გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/8744-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
01 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ლაკერბაია
სხდომის მდივანი ირმა იმნაძე
მოსარჩელე - ბ------ დ-------ე
წარმომადგენელი - მ--- დ-------ე
მოპასუხე - ს------ ფ----–-ა
წარმომადგენელი - ი--- მ---------ი
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაეკისროს ს------ ფ----–-ას, ბ------ დ-------ის სასარგებლოდ 2015 წლის 20 მარტიდან (დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებიდან) 2018 წლის 20 მარტამდე (სარჩელის აღძვრამდე) მიუღებელი შემოსავალის სახით ზიანის ანაზღაურება 6 300 აშშ დოლარის ოდენობით;
1.2. დაეკისროს ს------ ფ----–-ას, ბ------ დ-------ის სასარგებლოდ 2015 წლის 20 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურება 175 აშშ დოლარის ოდენობით;
1.3. დაეკისროს ს------ ფ----–-ას, ბ------ დ-------ის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება 2 512 აშშ დოლარის ოდენობით.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
2013 წლის 25 ოქტომბრის დამატებითი შეთანხმების თანახმად, ს------ ფ----–-ას მ--- დ-------ისთვის უნდა გადაეხადა 7 000 აშშ დოლარი, მას შემდეგ რაც გაიყიდებოდა შეთანხმება N1-ით გადაცემული ფართი. მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მ--- დ-------ე იძულებული გახდა მიემართა სასამართლოსთვის.
2015 წლის 20 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა მ--- დ-------ის სარჩელი და ს------ ფ----–-ას დაეკისრა 7 000 აშშ დოლარის გადახდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი. ვინაიდან მოპასუხე თავს არიდებდა დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის გადახდაზე, აღნიშნული სააღსრულებო ფურცელი წარდგენილ იქნა სააღსრულებო ბიუროში 2017 წლის 20 იანვარს.
ს------ ფ----–-ამ იმ მიზნით, რომ მ--- დ-------ისთვის არ გადაეხადა თავისი კუთვნილი თანხა, შეუთანხმდა ვითომდა განქორწინებულ მეუღლეს ნ-----–- დ----------- და მის სახელზე გადააფორმა თავისი კუთვნილი ქონებები და გადასცა ფულადი თანხები. რითაც ხელი შეუშალა დაუსწრებელი გადაწყვეტილების იძულებით აღსრულებას და მ--- დ-------ეს მიაყენა ზიანი. კერძოდ, მ--- დ-------ეს სურვილი ჰქონდა თანხის მიღების შემდეგ სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებით გაესესხებინა თავისი კუთვნილი 7 000 აშშ დოლარი და ყოველთვიურად მიეღო სარგებელი 2.5 %-ის ოდენობით.
მ--- დ-------ეს რომ თავისი კუთვნილი თანხა 2015 წლის 20 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დადგენილ დროს მიეღო და ის იპოთეკის ხელშეკრულებით გაესესხებინა, სარგებლის სახით მიიღებდა 6 300 აშშ დოლარს (ჯამში 36 თვე, თოთოეულ თვეში მისაღები სარგებელი 175 აშშ დოლარი). აღნიშნული თანხა მოსარჩელემ ვერ მიიღო მოპასუხის ქმედებების გამო და ასევე ვერ მიიღებს ამ თანხას 2015 წლის 20 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულებამდე. შეს---მისად, მოპასუხემ უნდა აუნაზღაუროს მოსარჩელეს ის ზიანი, რაც მიაყენა მან მოსარჩელეს და ასევე უნდა აანაზღაუროს ზიანი მომავალში დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულებამდე მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველთვიურად 175 აშშ დოლარის ოდენობით.
გარდა აღნიშნულისა, მ--- დ-------ემ 2016 წლის 30 მარტს და 2017 წლის 30 იანვარს ისესხა 3 000 და 3 800 აშშ დოლარი, დარიცხული თვიური 3.5% და 4%-ით. შეს---მისად, სესხად აღებულ თანხებზე დარიცხული პროცენტის სახით მ--- დ-------ემ გადაიხადა 2 512 აშშ დოლარი. შეს---მისად, მოპასუხემ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით მოსარჩელეს მიაყენა 2 512 აშშ დოლარის ოდენობის ზიანი.
2018 წლის 10 თებერვლის მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებით, მ--- დ-------ემ ს------ ფ----–-ას, ნ-----–- დ-----------ა და ლ---- ფ----–-ას წინააღმდეგ წარმოებულ დავებში, რომელიც ეხება 2015 წლის 20 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებულ საქმეს და მითითებული გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, დაუთმო ბ------ დ-------ეს.
2.1. მოპასუხის პოზიცია სარჩელთან მიმართებით.
მოპასუხემ დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი რომლითაც სარჩელი არ ცნო. მოპასუხის განმარტებით, მ--- დ-------ე უწევდა მას საადვოკატო მომსახურებას და იგი მას სთხოვდა იურიდიული მომსახურებისათვის შეუს---მოდ დიდ თანხებს. დამატებითი შეთანხმება დაიდო სასამართლოს შენობაში, სადაც მ--- დ-------ემ მოპასუხეს განუცხადა, რომ შეთანხმებაზე ხელმოწერის გარეშე იგი მოპასუხეს დაცვის გარეშე დატოვებდა. შეს---მისად, მოპასუხემ ხელი მოაწერა შეთანხმებას ისე, რომ აღ გასცნობია მის შინაარს. ამასთანავე, მათ შორის არსებობდა შეთანხმება 700 აშშ დოლარის გადახდის თაობაზე და მოპასუხე ვერ წარმოიდგენდა, რომ მისი ადვოკატი შეთანხმებაში მიუთითებდა 7 000 აშშ დოლარს, მაშინ როდესაც მხარეთა შორის დადებული იყო ძირითადი ხელშეკრულება და მისი მიხედვით ანგარიშსწორება მოხდებოდა საქმის მთლიანად დასრულების შემდეგ. ამასთანავე, მცდარია მოსარჩელის აპელირება იმის თაობაზე, რომ თითქოს მ--- დ-------ის მიერ სესხის ხელშეკრულების დადება რაიმე მიზეზობრივ კავშირშია მისი ვალდებულებების განუხორციელებლობასთან, რადგან მ--- დ-------ემ თავისი ინიციატივით ისესხა გარკვეული თანხა და მოპასუხეს აღნიშნულთან არაფერი აკავშირებს და მისთვის უცნობი იყო აღნიშნულის თაობაზე, ვიანიდან მან უარი თქვა მ--- დ-------ისგან იურიდიული მომსახურების მიღებაზე და მათ შორის გაწყვეტილია ყოველგვარი ურთიერთობა.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2013 წლის 25 ოქტომბერს მ--- დ-------ეს და ს------ ფ----–-ას შორის დაიდო დამატებითი შეთანხმება 2013 წლის 7 აგვისტოს საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, დამატებითი ხელშეკრულებით, კლიენტმა -ს------ ფ----–-ამ, იკისრა ადვოკატ მ--- დ-------ისთვის 7 700 დოლარის გადახდის ვალდებულება, მას შემდეგ როცა ს------ ფ----–-ა დაირეგისტრირებდა საჯარეო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2013 წლის 25 ოქტომბრის შეთანხმება N1-ის პირველ პუნქტში მითითებულ უძრავ ნივთს და მოახდენდა მის რეალიზაციას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დამატებითი შეთანხმება (ს.ფ.19);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. 2015 წლის 24 თებერვალს მ--- დ-------ემ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ს------ ფ----–-ას მიმართ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მ--- დ-------ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ს------ ფ----–-ას მ--- დ-------ის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების 7 000 აშშ დოლარის შეს---მისი ლარის გადახდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაუსწრებელი გადაწყვეტილება (ს.ფ. 21-25);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 20 მარტის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე 2015 წლის 07 მაისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი. აღნიშნული სააღსრულებო ფურცელი 2017 წლის 20 იანვარს აღსასრულებლად წარედგინა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 20);
- განცხადების მიღების ბარათი (ს.ფ. 21);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.4. 2018 წლის 10 თებერვლის მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებით მ--- დ-------ემ ბ------ დ-------ეს დაუთმო მოთხოვნები ს------ ფ----–-ას, ნ-----–- დ-----------, ს--- ს----------–---–სა და ლ---- ფ----–-ას მიმართ წარმოებულ დავის საგნიდან გამომდინარე, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის მოთხოვნისა და თანხის გადაუხდელობით დამდგარი ზიანის მოთხოვნის უფლება. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, მოთხოვნის ახალ მფლობელს გადაეცა მოთხოვნის უფლება სასამართლოში დავების წარმოებისა და სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე მისაღები თანხების მიღების უფლება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება (ს.ფ. 31-33);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხე ს------ ფ----–-ას არ გადაუხდია კრედიტორისთვის 2015 წლის 20 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადება (ს.ფ. 27);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2.4. მ--- დ-------ე არის იურისტი. მისი ძირითადი საქმიანობის სფეროა იურიდიული მომსახურების გაწევა, მათ შორის, საადვოკატო საქმიანობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა ბ------ დ-------ის სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ შეეს---მება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე, 408-ე, 411-ე, 412-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი [მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა]. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ, საქმე №ას-53-49-2017).
წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხისგან მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურებას როგორც სარჩელის შემოტანამდე, ასევე დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულებამდე. მოსარჩელის მითითებით, მიუღებელი შემოსავალი გამოიხატება იმაში, რომ თანხის დროულად გადახდის შემთხვევაში მას შეეძლო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებით გაესესხებინა აღნიშნული თანხა თვეში 2.5%-ად და მიეღო სარგებელი ყოველთვიურად 175 აშშ დოლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილი ცენტრალური და უზოგადესი ნორმაა, რომელიც განამტკიცებს ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპს და კრედიტორს ვალდებულების დარღვევის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. აღნიშნული მუხლის გამოყენების წინაპირობებია მართლწინააღმდეგობა, ბრალი, მიზეზობრივი კავშირი და ზიანი. ზიანის ოდენობის განსაზღვრისას კი მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ (სსკ-ს 408-ე მუხლი). ამასთან, ანაზღაურებას ექვემდებარება პირდაპირი ზიანი და არაპირდაპირი ზიანი. პირდაპირ ზიანს მიეკუთვნება როგორც დადებითი ზიანი, ისე მიუღებელი შემოსავალი. არაპირდაპირი ზიანი, ისეთი ზიანია, რომელიც გონივრულობის ცნებიდან გამომდინარე, ვერ იქნებოდა სავარაუდო საერთოდ მოვალისთვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
სასამართლო მიუთითებს, რომ მიუღებელი შემოსავალი თავისი სამართლებრივი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. ამდენად, მისთვის დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის არის გათვალიწინებული. ზემოთ მოყვანილი ნორმა, სწორედ ამ მოსაზრებას განამტკიცებს. ამიტომ მიუღებელი შემოსავალიც, ისევე როგორც ზიანი, მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული და დადასტურებული უტყუარი მტკიცებულებებით.
მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება. ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (lucrum cessans). მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს’’ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს (იხ. სუსგ №ას-459-438-2015).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია და საჭიროა ყველა მნიშვნელოვანი გარემოებების შეფასებიდან ჩანდეს მისი დადგომის შესაძლებლობა. ამასთან, მიუღებელი შემოსავლის გამოვლენისათვის მნიშვნელოვანია კუმულატიური ხასიათის ელემენტებით შემდგარი ზიანის გამოვლენა და დადგენა. კერძოდ, ეს ელემენტებია: 1) ქმედება 2) მართლწინააღმდეგობა, 3) დამდგარი ზიანი, 4) მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის და 5) ბრალი (განზრახვა ან გაუფრთხილებლობა).
სასამართლო მიუთითებს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვით მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
ამასთან, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შეს---მისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა (იხ. სუსგ საქმე Nას-191-183-2016). შეს---მისად, მიუღებელი შემოსავლის დაკისრებისთვის აუცილებელ კუმულატიურ კრიტერიუმთა მოცემულობაში, მოსარჩელეს ევალება ზიანის არსებობის ფაქტის დადასტურების მტკიცების ტვირთი.
განსახილველ შემთხვევაში სადავო არაა ის საკითხი, რომ მოპასუხეს არ შეუსრულებია დაუსწრებელი გადაწყვეტილებით და სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული თანხის გადახდის ვალდებულება. მოსარჩელის განმარტების საფუძველზე (იხ. 2018 წლის 01 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 12:40:57-12:41:12) დადგენილია, რომ მ--- დ-------ე ახორციელებს იურიდიული მომსახურების საქმიანობას და იგი არ ყოფილა და ამჟამადაც არაა დაკავებული მესამე პირებთან სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებების დადებით და არ იღებს შემოსავალს სარგებლიანი სესხის ხელშეკრულებების დადებით. ცხადია, აღნიშნული არ გამორიცხავს იმ გარემოებას, რომ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპის ფარგლებში მოპასუხის მიერ ვალდებულების დროულად შესრულების შემდეგ მას მართლაც დაედო სესხის ხელშეკრულება და მიეღო გარკვეული სარგებელი პროცენტის სახით, თუმცა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობაზე მსჯელობისას უმთავრესია ის, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურებისთვის აუცილებელია ზიანი მოვალისთვის იყოს წინასწარ სავარაუდო. განსახილველ შემთხვევაში კი საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ მოპასუხისთვის შეიძლებოდა სავარაუდო ყოფილიყო მოსარჩელისთვის მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის მიყენების ფაქტი.
მხარეებს შორის არსებობდა იურიდიული მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობა, კერძოდ მ--- დ-------ე უწევდა მოპასუხის საადვოკატო მომსახურებას. შეს---მისად, მათ შორის არსებული საქმიანი ურთიერთობიდან გამომდინარეც კი მოპასუხე ვერ ივარაუდებდა მოსარჩელის მიერ აღნიშნული თანხის გასესხების და მოგების მიღების ფაქტს. ამასთანავე, საქმის მასალებიდან გამომდინარე, მოსარჩელის მითითება სავარაუდო მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების თაობაზე წარმოადგენს ჰიპოთეტურ ზიანს, ვინაიდან მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტებით შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ მიღებულ თანხას იგი უცილობლად წარმართავდა დამატებითი მოგების მისაღებად და ასევე იმის მტკიცებაც, რომ იგი შეძლებდა გარანტირებულად მესამე პირთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში შესვლას. საყურადღებოა, რომ განსახილველ შემთხვევაში მიუღებელი შემოსავლის დაკისრებას ითხოვს ფიზიკური პირი, რომლის ჩვეულებრივი საქმიანობა არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასა და მოგების მიღებასთან. ამიტომაც, განსხვავებით მაგალითად ს---ნკო დაწესებულებისგან, ნაკლებად სავარაუდოა და განსაკუთრებულ მტკიცებას საჭიროებს მიუღებელი შემოსავალის სახით ზიანის მიყენების ფაქტი.
წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე ასევე მოითხოვს სასესხო ურთიერთობებიდან გამომდინარე კრედიტორებისათვის პროცენტის სახით გადახდილი 2 512 აშშ დოლარის მოპასუხისთვის დაკისრებას.
როგორც აღინიშნა, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შეს---მისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.
განსახილველ შემთხვევაში მართალია საქმის განხილვისას სადავო არ გამხდარა მ--- დ-------ის მიერ დადებული სესხის ხელშეკრულებები და, შეს---მისად, მათგან გამომდინარე პროცენტის გადახდის ფაქტი კრედიტორებისათვის, მაგრამ ამ შემთხვევაშიც არ არსებობს ზიანის დაკისრების თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის აუცილებელ კომპონენტთა ერთობა. კერძოდ, არ იკვეთება პირდაპირი მიზეზშედეგობრივი კავშირი მოპასუხის მიერ თანხის გადაუხდელობასა და მოსარჩელის ქმედებას შორის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის მასალებით არ დასტურდება მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების თაობაზე წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის აუცილებელი კომპონენტების ერთობლიობაში არსებობა. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო, სასამართლოსათვის წარმოედგინა ისეთი სახის უტყუარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მიუღებელი შემოსავლის თაობაზე მისი პოზიციის მართებულობას. კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით არ არის დადასტურებული მიუღებელი შემოსავლის სახით მოსარჩელისთვის ზიანის მიყენების ფაქტი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მეორე ნაწილის, პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ბ------ დ-------ე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან. ამასთან, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს მოპასუხისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საფუძველი და სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ბ------ დ-------ის სარჩელი მოპასუხე ს------ ფ----–-ას მიმართ არ დაკმაყოფილდეს;
2. სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს გადახდილად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ლაკერბაია