად, 2018 წლის 22 აპრილს, ნ--–----------–---ო, მ--- მ/რ, მ--- კორპ, N--ში, დაახლოებით 13:00 საათზე, ადგილი ჰქონდა ძაბვის ცვალებადობას, რის გამოც მოსარჩელე დაუკავშირდა სს ,,თ--–--ი’’-ს ცხელ ხაზს, სადაც განმარტეს, რომ ე.წ. „მონტიორები“ არ ჰყავთ და ორშაბათს გამოუშვებდნენ სარემონტო ჯგუფს. დღის მეორე ნახევარში 17:15 საათზე სიტუაცია გახდა კრიტიკული, კორპუსის მცხოვრებლებს ქსელში შექმნილი ავარიული სიტუაციის გამო დაუზიანდათ ელექტროტექნიკა. აღნიშნული სიტუაციიდან გამომდინარე, მოსახლეობამ მრავალჯერ განახორციელა ზარი სს ,,თ--–--ი’’-ს „ცხელ ხაზზე“, რის შემდეგაც ადგილზე გამოცხადდა სს ,,თ--–--ი’’-ს სამ კაციანი ჯგუფი, მათი თქმით, მაღალი ძაბვის სატრანსფორმატორო ჯიხურში კარადიდან გამოვარდნილი იყო კაბელი, რამაც გამოიწვია ავარიული სიტუაცია. აღნიშნული ჯგუფის წევრებმა ჩამოიარეს საცხოვრებელი ბინები და ჩამოწერეს, თუ სად რა ელექტროტექნიკა გაფუჭდა. მათვე განაცხადეს, რომ ორშაბათს, 23 აპრილს, ადგილზე გამოცხადდებოდა სს ,,თ--–--ი’’-ს საპრეტენზიო კომისია და დეტალურად აღრიცხავდა ზარალს და შეადგენდნენ შესაბამის ოქმს.
,,ს------’-ს ცხელი ხაზის ოპერატორის ს--–-----------ს შუამდგომლობით, სს ,,თ--–--ი’’-ს ს----------–--ს ბიზნესცენტრის თანამშრომელი მ------ გ------ 24 აპრილს ადგილზე ვიზიტით გაეცნო სიტუაციას. 25 აპრილს სს,,თ--–--ი’’-ს თანამშრომლების მიერ მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება და მათ მიერ შედგა დაზიანებული ნივთების დათვალიერების აქტი, რომელშიც დაფიქსირებულია ყველა ის ხელსაწყო, რომელიც დაზიანდა 2018 წლის 22 აპრილს მომხდარი ელექტროენერგიის გაუმართავი მიწოდებისა და შქმნილი ავარიული სიტუაციის გამო.
მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლის 22 აპრილს ქ.თბილისში, ნ--–-----ის მ--- მ/რ, მ--- კვარტ, კორპ N--ში მომხდარი ფაქტის გამო დაზიანებული ტექნიკის მწყობრიდან გამოსვლის მიზეზის დასადგენად მან მიმართა ავტორიზებულ სერვის-ცენტრებს, შპს ,,ს----------’’-სა და შპს ,,ს-----------------’’-ს, რომელთა მიერ დადასტურდა, რომ ხელსაწყოები:
ა) წყლის მზის ენერგიის გამათბობელი ავზის კომპიუტერი - SOLAR SYSTEM CONTROLLER SR 500;
ბ) კვების ბლოკი APPLE – ADAPTER/APPLE და USB CABLE
გ) კვების ბლოკი SAMSUNG – ADAPTER/SAMSUNG POWER CHARGER
დაზიანდა დენის მაღალი ძაბვით და შეკეთებას აღარ ექვემდებარება.
ვინაიდან აღნიშნული ნივთები აღარ ექვემდებარებოდა შეკეთებას, მოსარჩელემ დაზიანებული ნივთები ჩაანაცვლა ახლით.
მხარის წარმომადგენლების განმარტებით, მათ 2018 წლის 24 აპრილს შესაბამისი განცხადებით მიმართეს ,,ს----’’-ს, ასევე არაერთხელ მივმართეს სს ,,თ--–--ს“ და მოითხოვეს ზიანის ანაზღაურება. 2018 წლის 19 ივლისს განმეორებით მიმართეს ,,ს----’’-ს, რომელმაც თავის მხრივ განცხადებით მიმართა სს ,,თ--–--’’-ს შუამდგომლობით ზიანის ანაზღაურების თაობაზე, თუმცა სს ,,თ--–--ი’’-ს მიერ არ მოხდა მათი კანონიერი მოთხოვნის დაკმაყოფილება.
