განაჩენი

სისხლის სამართლის 28.09.2018
საქმის ნომერი
090100118002611049
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
28.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N(1/20–2018)090100118002611049

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

28 სექტემბერი, 2018 წელი ამბროლაური

 

ამბროლაურის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე - ლეილა გურგუჩიანი

სხდომის მდივანი - იამზე მურუსიძე

 

პროკურორი - ზ------–--–----------

ბრალდებული - მ---------------------

ადვოკატი --------–--–-----–---

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №------------ საქმე

 

ბრალდებულ მ--------------------- მიმართ

მამის სახელი: შ----–--

დაბადებული: 2--------- წელი;

დაბადების ადგილი: ს----------–----–-------

მოქალაქეობა: ს----------–---

განათლება: ტ-----------

ოჯახური მდგომარეობა: დ------------–--

პირადი ნომერი: 6-----------

რეგისტრირებული მისამართზე: ქ------------------–-------–----------------–------------------------------------–-----------------------------

ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქ------------------–----------–----–----------–---------------–-------------

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი, 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. მ-------–----–--------------------- 2018 წლის 10 ივლისს, ც-------------------------–---------–-- თავის საცხოვრებელ სახლში, ჩაიდინა ძალადობა მეუღლის, ლ-------–-----ს მიმართ. კერძოდ, უმუზეზოდ მიაყენა მას ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ ხელი ძლიერად მოუჭირა ტუჩებზე და ხელზე, რის შედეგად ლ-------–------ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. მ-------–----–--------------------- 2018 წლის 14 ივლისს, დაახლოებით 15:00 საათზე, ც-------------------------–---------–-- თავის საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანი (8 თვის) შვილის, მ--------------------- თანდასწრებით, ჩაიდინა ძალადობა მეუღლის, ლ-------–-----ს მიმართ. კერძოდ, უმუზეზოდ მიაყენა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ თმაში სწვდა მას და ძლიერად მოქაჩა, რის შედეგად ლ-------–------ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისი ოჯახის წევრის მიმართ.

 

3.მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს(2018 წლის 28 სექტემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, (ს.ფ.106–109).

 

4.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

5.მ--------------------- სრულად აღიარა და მონანია მის მიერ ჩადენილი ქმედება და ითხოვა პატიება.

 

6.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცაგერის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებლის, მიერ, 2018 წლის 14 ივლისის გამოცემული შემაკავებელი ორდერის ოქმით და შემაკავებელი ორდერით დგინდება, რომ ბრალდებულ მ--------------------- მიერ ლ-------–-----ს მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის გამო მსხვერპლი, გარიდებული იქნა მოძალადისაგან (ს.ფ.25–26).

 

7.დაზარალებულ ლ-------–-----ს წინასწარ გამოძიებაში მიცემული და სასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიცულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებით დასტურდება, რომ წყვილი და მათი 8 თვის შვილი, ცხოვრობს მ--------------------- მამასთან და დედინაცვალთან ერთად. მ------- დედა ცხრა წლის ასაკში გარდაეცვალა. მ-------------------- დაავადებულია ფსორიაზის მძიმე ფორმით, რასაც განიცდის, აქვს შიშები, რომ მიატოვებს ავადმყოფობის გამო. ოჯახში ყველა უმუშევარია, განიცდიან სიდუხჭირეს, შემოსავალს მხოლოდ მამამთილის პენსია და დევნილობის დახმარება შეადგენს. სახლი ავარიულ მდგომარეობაშია. ვინაიდან არიან აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული. ეკონომიური პრობლემების გამო ექმითან მ------- მიყვანა ვერ მოხერხდა. გახდა ეჭვიანი, უზღუდავს სახლიდან მეზობლებთან მის ნებაზე გასვლას და მეზობლებთან საუბარს. ბავშვის თანდასწრებით უყვირის. 10 ივლისს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა უმიზეზოდ დაუწყო ჩხუბი. განერიდა ეზოში გასვლით. მ------ თან გაჰყვა, როცა გაჩერებას სთხოვდა ჯერ ტუჩებზე მოუჭირა ხელი, შემდეგ მარჯვენა ხელზე რის გამოც ძლიერი ტკივილი განიცადა. 14 ივლისს მთელი ოჯახი იმყოფებოდა სახლში. მ------ წამოწოლილი იყო და ეძინა. კბილის ტკივილის გამო გააღვიძა და სთხოვა ტკივილგამაყიჩებელი მიეცა, რაც არ ჰქონდა. მ------ გაბრაზდა გაღვიძების გამო და დაუწყო ბავშვის თანდასწრებით ჩხუბი, ჰკრა ხელი, რის გამოც ბავშვი ატირდა. აგინებდა უცენზური სიტყვებით დედის მისამართით, ემუქრებოდა ბავშვის წართმევით. თმაში მოქაჩა, რა დროსაც იგრძნო ძლიერი ტკივილი, ჩაერიენ დედამთილ – მამამთილი. პირადად დაემუქრა, რომ გაშორდებოდა და დარეკა 112–ში.(ს.ფ. 3–5);

 

8.მოწმის სახით დაკითხული შ----–---------------- ( ბრალდებულის მამა), ნ--------–-------- (ბრალდებულის დედინაცვალი), წინასწარ გამოძიებაში მიცემული და განჩინებით პრეიუდიცულად მიჩნეული მტკიცებულებები ადასტურებს მ--------------------სა და ლ-------–------ შორის კონფლიქტურ დამოკიდებულაბას, მ------ ფ------------ მიერ ლ-------–-----სათვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს, 14 ივლისს კი არასრულწლოვანის თანდასწრებით. ასევე მათ უმძიმეს ეკონომიურ მდგომარეობას, მ--------------------- ფსორიაზის მწვავე ფორმით დაავადებას და ამ მიზეზით ნერვულ მდგომარეობას.(მოწმის დაკითხვის ოქმი, ს.ფ. 27–29; ს.ფ. 16–17;);

 

9.2018 წლის 16 ივლისის დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ დასტურდება, რომ მ--------------------- დანაშაული ჩაიდინა 2018 წლის 10 ივლისს, და 2018 წლის 14 ივლისს დაახლოებით 15:00 საათზე (დადგენილება პირის ბრალდების შესახებ ს.ფ.42–45);

 

10.სსიპ ლ----------------–--------–--ბის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 2 აგვისტოს №5--------- დასკვნით, ჩატარებული პირადი შემოწმებისას, მოქალაქე ლ-------–------, სხეულზე ტანსაცმლით დაუფარავ მოდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით.

 

დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი–ბაგვი საგნის(საგნების) ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ შეესაბამებიან დადგენილებაში მითთებულ თარიღს(14.07.2018) და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდგეებიან შესამოწმებელი პირის მიერ მითითებულ თარიღებს (10–11.07 –2018).

 

11.დაზარალებულ ლ-------–-----ს ნოტარიალურად დამოწმებული განცხადებით დგინდება, რომ ჩვენების მიცემის დროს იყო აღელვებული და მისი ჩვენება დრამატიზირებულია. მ------ ოჯახის ერთადერთი მარჩენალია. თანაცხოვრების მანძილზე(გარდა ამ შემთხვევისა) არასდროს უძალადია არც მასზე და არც შვილზე. შერიგებულია მეუღლესთან, სურს მასთან თანაცხოვრება(ს.ფ. 69);

 

12.საქმეში არსებული ბრალდებულის დახასიათებით დგინდება, რომ სოფელ სანორჩში მცხოვრები მეზობლები ახასიათებენ როგორც უაღრესად პატიოსან, შრომისმოყვარე და კეთილშობილ ადამიანს(ს.ფ. 68–69);

 

13.მ--------------------- მიმართ წარდგენილი ბრალდება დასტურდება ასევე საქმეზე პრეიუდიციულად მიჩნეული ბრალდების მხარის შემდეგი მტკიცებულებებით: 2018 წლის 15 ივლისის მოწმე მ--------–------–---- გამოკითხვის ოქმით; 2018 წლის 14 ივლისის მ--------------------- დაკავების ოქმით; დადგენილებით სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ ლ-------–-----ს მიმართ; მ--------------------- პირადი მონაცემებით; მ--------------------- ნასამართლობის ცნობით; მ--------------------- ადმინისტრაციული შემოწმების ცნობით; ცნობით შპს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან; გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით; შეტყობინების რეგისტრაციით; ოქმით უფასო სამედიცინო მომსახურებაზე უარის თქმის შესახებ; ოქმით დაკავების თაობაზე შეტყობინების შესახებ; ოქმით დამცველის მომსახურებაზე უარის თქმის შესახებ; მიმართვით სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსადმი; მიმართვით შპს ,,ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრისადმი“; მიმართვით ცაგერის რაიონული სამმართლელოსადმი; დადგენილებით ლ-------–-----ს დაზარალებულად ცნობის შესახებ და უფლებების განმარტების ოქმით; დადგენილებით მ--------------------- ბრალდების შესახებ; შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე და მოსამართლის შესაბამისი განჩინებით; ოქმებით შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ.

