გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 05.10.2018
საქმის ნომერი
170310517001993381
კატეგორია
დავის ტიპი
მიწის კანონმდებლობიდან გამომდინარე
თარიღი
05.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #170310517001993381

საქმე #3/26-2017

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

05 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თეთრიწყარო

შესავალი ნაწილი

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო

მოსამართლე სოფიო გაგნიძე

სხდომის მდივანი ინგა გონჯილაშვილი

მოსარჩელე- ს---------------ი,წარმომადგენელი- ნ----- კ-------, ზ----------–--ძე

მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი-კ-----------------–-ძე

მესამე პირი (მოპასუხე)- კ------------------ნი,წარმომადგენელი - დ--------------–-ძე, გ--------–-------ძე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 24 დეკემბრის # 8------------03 გადაწყვეტილება.

1.2. ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 05 აპრილის 8------------34 გადაწყვეტილება.

1.3. ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 31 მაისის #1----- გადაწყვეტილება.

 

სარჩელის საფუძველი:

მოსარჩელე ს---------------ი არის ს---------------ის მემკვიდრე, რომელიც წლებია ფლობდა და ფლობს ს---------------ის სახელზე რეგისტრირებულ ქონებას, მდებარე წ--–--, თ-----–---ი, ს/კ 8----------- დაუზუსტებელი ფართობი 4132,87 კვმ მიწის ნაკვეთი, რომელიც მიღებული ჰქონდა მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. მიწის ნაკვეთში რომელსაც ოჯახი ამუშავებდა აღარ შეუშვა და მისი სარგებლობის უფლება აღარ მისცა მეზობელმა კ------------------მა. მას მთლიანობაში მისი ნაკვეთი და ს---------------ის ნაკვეთი საკუთრებაში აქვს დაკანონებული. ს. ა-------ის წარმომადგენელმა ოჯახის წევრმა შვილმა ლ. ა-------მა მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სახელმწიფო პროქტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაციაზე. წარადგინა აზომვითი ნახაზი, მიიღო პასუხი, რომ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არა შეესაბამება მომიჯნავე უძრავი ნივთის მიწის ნაკვეთის ს/კ 8----------- საზღვრებში. წარადგინა კორექტირებული აზომვითი ნახაზი. კორექტირებული ნახაზი სხვაგვარად ვერ გაკეთდებოდა, რადგან უკვე ს---------------ი უნდა გადასულიყო გვერდზე მოსაზღვრე მეზობლის მიწის ნაკვეთზე. შემგომ დაინიშნა მედიაცია, თუმცა მხარეები ვერ მორიგდნენ. ს---------------ის ნაკვეთი ხვდებოდა კ---------- ნახაზზე, რადგან კ---------- ნახაზით მესამე პირს დარეგისტრირებული ჰქონდა მისი, ა-------ის და კიდევ მეზობლის ფართობებიც, რაც კვლავ სადავო გაუხდებოდა. ამზომველმა აუხსნა, რომ მოხდა შეცდომა. ა-------მა გვერდით მეზობლის ფართობი არ აზომა, მათ .ე.წ მორიგებაზე, რომ მიეთვისებინა სხვისი მიწის ნაკვეთი, უარი განაცხადა, რადგან ნოტარიუსთან, მედიაციასთან, შეთანხმება არ მოხდა შეწყვიტეს საქმის წარმოება. მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 05 აპრილის #8------------ გადაწყვეტილება და მოითხოვეს ამ გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწვეტილების გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრეს 01.05.2017 და მოითხოვეს ზედდების ნაწილში კ------------------ის რეგისტრაციის გაუქმება. მართალია მედიაციამ ვერ მიაღწია შედეგს და ვერც მიაღწევდა იმიტომ რომ მორიგებად ისინი თვლიდნენ არა ნახაზის კორექტირებას ამ ორ სუბიექტის ქონებისას, არამედ მოუწოდებდნენ კ---------- საზღვრის იქით მეზობელი ნაკვეთის მიერთებას, რომელიც კვლავ სადავო გახდებოდა. კ------------------ს თავისი 5242,00 კვმ მიწის ნაკვეთით მთლიანად გადაფარული აქვს ა-------ის მიწის ნაკვეთი. აღნიშნულის გამო ს---------------მა მომართა სასამართლოს საკუთრების უფლების დასაცავად.

 