მოსარჩელის თქმით, საქმეში წარმოდგენილია ს----------–-----------------------–---–-----------------------–-------–-----------–------------------------------–-------------–---------------–----------------------–---–-ს 2018 წლის 16 აგვისტოს წერილი (N----), სადაც საუბარია, რომ სს ,,თ--–--მა’’ არ გაითვალისწინა კომპანიის რეკომენდაცია და ასევე აღნიშნავს მომხმარებლის უფლებას სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება (იხ. სარჩელი და სასამართლო სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე სს,,თ--–--’’-მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2018 წლისნ 22 აპრილს 17:13 საათზე, ქალაქ თბილისში, ნ--–-----ის მ--- მ/რ, მ--- კვარტ, კორპ N--თან სს „თ--–--ი’’-ს ბიზნესცენტრ ,,ს----------–--’’-ში შემოვიდა შეტყობინება ძაბვის პარამეტრების ცვალებადობის შესახებ და შეტყობინებისთანავე ადგილზე გამოცხადნენ მორიგე ელ.მონტიორები, რომლებმაც აღმოფხვრეს შიდა კარადაში არსებული დაზიანება, კერძოდ, დაზიანებული იყო ნულის სადენი, ხოლო სადენის დაზიანება რამ გამოიწვია, უცნობია. ამდენად, სს ,,თ--–--ი’’-ს მხრიდან მოსარჩელის მიმართ არანაირ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებას ადგილი არ ჰქონია.
2018 წლის 25 აპრილს სს ,,თ--–--ი’’-ს თანამშრომლები გამოცხადნენ ქალაქ თბილისში, ნ--–-----ის მ--- მ/რ, მ--- კვარტ, კორპ N-, აბონენტ N--------თან და შეადგინეს დაზიანებული ნივთების დათვალიერების აქტი, სადაც აისახა აბონენტ ლ---- ქ------ს მიერ წარმოდგენილი ნივთები, კერძოდ, წყლის გამათბობლის მართვის პულტი, თმის გამასწორებელი ე.წ. ,,უთო’’, კომპიუტერის დამტენი და მობილურის დამტენი. დათვალიერების შედეგად არ დგინდება, რომ აქტში მითითებული ნივთები დაზიანებულ იქნა სწორედ 2018 წლის 22 აპრილს არსებული ძაბვის პარამეტრების ცვალებადობის გამო. ამდენად, სს ,,თ--–--ი’’-ს მხრიდან მოსარჩელის მიმართ არანაირ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებას ადგილი არ ჰქონია.
მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შედგენილია ცალმხრივად და არ ასახავს რეალურ სურათს. ამასთან, არ დგინდება, რომ შპს ,,ს----------ი’’ და შპს ,, ს-----------------’’ წარმოადგენენ ავტორიზებულ და ლიცენზირებულ კომპანიებს, რომლებსაც შეუძლიათ გამოიკვლიონ დაზიანებული ნივთების მდგომარეობა, ასევე არ დასტურდება რომ დაზიანებული ნივთები არ ექვემდებარება შეკეთებას.
საქმეში წარმოდგენილი წერილით დასტურდება, რომ სს ,,თ--–--მა’’ მოსარჩელეს არაერთხელ მოსთხოვა წარმოედგინა კომპეტენტური, ლიცენზირებული ორგანოს საექსპერტო/აუდიტორული დასკვნა, რომლითაც დასტურდება, რომ ნივთები დაზიანებულია, დაზიანების გამომწვევი მიზეზი, დაზიანებული ნივთები ექვემდებარება თუ არ ააღდგენა-შეკეთებას, ასევე მიეთითებოდა დაზიანებული ნივთების ღირებულება და აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში სს ,,თ--–--ი’’ მიიღებდა საბოლოო გადაწყვეტილებას.
ასევე მოპასუხე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული ,,ს----ის’’ წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ სს ,,თ--–--მა’’ რეკომენდაცია არ გაითვალისწინა, ვინაიდან არ იყო წარმოდგენილი სათანადო ორგანოს მიერ გაცემული დასკვნა ნივთების მდგომარეობის შესახებ. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნა იყო უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილდებულიყო (იხ. შესაგებელი და სასასმართლო სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ გამოკვეთილა.
მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება
4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1. საქმეზე წარმოდგენილი განცხადების მიხედვით, 2018 წლის 22 აპრილს ქ.თბილისი, ნ--–----------–---ო, მ--- მ/რ, მ--- კვარტალი, მ--- კორპუსის მობინადრეთა მიერ შედგა განცხადება იმის თაობაზე, რომ იმავე დღის 13:00 საათზე მოხდა დენის ძაბვის ცვალებადობა და სს „თ--–---“ ცხელ ხაზთან დაკავშირების შედეგად განუცხადეს, რომ „მონტიორები არ ჰყავდათ“. მეორე დღეს კი დაზიანდა მობინადრეთა სხვადასხვა ტექნიკა, რა დროსაც უკვე გამოცხადდა სამკაციანი ბრიგადა, რომელთა განმარტებით სატრანსფორმატორო ჯიხურიდან ამოვარდნილი იყო მავთული, რომელმაც აღნიშნული სიტუაცია წარმოშვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქ.თბილისის, ნ--–----------–---ო, მ--- მ/რ, მ--- კვარტ, კორპ N--ის მობინადრეთა განცხადება (ს.ფ. 22-23);
4.2. 2018 წლის 25 აპრილს შედგა დაზიანებული ნივთების დათვალიერების აქტი, სადაც მითითებულია ის ნივთები, რომელთა ღირებულების ანაზღაურებასაც ამჟამად ითხოვს მოსარჩელე. აღნიშნულ აქტს ხელს აწერს ორივე მხარე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაიზანებული ნივთების დათვალიერების აქტი (ს.ფ. 25)
4.3. 2018 წლის 25 აპრილს მოსარჩელემ დაზიანებული ნივთების ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნით მიმართ სს „თ--–--ს“ წერილობით და განცხადებას თან დაურთო შპს „ს----------ისა“ და შპს „ს-----------------“-ის ცნობები ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით.
მოსარჩელის ცნობით, 2018 წლის 22 აპრილს, ნ--–----------–---ო, მ--- მ/რ, მ--- კორპ, N--ში, დაახლოებით 13:00 საათზე, ადგილი ჰქონდა ძაბვის ცვალებადობას, რის გამოც მას დაუზიანდა ელექტროტექნიკა, კერძოდ:
ა) წყლის მზის ენერგიის გამათბობელი ავზის კომპიუტერი - SOLAR SYSTEM CONTROLLER SR 500;
ბ) კვების ბლოკი APPLE – ADAPTER/APPLE და USB CABLE
გ) კვების ბლოკი SAMSUNG – ADAPTER/SAMSUNG POWER CHARGER
რომლებიც აღარ ექვემდებარება შეკეთებას და მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხე სს ,,თ--–--ს“ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 587,13 ლარის ოდენობით.
აღნიშნული განცხადების შემდეგ მოსარჩელემ მოპასუხეს კიდევ არაერთხელ მიმართა წერილობით, თუმცა უშედეგოდ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაიზანებული ნივთების დათვალიერების აქტი (ს.ფ. 25);
- შპს ,, ს----------ი’’-ს ცნობა (ს.ფ. 26; 49)
- შპს ,,ს-----------------’’-ს ცნობა (ს.ფ. 27; 50; 55-57)
- სს ,,თ--–--’’-ში წარდგენილი განცხადებები: N-----------; N-----------; N-----------; N------------; N-----------; N----------- (ს.ფ. 28-34;43)
- სს ,,თ--–--ი’’-ს წერილები: N-----------; N-----------; N-----------; N-----------; N----------- (ს.ფ. 35-39; 46)
- მოსარჩელის განცხადებები (ს.ფ. 41-42; 44)
- ,,ს----ის’’ 2018 წლის 16 აგვისტოს წერილი N---- (ს.ფ. 45)
4.4. წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ დაზიანებული ნივთების მესაკუთრეა მოსარჩელე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი, ცეკები, ქვითრები, სასაქონლო ზედნადებები (ს.ფ. 47-48; 51-54);
4.5. წარმოდგენილი ტკიცებულებებით, ასევე მხარეთა ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ 2018 წლის 22 აპრილის შეტყობინების თანახმად, ნ--–-----ის მ/რ-ში გამოცხადებულ მონტიორებს კარადაში ნულის სადენი დაზიანებული დახვდათ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 08 ოქტომბრის წერილი (ს.ფ. 82)
- ინფორმაცია მოსპასუხესთან სესული სატელეფონო სეტყობინებების თაობაზე (ს.ფ. 83)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
სამოტივაციო ნაწილი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მოსარჩელე ლ---- ქ------ს სასარჩელო მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 992-ე, 1000-ე მუხლები
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, ნებისმიერმა პირმა უნდა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. უპირველეს ყოვლისა გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ზიანი შეიძლება გამოიხატოს პირადი ქონების დაზიანებაში ან განადგურებაში, ანდა ისეთ ქმედებაში, როდესაც პირი კარგავს მის კუთვნილ ქონებას. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით. ამ შემთხვევაში მთავარია, რომ დაზარალებული პირის ინტერესები სრული მოცულობით იყოს დაკმაყოფილებული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1000-ე მუხლის საფუძველზე,1. თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე ამ ნაგებობაში წარმოებული, მოთავსებული ან მიწოდებული ენერგიისაგან, ანდა ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ანდა მომწამვლელი ნივთიერებისაგან, მაშინ ამ ნაგებობის მფლობელი ვალდებულია,თუკი ამ საფრთხის პრაქტიკულ განხორციელებას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, სხეულის ან ჯანმრთელობის დაზიანება ანდა ნივთის დაზიანება, აუნაზღაუროს დაზარალებულს აქედან წარმოშობილი ზიანი. იგივე პასუხისმგებლობა გამოიყენება ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ან მომწამვლელი ნივთიერების მფლობელების მიმართ, როცა ამ ნივთიერებებიდან მომეტებული საფრთხე გამომდინარეობს.
2. თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან ან ნივთიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე სხვაგვარი საფუძვლით, ვიდრე ამ მუხლის პირველ ნაწილშია აღნიშნული, ნაგებობის ან ნივთის მფლობელი ვალდებულია ანალოგიურად აანაზღაუროს საფრთხის განხორციელების შედეგად წარმოშობილი ზიანი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სწორედ სს „თ--–--ის“ ვალდებულება იყო, რომ ზუსტად აღერიცხა დენის ცვალებადობა (რაც მას არ განუხორციელებია) და მისგან გამომდინარე ზიანი. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება სს „თ--–--ის“ გადაუდებელი ქმედება სატელეფონო შეტყობინებებთან დაკავშირებით, როდესაც მას მიეწოდა ინფორმაცია ძაბვის ცვლილებაზე. აღნიშნული გარემოების მტკიცების ტვირთი გადატანილი იყო მოპასუხე მხარეზე, როგორც იმ სპეციალურ სუბიექტზე, რომლის ვალდებულებაც არის მომეტებული საფრთხის წყაროსთან მიმართებაში ასევე მომეტებული ვალდებულება და პასუხისმგებლობა გამოიჩინოს. მოპასუხე მხარეს რომც არ წარმოედგინა რაიმე სახის მტკიცებულება, მოსარჩელე მხარე ვალდებული იყო სასამართლოს წინაშე წარმოედგინა ყველა იმ ღონისძიების დამადასტურებელი მტკიცებულება, რაც მან გასწია სადენის დაზიანებამდე და მის შემდგომ რა ღონისძიებები იქნა გატარებული, რომ სარჩელში მითითებული ზიანი არ დამდგარიყო. როგორც მოსარჩელე მხარე უთითებს, 2018 წლის 22 აპრილიდან დაიწყო ძაბვის პრობლემები და უკვე მეორე დღეს მოხდა ელექტრო ხელსაწყოების დაზიანება. ამდენად, თუკი სს „თ--–--ი“ განახორციელებდა გადაუდებლად და კეთილსინდისიერად მასზე დაკისრებულ მოვალეობას, შესაძლოა აღნიშნული დაზიანებაც არ დამდგარიყო.
კიდევ ერთი გარემოება, რაზეც სასამართლო გაამახვილებს ყურადღებას არის თავად დაზიანების ადგილი. როგორც მხარეთა ახსნა-განმარტებითა და საქმეში არსებული წერილებით დასტურდება, დაზიანების ადგილი იყო გამანაწილებელი კარადა. ეს არის ადგილი, რომელიც გამოყოფილია და დაცულია სივრცისგან, მათ შორის სადარბაზოებშიც და მასში მოთავსებულია აბონენტების მრიცხველები. აღნიშნული კარადა წარმოადგენს იმ ობიექტს, სადაც ვრცელდება სს „თ--–--ის“ პასუხისმგებლობა და მის მთლიანობაზე და უსაფრთხოებაზე სწორედ ეს უკანასკნელი არის პასუხისმგებელი. უფრო მეტიც, არა მხოლოდ კარადასა და მასში არსებულ ინვენტარსა და მის მდგომარეობაზე, არამედ კარადის გარშემო უსაფრთხო გარემოზე, რომელმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს კარადისა თუ მასში არსებული ნივთების მთლიანობაზე, პასუხისმგებლობა სწორედ სს “თ--–--ს“ ეკისრება. იმის გათვალისწინებით, რომ კარადაში დაზიანებული იყო ნულის სადენი, შესაბამისად, პასუხისმგებლობა ეკისრება სს “თ--–--ს“, ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება კარადის დაზიანების ფაქტი, რომლის მტკიცების ტვირთი იყო მოპასუხეზე გადატანილი, შესაბამისად, დადგენილად უნდა მივიჩნიოთ, რომ კარადა დაზიანებული არ იყო. ამდენად, თუკი კარადა არ იყო დაზიანებული, იგი იყო მთლიანი და დაკეტილ მდგომარეობაში, შესაბამისად, მასში არსებული სადენების სწორ და გამართულ მუშაობაზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდა სს „თ--–--ს“. როგორც საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, ნულის სადენი იყო დაზიანებული, შესაბამისად, მის გამართულ მუშაობაზე პასუხისმგებელ პირს ანუ სს „თ--–--ს“ უნდა დაეკისროს ყველა იმ ზიანის ანაზღაურება, რაც გამოწვეული იქნებოდა აღნიშნული სადენის დაზიანებით.
სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს სს „თ--–--ის“ წერილებს დაზიანებულ ნივთებთან დაკავშირებით, რითაც დასტურდება, რომ ნივთების რაოდენობა და მისი საკუთრება მოპასხის მიერ სადავოდ არ არის გამხდარი. ამ უკანასკნლის მიერ მხოლოდ დაზიანების შემფასებელი სუბიექტების კომპეტენტურობა გახადა სადავო. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას გაამახვულებს 2018 წლის 24 მაისისა და 2018 წლის 05 ივლისის წერილებზე (ს.ფ. 36-37), სადაც მითითებულია, რომ სასურველია (და არა სავალდებულო) ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა ნივთების მდგომარეობისა და მათი დაზიანების გამომწვევი მიზეზების თაობაზე.
ამდენად, განსახილველ შემთხვევაში თავად მოპასუხის მიერ არ ყოფილა სავალდებულო წესით მოთხოვნილი ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნა და ამასთან, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის ზიანის თაობაზე მოთხოვნები არასახელშეკრულებო ურთიერთობიდან წარმოიშვა, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „თ--–--ს“ მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ მოქალაქემ ვერ წარადგინა მის წინაშე სსიპ ლევან სახარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურის დასკვნა, უარი არ უნდა ეთქვა ზიანის ანაზღაურებაზე. უდავო გარემოებაა, რომ მოსარჩელემ ორ სხვადასხვა სპეცილაიზირებულ დაწესებულებას მიმართა და იზრუნა მისი მტკიცების ფარგლებში შემავალი გარემოების დადასტურებაზე. აღნიშნული ცნობები, რომც არ ჩაითვალოს ექსპერტის დასკვენებად, ფაქტია, რომ სპეციალური ცოდნის მქონე სპეციალისტის მიერ არის შეფასებული დაზიანებული ნივთები. აღნიშნული მტკიცების საწინააღმდეგო მტკიცებულება კი მოპასუხე მხარეს, რომელსაც გაცილებით მეტი რესურსი აქვს, ვიდრე მოქალაქეს და მას ამავდროულად უკავია დომინირებულ მდგომარეობა ბაზარზე, სასამართლოს წინაშე არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება მის მიერ სადავოდ გამხდარ გარემოებასთან მიმართებაში. მხოლოდ მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება, რომ მისთვის მისაღები და სარწმუნო არ არის საქმეზე წარმოდგენილი ცნობები ზიანთან დაკავშირებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, არ მიიიჩნევა ვარგის მტკიცებულებად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 100 ლარიდან მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს 50 ლარი, როგორც ზედმეტად გადახდილი, ხოლო დარჩენილი 50 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. აღნიშნული თანხის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე ლ---- ქ------ს სარჩელი სს ,,თ--–--ი’’-ს მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე - დაკმაყოფილდეს სრულად.
1.1. მოპასუხე სს ,,თ--–--ს“ მოსარჩელე ლ---- ქ------ს სასარგებლოდ დაეკისროს 857,13 ლარის გადახდა.
2. მოსარჩელის მიერ 2018 წლის 2-------------- გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 100 ლარიდან დაუბრუნდეს 50 ლარი, როგორც ზედმეტად გადახდილი, ხოლო დარჩენილი 50 ლარი კი - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
3. მოპასუხე სს ,,თ--–--ს“ მოსარჩელე ლ---- ქ------ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება.
4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2571-ე, 365-ე მუხლების საფუძველზე, მოცემულ სამოქალაქო დავაზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.
მოსამართლე შორენა წიქარიძე