გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1-----18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
10 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ივერი აბაშიძე
სხდომის მდივანი ირინე ობოლაშვილი
მოსარჩელე - სსიპ - ლ-----------–----------–--------------------------------–---
დ---------------------------------–----------------–--–------ი
წარმომადგენელი - ე-–--------–------–---–ი
მოპასუხე - შ-------–------------------–-------------------–----------
წარმომადგენლები - ვ-------------–---–---–ი (დირექტორი), ნ---------–--------–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე შ------–------------------–-------------------–--------ას“ სსიპ ლ-----------–----------–--------------------------------–--- დ---------------------------------–----------------–--–------ის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს - ჯამში 15079,60 ლარის გადახდა.
სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მხარეებს შორის 2015 წლის 18 მაისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--- ხელშეკრულება, საერთო ღირებულებით 73198 ლარი. ხელშეკრულების 6.1 პუნქტით საქონლის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში და მიწოდების საბოლოო ვადა განისაზღვრა 2015 წლის 30 ნოემბრამდე.
პირველი მოთხოვნის თანახმად, მიმწოდებელს საქონელი უნდა მიეწოდებინა 2015 წლის 10 ივლისამდე, თუმცა საქონლის სრულად მიწოდება 2015 წლის 4 დეკემბერს განხორციელდა, ხოლო დარჩენილი საქონელი მოთხოვნის შესაბამისად, მიწოდებული უნდა ყოფილიყო 2015 წლის 14 ნოემბრამდე, მაგრამ მიწოდება დაგვიანებით და ამავე დროს, არასრულად განხორციელდა. შესაბამისად, ვადაგადაცილება შეადგენს 140 დღეს და 46 დღეს, ამასთან, დაირღვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა პირობებიც - მოპასუხემ მოთხოვნილი საქონელი რაოდენობრივად ნაკლები წარადგინა.
ხელშეკრულების 10.1 პუნქტი ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს დარიცხვას, ხელშეკრულებით დადგენილი ვადების გადაცდენის ან მიმწოდებლის მიერ პირობების გაუარესების შემთხევაში და შეადგენდა ხელშეკრულების ღირებულების 0,1%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხოლო 10.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების სხვა პირობების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევ მხარეს ეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა, ხელშეკრულების ღირებულების 1%-ის ოდენობით.
ამდენად, პირველ შემთხვევაში ვადაგადაცილების გამო დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს 10247,7 ლარს და სხვა პირობის დარღვევით დარიცხული პირგასამტეხლო - 731,98 ლარს, ხოლო მე-2 შემთხვევაში ვადაგადაცილების გამო დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს 4099,08 ლარს და სხვა პირობის დარღვევით დარიცხული პირგასამტეხლო ასევე 731,98 ლარს.
მტკიცებულება:
- სარჩელი;
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წერილობითი წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ დარღვეულია პირგასამტეხლოს დარიცხვის შესახებ შეტყობინების ვალდებულება. მიღება-ჩაბარების აქტებით დადასტურებულია შემსყიდველის მხრიდან პროდუქციის სრულად მიღება და ვინაიდან აქტებში არ ფიქსირდება რაიმე სახის შენიშვნა ან/და პრეტენზია, ითვლება, რომ მოსარჩელეს მიწოდებებთან დაკავშირებით არავითარი პრეტენზია ან/და მოთხოვნა არ გააჩნია.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ დამატებით მიუთითა, რომ ვინაიდან შემსყიდველის მხრიდან შეკვეთა ხელშეკრულების საერთო ღირებულების თანხაზე (73198 ლარზე) არ განხორციელებულა, არ იყო სწორი პირგასამტეხლოს დაანგარიშება მთლიან თანხაზე. ასევე თავად პროცენტული ოდენობა - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,1% იყო შეუსაბამოდ მაღალი. რაც შეეხებოდა სხვა პირობების დარღვევის საფუძვლით პირგასამტეხლოს - 1%-ის მოთხოვნას, დარღვევა უნდა დადასტურებულიყო ინსპექტირების აქტით, რაც მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.