მოპასუხის პოზიცია

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ვინაიდან მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული სადავო გადაწყვეტილებები შესაბამისობაშია კანონის მოთხოვნებთან და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2016 წლის 30 სექტემბერს ლ------ ა-------მა №8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს (ქვემო ქართლის რეგიონულ ოფისს) და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, მოითხოვა წ--–-ის მუნიციპალიტეტის სოფ. თ-----–---ში („ბ---------------) მდებარე, 8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 4132.87 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ცვლილების რეგისტრაცია. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ უძრავ ნივთზე, მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის (№32) საფუძველზე, დაუზუსტებელი მონაცემებით, სისტემურად რეგისტრირებული იყო ს---------------ის კომლის საკუთრება (განცხადების №8-----------; საკადასტრო კოდი: 8-----------). დაინტერესებულმა პირმა მარეგისტრირებელ ორგანოში წარადგინა 4132.87 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი. სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №8------------05 (07.10.2017) და №8------------07 (17.10.2017) გადაწყვეტილებებით, მარეგისტრირებელმა ორგანომ დაინტერესებულ პირს განუმარტა, რომ მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად დასადგენი იყო დაინტერესებული პირის უფლებრივი მდგომარეობა. მარეგისტრირებელმა ორგანომ 2016 წლის 7 და 17 ოქტომბერს რუსთავის რეგიონული არქივიდან №2-----, №2----- წერილებით გამოითხოვა ინფორმაცია, დაინტერესებულ პირს კი აცნობა, რომ სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებოდა 2016 წლის 7 და 17 ოქტომბრის №2----- და №2----- წერილებზე პასუხების მიღებისთანავე. გარდა ამისა, 8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის (მესაკუთრე - კ------------------ნი) საკადასტრო მონაცემებთან დადგინდა სარეგისტრაციო უძრავი ნივთის მონაცემების ზედდება. სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №8------------09 (29.10.2017) გადაწყვეტილებით, მარეგისტრირებელმა ორგანომ დაინტერესებულ პირს განუმარტა, რომ რუსთავის რეგიონულ არქივში, №2-----, №2----- წერილების პასუხების თანახმად, ს------ მ--------- ძე ა-------ის კომლის შემადგენლობის შესახებ ჩანაწერი არ აღმოჩნდა. აქედან გამომდინარე, ცენტრალიზებული რეგისტრაციის დეპარტამენტმა დაინტერესებული პირისგან მოითხოვა სამკვიდრო მოწმობის წარდგენა და კიდევ ერთხელ განუმარტა 8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მონაცემებთან (უძრავი ნივთის მესაკუთრე - კ------------------ნი) სარეგისტრაციო უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების ზედდების არსებობის შესახებ. 2016 წლის 29 დეკემბერს დაინტერესებულმა პირმა წარადგინა პირადი განცხადება, რომელშიც მიუთითა №8----------- სარეგისტრაციო განცხადებას თანდართული სამკვიდრო მოწმობის შესახებ, რომლის მიხედვით, ს---------------ი არის მამკვიდრებელ ს---------------ის კანონისმიერი, პირველი რიგის მემკვიდრე. მან, როგორც კანონისმიერმა მემკვიდრემ, საკუთრებაში მიიღო მთელი ქონება, სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივები და პასივები. 2016 წლის 12 და 29 ოქტომბერს რუსთავის რეგიონული არქივიდან გადმოიგზავნა №2-----, №2----- წერილების №1-------, №2-------- პასუხები, რომელთა თანახმად, წ--–-ის მუნიციპალიტეტის დაბა თ-----–---ის 1992 - 2007 წლების საკომლო წიგნები, მიწის სარეგისტრაციო მოწმობები, მიწის ზონარგაყრილი წიგნები, მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტები, მიწის განაწილების (იგივე სარეფორმო) და საგადასახადო სიები, მებაღეობის დოკუმენტები (მიმაგრების ტალონები) რუსთავის არქივში დასაცავად არ შესულა. ამრიგად, ს---------------ის კომლის შემადგენლობისა და მის სახელზე რიცხული უძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია მარეგისტრირებელმა ორგანომ ვერ მიიღო. სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №8------------16 (20.01.2017) და №8------------25 (15.02.2017) გადაწყვეტილებებით, მარეგისტრირებელმა ორგანომ დაინტერესებულ პირს განუმარტა, რომ, როგორც სარეგისტრაციო წარმოების პროცესში დადგინდა, მხარეთა შორის არსებობდა დავა სარეგისტრაციო უძრავი ნივთის 8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან ზედდების გამო. მხარეთა შორის გამოვლენილი დავის მოგვარების მიზნით, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დანიშნა მედიატორი ნოტარიუსი ი------- კ--–----------. სადავო საკითხზე მედიატორ ნოტარიუსთან შეხვედრა დაინიშნა 2017 წლის 27 იანვარსა და განმეორებით 16 თებერვალს, 13:00-13:30, 12:30-13:00 საათზე, შემდეგ მისამართზე: ქ. წ--–--, ა------------–---------. მხარეებს ეცნობათ, რომ დანიშნულ შეხვედრაზე მხარეთა გამოცხადება სავალდებულო იყო, აგრეთვე, შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმდებოდა მედიაციის შეთანხმება, რომელსაც ხელს მოაწერდნენ მხარეები და მედიატორი (მედიატორები), ხოლო ხელმოწერების ნამდვილობას დაადასტურებდა ნოტარიუსი. მედიაციის შესახებ შეთანხმება, ასევე, სანოტარო მედიაციის შედეგად გაფორმებული მორიგების აქტი საფუძვლად დაედებოდა მიწის ნაკვეთზე უფლების რეგისტრაციას. ამასთან, კანონით, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოები, კერძოდ, ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება, სანოტარო მედიაცია, უსასყიდლოდ (საზღაურის გარეშე) სრულდება და მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება და მასში ცვლილება სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე რეგისტრირდება. 2017 წლის 21 თებერვალს, ნოტარიუს ი------- კ--–----------ს მომართვის საფუძველზე, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №8------------27 გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ მხარეს განუმარტა, რომ 2017 წლის 16 თებერვალს განმეორებით ჩანიშნული იყო მედიაცია, ამ შეხვედრაზე გამოცხადდა ორივე მხარე, მაგრამ მათ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და მედიაცია შეწყდა. აქედან გამომდინარე, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა დამატებით მოითხოვა მიწის ნაკვეთის კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რადგან №8----------- სარეგისტრაციო განცხადებას თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით ვლინდებოდა ზედდება 8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან. წ--–-ის მუნიციპალიტეტის სოფ. თ-----–---ში მდებარე 5245.00 კვ.მ (დაზუსტებული ფართობი) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომლის საკადასტრო კოდია 8-----------, სისტემურად მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრირებულია კ------------------ნის (პირადი ნომერი 5----------) საკუთრების უფლება. ნოტარიუს ი------- კ--–----------ს მომართვით დგინდება, რომ 2017 წლის 27 იანვარს ჩანიშნულ იქნა მედიაცია. მედიაციის პირველ სხდომაზე, 9 თებერვალს, მხარეები არ გამოცხადდნენ. მედიაციის სხდომა განმეორებით გაიმართა 16 თებერვალს, მაგრამ მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ნოტარიუსმა მიიჩნია, რომ მედიაცია არ შედგა და იგი უნდა შეწყდეს. ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის მიერ "საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 21–ე მუხლის "დ" ქვეპუნქტის საფუძველზე, 2017 წლის 05 აპრილს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება №8------------34 სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ განცხადებას თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამება მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრება მომიჯნავე მიწის ნაკვეთის 8----------- საზღვრებში. შესაბამისად, მარეგისტრირებელმა ორგანომ დაინტერესებული პირისგან მოითხოვა კორექტირებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის წარდგენა. დაინტერესებულმა პირმა კორექტირებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი არ წარადგინა. ვინაიდან, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი /ინფორმაცია, "საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 22–ე მუხლის "ბ" ქვეპუნქტის საფუძველზე, 2017 წლის 8 მაისს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება 8------------35 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ. პირველი სასარჩელო მოთხოვნის განხილვისას მოყვანილი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ფარგლებში, სააგენტომ კანონიერად მიიჩნია, რომ გასაჩივრებული №8------------34 (05.04.2017) გადაწყვეტილება, მიღებულ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე და 53-ე მუხლებით დაკისრებული სარეგისტრაციო წარმოების პროცესში საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების ვალდებულება, დაცულ იქნა მოქმედი კანონმდებლობის, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, „საჯარო რეესტრის შესახებ“ და „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონების მოთხოვნები. ამასთან, რეგისტრირებული უძრავი ნივთის მონაცემებში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით სააგენტომ №1----- გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ რეგისტრაციის მიზნებისათვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილ უნდა იქნეს კანონის ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ან სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ადასტურებს უძრავ ნივთზე რეგისტრირებული უძრავი ნივთის ცვლილებას, ან სხვა სახის რაიმე იურიდიული მნიშვნელობის მქონე დოკუმენტი. მოცემულ შემთხვევაში დაინტერესებული პირის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი კორექტირებული საკადასტრო ნახაზი, რომლითაც აღმოიფხვრებოდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველი - ზედდება.

 

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, 1999 წლის 24 ოქტომბერს სისტემური რეგისტრაციის შედეგად, გ------------------ის საკუთრებაში 8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული იყო 5245,11 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების დაუზუსტებელი მიწის ნაკვეთი, მიწის მიღება-ჩაბარების №33 აქტის საფუძველზე. 2012 წლის 14 დეკემბერს კ------------------ნმა №8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მომართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წ--–-ის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და ფართობის დაზუსტება უძრავ ნივთზე, მდებარე: წ--–-- დ. თ-----–---ი (ს/კ 8-----------). განაცხადზე წარმოდგენილი იქნა მიწის უძრავი ქონების სარეგისტრაციო მოწმობა, საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის და ელ. ვერსიები, დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. სამსახურის 2017 წლის 24 დეკემბრის №8------------03 გადაწყვეტილებით რეგისტრაციის შესახებ უძრავი ქონება საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა კ------------------ნის სახელზე, ფართით - 5245 კვ.მ. ქონებას საკადასტრო მონაცემების დაზუსტების შემდეგ მიენიჭა ახალი საკადასტრო კოდი - 8-----------. სისტემური რეგისტრაციის შედეგად შედგენილი სააღრიცხვო ბარათი №2------ სრულად შეესაბამება იმ დროს მოქმედ „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის №327 ბრძანებულებასა და "მიწის რეგისტრაციის შესახებ" საქართველოს კანონს. შესაბამისად მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, გ------- კ---------ნის სახელზე განხორციელებული რეგისტრაცია სრულად შეესაბამებოდა იმ დროს მოქმედ კანონმდებლობას. მხარის მიერ სადავოდ ქცეული №2------ სააღრიცხვო ბარათის შედგენისას, ყოველმხრივ და სრულად იქნა გამოკვლეული და შესწავლილი საქმის მასალები და , არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.

 

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, წ--–-- დ. თ-----–---ში მდებარე უძრავ ნივთზე, საკადასტრო კოდით 8-----------, დაცულია სააღრიცხვო ბარათი, (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: №2------, თარიღი: 24.10.1999) და საკადასტრო რუკა, რომლის თანახმადაც, წ--–-- დ. თ-----–---ში მდებარე უძრავ ნივთზე, საკადასტრო კოდით 8----------- რეგისტრირებულია კ------------------ნის კომლის საკუთრებაში.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სააგენტო მიიჩნევს, რომ №2------ სააღრიცხვო ბარათი და 1999 წლის 24 ოქტომბერს განხორციელებული №8----------- რეგისტრაცია კანონიერია და არ არსებობს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლის შესაბამისად, აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები, ვინაიდან: 1. გასაჩივრებული აქტები კანონიერია. 2. არ არის დარღვეული აქტების მომზადების კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები 3. დაცულია აქტების გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

მესამე პირის პოზიცია:

 

მესამე პირის კ------------------ის წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, კ------------------ნმა კანონის შესაბამისად მოახდინა თავისი საკუთრების უფლების რეგისტრაცია და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 1997 წლის 10 ივლისს წ--–-ის რაიონის სოფელ თ-----–---ის საკრებულოს გამგეობის მიერ გაცემული #82 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ს------ მ--------- ძე ა-------ს გამოეყო 1,26 ჰა მიწა 5 ნაკვეთად დამატებით გამოყოფილი მიწის ნაკვეთი #4 - 0,43 ჰა სახნავი, მოსაზღვრეები ჩრდილოეთი-რ------ე ტ., სამხრეთით-გზა, აღმოსავლეთით-ა-------ი ნ., დასავლეთით-თ---------ი ფ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 1997 წლის 10 ივლისის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი #82, ტომი2- ს.ფ. 35-37;

 

3.1.2. 1997 წლის 01 ივლისს წ--–-ის რაიონის სოფელ თ-----–---ის საკრებულოს გამგეობის მიერ გაცემული #54 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, გ------- ს-------ს ძე კ---------ს გამოეყო 1,24 ჰა მიწა დამატებით გამოყოფილი მიწის ნაკვეთი #3 - 0,54 ჰა სახნავი, მოსაზღვრეები ჩრდილოეთი-ა-----------ი, სამხრეთით-ბასეინი, აღმოსავლეთით-გ----------ნი, დასავლეთით- ა-------ი მ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 1997 წლის 01 ივლისის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი #54, ტომი 2- ს.ფ. 40-41;

 

3.1.3. 1999 წლის 24 ოქტომბერს (განცხადების რეგისტრაციის #2------) წ--–-ის რაიონში, სოფელ თ-----–---ში მდებარე უძრავი ქონება, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 4132,87კვმ დაზუსტებული ფართობის მიწის ნაკვეთი, ს/კ 8-----------, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის #32 მიწის მიღება ჩაბარების აქტის საფუძველზე აღირიცხა ს---------------ის და საკუთრებაში და 2016 წლის 16 აგვისტოს გაცემული იქნა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო მოწმობა, ტომი 1, ს.ფ. 29.

- მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათი, ტომი 1, ს.ფ. 25.

- საკადასტრო რუკა, ტომი 1, ს.ფ. 26.

- 2016 წლის 16 აგვისტოს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ტომი 1, ს.ფ.17.

 

3.1.4. 1999 წლის 24 ოქტომბერს (განცხადების რეგისტრაციის #2------) წ--–-ის რაიონში, სოფელ თ-----–---ში მდებარე უძრავი ქონება, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 5245,11კვმ დაზუსტებული ფართობის მიწის ნაკვეთი, ს/კ 8----------- უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის #33 მიწის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე აღირიცხა გ------- კ---------ნის საკუთრებაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო მოწმობა, ტომი 1, ს.ფ. 30.

- მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათი, ტომი 1, ს.ფ. 27.

- საკადასტრო რუკა, ტომი 1, ს.ფ.28.

 

3.1.5. 2012 წლის 14 დეკემბერს საჯარო რეეტრის ეროვნული სააგენტოს წ--–-ის სარეგისტრაციო სამსახურს 8----------- განცხადებით მიმართა კ------------------ნმა და მოითხოვა სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეების საზღვრებისა და ფართობის დაზუსტება ს/კ 8-----------.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 24 დეკემბერს მიღებული იქნა გადაწყვეტილება #8----------- -03 რეგისტრაციის შესახებ და წ--–-ის რაიონის დაბა თ-----–---ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართობით 5245,00 კვმ, ს/კ 8----------- (ნაკვეთის წინა ნომერი 8-----------) უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიწის მიღება-ჩაბარების #33 აქტის საფუძველზე აღირიცხა კ------------------ნის პ/ნ 5---------- საკუთრებაში და გაცემული იქნა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- #8----------- განცხადება და სარეგისტრაციო მასალები, ტომი 1, ს.ფ. 267-275

 

3.1.6. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არქივში კ------------------ნის უფლების რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი არ ინახება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საჯარო რეესტრის ეროვნული საგენტოს 2017 წლის 02 თებერვლის #2------------ გადაწყვეტილება, ტომი 1, ს.ფ. 277.

 

3.1.7. 2016 წლის 30 სექტემბერს ლ------ ა-------მა #8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს (ქვემო ქართლის რეგიონულ ოფისს) და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, მოითხოვა წ--–-ის მუნიციპალიტეტის სოფ. თ-----–---ში („ბ---------------) მდებარე, 8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 4132.87 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ცვლილების რეგისტრაცია. განცხადებას ერთვოდა 4132.87 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წლის 07 და 17 ოქტომბერს მიღებული იქნა #8------------05 და #8------------07 სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებები, რომლითაც მარეგისტრირებელმა ორგანომ დაინტერესებულ პირს განუმარტა, რომ მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად დასადგენი იყო დაინტერესებული პირის უფლებრივი მდგომარეობა.

 

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2016 წლის 7 და 17 ოქტომბერს რუსთავის რეგიონული არქივიდან №2-----, №2----- წერილებით გამოითხოვა ინფორმაცია, დაინტერესებულ პირს კი ეცნობა, რომ სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებოდა 2016 წლის 7 და 17 ოქტომბრის №2----- და №2----- წერილებზე პასუხების მიღებისთანავე. ასევე ეცნობა, რომ 8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის (მესაკუთრე - კ------------------ნი) საკადასტრო მონაცემებთან დადგინდა სარეგისტრაციო უძრავი ნივთის მონაცემების ზედდება.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 29 ოქტომბრის სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №8------------09 გადაწყვეტილებით, დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ რუსთავის რეგიონულ არქივში, №2-----, №2----- წერილების პასუხების თანახმად, ს------ მ--------- ძე ა-------ის კომლის შემადგენლობის შესახებ ჩანაწერი არ აღმოჩნდა. აქედან გამომდინარე, ცენტრალიზებული რეგისტრაციის დეპარტამენტმა დაინტერესებული პირისგან მოითხოვა სამკვიდრო მოწმობის წარდგენა და კიდევ ერთხელ განემარტა 8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მონაცემებთან (უძრავი ნივთის მესაკუთრე - კ------------------ნი) სარეგისტრაციო უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების ზედდების არსებობის შესახებ.

 

2016 წლის 29 დეკემბერს დაინტერესებულმა პირმა წარადგინა პირადი განცხადება, რომელშიც მიუთითა №8----------- სარეგისტრაციო განცხადებას თანდართული სამკვიდრო მოწმობის შესახებ, რომლის მიხედვით, ს---------------ი არის მამკვიდრებელ ს---------------ის კანონისმიერი, პირველი რიგის მემკვიდრე. მან, როგორც კანონისმიერმა მემკვიდრემ, საკუთრებაში მიიღო მთელი ქონება, სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივები და პასივები.

 

2016 წლის 12 და 29 ოქტომბერს რუსთავის რეგიონული არქივიდან გადმოიგზავნა №2-----, №2----- წერილების №1-------, №2-------- პასუხები, რომელთა თანახმად, წ--–-ის მუნიციპალიტეტის დაბა თ-----–---ის 1992 - 2007 წლების საკომლო წიგნები, მიწის სარეგისტრაციო მოწმობები, მიწის ზონარგაყრილი წიგნები, მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტები, მიწის განაწილების (იგივე სარეფორმო) და საგადასახადო სიები, მებაღეობის დოკუმენტები (მიმაგრების ტალონები) რუსთავის არქივში დასაცავად არ შესულა. ამრიგად, ს---------------ის კომლის შემადგენლობისა და მის სახელზე რიცხული უძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია მარეგისტრირებელმა ორგანომ ვერ მიიღო.

 

სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ 2017 წლის 20 იანვრის #8------------16 და 2017 წლის 15 თებერვლის #8------------25 გადაწყვეტილებებით, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დაინტერესებულ პირს განუმარტა, რომ, როგორც სარეგისტრაციო წარმოების პროცესში დადგინდა, მხარეთა შორის არსებობდა დავა სარეგისტრაციო უძრავი ნივთის 8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან ზედდების გამო. მხარეთა შორის გამოვლენილი დავის მოგვარების მიზნით, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დანიშნა მედიატორი ნოტარიუსი ი------- კ--–----------. სადავო საკითხზე მედიატორ ნოტარიუსთან შეხვედრა დაინიშნა 2017 წლის 27 იანვარსა და განმეორებით 16 თებერვალს, 13:00-13:30, 12:30-13:00 საათზე, შემდეგ მისამართზე: ქ. წ--–--, ა------------–---------.

 

2017 წლის 21 თებერვალს, ნოტარიუს ი------- კ--–----------ს მომართვის საფუძველზე, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №8------------27 გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ მხარეს განუმარტა, რომ 2017 წლის 16 თებერვალს განმეორებით ჩანიშნული იყო მედიაცია, ამ შეხვედრაზე გამოცხადდა ორივე მხარე, მაგრამ მათ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და მედიაცია შეწყდა. აქედან გამომდინარე, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა დამატებით მოითხოვა მიწის ნაკვეთის კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რადგან №8----------- სარეგისტრაციო განცხადებას თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით ვლინდებოდა ზედდება 8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან.

 

წ--–-ის მუნიციპალიტეტის სოფ. თ-----–---ში მდებარე 5245.00 კვ.მ (დაზუსტებული ფართობი) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომლის საკადასტრო კოდია 8-----------, სისტემურად მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრირებულია კ------------------ნის (პირადი ნომერი 5----------) საკუთრების უფლება.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის მიერ 2017 წლის 05 აპრილს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება #8------------34 სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ განცხადებას თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის 8----------- საზღვრებში. შესაბამისად, მარეგისტრირებელმა ორგანომ დაინტერესებული პირისგან მოითხოვა კორექტირებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის წარდგენა. დაინტერესებულმა პირმა კორექტირებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი არ წარადგინა. ვინაიდან, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი /ინფორმაცია, "საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 22–ე მუხლის "ბ" ქვეპუნქტის საფუძველზე, 2017 წლის 8 მაისს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება 8------------35 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სარეგისტრაციო მასალები, ტომი 1, ს.ფ. 184-249;

-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 05 აპრილის #8------------34 გადაწყვეტილება, ტომი 1, ს.ფ. 248.

-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 08 მაისის #8------------35 გადაწყვეტილება, ტომი 1, ს.ფ. 249.

 

3.1.8. 2017 წლის 01 მაისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 1-------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ს----------------ს წარმომადგენელმა ნ----- კ-------მ და მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ 2017 წლის 05 აპრილის #8------------34 გადაწყვეტილების გაუქმება და ზედდების ნაწილში კ------------------ნის (პ/ნ 5----------) რეგისტრაციის გაუქმება.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 31 მაისის #1----- გადაწყვეტილებით ს---------------ის წარმომადგენელის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჩივარი #1--------, ტომი 1, ს.ფ. 250-251.

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 31 მაისის #1----- გადაწყვეტილება, ტომი 1, ს.ფ.262-266.

 

3.1.9. 2018 წლის 30 მარტის საოქმო განჩინებით საჯარო რეესტრში არსებულ კადასტრთა ჯგუფს დაევალა ადგილზე გასვლით შეედარებინა მოსარჩელე ს---------------ის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი, მიწის ნაკვეთის მიღება- ჩაბარების #82- აქტთან (მიწის ნაკვეთი #4), სისტემური რეგისტრაციით საკადასტრო კოდთან 8----------- და მათ მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი 8----------- აზომვით ნახაზთან. ასევე კადასტრთა ჯგუფს დაევალა ადგილზე გასვლით შეესწავლა კ------------------ის მიწის ნაკვეთი უფლების დამდგენ დოკუმენტებთან, მიწის ნაკვეთის მიღება ჩაბარების #54 აქტთან (მიწის ნაკვეთი # 3), სისტემური რეგისტრაციით საკადასტრო კოდთან 8----------- და მათ მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ 8----------- აზომვით ნახაზთან. ასევე კადასტრის ჯგუფს დაევალა უფლების დამდგენი დოკუმენტების მიღება-ჩაბარების აქტების და პირველადი სარეგისტრაციო მასალების საფუძველზე ამ მიწის ნაკვეთების ზუსტი ფაქტობრივი ადგილმდებარეობის დადენა.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 30 აპრილის #1----- წერილით თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს ეცნობა, რომ 2018 წლის 30 მარტის საოქმო განჩინების საფუძველზე 2018 წლის 25 აპრილს, წ--–-ის მუნიციპალიტეტში, სოფელ თ-----–---ში მდებარე, ს---------------ის და კ-------- კ---------ნის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ადგილზე დათვალიერების მიზნით, გაგზავნილი იყვნენ გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახურის თანამშრომლები.

 

ადგილზე დათვალიერების დროს სახელმწიფო გეოდეზიურ ქსელში (Geo-cors) ჩართული გეოდეზიური ხელსაწყოს გამოყენებით, დაინტერესებული პირების მითითებით ადგილზე აიზომა მიწის ნაკვეთის არაფიქსირებული საზღვრები.

 

სისტემური რეგისტრაციის გრაფიკული მონაცემების მიხედვით ბლოკის პირველი ნაკვეთი 027 იწყება გზიდან. ადგილზე დათვალიერების შედეგად მითითებული ნაკვეთების საზღვრები კვეთს ნაწილობრივ სისტემურის 0--, ნაწილობრივ 0-- ნაკვეთებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ამონარიდი 2018 წლის 30 მარტის სხდომის ოქმიდან, ტომი 2, ს.ფ. 45.

-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 30 აპრილის #1----- წერილი, ტომი 2, ს.ფ. 49-52;

 

3.1.10. 2018 წლის 26 ივნისის საოქმო განჩინებით საჯარო რეესტრში არსებულ კადასტრთა ჯგუფს დაევალა სისტემური რეგისტრაციის რუკაზე დაეტანა მოსარჩელე ს---------------ის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი, მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების #82- აქტის (მიწის ნაკვეთი #4) და სისტემური რეგისტრაციის საკადასტრო კოდის 8----------- მიხედვით, მეზობლების მითითებით. საჯარო რეესტრში არსებულ კადასტრთა ჯგუფს ასევე დაევალა სისტემური რეგისტრაციის რუკაზე დაეტანა კ------------------ის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი უფლების დამდგენ დოკუმენტებთან, მიწის ნაკვეთის მიღება ჩაბარების #54 აქტის (მიწის ნაკვეთი # 3) და სისტემური რეგისტრაციის საკადასტრო კოდის 8----------- მიხედვით, მეზობლების მითითებით. დაევალა კადასტრის ჯგუფს უფლების დამდგენი დოკუმენტების მიღება- ჩაბარების აქტების და პირველადი სარეგისტრაციო მასალების საფუძველზე დაედგინა ამ მიწის ნაკვეთების ზუსტი ფაქტობრივი ადგილმდებარეობა.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 16 აგვისტოს #3----- წერილით თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს ეცნობა, რომ თანდართული მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე, უძრავი ნივთის ადგილმდებარეობის დადგენა არ არის შესაძლებელი. ასევე ეცნობა, რომ სიტუაციურ ნახაზზე შედარება განხორციელებულია სისტემური რეგისტრაციის დოკუმენტების საფუძველზე და რომ სისტემური რეგისტრაციის სააღრიცხვო ბარათზე დართული რუკის მიხედვით (ბლოკის პირველი ნაკვეთი №027 იწყება გზიდან) ადგილზე დათვალიერების შედეგად მითითებული ნაკვეთების საზღვრები ხვდება სისტემური რეგისტრაციის მიხედვით 8----------- კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საზღვრებზე სააღრიცხვო ბარათის (დართული რუკის) მიხედვით 8----------- ს/კ-ით რეგისტრირებული უძრავი ნივთი მდებარეობს 8------------ის მომიჯნავედ დასავლეთის მხრიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონარიდი 2018 წლის 26 ივნისის სხდომის ოქმიდან, ტომი 2, ს.ფ. 66.

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 16 აგისტოს #3----- წერილი, ტომი 2, ს.ფ. 68;

- სიტუაციური ნახაზი, ტომი 2, ს.ფ. 69;

 

3.1.11 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 21 სექტემბრის #3----- წერილის თანახმად, სასამართლოს ეცნობა, რომ ე.წ. "ყვითელი ფენის" მიწის ნაკვეთებზე საკადასტრო კოდით #8----------- და #8----------- შორის გადაფარვა არ ფისქირდება. რაც შეეხება საკადასტრო კოდით #8----------- დაზუსტებულ შემოტანილ #8------------ზე წარმოდგენილი მიწის ნაკვეთი (ელ.ვერსიით) ზედდებაშია საკადასტრო კოდი #8------------ზე, რომლის წინა კოდია #8-----------, გადაფარვის ფართბი 4063, 16 კვ.მ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-2017 წლის 21 სექტემბრის წერილი - ტომი 1. ს.ფ. 112;

- ზედდების ამსახველი საკადასტრო მონაცემების რუკა - ტომი 1, ს.ფ. 113-114;

 

3.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ კ------------------ნის საკუთრებაში რეგისტრირებული 5245,00 კმ მიწის ნაკვეთის ს/კ 8----------- (წინა ს/კ 8-----------) საზღვრები სისტემური რეგისტრაციის სააღრიცხვო ბარათზე დართული რუკის მიხედვით ხვდება სისტემური რეგისტრაციის მიხედვით 8----------- კოდით ს---------------ის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საზღვრებზე და 8----------- ს/კ-ით რეგისტრირებული უძრავი ნივთი მდებარეობს 8------------ის მომიჯნავედ დასავლეთის მხრიდან. შესაბამისად, დადგენილია, რომ კ------------------ნის მიერ დაზუსტებული (ს/კ 8----------- ) ელექტრონული რეგისტრაციით რეგისტრირებულია არა ის მიწის ნაკვეთი, რომელიც მის სახელზეა რეგისტრირებული პირველადი რეგისტრაციით (საკადასტრო კოდი #8-----------), არამედ მას ელექტრონულად რეგისტრირებული აქვს მიწის ნაკვეთი, რომელიც ს---------------ის სახელზეა რეგისტრირებული პირველადი რეგისტრაციით ს/კ 8-----------.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც ოფიციალობის პრინციპის გათვალისწინებით სრულად გამოიყენება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში. მითითებული პრინციპის შესაბამისად, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლები).

 

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის I ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე, კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე – მოპასუხე სუბიექტზე. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლით დადგენილი პირობა სწორედ ამგვარად უნდა იქნას გაგებული, რამდენადაც სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების დამტკიცება სასამართლოს წინაშე, ვინაიდან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლის მიხედვით ადმინისტრაციული ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ვალდებულებას და სამართლებრივ პასუხისმგებლობას აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით, შესაბამისად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2 მუხლით სადავო აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთისგან ათავისუფლებს მოსარჩელეს და ავალდებულებს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველყო მის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება, გამოცემა. სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლით ადმინისტრაციულ ორგანოს ევალება დაამტკიცოს სწორედ სადავო აქტის სამართლებრივი მხარე, რადგან მატერიალურ-სამართლებრივი კანონმდებლობის მიხედვით მას აქვს საჯარო-სამართლებრივი ვალდებულება თავისი გადაწყვეტილება, ყოველგვარი გასაჩივრების პრეზუმფციის გარეშეც, მიიღოს მხოლოდ კანონის შესაბამისად.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების დასაბუთებული არგუმენტაცია, იმ მხრივ, რომ ადმინისტრაციული წარმოების შედეგად განხილული საკითხის გადასაწყვეტად სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანება ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე’’, ”მიწის რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონი, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საერთაშორისო სამართლის რიგი უმნიშვნელოვანესი წყაროები (ა-------ის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, ასევე რეგიონალური მნიშვნელობის - კერძოდ ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი - ა-------ის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია), განსაზღვრავენ რა ა-------ის იმ ძირითად უფლებებს, რომლებიც კაცობრიობის განვითარების დღევანდელ ეტაპზე განუსხვისებელია ყოველი გონიერი არსებისაგან, ადგენენ მათი დაცვის გარანტიებსა და ასეთი დაცვის განხორციელების საზედამხედველო მექანიზმებს, ერთ-ერთ უმთავრეს უფლებად, სწორედ სასამართლოსადმი მიმართვის, ასევე სამართლიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოთი პირის უზრუნველყოფის ვალდებულებას აწესებენ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ამ კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მოთხოვნის, ანუ დავის საგნის განსაზღვრა წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვან და პრინციპული ხასიათის მოთხოვნას, გამომდინარე იქედანაც, რომ სასამართლო იხილავს სარჩელს და გამოაქვს გადაწყვეტილება სწორედ ამ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხოლოდ მოსარჩელეს აქვს უფლება განსაზღვროს სარჩელის საგანი, შეცვალოს, გაზარდოს, შეამციროს იგი და ა.შ.

 

საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" საქართველოს კანონისა და "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში პირდაპირი მოქმედებს, ა-------ის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს. კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველ ა-------ს მისი სამოქალაქო უფლებების და მოვალეობების განსაზღვრისას საქმის სამართლიანი და საჯარო განხილვის უფლება აქვს გონივრულ ვადაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ, რომელიც შექმნილია კანონის საფუძველზე.

 

კონვენციის ეს ნორმა რეგლამეტირებულია ასევე საქართველოს კონსტიტუციაში, რომლის 42-ე მუხლი ადგენს, რომ ყოველ ა-------ს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ყოველი პირის უნდა განსაჯოს იმ მხოლოდ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი სამართლიანი სასამართლოს უფლების (fair trial) მარეგულირებელი ცენტრალური ნორმაა, რომელშიც მოცემულია მნიშვნელოვანი სამართლებრივ-სახელმწიფოებრივი საპროცესო გარანტიები. სამართლიანი სასამართლოს უფლება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს საერთო ევროპულ ფუნდამენტურ ელემენტს. იგი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ „ხელისუფლების შტოებს შორის შეკავებისა და გაწონასწორების არქიტექტურის” უმნიშვნელოვანეს ნაწილად განიხილება.

 

6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერტიული-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლერივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 05 აპრილის 8------------34 გადაწყვეტილება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 31 მაისის #1----- გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 24 დეკემბრის 8------------03 გადაწყვეტილებები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელთა კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.

6.3. ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უფლება-მოვალეობებს.

 

მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-2 მუხლი ადგენს, რომ რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაციის და მათ შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. ამავე მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოება არის სააგენტოს საქმიანობა რეგისტრაციის მიზნით.

 

ზემოაღნიშნული ნორმების განმარტებიდან გამომდინარე, რეგისტრაციის მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა წამოადგენს სარეგისტრაციო წარმოებას, რაც ხორციელდება მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებით.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,კ” ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამავე კანონის მე-8 მუხლის თანახმად კი, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელნი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამავე კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.

 

მარეგისტრირებელი ორგანო რეგისტრაციას აწარმოებს ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ,,კ–ლ“ პუნქტებით განსაზღვრული და მე–9 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები;

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. რაც ნიშნავს იმას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება უნდა ემყარებოდეს შესაბამის საკანონმდებლო ნორმას, რაც მას მისცემს მითითებული ქმედების განხორციელების უფლებას. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

დასახელებულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და გადაწყვეტილების მიღებისას იმსჯელოს საკითხის იმგვარად გადაწყვეტაზე, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები, იმისათვის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგობრივი და დაუსაბუთებელი დასკვნის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.

 

აღსანიშნავია, რომ 1999 წლის მდგომარეობით საქართველოში მოქმედ ,,მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონი (ძალადაკარგულია საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის #2635 კანონით). აღნიშნული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მიწისა და სხვა უძრავი ქონების პირველადი რეგისტრაცია ხდება სარეგისტრაციო ბარათის შედგენით ამ კანონისა და ყველა სხვა იმ ნორმატიული აქტის მოთხოვნათა შესაბამისად, რომლებითაც განისაზღვრება ამ ქონების უფლებრივი და ვალდებულებითი დატვირთვა. ამ კანონით, მიწისა და მასთან დაკავშირებული უძრავი ქონების მიმართ ამ კანონის მიღების შემდეგ წარმოშობილი ურთიერთობები იურიდიულ ძალას იძენდა სახელმწიფო რეგისტრაციის შემდეგ, რეგისტრაციას აწარმოებდა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი (მისი ადგილობრივი ქვედანაყოფი), რომელიც კოორდინირებდა მიწის კადასტრის სამუშაოებს და ჰქონდა საკუთარი ბეჭედი;

 

„საქართველოს რესპუბლიკაში მოქალაქეთათვის სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე დოკუმენტაციის გაფორმების რეგულირების შესახებ“ მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 28 ივნისის #503 დადგენილების მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიწის მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენს მიწის რეფორმის შედეგად მიწათსარგებლობის უფლების დამადასტურებელ სახელმწიფო აქტის გაცემის ერთადერთ საფუძველს.

 

საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის N327-ე ბრძანებულების „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ“ მე-4 პუნქტის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის დაჩქარების მიზნით, რეგისტრატორმა უნდა მიიღოს მიწის საკუთრებაში გაფორმების მსურველის განცხადება და გამოიყენოს ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტებიდან ერთერთი: ა) მიწის მიღება-ჩაბარების აქტი; ბ) მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში დასახელებული დოკუმენტის არ არსებობის შემთხვევაში გამოიყენება „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის N48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველოს ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია. აღნიშნულ სიას უნდა დაერთოს მიწის გამოყოფის გეგმა; გ) იმ შემთხვევაში თუ არ არსებობს მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში დასახელებული დოკუმენტები, გამოიყენება ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობისათვის სარეგისტრაციო პერიოდში მოქმედი საგადასახადო სია, აგრეთვე მიწების განაწილების სია, რომელსაც არ ახლავს მიწის გამოყოფის გრაფიკული დადასტურება.

 

,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის №327 ბრძანებულების მე-5 პუნქტი განსაზღვრავს, რომ ამ ბრძანებულების მე-4 პუნქტში აღნიშნული დოკუმენტები საკმარისია სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის, საკუთრების უფლების დამადასტურებელი სარეგისტრაციო მოწმობის მომზადებისა და გაცემისათვის, მაგრამ რეგისტრირებული მონაცემები ექვემდებარება შემდგომ აუცილებელ დაზუსტებას მიწის აგეგმვის შედეგად შედგენილი საგეგმო-კარტოგრაფიული მასალების საფუძველზე;

 

”მიწის რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ”სააღრიცხვო ბარათი ” - არის სარეგისტრაციო ფურცელი, რომელიც დგება თითოეული მიწის ნაკვეთზე და მოიცავს ინფორმაციას ამ ნაკვეთის მასზე არსებული სხვა უძრავი ქონების სამართლებრივი მდგომარეობისა და საზღვრების შესახებ, აგრეთვე რეგისტრირებული უფლებების ობიექტების გეგმას (გრაფიკული ასახვა ცალკე მოცემულია კადასტრულ რუკაზეც), ხოლო ”სარეგისტრაციო მოწმობა” არის მოწმობა რომელშიც მოცემულია მიწისა და მასთან დაკავშირებული სხვა უძრავი ქონების დახასიათება და უფლებრივი დატვირთვა რეგისტრაციის მონაცემების შესაბამისად.

 

ამავე კანონის მე-7 მუხლის თანახმად, ყოველ რეგისტრატურაში ინახება მიწის და სხვა უძრავი ქონების სააღრიცხვო (სარეგისტრაციო) ბარათები და სარეგისტრაციო რუკები, სააღრიცხვო ბარათზე მოცემული ჩანაწერები არის ამ ქონებასთან დაკავშირებით სამართლებრივი მდგომარეობის განსაზღვრის ძირითადი იურიდიული საფუძველი.

 

მოცემულ შემთხვევაში წ--–-ის რაიონის სოფელ თ-----–---ში მდებარე უძრავი ქონება ს/კ 8-----------, 1999 წლის 24 ოქტომბერს პირველადი რეგისტრაციით დაზუსტებული ფართობი 5245,11 კვმ საკუთრების უფლებით, უფლების დამადასტურებელი იურიდიული დოკუმენტის მიწის მიღება-ჩაბარების #33 აქტის საფუძველზე აღირიცხა გ------- კ---------ნის საკუთრებაში, შეიქმნა შესაბამისი სააღრიცხვო ბარათი და საკადასტრო რუკა.

 

ასევე წ--–-ის რაიონის სოფელ თ-----–---ში მდებარე უძრავი ქონება ს/კ 8-----------, 1999 წლის 24 ოქტომბერს პირველადი რეგისტრაციით დაზუსტებული ფართობი 4132,87 კვმ საკუთრების უფლებით, უფლების დამადასტურებელი იურიდიული დოკუმენტის მიწის მიღება-ჩაბარების #32 აქტის საფუძველზე აღირიცხა ს---------------ის საკუთრებაში, შეიქმნა შესაბამისი სააღრიცხვო ბარათი და საკადასტრო რუკა.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 24 დეკემბერს მიღებული იქნა გადაწყვეტილება #8----------- -03 რეგისტრაციის შესახებ და წ--–-ის რაიონის დაბა თ-----–---ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართობით 5245,00 კვმ, ს/კ 8----------- (ნაკვეთის წინა ნომერი 8-----------) უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიწის მიღება-ჩაბარების #33 აქტის საფუძველზე აღირიცხა კ------------------ნის პ/ნ 5---------- საკუთრებაში და გაცემული იქნა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

2016 წლის 30 სექტემბერს ლ------ ა-------მა #8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს (ქვემო ქართლის რეგიონულ ოფისს) და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, მოითხოვა წ--–-ის მუნიციპალიტეტის სოფ. თ-----–---ში („ბ---------------) მდებარე, 8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 4132.87 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ცვლილების რეგისტრაცია. განცხადებას ერთვოდა 4132.87 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წლის 07 და 17 ოქტომბერს მიღებული იქნა #8------------05 და #8------------07 სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებები, რომლითაც მარეგისტრირებელმა ორგანომ დაინტერესებულ პირს განუმარტა, რომ მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად დასადგენი იყო დაინტერესებული პირის უფლებრივი მდგომარეობა. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2016 წლის 7 და 17 ოქტომბერს რუსთავის რეგიონული არქივიდან №2-----, №2----- წერილებით გამოითხოვა ინფორმაცია, დაინტერესებულ პირს კი ეცნობა, რომ სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებოდა 2016 წლის 7 და 17 ოქტომბრის №2----- და №2----- წერილებზე პასუხების მიღებისთანავე. ასევე ეცნობა, რომ 8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის (მესაკუთრე - კ------------------ნი) საკადასტრო მონაცემებთან დადგინდა სარეგისტრაციო უძრავი ნივთის მონაცემების ზედდება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 29 ოქტომბრის სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №8------------09 გადაწყვეტილებით, დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ რუსთავის რეგიონულ არქივში, №2-----, №2----- წერილების პასუხების თანახმად, ს------ მ--------- ძე ა-------ის კომლის შემადგენლობის შესახებ ჩანაწერი არ აღმოჩნდა. აქედან გამომდინარე, ცენტრალიზებული რეგისტრაციის დეპარტამენტმა დაინტერესებული პირისგან მოითხოვა სამკვიდრო მოწმობის წარდგენა და კიდევ ერთხელ განემარტა 8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მონაცემებთან (უძრავი ნივთის მესაკუთრე - კ------------------ნი) სარეგისტრაციო უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების ზედდების არსებობის შესახებ.

 

სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ 2017 წლის 20 იანვრის #8------------16 და 2017 წლის 15 თებერვლის #8------------25 გადაწყვეტილებებით, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დაინტერესებულ პირს განუმარტა, რომ, როგორც სარეგისტრაციო წარმოების პროცესში დადგინდა, მხარეთა შორის არსებობდა დავა სარეგისტრაციო უძრავი ნივთის 8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან ზედდების გამო. მხარეთა შორის გამოვლენილი დავის მოგვარების მიზნით, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დანიშნა მედიატორი ნოტარიუსი ი------- კ--–----------. სადავო საკითხზე მედიატორ ნოტარიუსთან შეხვედრა დაინიშნა 2017 წლის 27 იანვარსა და განმეორებით 16 თებერვალს, 13:00-13:30, 12:30-13:00 საათზე, შემდეგ მისამართზე: ქ. წ--–--, ა------------–---------.

 

2017 წლის 21 თებერვალს, ნოტარიუს ი------- კ--–----------ს მომართვის საფუძველზე, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №8------------27 გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ მხარეს განუმარტა, რომ 2017 წლის 16 თებერვალს განმეორებით ჩანიშნული იყო მედიაცია, ამ შეხვედრაზე გამოცხადდა ორივე მხარე, მაგრამ მათ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და მედიაცია შეწყდა. აქედან გამომდინარე, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა დამატებით მოითხოვა მიწის ნაკვეთის კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რადგან №8----------- სარეგისტრაციო განცხადებას თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით ვლინდებოდა ზედდება 8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის მიერ 2017 წლის 05 აპრილს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება #8------------34 სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ განცხადებას თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის 8----------- საზღვრებში. შესაბამისად, მარეგისტრირებელმა ორგანომ დაინტერესებული პირისგან მოითხოვა კორექტირებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის წარდგენა. დაინტერესებულმა პირმა კორექტირებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი არ წარადგინა. ვინაიდან, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი /ინფორმაცია, "საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 22–ე მუხლის "ბ" ქვეპუნქტის საფუძველზე, 2017 წლის 8 მაისს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება 8------------35 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.

 

2017 წლის 01 მაისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 1-------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ს---------------ის წარმომადგენელმა ნ----- კ-------მ და მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ 2017 წლის 05 აპრილის #8------------34 გადაწყვეტილების გაუქმება და ზედდების ნაწილში კ------------------ნის (პ/ნ 5----------) რეგისტრაციის გაუქმება.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 31 მაისის #1----- გადაწყვეტილებით ს---------------ის წარმომადგენელის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

საკუთრების უფლების სააღრიცხვო მონაცემებს იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია და მათი სარეგისტრაციო აღრიცხვის ოფიციალობა უზრუნველყოფილია საჯარო რეესტრით. სარეგისტრაციო პროცედურას შედეგად მოსდევს უფლებადამდგენი დოკუმენტის გაცემა, რომელიც ადასტურებს იურიდიული ფაქტების კანონიერებას. მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, მაგრამ ამავე ნორმის მიხედვით მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. საჯარო რეესტრის სისწორის ვარაუდი გულისხმობს პირის მიერ მოპოვებული საკუთრების უფლების სისწორეს, რა მიზნითაც, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შესწავლილი და გამოკვლეული უნდა იქნეს წარმოების პროცესში დაცული ყველა დოკუმენტი, უპირველესად კი რეგისტრაციის სამართლებრივი საფუძველი და მათ არქივში დაცული ინფორმაცია.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ პირველადი რეგისტრაციით რეგისტრირებულია ს---------------ის საკუთრების უფლება ს/კ 8----------- და კ------------------ნის საკუთრების უფლება ს/კ ს/კ 8-----------. ამავდროულად კ-------- კ---------ნის საკუთრების უფლება ასევე რეგისტრირებულია დაზუსტებული ელექტრონული რეგისტრაციით ს/კ 8-----------. საქმეში წარმოდგენილია ე.წ ,,ყვითელი ფენის" ამსახველი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ ს---------------ის და კ------------------ნის მიწის ნაკვეთები მდებარეობენ გვერდიგვერდ, ერთ ბლოკში. დადგენილია, რომ კ-------- კ---------ნის მიერ საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან ზედდებაშია ს---------------ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ აზომვით საკადასტრო ნახაზზთან. საჯარო რეესტრის გეოდეზიისა და კარტორაფიის სამსახურის თანამშრომლების მიერ ადგილზე გასვლით აზომილი იქნა ს---------------ის და კ------------------ნის მიერ მითითებული მიწის ნაკვეთები, რომლითაც დასტურდება, რომ მათ მიერ კადასტრის ჯგუფისათვის მითითებული იქნა ერთიდაიგივე მიწის ნაკვეთი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი კადასტრთა ჯგუფის მიერ განმარტებული იქნა, რომ მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე, უძრავი ნივთის ადგილმდებარეობის დადგენა არ იყო შესაძლებელი, მაგრამ გამოკვლეული იქნა, რომ სისტემური რეგისტრაციის სააღრიცხვო ბარათზე დართული რუკის მიხედვით (ბლოკის პირველი ნაკვეთი №027 იწყება გზიდან) ადგილზე დათვალიერების შედეგად მითითებული ნაკვეთების საზღვრები ხვდება სისტემური რეგისტრაციის მიხედვით 8----------- კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საზღვრებზე სააღრიცხვო ბარათის(დართული რუკის) მიხედვით 8----------- ს/კ-ით რეგისტრირებული უძრავი ნივთი მდებარეობს 8------------ის მომიჯნავედ დასავლეთის მხრიდან. აღნიშნული ფაქტით დადასტურებული იქნა, რომ კ------------------ნის მიერ დაზუსტებული (ს/კ 8-----------) ელექტრონული რეგისტრაციით რეგისტრირებულია არა ის მიწის ნაკვეთი, რომელიც მის სახელზეა რეგისტრირებული პირველადი რეგისტრაციით, არამედ მას ელექტრონულად რეგისტრირებული აქვს მიწის ნაკვეთი, რომელიც ს---------------ის სახელზეა რეგისტრირებული პირველადი რეგისტრაციით ს/კ 8-----------.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს და მასზე სრულად ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სპეციალური ნორმატიული რეგულაციებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თუმცა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ადგენს იმ ზოგად პრინციპებს, რომელთა უგულებელყოფით მოქმედების უფლება არცერთ ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს. ერთ-ერთ ასეთ პრინციპად შეგვიძლია მივიჩნიოთ გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულად გამოკვლევის გარეშე. აღნიშნული პრინციპი ასახვას ჰპოვებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ადმინისტრაციული ორგანო, ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2013 წლის 02 აპრილის გადაწყვეტილებაში საქმე №ბს-544-535(კ-12), განმარტა, რომ ,, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება. აღნიშნული პრინციპი პირდაპირ გამომდინარეობს სამართლებრივი სახელწიფოს პრინციპიდან, რომელიც პირველ რიგში გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას - სამართლებრივი ნორმის სიცხადის და სამართლებრივი შედეგების განჭვრეტადობის უზრუნველყოფის თაობაზე''. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება უნდა განხორციელდეს ადმინისტრაციული სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპის -კანონიერების პრინციპის ზედმიწევნით დაცვის საფუძველზე“.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საკასაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში არაერთგზის განმარტა ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემის წესების დაცვისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და აქტის დასაბუთების ვალდებულება, ხოლო ასეთის შეუსრულებლობის შემთხვევაში აქტის სამართლებრივი შედეგების შესახებ, კერძოდ: ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას - წესების ერთობლიობას, თუ რა უფლება-მოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს. ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე N ბს-246-243 (კ-14)).

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციულიკოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილიარ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ანარგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციულიწარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ხოლო, მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამავე კოდექსის 97-ე მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევა ადმინისტრაციულ წარმოებაში, რომლის თანახმად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: გამოითხოვოს დოკუმენტები; შეაგროვოს ცნობები; მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; დანიშნოს ექსპერტიზა; გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია გამოიყენოს ზემოთ ჩამოთვლილი შესაძლებლობები და დაადგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები. ამდენად, სადავო საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილებადა გადაწყვეტილება მიიღოს კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით, რა დროსაც უნდა გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება, რათა მმართველობითი ღონისძიების განხორციელების შედეგად არ დარჩეს კითხვის ნიშნები და არ მოხდეს დაინტერესებული მხარის ინტერესის ან უფლების უკანონო ან დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2015 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში Nბს-180-177(კ-15) განმარტა, რომ ,,ადმინისტრაციული საჩივარი არის დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადნიმისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს აქვს ორი ძირითადი ფუნქცია: 1. ადმინისტრაციული საჩივარი, როგორც უფლების დაცვის საშუალება; 2. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თვითკონტროლის განხორციელების შესაძლებლობა. ადმინისტრაციული საჩივარი, როგორც უფლების დაცვის საშუალება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს გააჩნია უპირატესობა, კერძოდ, ადმინისტრაციულ საჩივარზე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოწმდება გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა და კანონიერება, მაშინ როდესაც სასამართლო იფარგლება აქტის მხოლოდ კანონიერების შემოწმებით. ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალების სრული მასშტაბით გამოყენებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია. ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას''.

 

1996 წლის 14 ნოემბერს მიღებულ იქნა ,,მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონი (შემდეგში - ,,კანონი“; ძალადაკარგულია საქართველოს 12.28.2005 №2635 კანონით), რომლის შესაბამისად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიწის რეგისტრაციას ახორციელებდა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი. ყოველ რეგისტრატურაში ინახებოდა მიწის და სხვა უძრავი ქონების სააღრიცხვო (სარეგისტრაციო) ბარათები და სარეგისტრაციო რუკები. სააღრიცხვო ბარათზე მოცემული ჩანაწერები წარმოადგენდა ქონებასთან დაკავშირებით სამართლებრივი მდგომარეობის განსაზღვრის ძირითად იურიდიულ საფუძველს. სააღრიცხვო ბარათის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო - საკუთრების განყოფილება, რომელიც შეიცავდა ინფორმაციას საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული ქონების მოკლე აღწერილობის, მასთან დაკავშირებული უფლებებისა და პირობების, ასევე სარეგისტრაციო კადასტრული (ინდექსირებული) რუკის მონაცემების თაობაზე.

 

განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოების დროს არ დაიცვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების პროცედურა, არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების გარეშე, როგორც დაზუსტებული ელექტრონული რეგისტრაციის დროს კ------------------ნის საკუთრების რეგსიტრაციის დროს, ისევე ს---------------ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ განცხადებისა და ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დროს.

 

სასამართლოს მოსაზრებით, საქმეში არსებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებებისა და საქმის განხილვისას გამოვლენილი გარემოებების არსებობის პირობებში, მოპასუხე მხარის პოზიცია სასამართლოსათვის ვერ იქნება საკმარისად მიჩნეული იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის მიზნით ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად ჩაატარა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წარმოება, რადგან დადგენილია, რომ ს---------------ს და კ------------------ნს საკუთრებაში აქვს მიწის ნაკვეთები, რომლებიც მდებარეობს გვერდიგვერდ, აქვთ უფლების დამდგენი დოკუმენტები და მიუხედავად იმისა, რომ სააღრიცხვო ბარათებში მითითებული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტების ნომრები არ ემთხევევა მხარეების მიერ წარმოდგენილ მიწის მიღება - ჩაბარების აქტების ნომრებს, იქ მითითებული მიწის ნაკვეთის მონაცემები და მომიჯნავე პირთა შესახებ ინფორმაცია ურთიერთშესაბამისობაშია. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ასევე დაცულია ს---------------ის და კ------------------ნის სარეგისტრაციო კადასტრული (ინდექსირებული) რუკის მონაცემები, რაც დასტურდება წარმოდგენილი სააღრიცხვო ბარათებით. შესაბამისად მათი საკუთრების უფლების დაზუსტებული (ელექტრონული) რეგისტრაციის დროს, სათანადო გამოკვლევის შემთხვევაში არ უნდა მომხდარიყო ზედდება, მით უმეტეს იმ მოცემულობაში, როდესაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელი მიუწვდება ყველა მონაცემზე, მისთვის ცნობილია და მასთან ინახება პირველადი რეგისტრაციის ყველა საფუძველი და მათ შორის ე.წ. ,,ყვითელი ფენის" ამსახველი ინფორმაცია, საჯარო რეესტრისათვის ცნობილია ვისი უფლებაა რეგისტრირებული დაზუსტებული თუ დაუზუსტებელი მონაცემებით, საჯარო რეესტრს ხელეწიფება ადგილზე გასვლით, კადასტრის სამსახურის მეშვეობით დაადგინოს მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი ადგილმდებარეობა, ხელი მიუწვდება გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახურში დაცულ ყველა მონაცემზე და მათი მეშვეობით შეუძლია დაადგინოს მიწის ნაკვეთის ადგილდებარეობის შესაბამისობა უფლების დამდგენ დოკუმენტებთან, რაც მოცემულ შემთხვევაში განხორციელებული არ ყოფილა.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მოცემული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 05 აპრილის 8------------34 გადაწყვეტილება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 31 მაისის #1----- გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 24 დეკემბრის 8------------03 გადაწყვეტილებები და მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა დაევალოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

 

შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

8.1. საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძება გამოყენებული არ ყოფილა

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-10, 22-ე, 32.4 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ს---------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 24 დეკემბრის #8------------03 გადაწყვეტილება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 05 აპრილის 8------------34 გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 31 მაისის #1----- გადაწყვეტილება და დაევალოს მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით;

3. მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 100 (ასი) ლარის გადახდა;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს (მდებარე თეთრიწყარო, კოსტავას ქ. N11) მეშვეობით.

 

მოსამართლე სოფიო გაგნიძე