განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/3----18
№------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
4 ოქტომბერი 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა
სხდომის მდივან - ეკატერინა მანჯგალაძის,პროკურორ - ნ---- ც------–ის,ბრალდებულ - დ----- ბ----–--ის,ადვოკატ - ზ----- ტ-------ის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე დ----- ბ----–--ის, დაბადებულის 1--- წლის 1-----------ს, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის მქონის, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების თბილისში, ვა–----–----–-----------------------------------------------ში, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ და ,,ე” ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით წარდგენილი ბრალის გამო.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ----- ბ----–--ემ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, არაერთგზის იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, ასევე ნარკოტიკული საშუალების ექიმი დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2----–-–--------------ის თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით დ----- ბ----–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ს 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
2----–-–--------------–ის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით დ----- ბ----–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
2018 წლის 1 აგვისტოს, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში დ----- ბ----–--ემ უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდა. კერძოდ: 2018 წლის 1 აგვისტოს, 18:39 – 18:55 საათის შუალედში, თბილისში, ს------–----------–-–---------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა წითელი ქაღალდის 2 (ორი) ცალ ნაჭერში მოთავსებული მოყავისფრო ფერის ფხვიერი ნივთიერებები საერთო წონით - 0,2240 გრამი, რომელთიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საერთო რაოდენობამ შეადგინა 0,0123 გრამი.
2018 წლის 1 აგვისტოს თბილისში, დ----- ბ----–--ეს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების - ოპიუმის ჯგუფის უკანონო მოხმარების ფაქტი.
ბრალდებულმა დ----- ბ----–--ემ სასამართლო სხდომაზე აღიარა მის მიერ ჩადენილი ქმედება.
სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ამასთან დ----- ბ----–--ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ 2----–-–--------------ის განაჩენით, საქართველოს სსკ-ს 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის და 2----–-–--------------–ის განაჩენით საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით ნასამართლევმა დ----- ბ----–--ემ 2018 წლის 1 აგვისტოს, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდა. კერძოდ: 2018 წლის 1 აგვისტოს, 18:39 – 18:55 საათის შუალედში, თბილისში, ს------–----------–-–---------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა წითელი ქაღალდის 2 (ორი) ცალ ნაჭერში მოთავსებული მოყავისფრო ფერის ფხვიერი ნივთიერებები საერთო წონით - 0,2240 გრამი, რომელთიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საერთო რაოდენობამ შეადგინა 0,0123 გრამი. 2018 წლის 1 აგვისტოს თბილისში, დ----- ბ----–--ეს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების - ოპიუმის ჯგუფის უკანონო მოხმარების ფაქტი.
გამოძიებაში მოპოვებული მტკიცებულებებით - მოწმეების ს----- მ--------ის, გ------- ტ------ის გამოკითხვის ოქმებით, დ----- ბ----–--ის პირადი ჩხრეკის ოქმით და ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთმტკიცებით, ქიმიური ექსპერტიზის №---------------- დასკვნით, ნარკოლოგიური შემოწმების №------- დასკვნით, ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებით, 2----–-–--------------ის განაჩენით, 2----–-–----------ის განაჩენით და საქმეში არსებული სხვა მასალათა ერთობლიობა, რომლებიც სადაო არ გაუხდია ბრალდებულს დადასტურდა დ----- ბ----–--ის მიერ ჩადენილი დანაშაული.
სასამართლო თვლის, რომ საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია დ----- ბ----–--ის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, რაც მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ საქმეში გამოკვლეული მტკიცებულებების მიხედვით დადგენილი იქნა.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულების პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არის ის, რომ დ----- ბ----–--ემ აღიარა ჩადენილი დანაშული, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არის ის რომ, მან პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ჩაიდინა დანაშაული და ეს მაშინ, როცა კონტროლს მის ყოფაქცევაზე ახორციელებდა პრობაციის სამსახური.
ვინაიდან დ----- ბ----–--ის მიერ ჩადენილი იქნა ახალი დანაშაული და 2018 წლის 20 სექტემბერს შეეფარდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად უნდა გადაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულ დ----- ბ----–--ის მიმართ განაჩენთა ერთობლიობით გამოყენებული უნდა იქნეს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-ე, 255-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ----- ბ----–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ და ,,ე” ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ და ,,ე” ქვეპუნქტებით სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, დ----- ბ----–--ეს სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს დ----- ბ----–--ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------ის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 4 (ოთხი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილების თანახმად, ახლადდანიშნულ სასჯელს - თავისუფლების აღკვეთას 6 (ექვსი) წლის ვადით ნაწილობრივ დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------ის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით დ----- ბ----–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ოდენობით;
2. დ----- ბ----–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად გადაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ,3. დ----- ბ----–--ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოტანის დღიდან მომენტიდან - 2018 წლის 4 ოქტომბრიდან;
4. დ----- ბ----–--ეს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 1 აგვიტოდან 2018 წლის 4 აგვისტოს ჩათვლით ჩაეთვალოს სასჯელის საერთო ვადაში;
5. დ----- ბ----–--ეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს;
6. ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ინახება შ---–-----------–----------–---------–-–--–ი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს; მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება ქ------–---------–-–---------------------------------------------------–-------------------–--აში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს; ნერწყვის ნიმუში და ნარკოტიკული საშუალების შესაფუთი მასალა, რომელიც გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. მისი გასაჩივრება შეიძლება ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი