გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
160210117001935932
N2/456-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
21 ივნისი, 2018 წელი ქ. ბოლნისი
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ია ლაბაძე
სხდომის მდივანი სალომე ჯელიაშვილი
მოსარჩელე - სს ,,ფი---------------------–ო''
წარმომადგენელი - გი-------–-----–---–ი
მოპასუხე - შა-----------–---ი
წარმომადგენელი - ვა-–--------------ე
მოპასუხეები: ემ-----------–---ი, ფა--------------–---ი (არ გამოცხადნენ)
თარჯიმანი - სუ-------------–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეების შა-----------–---ის, ემ-----------–---ისა და ფა--------------–---ისათვის მოსარჩელე სს ,,ფი---------------------–ოს“ სასარგებლოდ 21 332,95 ლარის გადახდის დაკისრება, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 16 965,37 ლარი, სარგებელი - 974,94 ლარი, მიუღებელი შემოსავალი - 2630,96 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 761,68 ლარი (იხ. სარჩელი ს.ფ. 1-16).
სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2016 წლის 26 იანვრის სესხის ხელშეკრულებით შა-----------–---მა სს ,,ფი---------------------–ოსგან“ ისესხა 25000 ლარი, 2016 წლის 26 იანვრიდან - 2018 წლის 27 აგვისტომდე, ანუ 944 დღის ვადით, სესხით სარგებლობაზე საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 23,95%-ით წლის განმავლობაში. სესხისა და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში, გათვალისწინებული იქნა საურავი, რაც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენდა გადაუხდელი თანხის 1,00%-ს. ამასთან, საურავის დარიცხვა განხორციელდა 60 კალენდარულ დღეზე. სესხის ხელშეკრულება უზრუნველყოფილია ემ-----------–---თან და ფა--------------–---თან გაფორმებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებით. თავდებთა პასუხისმგებლობა განისაზღვრა 33 790 ლარით.
2017 წლის 27 თებერვალს მოპასუხეთა მხრიდან დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. მსესხებელს გადახდილი აქვს დავალიანების ნაწილი, ჯამში 13 140,81 ლარი. მოპასუხეებს გაეგზავნათ გაფრთხილების წერილები თანხის გადახდასთან დაკავშირებით.
მოპასუხეთა დავალიანება ბანკის მიმართ შეადგენს 21 332,95 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 16 965,37 ლარი, სარგებელი - 3605,90 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 761,68 ლარი (იხ. სარჩელი ს.ფ. 1-16).
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეებმა სასამართლოში წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნეს სარჩელი. მოპასუხე შა-----------–---მა მიუთითა, რომ თანახმაა გადაიხადოს 16965,37 ლარი, პროცენტის გარეშე და აღნიშნული თანხის გადანაწილებას მოითხოვს 5 წლის ვადით. მისივე მითითებით, თავდებებს არ უნდა დაეკისროთ თანხის გადახდა და დავალიანებას თავად დაფარავს (იხ. შესაგებელი ს.ფ. 78-86).
2018 წლის 21 ივნისის სასამართლო სხდომაზე მოპასუხე შა-----------–---მა სარჩელი არ ცნო, ხოლო მოპასუხეები ფა--------------–---ი და ემ-----------–---ი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადნენ (იხ. 21.06.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 26 იანვრის სესხის ხელშეკრულებით შა-----------–---მა სს ,,ფი---------------------–ოსგან“ ისესხა 25000 ლარი, 2016 წლის 26 იანვრიდან - 2018 წლის 27 აგვისტომდე, ანუ 944 დღის ვადით, სესხით სარგებლობაზე საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 23,95%-ით წლის განმავლობაში. თანხის გადახდა უნდა მომხდარიყო გრაფიკის შესაბამისად. სესხისა და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხა იბეგრება საურავით, რაც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს გადაუხდელი თანხის 1,00%-ს, ამასთან, საურავის დარიცხვა ხორციელდება 60 კალენდარული დღის ვადაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 17-20).
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, 21.06.2018 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი).
3.1.2. 2016 წლის 26 იანვარს, ემ-----------–---მა და ფა--------------–---მა ხელი მოაწერეს თავდებობის წერილს, რომლის თანახმად მათ იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა შა-----------–---ის მიერ აღებულ სესხზე.
თავდებთა პასუხისმგებლობა განისაზღვრა 33 790 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, 21.06.2018 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი).
- თავდებობის წერილი (ს.ფ. 23-26).
3.1.3. 2017 წლის 27 თებერვალს მოპასუხეთა მხრიდან დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
2017 წლის 01 აპრილს მოპასუხეებს შა-----------–---ს, ემ-----------–---სა და ფა--------------–---ს გაეგზავნათ შეტყობინებები.
შა-----------–---ს მიმდინარე დავალიანების დასაფარად განესაზღვრა 14 დღის ვადა. ემ-----------–---სა და ფა--------------–---ს კი განემარტათ, რომ მსესხებელი თავს არიდებდა ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, დავალიანების დასაფარად განესაზღვრათ 14 დღის ვადა. მათვე განემარტათ, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მათი ქონების მიმართ განხორციელდებოდა იძულებითი აღსრულების ღონისძიებები.
მოპასუხე შა-----------–---სა და ფა--------------–---ს შეტყობინება ჩაბარდათ 2017 წლის 04 აპრილს, ხოლო ემ-----------–---ს ვერ ჩაბარდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გაფრთხილების წერილები, უკუგზავნილები (ს.ფ. 30-36).