 

14.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნით ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

15.აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება რომ ბრალდებულმა მ--------------------- ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ასევე ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

16.სასამართლოს მიაჩნია, რომ მ--------------------- მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია, ფიზიკური ტკივილი, არასრულწლოვანის თანდასწრებით - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

17.მ--------------------ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

18.მ--------------------- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა შეუბღალავი წარსული (არ არის ნასამართლები და ადმინისტრაციულსახდელდადებული) ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება. არის უკიდურესად ხელმოკლე, იძულებით გადაადგილებული ოჯახის წევრი, ხანდაზმული მამის და ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, ფსორიაზის მძიმე ფორმით დაავადებული, ხასიათდება დადებითად, შერიგებულია დაზარალულთან, რომელსაც მის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია,სასჯელის დასაბუთება:

 

19. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ მ--------------------ს ჩადენილი დანაშაულისათვის უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახის - თავისუფლების აღკვეთის მინიმუმი, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობით, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მ--------------------- მხრივ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ პირის დემოკრატიული საზოგადოების ფუძემდებლური ფასეულობის ,,ადამიანის თავისუფლების” აღკვეთა ბევრი სხვა უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის წინაპირობას წარმოადგენს.

 

ფიზიკური პირის თავისუფლების შეზღუდვა და განსაკუთრებით კი მისი ყველაზე ინტენსიური ფორმა-თავისუფლების აღკვეთა, აფერხებს და ზოგჯერ სრულიადაც გამორიცხავს ადამიანის მიერ სხვა უფლებების და თავისუფლებების რეალიზაციას.

 

სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სასჯელის დანიშვნის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მესამე ნაწილით სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხს, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა. გასათვალისწინებელია ბრალდებულის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სხვა შემამსუბუქებელი გარემოებები: შერიგებულია დაზარალებულთან, რომელსაც მის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია, თავის მხრივ დაზარალებულს სურვილი აქვს ბრალდებულთან გააგრძელოს თანაცხოვრება, ხასიათდება დადებითად, არის სუფთა წარსულის მქონე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Olsson v. Sweden დაადგინა: „... აუცილებლობის ცნება გულისხმობს, რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და განსაკუთრებით კი, პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან“.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა შემწყნარებლობისა და ფართო აზროვნების შესახებ, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ორ ნიშან-თვისებაზე. მე-8 მუხლის კონტექსტში სასამართლომ ხაზი გაუსვა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობას.

 

საქმეში Soering v. the United Kingdom სასამართლომ განაცხადა: „ის, რაც კონვენციას მუდმივად გასდევს, არის სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.“

 

ქვეყნის შიდა გადაწყვეტილებების მე-8 მუხლთან შესაბამისობის საკითხის გადახედვის მიზნით, სასამართლო მიმართავს პროპორციულობის ტესტს და მისი როლი მდგომარეობს შემდეგში: მთლიანად საქმის გათვალისწინებით, ხელისუფლების ორგანოებს გააჩნდათ თუ არა „შესაბამისი და საკმარისი მიზეზები“ სადავო ღონისძიებების გამოსაყენებლად (Olsson v. Sweden).

 

იმის დადგენა, რამდენად იყო ჩარევა პროპორციული, მოიცავს შემდეგ ფაქტორებზე მსჯელობას: ა) ინტერესი, რომელიც დაცული უნდა იქნეს შეზღუდვისგან, ბ) შეზღუდვის სიმკაცრე და გ) მწვავე სოციალური საჭიროება, რომელიც სახელმწიფომ უნდა დააკმაყოფილოს.

 

მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, მ--------------------- მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენებით დაცული იქნება ბალანსი საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მე-14 ნაწილით, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63–64–ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1.ბრალდებული მ-------------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით(2018 წლის 10 ივლისის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით(2018 წლის 14 ივლისის ეპიზოდი) გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის(2018 წლის 10 ივლისის ეპიზოდი) – საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა 150(ას ორმოცდაათი) საათის ოდენობით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ერთ წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (2018 წლის 14 ივლისის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ორი წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63–ე მუხლის შესაბამისად ჩაეთავალოს პირობითად და 64–ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1(ერთი) წელი და 6(ექვსი) თვე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59–ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ მ--------------------ს მოსახდელად დარჩეს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, იარაღთან დაშკავშირებული უფლებების შეზღუდვით ორი წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63–ე მუხლის შესაბამისად ჩაეთავალოს პირობითად და 64–ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1(ერთი) წელი და 6(ექვსი) თვე.

 

2.მსჯავრდებულ მ--------------------ს სასჯელის მოხდილ ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 14 ივლისის 22 საათისა და 25 წუთიდან, 2018 წლის 28 სექტემბრამდე.

 

3.განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულ მ--------------------- საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

4.გაუქმდეს ბრალდებულ მ--------------------- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

5.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

6.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლეილა გურგუჩიანი