მტკიცებულება:
- შესაგებელი;
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (29.06.2018 წლის სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სსიპ ლ-----------–------------------------------------–---------------------------------------–----------------–-–------ს“ (შემსყიდველი) და შ-----–------------------–-------------------–--------ას“ (მიმწოდებელი) შორის 2015 წლის 18 მაისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით, შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ხელშეკრულებაზე თანდართული ფასების ცხრილის შესაბამისად ფარმაცევტული პროდუქტების შესყიდვა. ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 73198 ლარით (3.1 პუნქტი).
ხელშეკრულებით შეთანხმდა სამუშაოების დასრულების ვადა - ეტაპობრივად, I--------------ით დადგენილი წესების თანახმად, D-- საწყობის პირობით, შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში და მიწოდების საბოლოო ვადა განისაზღვრა 2015 წლის 30 ნოემბრამდე (6.1 პუნქტი), ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით (15.2 პუნქტი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 18.05.2015 წლის N--- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ;
3.1.2. სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქონლის მიწოდებისას მიმწოდებელმა უნდა წარადგინოს სასაქონლო ზედნადები საქონლის აღწერით, საქონლის რაოდენობის, ერთეულის ფასის და საერთო ღირებულების მითითებით (6.3. და 6.3.1. პუნქტები).
ხოლო ფაქტიურად მიწოდებული საქონლის მიღება-ჩაბარება განხორციელდება კოორდინატორის ან უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი ინსპექტირების აქტის საფუძველზე მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ ხელმოწერილი და დამოწმებული მიღება-ჩაბარების აქტით, რომელიც შედგენილი იქნება მიწოდებული საქონლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ერთეულის და შესაბამისი საერთო ფასის მიხედვით (6.5. პუნქტი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 18.05.2015 წლის N--- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ;
3.1.3. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება ითვალისწინებდა ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისას შემდეგ სანქციებს: ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადების გადაცდენის, ან მიმწოდებლის მიერ პირობების გაუარესების შემთხვევაში მხარეებს ეკისრებათ პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,1%-ის ოდენობით (10.1. პუნქტი) და ხელშეკრულების მე-9 და მე-10 მუხლებით გათვალისწინებულ დარღვევათა გარდა, სხვა პირობების დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევი მხარე იხდის პირგასამტეხლოს, ხელშეკრულების ღირებულების 1%-ის ოდენობით (10.2 პუნქტი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 18.05.2015 წლის N--- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ;
3.1.4. სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში შ------–------------------–-------------------–--------ის“ მხრიდან შემსყიდველის სასარგებლოდ მიწოდება ეტაპობრივად განხორციელდა, 2015 წლის 24 ნოემბერს, 2015 წლის 4 დეკემბერს (ორჯერ), 2015 წლის 10 დეკემბერს და 2015 წლის 18 დეკემბერს; ამათგან, 24.11.2015 წლის და 04.12.2015 წლის მიწოდება ერთი შეკვეთის საფუძველზე, ხოლო 10.12.2015 წლისა და 18.12.2015 წლის მიწოდება მე-2 შეკვეთის საფუძველზე განხორციელდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიღება-ჩაბარების აქტები;
- სასაქონლო ზედნადებები;
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.5. მოსარჩელის მხრიდან შ------–-------------------–-------------------–--------ის“ მიმართ პირგასამტეხლო დარიცხული იქნა ორი წესით: ა) პროდუქციის მიწოდებისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გადაცდენისთვის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,1%, რამაც შეადგინა 140 დღეზე 10247,72 აშშ დოლარი და 46 დღეზე - 4099,08 ლარი; ბ) სხვა პირობების (მოთხოვნილი საქონლის რაოდენობრივად ნაკლების მიწოდება) დარღვევისთვის ხელშეკრულების ღირებულების 1%, რაც შეადგენს ორჯერ 731,98 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- 01.12.2015 წლის და 18.01.2016 წლის წერილები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში სსიპ ლ-----------–------------------------------------–--ა დ---------------------------------–----------------–--–------ის“ მხრიდან შეკვეთა განხორციელდა ელექტრონული ფოსტის საშუალებით, ორჯერ, 2015 წლის 10 ივნისს და 2015 წლის 15 ოქტომბერს.
მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე სადავოდ გახადა საქმეში წარმოდგენილი ელექტრონული ფოსტის საშუალებით განხორციელებული წერილები, იმ საფუძვლით, რომ არაუფლებამოსილი პირის მიერ იყო გაგზავნილი. ხოლო სხვა მტკიცებულებების არარსებობის პირობებში არ დასტურდებოდა შეკვეთების 2015 წლის 10 ივნისსა და 2015 წლის 15 ოქტომბერს გაგზავნა.
აღნიშნულის საპირისპიროდ 2018 წლის 29 ივნისის სასამართლო სხდომაზე მოპასუხის დირექტორმა ვ-------------–---–---–მა დაადასტურა, რომ მათ მიერ მიწოდება სწორედ 10.06.2015 წლის და 15.10.2015 წლის წერილების საფუძველზე განხორციელდა. აღნიშნული გარემოება კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე (ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას) საკმარისი საფუძველია მისი დადასტურებულად მიჩნევისთვის.
გარდა ამისა, მოსარჩელის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ მიმწოდებელთან საქმიანი ურთიერთობა მანამდეც ჰქონდათ და შეკვეთის განხორციელების ფორმა მოპასუხისთვის უცხო არ იყო. მოპასუხის მხრიდან განხორციელებული შესრულებაც ადასტურებდა შეკვეთის არსებობას, რომლის გარეშეც მიმწოდებელი შესრულებას არ განახორციელებდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ელექტრონული ფოსტის საშუალებით განხორციელებული წერილები;
- მიღება-ჩაბარების აქტები.
3.2.2. შ------–------------------–-------------------–--------ა“ ვერ ადასტურებს, რომ პირველ ეტაპზე მის მიერ მიწოდებული იქნა 18308,99 ლარის, ხოლო მეორე ეტაპზე - 19555,01 ლარის ღირებულების პროდუქცია.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხე კომპანიის დირექტორს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ პირველ ეტაპზე (10.06.2015 წლის წერილის საფუძველზე) მას უნდა მიეწოდებინა 18308,99 ლარის, ხოლო მე-2 ეტაზე (15.10.2015 წლის წერილის საფუძველზე) – 19555,01 ლარის ღირებულების პროდუქცია. სასამართლო სხდომაზე საწარმოს დირექტორმა, ვ-------------–---–---–მა, მიუთითა მის მიერ პროდუქციის სწორედ ამ ოდენობით მიწოდებაზე, თუმცა საქმეში არსებული სასაქონლო ზედნადებებითა და მიღება-ჩაბარების აქტებით აღნიშნული ფაქტი არ დასტურდება. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქონლის მიწოდების დროს მიმწოდებელს ჰქონდა სასაქონლო ზედნადების წარდგენის ვალდებულება, ხოლო ფაქტიურად მიწოდებული საქონლის მიღებისას მხარეთა შორის გაფორმდებოდა ორივე მხარის ხელმოწერით დამოწმებული მიღება-ჩაბარების აქტი.
შ------–------------------–-------------------–--------ის“ დირექტორის ვ-------------–---–---–ის მხრიდან სადავოდ არ გამხდარა ის გარემოება, რომ პირველი შეკვეთის საფუძველზე პროდუქცია მათი მხრიდან მიწოდებული იქნა ეტაპობრივად, 2015 წლის 24 ნოემბერს და 2015 წლის 4 დეკემბერს, ხოლო მე-2 შეკვეთის საფუძველზე - 2015 წლის 10 დეკემბერს და 2015 წლის 18 დეკემბერს. აღნიშნულ რიცხვებში შედგენილი სასაქონლო ზედნადებებით კი დასტურდება, რომ მთლიანობაში მოპასუხემ შემსყიდველს მიაწოდა ჯამში 9622,65 ლარის და 7686,98 ლარის მედიკამენტები. მტკიცებულება ხელშეკრულების ამ მიმართებით სრულყოფილად შესრულების შესახებ კი მოპასუხეს არ წარმოუდგენია. კონკრეტული დავისთვის შემსყიდველის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენს სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის ფაქტი, ხოლო მიმწოდებლის მიერ უნდა მოხდეს ვალდებულების ჯეროვნად შესრულების ფაქტის დადასტურება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხეს - სარჩელისგან თავდაცვის მიზნით უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებენ მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მისთვის არახელსაყრელ შედეგს გამოიწვევს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სხვა მტკიცებულების არარსებობის პირობებში, რჩება მხოლოდ მოპასუხის განმარტება, ვალდებულების შესრულების შესახებ, რომლის გაზიარებაც ვერ მოხდება, ვინაიდან იგი თავად წარმოადგენს პროცესის მონაწილეს და უშუალოდ არის დაინტერესებული საქმის შედეგით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სასაქონლო ზედნადებები
- მიღება-ჩაბარების აქტები.