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, 21.06.2018 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი).
3.1.4. მსესხებელს გადახდილი აქვს დავალიანების ნაწილი, ჯამში 13 140,81 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 8034,63 ლარი, სარგებელი - 5057,27 ლარი, პირგასამტეხლო - 48,91 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, 21.06.2018 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი).
- გადახდების ისტორია (ს.ფ. 37-38);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს 21 332,95 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 16 965,37 ლარი, სარგებელი - 3605,90 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 761,68 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, 21.06.2018 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი).
- გადახდების ისტორია (ს.ფ. 37-38);
- სს ,,ფი---------------------–ო“-ს ცნობა (ს. ფ. 39).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე, 416-417-ე, 867-ე, 873-ე, 868-ე, 891-ე და 895-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სს ,,ფი---------------------–ო” მოითხოვს შა-----------–---ისათვის სესხის ძირითადი თანხის 16 965,37 ლარის დაკისრებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ, ხელშეკრულების საფუძველზე ბანკისგან მიიღო 25000 ლარი 2018 წლის 27 აგვისტომდე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
დადგენილია, რომ მსესხებელმა არ დააბრუნა ნასესხები თანხა, მიუხედავად გაფრთხილებისა. ამდენად, მას მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სესხის ძირითადი თანხის გადახდა 16965,37 ლარის ოდენობით.
6.2. სს ,,ფი---------------------–ო” ასევე მოითხოვს შა-----------–---ისათვის დარიცხული საპროცენტო სარგებლის 974,94 ლარისა და მიუღებლი შემოსავლის სახით 2630,96 ლარის დაკისრებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
დადგენილია, რომ ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ საპროცენტო სარგებლის ოდენობაზე, რომელიც შეადგენდა 23,95%-ს. დადგენილია ასევე, რომ სარგებლის სახით არსებული დავალიანება შეადგენს 974,94 ლარს. ამასთან, მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, მან დადგენილ ვადაში არ უზრუნველყო თანხის ჩარიცხვა, რითაც მოსარჩელე მხარეს მიადგა ზარალი. ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე ორგანიზაცია არის საბანკო დაწესებულება, რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს თანხის გასესხება და ამ გზით საპროცენტო სარგებლის მიღება. შესაბამისად, მოთხოვნა საფუძლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3. სს ,,ფი---------------------–ო” ასევე მოითხოვს შა-----------–---ისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს - 761,68 ლარის დაკისრებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია. ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად კი, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ხელშეკრულებით ვალდებულების დარღვევისათვის - ვადის გადაცილებისათვის გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო შესაბამისად გადასახდელი თანხის 1%-ის ოდენობით ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, 60 დღის განმავლობაში. ასევე დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია ნაკისრი ვალდებულება და არ დაფარა სესხი. პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს მოთხოვნილ თანხას. შესაბამისად, მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
6.4. სს ,,ფი---------------------–ოს“ მოთხოვნა შა-----------–---ის, ფა--------------–---ისა და ემ-----------–---ისათვის სოლიდარულად დავალიანების დაკისრების შესახებ საფუძვლიანია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად კი, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
მოცემულ შემთხვევაში, ფა--------------–---მა და ემ-----------–---მა თავდებობის წერილით იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა შა-----------–---ის მიერ დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებებზე. მათი პასუხისმგებლობა განისაზღვრა 33 790 ლარით.
დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია ნაკისრი ვალდებულება, რის თაობაზეც ეცნობათ თავდებს, თუმცა უშედეგოდ.
შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მოთხოვნილი თანხა არ ცდება თავდებობის მაქსიმალური ზღვრულ ოდენობას, თავდებებს მსესხებელთან ერთად სოლიდარულად უნდა დაეკისროთ დავალიანების გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. შესაბამისად, მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მოსარჩელე მხარის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 739,99 ლარის ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელე მხარის მიერ ამონაწერების განახლებისათვის გაწეული იქნა ხარჯი 31 ლარის ოდენობით. სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მოსარჩელე მხარის მიერ გაწეული ხარჯის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 მაისის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხე ემ-----------–---ს (პ/ნ 1----------) აეკრძალა მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების (მისამართი: ბოლნისის რაიონი, სოფელი სავანეთი, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: 80.04.63.5-- და 80.04.63.1--) გასხვისება და უფლებრივად (ვალდებულებებით) დატვირთვა.
ვინაიდან, საქმის არსებითი განხილვის შედეგად სარჩელი დაკმაყოფილდა, უზრუნველყოფის ღონისძიება რჩება უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სს ,,ფი---------------------–ოს” სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხეებს შა-----------–---ს, ემ-----------–---სა და ფა--------------–---ს მოსარჩელე სს ,,ფი---------------------–ოს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 21 332,95 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 16 965,37 ლარი, სარგებელი - 974,94 ლარი, მიუღებელი შემოსავალი - 2630,96 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 761,68 ლარი.
3. მოპასუხეებს შა-----------–---ს, ემ-----------–---სა და ფა--------------–---ს მოსარჩელე სს ,,ფი---------------------–ოს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 739,99 ლარის ოდენობით.
4. მოპასუხეებს შა-----------–---ს, ემ-----------–---სა და ფა--------------–---ს მოსარჩელე სს ,,ფი---------------------–ოს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სასამართლოსგარეშე გაწეული ხარჯის ანაზღაურება 31 ლარის ოდენობით.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ია ლაბაძე