გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.09.2018
საქმის ნომერი
080310018002526431
კატეგორია
დავის ტიპი
შეღავათები და დახმარებები
თარიღი
27.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე №3/449-2018 27 სექტემბერი, 2018 წელი

ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ლელა მილდენბერგერი

სხდომის მდივანი იზოლდა ლოსაბერიძე, ნინო გიორგაძე

მოსარჩელე - ვ--–------ა კ--------ე

ადვოკატი - ხ-----------ე

მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტო

მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი

წარმომადგენელი - ნ----------------ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

აღწერილობითი ნაწილი:

1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა.

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება.

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება ვ--–------ა კ--------ის ოჯახისათვის სარეიტინგო ქულის ძალაში დატოვების შესახებ (გამოცემული ზეპირი ფორმით) გადაწყვეტილება.

1.3. დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მოახდინოს ვ--–------ა კ--------ის 13.04.2018 წელს შევსებული ოჯახის დეკლარაციის ხელახალი შევსება/კორექტირება და ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების საფუძველზე სარეიტინგო ქულის მინიჭება.

 

მოსარჩელის განმარტებით, იგი 2006 წლიდან 2018 წლის თებერვლის თვემდე უწყვეტად, იღებდა სოციალურ დახმარებას. ოჯახი შედგებოდა ექვსი წევრისაგან. ჰყავდა მეუღლე ა-------ი კ--------ე, რომელიც გარდაიცვალა 2018 წლის 2 თებერვალს. ამის შემდეგ 2018 წლის 13 აპრილს განხორციელდა ოჯახის გადამოწმება, შეადგა დეკლარაცია და შეუწყვიტეს სოციალური დახმარება. მხარე აღნიშნავს, რომ მისი ოჯახის სოციალური მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა და შესაბამისად, არ ეთანხმება სოციალური დახმარების შეწყვეტას და ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

მოსარჩელეს ადვოკატი მიუთითებს დეკლარაციის ,,C 3’’ გრაფას მე-9 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ ფ------ კ--------ე არ იღებდა 40 ლარს, შესაბამისად მიაჩნია, რომ დეკლარაციაში შეტანილი იქნა არასწორი მონაცემი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს, ამავე სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა სარჩელზე წარმოდგენილ შესაგებელს და მოითხოვა უარი ეთქვას ვ--–------ა კ--------ეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

მოპასუხის წარმომადგენლმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2018 წლის 13 აპრილს განხორციელდა ოჯახში იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფლებამოსილი პირის ვიზიტი, ვიზიტის დროს ,,C 4’’ ბლოკის მე-7 გრაფაში დაფიქსირდა შეცდომით 440 ლარი, რომელიც შემდეგ დაკორექტირდა 2018 წლის 27 აპრილის ბრძანებით და 13 მაისის მდგომარეობით კორექტირებული მონაცემებით დაანგარიშდა ოჯახის სარეიტინგო ქულა, რომელმაც შეადგინა 66530. რაც შეხება მოსარჩელე მხარის მითითებას ,,C 3’’ ბლოკზე მოპასუხის განმარტებით სააგენტოს უფლებამოსილი პირი დეკლარაციაში უჩვენებს დეკლარაციის შევსების თვის წინა მეორე თვეში არსებულ შემოსავალს, შესაბამისად დეკლარაციაში აისახა თებერვლის თვის მონაცემი, ხოლო ვინაიდან ფ------ კ--------ეს, როგორც არასრულწლოვანს განესაზღვრა სოციალური დახმარება 10 ლარის ოდენობით, ამასთან გათვალისწინებით იმისა, რომ ივნისამდე შეჩერებული იყო სოციალური დახმარების მიღება, ფ------ კ--------ეს, როგორც არასრულწლოვანს ივნისში დაერიცხა წინა თვეების დახმარება ჯამში - 40 ლარის ოდენობით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.1.1. დადგენილია, რომ ა-------ი კ--------ის ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 2006 წლიდან, საიდენტიფიკაციო კოდით 050912400172.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოწმობა (იხ. ს.ფ. 14).

 

3.1.2. დადგენილია, რომ 2018 წლის 13 აპრილს ვ--–------ა კ--------ის ოჯახში განხორციელდა იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფლებამოსილი პირის ვიზიტი და შეივსო ოჯახის დეკლარაცია, რომლის თანახმად: ვ--–------ა კ--------ის ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის ზოგადი შეფასება არის ღარიბი -2 (F1 ბლოკი); ოჯახის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არის სანდო -1 (F2 ბლოკი); ჰყავს ერთი სული ძროხა (D4,1 ბლოკი); შინაური ფრინველი - 3 (D4 ბლოკი, 3 გრაფა); წინა მეორე თვიდან გასული 12 თვის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიისათვის გადახდილია - 165 ლარი (E1 ბლოკი); წინა მეორე თვიდან გასული 12 თვის განმავლობაში მოხმარებული ბუნებრივი აირისთვის გადახდილია - 72 ლარი (E2 ბლოკი); ფლობს სამეურნეო ნაგებობებს (სახელოსნო, ბოსელი, ნალია და სხვა) (A7 ბლოკი, 4 გრაფა); შინამეურნეობის მიერ დაკავებული საცხოვრებლის საერთო ფართია -220 კვ.მ (A8 ბლოკი); შინამეურნეობის მიერ დაკავებულ საერთო საცხოვრისში, სულ ოთახების რაოდენობაა 6 (A 9 ბლოკი); შინამეურნეობის მიერ დაკავებულ საცხოვრებელ ნაწილში იატაკი არის ხე/ფიცარი (A10 ბლოკი); შინამეურნეობის მიერ დასახელებული ოჯახის უფროსი - ვ--–------ა კ--------ე (ასაკი 80), ა---------– კ--------ე (ასაკი 49), მ---- კ--------ე (ასაკი 46), მ------ კ--------ე (ასაკი 26), ფ------ კ--------ე (ასაკი 15) (B2 ბლოკი და B1 ბლოკი); ა---------– კ--------ე არის მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი (IIჯგუფი) (B4 ბლოკი, გრაფა 3); ფ------ კ--------ე დადის სკოლა/გიმნაზიაში (C1 ბლოკი); განათლების მიღწეული დონე - ვ--–------ა კ--------ე საშუალო პროფესიული - 4), ა---------– კ--------ე (საშუალო -3), მ---- კ--------ე (საშუალო -3), მ------ კ--------ე (საშუალო -3) (C2 ბლოკი); პირადი ფულადი შემოსავალი (მიღებული ან მისაღები დეკლარაციის შევსების თვის წინა მეორე თვეში (C3 ბლოკი); ვ--–------ა კ--------ე - სახელმწიფო პენსია 180 ლარი (C3 ბლოკი 3 გრაფა); ა---------– კ--------ე სოციალური პაკეტი - 100 ლარი (C3 ბლოკი, გრაფა 4);

ვ--–------ა კ--------ე - ფულადი სოციალური დახმარება - საარსებო შემწეობა - 30 ლარი; ა---------– კ--------ე - ფულადი სოციალური დახმარება - საარსებო შემწეობა - 30 ლარი; მ---- კ--------ე - ფულადი სოციალური დახმარება - საარსებო შემწეობა - 30 ლარი; მ------ კ--------ე - ფულადი სოციალური დახმარება - საარსებო შემწეობა - 30 ლარი; ფ------ კ--------ე ფულადი სოციალური დახმარება - საარსებო შემწეობა - 40 ლარი; (C3 ბლოკი მე-9 გრაფა);

სხვა არარეგულარული ფულადი შემოსავალი 440 ლარი (C4 ბლოკი, გრაფა 7);

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის ცნობით დადგენილია, რომ ა---------– კ--------ეს 2017 წელს და 2018 წლის იანვარსა და თებერვლის თვეებში შემოსავლების მიღება არ უფიქსირდება.

 

დადგენილია, რომ 2018 წლის 27 აპრილის N133/ო ბრძანებით დაკორექტირდა 2018 წლის 13 აპრილის ოჯახის დეკლარაციის C4 ბლოკი, გრაფა 7-ში მითითებული არარეგულარული ფულადი შემოსავალი 440 ლარი და მიეთითა - 0 ლარი (კორექტირებული დეკლარაცია).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ოჯახის დეკლარაცია (ს.ფ. 43-54 );

- სსიპ შემოსავლების სამსახურის ცნობა (ი.ხ ს.ფ 78);

- ბრძანება 133/ო (იხ. ს.ფ. 79-80)

- ოჯახის დეკლარაცია (ს.ფ. 67-74);

 

3.1.3. დადგენილია, რომ ვ--–------ა კ--------ის ოჯახისათვის განკუთვნილი სარეიტინგო ქულამ შეადგინა 66530, ამასთან 2018 წლის მარტიდან ოჯახმა მოიპოვა საარსებო შემწეობის დანიშვნის უფლება ოჯახის თითოეულ 16 წლამდე ასაკის წევრზე თვეში 10 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (იხ. ს.ფ. 31; 75)

- 2018 წლის 27 აპრილის ბრძანება 133/ო (იხ. ს.ფ. 79-80)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის არგუმენტაციას, რომ 2018 წლის 13 აპრილის დეკლარაციაში არასწორად არის შევსებული C ბლოკის მე-9 გრაფაში მითითებული მონაცემი ფ------ კ--------ესთან მიმართებში (პირადი ფულადი შემოსავალი (მიღებული ან მისაღები დეკლარაციის შევსების თვის წინა მეორე თვეში ფ------ კ--------ე - თანხა 40 ლარი), სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული საკითხთან - სადავო ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით იმსჯელებს სარჩელის სამართლებრივი დასაბუთების დროს.

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

– ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანება,– ,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესი’’

– საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილება ,,სოციალური დახმარების შესახებ’’

- ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილება.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს გადაწყვეტილება მოსარჩელის ოჯახისათვის მინიჭებული ქულათა რაოდენობის შესახებ.

 

ზემოაღნიშნული ნორმების გათვალისწინებით სადავო გადაწყვეტილებები წარმოადგენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

მოსარჩელის მოთხოვნას ასევე, წარმოადგენს დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მოახდინოს ვ--–------ა კ--------ის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება/შესწავლა.

 

6.3. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების ,,სოციალური დახმარების შესახებ’’ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საარსებო შემწეობის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საარსებო შემწეობის მაძიებელი ოჯახებისათვის საარსებო შემწეობის დანიშვნას, გაცემას, შეწყვეტას, გაანგარიშებას, შეჩერებას, აღდგენასა და საარსებო შემწეობის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხთა გადაწყვეტას.

ამავე დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საარსებო შემწეობის მიღების უფლება აქვს ოჯახს, რომელიც დადგენილი წესით რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) და მისი სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესით დადგენილი საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე (შემდგომში – ღატაკი ოჯახი).

,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესი’’-ს მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მინიჭებული სარეიტინგო ქულა მყარი ერთეულია, რომლის შეცვლა, როგორც წესი, შესაძლებელია მისი მინიჭებიდან სულ ცოტა ერთი წლის გასვლის შემდეგ, გარდა მე-9 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებით და მე-10 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

დადგენილია, რომ 2018 წლის 13 აპრილს შეივსო ვ--–------ა კ--------ის ოჯახის დეკლარაცია, სადაც C4 ბლოკი, გრაფა 7-ში მიეთითა - სხვა არარეგულარული ფულადი შემოსავალი 440 ლარი. ამასთან, სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის 2018 წლის 27 აპრილის №133/ო ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ოჯახის დეკლარაციის (C4 ბლოკი, გრაფა 7) კორექტირება სადაც ,,სხვა არარეგულარული ფულადი შემოსავალი 440 ლარი-ის ნაცვლად დაფიქსირდა 0 ლარი“. აღნიშნულის გათვალისწინებით ვ--–------ა კ--------ის ოჯახის სარეიტინგო ქულა 2018 წლის 13 მაისს განისაზღვრა 66530 ერთეულით.

 

6.4. განსახილველ შემთხვევაში სადავოა „C3“ ბლოკის მე-9 გრაფა. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისი N 141/ნ ბრძანების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დეკლარაციის „C3“ პუნქტის ,,პირადი ფულადი შემოსავალი (მიღებული ან მისაღები) დეკლარაციის შევსების თვის წინა მეორე თვეში (ლარი)“ შევსებისას: ა) სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა უნდა განმარტოს, რომ მიღებული ან მისაღები ფულადი შემოსავლის ქვეშ იგულისხმება კონკრეტული პირის მიერ კანონით გათვალისწინებული გადასახადების დაქვითვის შემდეგ, ხელზე მიღებული თანხა. ,,C3“ პუნქტის პირველი გრაფის - „ხელფასი (ყველა სხვა ანაზღაურების ჩათვლით)“ შევსებისას იგულისხმება კონკრეტული პირის მიერ წინა მეორე თვეში (თვეთა ათვლისას დეკლარაციის შევსების თვის წინა თვე ითვლება პირველ თვედ) ხელზე მიღებული თანხა. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში დაფიქსირებულ მონაცემებს, სააგენტოს უფლებამოსილი პირი სთხოვს ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელს წარმოადგინოს ცნობა შემოსავლების სამსახურიდან განსხვავებული ინფორმაციის შესახებ, რის შემდეგადაც დეკლარაციის ამ გრაფის კორექტირება (საჭიროების შემთხვევაში) ხორციელდება სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში; ბ) იმ შემთხვევაში, თუ „C3“ პუნქტით გათვალისწინებული ფულადი შემოსავალი წარმოადგენს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებულ სააგენტოს მიერ ადმინისტრირებად რაიმე სახის ფულად სოციალურ გასაცემელს, აღნიშნული დეკლარაციაში უნდა ჩაიწეროს უფლებამოსილი პირის მიერ, სააგენტოში დაცულ მონაცემებზე დაყრდნობით; გ) თუ რომელიმე სახის გასაცემელს ან სხვა ფულად შემოსავალს იღებს ოჯახის არასრულწლოვანი წევრი, მაშინ შესაბამისი თანხა ჩაეწერება არასრულწლოვან წევრს, რომელიც ამ დახმარების/შემოსავლის კანონიერი მიმღებია.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 13 აპრილს განხორციელდა ვ--–------ა კ--------ის ოჯახში იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფლებამოსილი პირის ვიზიტი და შეივსო ოჯახის დეკლარაცია. დეკლარაციის ,,C 3’’ ბლოკში აგენტმა აჩვენა დეკლარაციის შევსების თვის წინა მეორე თვეში არსებული შემოსავლი, კერძოდ თებერვლის თვის მონაცემი, თავად მოსარჩელე არ უარყოფს, რომ თებერვლის თვის მონაცემებით მოსარჩელეს მიღებული აქვს სოციალური დახმარება ჯამში 190 ლარის ოდენობით, კერძოდ ვ--–------ა კ--------ე - ფულადი სოციალური დახმარება - საარსებო შემწეობა - 30 ლარი; ა---------– კ--------ე - ფულადი სოციალური დახმარება - საარსებო შემწეობა - 30 ლარი; მ---- კ--------ე - ფულადი სოციალური დახმარება - საარსებო შემწეობა - 30 ლარი; მ------ კ--------ე - ფულადი სოციალური დახმარება - საარსებო შემწეობა - 30 ლარი; ფ------ კ--------ე ფულადი სოციალური დახმარება - საარსებო შემწეობა - 40 ლარი; (C3 ბლოკი მე-9 გრაფა); დეკლარაციის დროისთვის მონაცემში არ აისახა ა------- კ--------ის თებერვლის თვის ფულადი სოციალური დახმარება - 30 ლარის ოდენობით იმ მოტივით, რომ 2018 წლის აპრილში აღნიშნული პიროვნება იყო გარდაცვლილი.

 

განსახილველ შემთხვევაში, ასევე დადგენილია, რომ ვ--–------ა კ--------ის ოჯახის სარეიტინგო ქულამ 2018 წლის მაისის მდგომარეობით შეადგინა 66530, ამასთან 2018 წლის მარტიდან ოჯახმა მოიპოვა საარსებო შემწეობის დანიშვნის უფლება ოჯახის თითოეულ 16 წლამდე ასაკის წევრზე თვეში 10 ლარის ოდენობით.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, რომ ვინაიდან ფ------ კ--------ეს, როგორც არასრულწლოვანს განესაზღვრა ფულადი სოციალური დახმარება თვეში 10 ლარის ოდენობით, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ივნისამდე ოჯახს შეჩერებული ჰქონდა სოციალური დახმარების მიღება, ფ------ კ--------ეს, როგორც არასრულწლოვანს ივნისის თვეში დაერიცხა წინა თვეების დახმარება ჯამში - 40 ლარის ოდენობით.

 

,,სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემები გადის ტექნიკურ დამუშავებას, კომპიუტერული პროგრამის საშუალებით.

 

ხოლო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ოჯახის დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის“ გამოყენებით მიიღება ოჯახის სარეიტინგო ქულა.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნინა, რომ უსაფუძვლოა მოსარჩელის მითითება იმის თაობაზე, რომ მისი ოჯახისათვის განსხვავებული და მაღალი სარეიტინგო ქულების მინიჭება განხორციელდა კანონშეუსაბამოდ. სასამართლოს მოსაზრებით ოჯახის დეკლარაცია შევსებული იქნა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო სარეიტინგო ქულათა მინიჭება განხორციელდა შესაბამისი მეთოდოლოგიის გამოყენებით.

 

ყოველივე აღნიშნულიდან, გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ--–------ა კ--------ის სარჩელი როგორც უსაფუძვლო არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლისა და ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,უ” ქვეპუნქტის თანახმად, მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის ათანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-9, მე-12, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ვ--–------ა კ--------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

2. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ხარჯების გადახდისაგან.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), მოტივირებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების დღიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11).

 

მოსამართლე: ლელა მილდენბერგერი