განაჩენი

სისხლის სამართლის 04.10.2018
საქმის ნომერი
120100118002498778
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
04.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 1/249-18წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

01 ოქტომბერი 2018 წელი ქ. ახალციხე

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი

სხდომის მდივანი - ირმა იაკობაძე

 

ბრალდების მხარე: პროკურორი – გ------------–---–---–ი;

დაცვის მხარე: ბრალდებული – პ------- ა-----–------ დაბ.18.02.1---წელს ახალციხეში პ/ნ 4---------- საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, მცხოვრები ქ.ახალციხე დ--------–---–-ს ქ. N1/3-;

ადვოკატი - ტ------–----–-----–---–ი;

თარჯიმანი - ლ---------------ი;

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით;

სხდომის სახე - ღია;

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, პ------- ა-----–------ს ბრალი ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

დადგენილების თანახმად, ქ.ახალციხეში დ--------–---–-ს ქუჩა N1/3--ში მცხოვრები პ------- ა-----–------ი რამდენიმე წლის განმავლობაში მეუღლეს ვ------ მ--–------ს სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, 2018 წლის 4 მაისს კი დილის საათებში საცხოვრებელ სახლში ყოფნისას პ------- ა-----–------მა მეუღლეს ვ------ მ--–------ს მიაყენა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ კი ზურგის არეში ერთხელ ძლიერად დაარტყა ხელი და წააქცია იატაკზე, პ------- ა-----–------ის ძალადობრივი ქმედებით ვ------ მ--–------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

დანაშაულის გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილი

 

2. სასამართლომ დაადგინა

2.1. ბრალდებული პ------- ა-----–------ი წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი და გამართლდეს.

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები არსებით სხდომაზე დაცვის მხარემ გადახადა უდავო სახის მტკიცებულებებად, გარდა დაზარალებულის ვ------ მ--–------ის, მოწმეების მ----------- ა-------ს და თ------------–-–---–ის ჩვენებისა. ორივე მხარე სრულად ეთანხმება უდავო სახის მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ: მოწმის - ი------–------–-–---–ის ჩვენებას, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ მტკიცებულებებს, რომელიც შედგენილ იქნა გამომძიებელ-ლ-–---------–---–ის მიერ. ასევე მხარეებმა სადავოდ არ მიიჩნიეს ექსპერტის დ-------------–---–ის მიერ გაცემული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დგინდება, რომ დაზარალებულს ვ------ მ--–------ს დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ზემოთ ჩამოთვლილი მტკიცებულებები სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

რაც შეეხება დაზარალებულის ვ------ მ--–------ის ჩვენებას მან გამოიყენა მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლება და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, ვინაიდან, მისი ჩვენება დანაშაულის ჩადენაში ამხელდა მის ახლო ნათესავს - მეუღლეს პ------- ა-----–------ს.

ბრალდებულმა პ------- ა-----–------მა გამოიყენა დუმილის უფლება და უარი განაცხადა სასამართლოზე ჩვენების მიცემაზე.

მოწმე მ----------- ა-------ს ჩვენებით დადგენილია, რომ არის ბრალდებულისა და დაზარალებულის შვილიშვილი. 2018 წლის 04 მაისს დაურეკა ბებიამ ვ------ მ--–------მა და საშველად დაუძახა რადგან მისი მეუღლე სახლში მისული იყო მთვრალი. სახლში მისულმა დაინახა, რომ ბებია აბაზინის კართან იწვა და ტიროდა. მას აღენიშნება ასთმური შეტევა. ბაბუას ბებიასათვის არ დაურტყამს.

მას შემდეგ რაც ბრალდების მხარემ მოწმეს განუმარტა მისი ვალდებულებები და გამოძიებისათვის მიცემული ჩვენებიდან წაუკითხა ამონარიდი მოწმემ განმარტა, რომ როდესაც სახლში მივიდა დაინახა, რომ ბაბუა თავის ოთახიდან გამოდიოდა, რომელმაც ვ------ მ--–------ს ხელი ჰკრა მსუბუქად აბაზანის კარებთან, რა დროსაც იგი წაბორძიკდა და წაიქცა. ბრალდებული სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს, მეუღლეც ლანძღავდა ბრალდებულს. ვინაიდან ვ------ მ--–------ს ხშირად ემართება ასთმური შეტევა, ამჯერადაც შეუძლოდ იგრძნო თავი, მოწმემ დახმარებისთვის გამოიძახა სასწრაფო დახმარება.

მოწმე თ------------–-–---–მა თავისი ჩვენებით დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.

ბრალდება ასევე ემყარებოდა მხარეთა მიერ უდავო მტკიცებულებებით დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

მოწმე ი------–------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი ოჯახთან ერთად ცხოვრობს ვ------ მ--–------ისა და პ------- ა-----–------ის მეზობლად. 2018 წლის 04 მაისს დილის საათებში გაიგონა პ------- ა-----–------ის ყვირილის ხმა, მოწმემ არ იცის და არ დაუნახავს პ------- ა-----–------ი ვინმეს ეჩხუბებოდა თუ არა. მეორე დღეს 5 მაისს გაიგო ვ------ მ--–------ისაგან, რომ მისმა მეუღლემ დაარტყა. აღნიშნული მოწმის ჩვენება არ არის პირდაპირი მტკიცებულება პ------- ა-----–------ის ბრალდების დასადასტურებლად.

