განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №270100118002661180 (1/67-18)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
04 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს
მაგისტრატი სასამართლო წა-–------ის მუნიციპალიტეტში
მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ
თათია აქუბარდიას მდივნობით,პროკურორ - მა----------ს,ბრალდებულ - ნა--------ას და
ადვოკატ - მა------–-----–-ას
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მა----------ს შუამდგომლობა
ბრალდებულ ნა--------ას მიმართ,მამის სახელი: ია-----ი,დაბადების თარიღი: 16-------4 წელი
პირადი ნომერი: 62--------6,საქართველოს მოქალაქე,საშუალო განათლების მქონე,დაოჯახებული,მისამართი: წა-–--------------------------–-----–-------–-----–-------------–-----2, ბინა 13,სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
დადგენილია, რომ ნა--------ამ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუა-–-ბის უკანონო გასაღება, რაც გამოიხატა შემდეგში
2018 წლის 01 ოქტომბერს, წა-–------ის რაიონის სოფელ ჭა-–-ში ფოცხო ეწერის დასახლებაში, ნა--------ამ ოთ----–--–--ზე უკანონოდ გაასაღა მისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მამის - ია----- მიქავასთვის დანიშნულებით გამოწერილი 0----------------------ი’’.
2018 წლის 04 ოქტომბერს გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მა----------ს, ბრალდებულ ნა--------ას და ადვოკატ მა------–-----–-ას შორის.
საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისას სასამართლო სხდომაზე დარწმუნდა, რომ ბრალდებული ნა--------ა აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედება ბრალი, სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც აღიარებს, მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ.
ბრალდებული ნა--------ა აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ ნებისმიერი ინფორმაციის გამოყენება, რომელსაც ის მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას.
ბრალდებული აცნობიერებს, რომ მას აქვს შემდეგი უფლებები: დაცვის უფლება, უფლება უარი განაცხადოს საპროცესო შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ, უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის თაობაზე, ასევე დავრწმუნდი, რომ საპროცესო შეთანხმება არ არის შედეგი ბრალდებულის იძულების, დაშინების, თუ ისეთი დაპირებისა, რომელიც სცილდება საპროცესო შეთანხმების ფარგლებს.
ბრალდებული ნა--------ა ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს.
ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა ასახულია საპროცესო შეთანხმებაში.
ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასა-–-ბს.
სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებულის მიმართ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მხრიდან არ ყოფილა წამება, არაადამია-----ი ან დამამცირებელი მოპყრობა, განემარტა ბრალდებულს, რომ მის მიერ წამების, არაადამია-----ი ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
პროკურორი შუამდგომლობს ბრალდებულის მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე და ითხოვს:
ბრალდებული ნა--------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვლება პირობით 06 წლის გამოსაცდელი ვადით;
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, როგორც ნარკოტიკული საშუა-–-ბის გამსაღებელს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება, კერძოდ სატრანსპორტო საშუა-–-ბის მართვის უფლება ჩამოერთმევას 5 წლის ვადით, „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 20 წლით, ხოლო „გ“ -„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები -საადვოკატო საქმიანობის , პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში სქამიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება 15 წლის ვადით;
ნივთიერი მტკიცებულება - საინექციო შპრიცები განადგურდეს.
ბრალდებული და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი მა------–------–ია ეთანხმებიან ბრალდებულის მიმართ ზემოთაღნიშნული სასჯელის გამოყენებას.
ნა--------ას ბრა-–-ულობა დადასტურებულია საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებებით:
-ბრალდებულ ნა--------ას ჩვენება (აღიარება);
-პირადი ჩხრეკის ოქმი ;
-მოწმეების და---------------ას, ოთ----–--–--ს, ირ---–---------ის, არ---–-----–---ას, ირ---–--–------ას, პი------------ას, ირ---–-------ას, და-–--------ას გამოკითხვის ოქმები;
-ამოღების ოქმი;
-საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი;
-ბრალდებულის დაკავების ოქმი;
-ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა.
სასამართლომ განიხილა რა საქმეში არსებული მასა-–-ბი, გაეცნო და გაანალიზა ბრალის დასადასტურებლად წარმოდგენილ მტკიცებულებებს, მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმება უნდა დამტკიცდეს, მოთხოვნილი სასჯელი კანონიერი და სამართლიანია და მივიდა შემდეგ დასკვნამდე:
გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ ნა--------ამ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც მას უნდა დაედოს მსჯავრი.
ნა--------ას მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების დროს მხედველობაშია მიღებული ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად.
საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, ამ კოდექსის 63-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვა-–-ობა.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ევროპული სასამართლოს მიდგომას საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტთან მიმართებაში:
საქმეზე ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისია (იხ. ბაბარ აჰმადი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, mutatis mutandis, Badar Ahmad and Others v. tne United Kinngdom ).
ევროპული სისხლისსამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, რომ ბრალდებულმა მიიღოს უფრო მსუბუქი სასჯელი ან გათავისუფლდეს სასჯელისაგან დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო (იხ. სლავჩო კოსტოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, რუსიცკი პოლონეთის წინააღმდეგ, Slavcho Kostov v. Bulgaria , Ruciński v. Poland).
საპროცესო შეთანხმების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს სწრაფი მართლმსაჯულება და ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმით ხდება სისხლის სამართალწარმოების შემცირება (იხ. სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, Scoppola v. Italy).
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-210-ე, 212-213-ე, 214-215-ე, 216-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
პროკურორ მა----------ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორს მა----------ს, ბრალდებულ მანა--------ას და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ მა------–-----–-ას შორის;
ბრალდებული ნა--------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვლება პირობით 06 წლის გამოსაცდელი ვადით;
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, როგორც ნარკოტიკული საშუა-–-ბის გამსაღებელს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება, კერძოდ სატრანსპორტო საშუა-–-ბის მართვის უფლება ჩამოერთმევას 5 წლის ვადით, „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 20 წლით, ხოლო „გ“ -„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები -საადვოკატო საქმიანობის , პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში სქამიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება 15 წლის ვადით;
ნივთიერი მტკიცებულება - საინექციო შპრიცები განადგურდეს;
ნა--------ას სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის პერიოდი, 2018 წლის 02 ოქტომბრიდან 2018 წლის 04 ოქტომბრის ჩათვლით და დაუყოვნებლივ განთავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან;
საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, ნა--------ას ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს პრობაციის ბიურომ ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
ნა--------ას სასჯელის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების მომენტიდან;
განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე;
განაჩენი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, გარდა საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში (თუ საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით, ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება, საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით, საქმის განმხილველმა მოსამართლემ უგულებელყო XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები), ხოლო პროკურორს ერთი თვის ვადაში შესაბამისი გარემოებების დადგენიდან (მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში არსებული პირობა) უფლება აქვთ ზემდგომ სასამართლოში წარადგინონ საჩივარი, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე;
განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.
მოსამართლე მანუჩარ ცაცუა