3.2.3. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ პროდუქციის მიწოდება შ------–------------------–-------------------–--------ის“ მიერ ვადაგადაცილებით განხორციელდა. დადგენილია, რომ მიწოდება უნდა მომხდარიყო 2015 წლის 10 ივნისის შეკვეთიდან 30 დღის ვადაში, ხოლო 2015 წლის 15 ოქტომბრის შეკვეთიდან 30 დღის ვადაში. სადავო არაა, რომ 2015 წლის 24 ნოემბრის რიცხვით, ასევე 2015 წლის 4 დეკემბრის რიცხვით განხორციელებული 2 მიწოდება მოხდა 10.06.2015 წლის შეკვეთის საფუძველზე, ნაცვლად იმისა, რომ მიწოდება 30 დღის ვადაში განხორციელებულიყო.
ასევე, არაა სადავო, რომ მოპასუხის მიერ 2015 წლის 10 დეკემბრის და 2015 წლის 18 დეკემბრის რიცხვით განხორციელებული მიწოდება 15.10.2015 წლის შეკვეთის საფუძველზე განხორციელდა, რაც ითვალისწინებდა 30 დღის ვადაში მიწოდებას.
შესაბამისად, მოპასუხე ვერ ადასტურებს, რომ მისი მხრიდან ვალდებულება ჯეროვნად შესრულდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- სასაქონლო ზედნადებები
- მიღება-ჩაბარების აქტები.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ ლ-----------–----------–--------------------------------–--- დ---------------------------------–----------------–--–------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. სამართლებრივი შეფასება
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ხოლო 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შ------–------------------–-------------------–--------ის“ მხრიდან სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად არ შესრულებულა, მოთხოვნილი საქონელი მან ვადაგადაცილებით და ამავდროულად ნაკლები ოდენობით მიაწოდა.
5.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება და პირდაპირ კავშირშია ძირითად ვალდებულებასთან. ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრება მხარეებმა ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას დაუკავშირეს. ვინაიდან დადგენილია მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულება, მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ საფუძვლიანია.
ხელშეკრულების პირობების თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ 2 სახის პირგასამტეხლოზე, ერთი დაკავშირებულია ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის გადაცილებასთან და შეადგენს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,1%-ს, ხოლო მე-2 ეხება სხვა პირობის დარღვევას, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე უკავშირებს მოთხოვნილი საქონლის ნაცვლად რაოდენობრივად ნაკლების მიწოდებას. ამ შემთხვევაში პირგასამტეხლო შეადგენს ხელშეკრულების ღირებულების 1%-ს.
პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს. სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის (შეთანხმება ხელშეკრულების არსებით პირობებზე), ასევე 420-ე მუხლის (პირგასამტეხლოს შემცირება სასამართლოს მიერ) მოთხოვნათა გათვალისწინებით სასამართლო არ მიიჩნევს, რომ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, შესაბამისად არ არსებობს მისი შემცირების საფუძველი.
6. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
5. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სარჩელზე შეადგენს 452,38 ლარს. ვინაიდან მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მისი ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ - ლ-----------–----------–--------------------------------–--- დ---------------------------------–----------------–--–------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. შ-------–------------------–-------------------–-----------ს (ს/ნ 2--------) სსიპ - ლ-----------–----------–--------------------------------–--- დ---------------------------------–----------------–--–------ის (ს/ნ 2--------) სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს პირგასამტეხლოს - 15079.60 ლარის გადახდა;
3. შ-------–------------------–-------------------–-----------ს (ს/ნ 2--------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 452.38 ლარის ოდენობით.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ივერი აბაშიძე