2018 წლის 08 მაისის N4--/0-/9-2 სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, ვ------ მ--–------ს სხეულზე ტრავმული დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება. ამდენად, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა არ შეიცავს ინფორმაციას 2018 წლის 04 მაისს პ------- ა-----–------ის მიერ ვ------ მ--–------ის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის შესახებ.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დაუსაბუთებელია, წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მიუხედავად იმისა, რომ მხარეთა შეთანხმების თანახმად, ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების უმეტესობა მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია, ეს მტკიცემულებები არ შეიცავენ საკმარის ინფორმაციას ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის წარდგენილ ბრალდებაში. წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საკმარისი საფუძველი ვინაიდან, პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.

 

5. ქმედების სამართლებრივი შეფასება:

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით.

სასამართლო განმარტავს, რომ წარდგენილ ბრალდებაში პირის მსჯავრდებისათვის, უნდა არსებობდეს ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა. შემდეგ ეს მტკიცებულებები უნდა შეფასდეს უტყუარობის თვალსაზრისით, - რამდენად დადასტურებულია ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დანაშაულს წარმოადგენს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებლად მიიჩნევს, აშკარა, დამაჯერებელ, ურთიერთ შეთანხმებული და საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შესაბამისად, უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობის არსებობას.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

კონკრეტულ შემთხვევაში პ------- ა-----–------ის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტისას აუცილებელი იყო ბრალდების მხარეს სასამართლოში წარმოედგინა ურთიერთშეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც პირველ რიგში დაადასტურებდა ფაქტს, რომ პ------- ა-----–------მა მისი ოჯახის წევრის, კონკრეტულ შემთხვევაში მეუღლის ვ------ მ--–------ის მიმართ ჩაიდინა ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. თავად დაზარალებულმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, შესაბამისად, ერთადერთი მთავარი მტკიცებულება, რომლითაც უნდა დადგენილიყო შესაძლო დანაშაულის შემადგენლობა, სახეზე არ არის. განსახილველი კატეგორიის დანაშაულისათვის საკმარისი არ არის დადგინდეს მხოლოდ ფაქტის - ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობის არსებობა, სავალდებულოა იყოს დადგენილი, რომ დაზარალებულმა ასეთი მოქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ბრალდებულს ბრალი ედებოდა მეუღლის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში, სავალდებულოა სახეზე იყოს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადგენდა, რომ დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. სასამართლო-სამედიცინო დასკვნის თანახმად, დაზარალებულს სხეულზე დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება, ხოლო თავად დაზარალებულმა სასამართლოს არ მისცა ჩვენება. შესაბამისად, სახეზე არ არის დანაშაულის ფაქტის დასადგენად საჭირო ნიშანი.

რაც შეეხება მოწმე მ----------- ა-----–------ის ჩვენებას, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმის დაკითხვამდე მოწმეს განემარტა მისი უფლება, რომ არ მიეცა ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელდა მას ან მის ახლო ნათესავს - მათ შორის პაპას. მოწმემ განმარტა, რომ სურდა პაპის ,,გადარჩენა" და თანახმა იყო სასამართლოში ჩვენების მიცემაზე. ბრალდების მხარის მიერ დაკითხვის დასაწყისში მოწმემ მიუთითა, რომ ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი არ დაუნახავს. ხოლო მას შემდეგ რაც ბრალდების მხარემ წაუკითხა მოწმის მიერ გამოძიების დროს გამოკითხვის ოქმიდან ამონარიდი და შეახსენა, რომ პასუხს აგებდა ცრუ ჩვენების მიცემისათვის, მოწმემ განმარტა, რომ ბაბუამ მსუბუქად ჰკრა ხელი ბებიას, რომელიც წაბორძიკდა და ძირს დაეცა, ხოლო ასთმური შეტევის გამო გახდა შეუძლოდ, რის გამოც გამოიძახა სასწრაფო დახმარება. მოწმემ სასამართლოსათვის ჩვენების მიცემის დროს დაასახელა არათანმიმდევრული და ურთიერთსაწინააღმდეგო გარემოებები, რომელიც საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.

სასამართლომ შეაფასა რა ყველა მტკიცებულება ერთობლიობაში მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ წარმოადგენს ურთიერთ შეთანხმებულ, აშკარა, დამაჯერებელ და უტყუარ მტკიცებულებებს, პ------- ა-----–------ის მიმართ ბრალდების დასადასტურებლად. ამდენად, არ დასტურდება ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენა, შესაბამისად იგი წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 293-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. პ------- ა-----–------ი (პ/№4----------) ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

2. პ------- ა-----–------ის (პ/№4----------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს ლ-–---------ეს (პ/ნ4----------) განაჩენის გამოტანიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე, მიმღების ანგარიშის ნომერი - GE27BG00000000999999999, მიმღები ბანკი - სს,,საქართველოს ბანკი“ ბანკის კოდი BAGAGE22, 2018 წლის 07 ნოემბერს გირაოს სახით შეტანილი თანხა 1000 ლარის ოდენობით.

3. განემარტოს მსჯავრდებულს, რომ მას აქვს უფლება მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი