განაჩენი

სისხლის სამართლის 04.10.2018
საქმის ნომერი
120100118002615795
დავის ტიპი
126 1
თარიღი
04.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

 

საქმე #1/342-18წ. 04 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.ახალციხე

 

მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი

სხდომის მდივანი - ირმა იაკობაძე

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე - პროკურორი - გი-----ი აღ-–---–---–ი;

დაცვის მხარე - ბრალდებული - ნა----–ა ბა-–---ი - საქართველოს მოქალაქე, დაბ.1-.1-.1---წელს ბო-------ში, პ/ნ 0----------, მცხოვრები ქ.ბო-------ი არ---– ჯო------ის ქ.N--.

ადვოკატი - ნუ------ სა-------–---–ი;

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

შუამდგომლობის თანახმად, 2018 წლის 04 ივლისს, ქ.ბო-------ში, ჯო------ის ქუჩა N---ში, შელაპარაკების საფუძველზე, ნა----–ა ბა-–---მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ლ-- მო------ეს, კერძოდ. ხელი კრა და მიაჯახა კედელზე, ასევე ე.წ. ალმატურა მოარტყა ზურგის არეში, რის გამოც ლ-- მო------ეს მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი;

ქმედების სამართლებრივი აღწერა

ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლ-- ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

სამართლებრივი შეფასება

ბრალდებულმა ნა----–ა ბა-–---მა აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედება.

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს ლ-- მო------ის მოწმის და დაზარალებულის სახით მიცემული ჩვენებები, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, მოწმე სა------- ფრ-------–---–ის და ირ--- კი----ის გამოკითხვის ოქმები, ლ-- მო------ესთან საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი თანდართული ფოტოცხრილით და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებები წინასასამართლო სხდომაზე დამტკიცდა სასამართლოს მიერ, როგორც უდაო სახის მტკიცებულებანი.

ლ-- მო------ის გამოკითხვის ოქმით დადგენილ--, რომ 2018 წლის 04 ივლისს ის და მისი შვილი სარდაფიდან ალაგებდნენ რკინის ალმატურებს გარეთ, რა დროსაც მათთან მივიდა ნა----–ა ბა-–---ი და დაუწყო კამათი თუ რატომ გამოჰქონდათ ალმატურები სარდაფიდან, რაზეც მოწმემ განუმარტა, რომ კარის გაღებაში უშლიდა ხელს ეს ალატურები. ამის გაგონებაზე ნა----–ა ბა-–---ი ცდილობდა უკან შეეყარა ალმატურები, დაუწყო ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევა, ამ დროს ხელი ჰკრა და ზურგით მიაჯახა ჩახერგილ ნივთებს, რა დროსაც დაზარალებულმა იგრძნო ძლიერი ფიზიკური ტკივილი, მოტრიალების დროს ნა----–ა ბალ---მა ალმატურა ესროლა ზურგის არეში რითაც მიაყენა ძლიერი ტკივილი. ასევე მას და მის შვილს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. შემდეგ თავად ნა----–ა ბა-–---მა დარეკა პოლიციაში.

სა------- ფრ-------–---–ის გამოკითხვის ოქმით დადენილ--, რომ 2018 წლის 04 ივლისს ის და დედამისი ლ-- მო------ე სარდაფიდან ალაგებდნენ რკინის ალმატურებს გარეთ, რა დროსაც მათთან მივიდა ნა----–ა ბა-–---ი და დაუწყო კამათი თუ რატომ გამოჰქონდათ ალმატურები სარდაფიდან, რაზეც ლ-- მო------ემ განუმარტა, რომ კარის გაღებაში უშლიდა ხელს ეს ალმატურები. ამის გაგონებაზე ნა----–ა ბა-–---ი ცდილობდა უკან შეეყარა ალმატურები, დაუწყო ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევა, ამ დროს ლ-- მო------ეს ხელი ჰკრა და ზურგით მიაჯახა ჩახერგილ ნივთებს, რა დროსაც მან იგრძნო ძლიერი ფიზიკური ტკივილი, მოტრიალების დროს ნა----–ა ბალ---მა ალმატურა ესროლა ზურგის არეში ლ-- მო------ეს რითაც მიაყენა ძლიერი ტკივილი. ასევე მას და დედამისს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. მოწმე განმარტავს რომ ნა----–ა ბა-–---ს მოუწოდებდნენ დაწყნარებულიყო თუმცა უშედეგოდ.

მოწმე ირ--- კი----ის გამოკითხვის ოქმით დადგენილ--, რომ ნა----–ა ბა-–---ი ხმამაღლა ესაუბრებოდა ორ პიროვნებას - ლ-- მო------ეს და მასთან მყოფ შვილს. დავა ჰქონდათ რკინის ალმატურებზე, თუმცა ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი არ დაუნახავს.

2018 წლის 05 ივლისის ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N5--------- დასკვნის თანახმად ნა----–ა ბა-–---ის სხეულზე არსებული სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები მიყენებულ-- რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და როგორც თითოეული ცალ-ცალკე ასევე ყველა ერთად აღებული ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

2018 წლის 05 ივლისის ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N50-------- დასკვნის თანახმად, ლ-- მო------ის სხეულზე არსებული ნაჭდევები მიყენებულ-- რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და როგორც თითოეული ცალ-ცალკე ასევე ყველა ერთად აღებული ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

საგამოძიებო ექსპერტიმენტის ოქმით დადგენილ--, რომ ადგილზე იქნა შემოწმებული მოწმე ლ-- მო------ის ჩვენება, რომელმაც მიუთითა ქ.ბო-------ში ჯო------ის ქ.N---ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სარდაფისაკენ, შესასვლელში აწყვია რკინის ალმატურები, ხოლო სარდაფის შესასვლელში შიგნით კედელზე აწყვია სხვადასხვა ნივთები, მათ შორის ძველი კარი რომელსაც მიეჯახა ლ-- მო-----ე ნა----–ა ბა-–---ის ხელის კვრის შედეგად და მიიღო ფიზიკური დაზიანება. თავისი ჩვენება მოწმემ დაადასტურა ადგილზე საგამოძიებო მოქმედების დროს.

2018 წლის 31 ივლისის დაზარალებულად ცნობის დადგენილებით ლ-- მო------ე ცნობილი იქნა დაზარალებულად.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება სავსებით დასაბუთებულ--, წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მხარეთა შეთანხმების თანახმად, უნდა იქნეს მიღებული მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია.

სასამართლოს დასკვნა ნა----–ა ბა-–---ის მიერ აღნიშნული დანაშაულების ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები

ნა----–ა ბა-–---ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების გულწრფელი მონანიება. ხოლო დამამძიმებელ გარემოება არ გააჩნია.

სასჯელის გამოყენების დასაბუთება

სასამართლო სასჯელის გამოყენების დასაბუთებისას ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის 53-ე მუხლით. რომლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ბრალად წარდგენილ ქმედებას. საქმის მასალებში არ მოიპოვება წარსულში რაიმე უკანონო ქმედების ჩადენის ფაქტი. არის 68 წლის.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, ნა----–ა ბა-–---ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - ჯარიმა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლ--ნობის აღდგენას.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნა----–ა ბა-–---ი (პ/№0----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

2. ნა----–ა ბა-–---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმდეს.

3. ჯარიმის გადახდაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი