გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 09.10.2018
საქმის ნომერი
120310018002560022
კატეგორია
დავის ტიპი
რეესტრის ჩანაწერებთან დაკავშირებით
თარიღი
09.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2560022-3/113-18წ

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

09 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ახალციხე

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გია ბერაია

სხდომის მდივანი - ბელა მერაბიშვილი

მოსარჩელე - თ------ნ ვი--–----

წარმომადგენელი ----–---------------–---–-

მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მოპასუხე -საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამსახურის

სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი

წარმომადგენელი - ი------------–---–ი

მესამე პირი - ბ----------- მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - თ--------ე

მესამე პირი - ბ----------- მერიის წარმომადგენელი ბ---------ის ტერიტორიულ ერთეულში

წარმომადგენელი - ტ---------------–---–ი

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან

აღწერილობითი ნაწილი

დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა:

ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციი დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ოფისის 2018 წლის 12 თებერვლის N8--------------, 2018 წლის 26 მარტის N8--------------, 2018 წლის 1- მაისის N8--------------- გადაწყვეტილებები და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 1- ივლისის N3----- გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ(იხ.2018 წლის 26 სექტემბრის სას.სხ.ოქმის CD. დისკი)

მოსარჩელემ სარჩელი შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე დაამყარა:

შეტანილი აქვთ სარეგისტრაციოდ განცხადება N8-----------, რომელიც ამჟამად შეჩერებულია იდენტურობის დადგენის მოთხოვნით. საჯარო რეესტრის მიერ 2017 წლის 26 ოქტომბერს გაგზავნილ მოთხოვნაზე ბ----------- მუნუციპალიტეტის მერიამ დაადგინა იდენტურობა და გამოაგზავნა პასუხი 2018 წლის 06 თებერვალს. პირველი წერილის გარდა განმეორებით სამი წერილი გაიგზავნა სხვადასხვა პერიოდში იდენტურობის დადგენის მოთხოვნით ბ----------- მერიაში სხვადასხვა პერიოდში იდენტურობის დადგენის მოთხოვნით ბ----------- მერიაში, რაზედაც პასუხი აღარ გაუცია მერიას. პროკურატურაში გადაგზავნილი წერილის პასუხად პროკურატურამ მიწერა, რომ დაერთო საქმეს, რომელზეც მიმდინარეობს თანამდებობის პირთა მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, რომელიც მიმდინარეობს 1- წელზე მეტია. ადმინისტრაციული წესით გაასაჩივრეს N8------------12 გადაწყვეტილება, რომლის დაკმაყოფილებაზე ეთქვათ უარი.

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისმა სარჩელი არ ცნო და ითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

3.1. მესამე პირმა - ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიამ სასამართლოში შესაგებელი წარმოადგინა და მიუთითა პირველ სასარჩელო მოთხოვნას · ნაწილობრივ ეთანხმება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 26 ოქტომბრის N4----- მომართვა თანდართულ მასალებთან ერთად, დაბა ბ---------ის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიგზავნა ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის 30.1-.2017წ. № 0------ მიმართვით.

2017 წლის 01 დეკემბერს შედგენილი უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი N 0---- ოქმი, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მერიიდან გაიგზავნა 2018 წლის 05 თებერვალს, 0----- წერილით.

შემდგომში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 12.02.2018წ. N7----; 26.0---018წ. N141-94 და 1-.05.2018წ. N2----- მომართვები, მერიიდან ბ---------ის ადმინისტრაციულ ერთეულში არ გადაგზავნილა.

 

3.2. მესამე პირმა - ბ----------- მერიის წარმომადგენელმა ბ---------ის ტერიტორიულ ერთეულში სასამართლოში შესაგებელი წარმოადგინა და მიუთითა, რომ პირველ ”სასარჩელო მოთხოვნას · ნაწილობრივ ეთანხმება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 26 ოქტომბრის N4----- მომართვა თანდართულ მასალებთან ერთად, ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიიდან დაბა ბ---------ის ადმინისტრაციულ ერთეულში გადმოიგზავნა 30.1-.2017წ. № 0------ მომართვით. არსებული დოკუმენტაციის საფუძველზე, ადმინისტრაციული წარმოების შედეგად, 2017 წლის 01 დეკემბერს შედგა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი 0----, რომელიც 04.12.2017წ. N2-- მიმართვით გაიგზავნა ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიაში.

 

როგორც სარჩელზე თანდართული დოკუმენტაციით ჩანს, აღნიშნული ოქმი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მერიიდან გაიგზავნა 2018 წლის 05 თებერვალს, N0----- წერილით.

 

4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.1. მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათით დადგენილია, რომ უძრავი ქონება, რომლის სარეგისტრაციო მონაცემებია: სარეგისტრაციო ბ----------- რაიონი, დაბა ბ--------------------- სექტორი დაბა ბ--------------------, კვარტალი N0-, ნაკვეთი N2---------ვმ. მისამართი: წ-------------- ტერიტორია წარმოადგენს აწ გარდაცვლილი თ---------------–---–ის საკუთრებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათი(იხ.სფ.1-4-1-6).

 

4.2. სამკვიდრო მოწმობით დადგენილია, რომ თ------ნ ვი--–---- და ი--------------–---–- არიან თ---------------–---–ის პირველი რიგის მემკვიდრეები-შვილები, რომლებმაც როგორც მემკვიდრეებმა თანაბარწილად საკუთრებაში მიიღეს მიწის ნაკვეთი ფართობით 6-35კვმ. მდებარე ბ---------- რაიონი, დაბა ბ---------ის წ----- სათიბი ტერიტორიაზე და რომლის მახასიათებლებია: სარეგისტრაციო ბ----------- რაიონი, დაბა ბ--------------------- სექტორი დაბა ბ--------------------, კვარტალი N0-, ნაკვეთი N2--.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სამკვიდრო მოწმობა(იხ.სფ.117-118).

 

4.3. 2017 წლის 26 იანვარს სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურას განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და მიუთითა, რომ სარეგისტრაციო სამსახურში არსებული დოკუმენტაცია 2015 წლის 28 იანვრის N1---- მიმართვით გამოსაკვლევად გადაეგზავნა მათ უწყებას უძრავი ნივთის საკადასტრო კოდი 6-.1-.0----- თაობაზე და ითხოვენ მათ მოსაზრებას აღნიშნულ საკითხზე.

2017 წლის 22 თებერვალს სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურამ აცნობა საჯარო-რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომ მიმდინარეობს გამოძიება ბ----------- რაიონის გამგეობის თანამშრომლების მიერ შესაძლო სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 26 იანვარისმიმართვა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურას (იხ.სფ.148).

- 2017 წლის 22 თებერვლის სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის მიმართვა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს(იხ.სფ.149)

 

4.4. 2017 წლის 20 ოქტომბერს თ------ნ ვ---–----- №8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისს და მოითხოვა ბ---------–-, დაბა ბ---------ში მდებარე უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი 6-.1-.0-----) სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია.

 

დაინტერესებულმა პირმა N8----------- სარეგისტრაციო განცხადებას დაურთო სამკვიდრო მოწმობა (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: 0--------; თარიღი: 13.11.2009), საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელ. ვერსიები, პირადი მონაცემების ამსახველი დოკუმენტის ასლი და გარდაცვალების მოწმობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი(იხ.სფ.4).

-განცხადების მიღების ბარათი(იხ.სფ.12).

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის შესაგებელი(იხ.სფ.84).

 

4.5. ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ 8------------0- (26.1-.2017) და N8------------05 (22.11.2017) გადაწყვეტილებები, რომლებითაც დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ 2017 წლის 26 ოქტომბრის N4----- წერილით გამოითხოვა ინფორმაცია ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიიდან, საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დასადასტურებლად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 1- ივლისის გადაწყვეტილება N3-----(იხ.სფ.30).

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის შესაგებელი(იხ.სფ.84).

- სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ 8------------0- (26.1-.2017) და N8------------05 (22.11.2017) გადაწყვეტილებები(იხ.სფ.151-152).

 

4.6. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისმა 2017 წლის 26 ოქტომბერს მიმართა ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიას N4----- მიმართვით და მიუთითა, რომ დაინტერესებული პირის მიერ წარმოდენილი დოკუმენტაციით არ დგინდება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდებტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდგომარეობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2017 წლის 26 ოქტომბერის მიმართვა N4----- მიმართა ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიას(იხ.სფ.15).

 

4.7. სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმით N------ ბ----------- მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ბ---------ის ადმინისტრაციულ ერთეულში 2017 წლის 04 დეკემბრის მიმართვით N2-- ბ----------- მუნიციპალიტეტის მერისადმი და ბ----------- მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 05 თებერვლის მიმართვით N0----- საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსადმი დადგენილია, რომ ადასტურებენ თ------ნ ვი--–----ს მიერ წარდგენილ უფლების დამდგენი დოკუმენტისა და მიწის ნაკვეთის იდენტურობას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ბ----------- მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 05 თებერვლის მიმართვა N0----- (იხ.სფ.17).

- ბ----------- მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ბ---------ის ადმნისტრაციულ ერთეულში 2017 წლის 04 დეკემბრის მიმართვა N2--(იხ.სფ.17).

- სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმით N0----(იხ.სფ.18-20).

 

4.8. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისმა მიუხედავად იმისა, რომ ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დადასტურებული იყო თ------ნ ვი--–----ს მიერ წარდგენილ უფლების დამდგენი დოკუმენტისა და მიწის ნაკვეთის იდენტურობა, 2018 წლის 12 თებერვალს კვლავ მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ 8-------------- გადაწყვეტილება, რომლებითაც დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ 2018 წლის 12 თებერვლის N7---- წერილით გამოითხოვა ინფორმაცია ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიიდან, საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დასადასტურებლად

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისის 2018 წლის 12 თებერვალის სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ 8-------------- გადაწყვეტილება(იხ.სფ.153).

 

4.9. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისმა 2018 წლის 12 თებერვალს მიუხედავად იმისა, რომ ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დადასტურებული იყო თ------ნ ვი--–----ს მიერ წარდგენილ უფლების დამდგენი დოკუმენტისა და მიწის ნაკვეთის იდენტურობა, მიმართა ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიას N7---- მიმართვით და მიუთითა, რომ დაინტერესებული პირის მიერ წარმოდენილი დოკუმენტაციით არ დგინდება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდგომარეობა.

ეგზავნებათ თ------ნ ვი--–----ს მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და ითხოვენ დაუდასტურონ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (6-.1-.0----- კოდთან მიმართებაში) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2017 წლის 12 თებერვლის მიმართვა N7---- მიმართა ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიას(იხ.სფ.21).

 

4.1-. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისმა მიუხედავად იმისა, რომ ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დადასტურებული იყო თ------ნ ვი--–----ს მიერ წარდგენილ უფლების დამდგენი დოკუმენტისა და მიწის ნაკვეთის იდენტურობა, 2018 წლის 26 მარტს კვლავ მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ 8-------------- გადაწყვეტილება, რომლებითაც დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ 2018 წლის 26 მარტის N141-94 წერილით გამოითხოვა ინფორმაცია ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიიდან, საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დასადასტურებლად

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისის 2018 წლის 26 მარტის სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ 8-------------- გადაწყვეტილება(იხ.სფ.154).

 

4.11. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისმა 2018 წლის 26 მარტს მიუხედავად იმისა, რომ ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დადასტურებული იყო თ------ნ ვი--–----ს მიერ წარდგენილ უფლების დამდგენი დოკუმენტისა და მიწის ნაკვეთის იდენტურობა, მიმართა ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიას N7---- მიმართვით და მიუთითა, რომ დაინტერესებული პირის მიერ წარმოდენილი დოკუმენტაციით არ დგინდება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდგომარეობა.

ეგზავნებათ თ------ნ ვი--–----ს მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და ითხოვენ დაუდასტურონ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (6-.1-.0----- კოდთან მიმართებაში) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2017 წლის 26 მარტის მიმართვა N141-94 მიმართა ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიას(იხ.სფ.22).

 

4.12. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისმა მიუხედავად იმისა, რომ ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დადასტურებული იყო თ------ნ ვი--–----ს მიერ წარდგენილ უფლების დამდგენი დოკუმენტისა და მიწის ნაკვეთის იდენტურობა, 2018 წლის 1- მაისს კვლავ მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ 8------------12 გადაწყვეტილება, რომლებითაც დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ 2018 წლის 1- მაისის N2----- წერილით გამოითხოვა ინფორმაცია ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიიდან, საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დასადასტურებლად

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისის 2018 წლის 1- მაისის სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ 8------------12 გადაწყვეტილება(იხ.სფ.155).

 

4.13.საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისმა 2018 წლის 1- მაისს მიუხედავად იმისა, რომ ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დადასტურებული იყო თ------ნ ვი--–----ს მიერ წარდგენილ უფლების დამდგენი დოკუმენტისა და მიწის ნაკვეთის იდენტურობა, მიმართა ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიას N7---- მიმართვით და მიუთითა, რომ დაინტერესებული პირის მიერ წარმოდენილი დოკუმენტაციით არ დგინდება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდგომარეობა.

ეგზავნებათ თ------ნ ვი--–----ს, პროკურატურის და საჯარო რეესტრის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და ითხოვენ დაუდასტურონ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (6-.1-.0----- კოდთან მიმართებაში) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა და ითხოვენ ადგილმდებარეობის დადასტურების დროს გაითვალისწინონ პროკურატურის მიერ მოწოდებული იმფორმაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2017 წლის 1- მაისის მიმართვა N2----- მიმართა ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიას(იხ.სფ.22).

 

4.14. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისის 2018 წლის 1- მაისის სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ 8------------12 გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა თ------ნ ვი--–----ს მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ადმინისტრაციული საჩივარი(იხ.სფ.28-29).

 

4.15. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 1- ივლისის N3----- გადაწყვეტილებით თ------ნ ვ---–---- უარი ეთქვა ადმინისტრაციულ საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 1- ივლისის N3----- გადაწყვეტილება(იხ.სფ.30-33).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციი დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ოფისის 2018 წლის 12 თებერვლის N8--------------, 2018 წლის 26 მარტის N8--------------, 2018 წლის 1- მაისის N8--------------- გადაწყვეტილებები და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 1- ივლისის N3----- გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

საქართველოს კანონის ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ",საქართველოს იუსტიციის მინისტრის 201- წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"

 

6. სამართლებრივი შეფასება.

 

საქართველოს კონსტიტუციის 42.1. მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქ/პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ოფისის 2018 წლის 12 თებერვლის N8--------------, 2018 წლის 26 მარტის N8--------------, 2018 წლის 1- მაისის N8--------------- გადაწყვეტილებები სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 1- ივლისის N3----- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. შესაბამისად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

საქართველოს კანონის ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" 16-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" პუნქტის თანახმად სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას იყენებს ადმინისტრაციული წარმოებისათვის საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ დოკუმენტების ფორმებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-2-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

ამავე კოდექსის 1-5-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

- მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათით დადგენილია, რომ უძრავი ქონება, რომლის სარეგისტრაციო მონაცემებია: სარეგისტრაციო ბ----------- რაიონი, დაბა ბ--------------------- სექტორი დაბა ბ--------------------, კვარტალი N0-, ნაკვეთი N2---------ვმ. მისამართი: წ-------------- ტერიტორია წარმოადგენს აწ გარდაცვლილი თ---------------–---–ის საკუთრებას.

 

- სამკვიდრო მოწმობით დადგენილია, რომ თ------ნ ვი--–---- და ი--------------–---–- არიან თ---------------–---–ის პირველი რიგის მემკვიდრეები-შვილები, რომლებმაც როგორც მემკვიდრეებმა თანაბარწილად საკუთრებაში მიიღეს მიწის ნაკვეთი ფართობით 6-35კვმ. მდებარე ბ---------- რაიონი, დაბა ბ---------ის წ----- სათიბი ტერიტორიაზე და რომლის მახასიათებლებია: სარეგისტრაციო ბ----------- რაიონი, დაბა ბ--------------------- სექტორი დაბა ბ--------------------, კვარტალი N0-, ნაკვეთი N2--.

 

-2017 წლის 26 იანვარს სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურას განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და მიუთითა, რომ სარეგისტრაციო სამსახურში არსებული დოკუმენტაცია 2015 წლის 28 იანვრის N1---- მიმართვით გამოსაკვლევად გადაეგზავნა მათ უწყებას უძრავი ნივთის საკადასტრო კოდი 6-.1-.0-2-- თაობაზე და ითხოვენ მათ მოსაზრებას აღნიშნულ საკითხზე.

2017 წლის 22 თებერვალს სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურამ აცნობა საჯარო-რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომ მიმდინარეობს გამოძიება ბ----------- რაიონის გამგეობის თანამშრომლების მიერ შესაძლო სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე.

 

- 2017 წლის 20 ოქტომბერს თ------ნ ვ---–----- №8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისს და მოითხოვა ბ---------–-, დაბა ბ---------ში მდებარე უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი 6-.1-.0-----) სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია.

 

დაინტერესებულმა პირმა N8----------- სარეგისტრაციო განცხადებას დაურთო სამკვიდრო მოწმობა (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: 0--------; თარიღი: 13.11.2009), საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელ. ვერსიები, პირადი მონაცემების ამსახველი დოკუმენტის ასლი და გარდაცვალების მოწმობა.

 

საქართველოს კანონის ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" 16-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" პუნქტის თანახმად სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა.

 

დადგენილია, რომ ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ 8------------0- (26.1-.2017) და N8------------05 (22.11.2017) გადაწყვეტილებები, რომლებითაც დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ 2017 წლის 26 ოქტომბრის N4----- წერილით გამოითხოვა ინფორმაცია ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიიდან, საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დასადასტურებლად.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისმა 2017 წლის 26 ოქტომბერს მიმართა ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიას N4----- მიმართვით და მიუთითა, რომ დაინტერესებული პირის მიერ წარმოდენილი დოკუმენტაციით არ დგინდება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდგომარეობა.

 

სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმით N------ ბ----------- მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ბ---------ის ადმინისტრაციულ ერთეულში 2017 წლის 04 დეკემბრის მიმართვით N2-- ბ----------- მუნიციპალიტეტის მერისადმი და ბ----------- მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 05 თებერვლის მიმართვით N0----- საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსადმი დადგენილია, რომ ბ----------- მუნიციპალიტეტი ადასტურებს თ------ნ ვი--–----ს მიერ წარდგენილ უფლების დამდგენი დოკუმენტისა და მიწის ნაკვეთის იდენტურობას.

 

-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისმა მიუხედავად იმისა, რომ ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დადასტურებული იყო თ------ნ ვი--–----ს მიერ წარდგენილ უფლების დამდგენი დოკუმენტისა და მიწის ნაკვეთის იდენტურობა, 2018 წლის 12 თებერვალს კვლავ მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ 8-------------- გადაწყვეტილება, რომლებითაც დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ 2018 წლის 12 თებერვლის N7---- წერილით გამოითხოვა ინფორმაცია ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიიდან, საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დასადასტურებლად.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისმა 2018 წლის 12 თებერვალს მიუხედავად იმისა, რომ ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დადასტურებული იყო თ------ნ ვი--–----ს მიერ წარდგენილ უფლების დამდგენი დოკუმენტისა და მიწის ნაკვეთის იდენტურობა, მიმართა ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიას N7---- მიმართვით და მიუთითა, რომ დაინტერესებული პირის მიერ წარმოდენილი დოკუმენტაციით არ დგინდება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდგომარეობა.

ეგზავნებათ თ------ნ ვი--–----ს მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და ითხოვენ დაუდასტურონ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (6-.1-.0----- კოდთან მიმართებაში) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისმა მიუხედავად იმისა, რომ ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დადასტურებული იყო თ------ნ ვი--–----ს მიერ წარდგენილ უფლების დამდგენი დოკუმენტისა და მიწის ნაკვეთის იდენტურობა, 2018 წლის 26 მარტს კვლავ მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ 8-------------- გადაწყვეტილება, რომლებითაც დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ 2018 წლის 26 მარტის N141-94 წერილით გამოითხოვა ინფორმაცია ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიიდან, საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დასადასტურებლად.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისმა 2018 წლის 26 მარტს მიუხედავად იმისა, რომ ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დადასტურებული იყო თ------ნ ვი--–----ს მიერ წარდგენილ უფლების დამდგენი დოკუმენტისა და მიწის ნაკვეთის იდენტურობა, მიმართა ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიას N7---- მიმართვით და მიუთითა, რომ დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდგომარეობა.

ეგზავნებათ თ------ნ ვი--–----ს მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და ითხოვენ დაუდასტურონ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (6-.1-.0----- კოდთან მიმართებაში) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისმა მიუხედავად იმისა, რომ ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დადასტურებული იყო თ------ნ ვი--–----ს მიერ წარდგენილ უფლების დამდგენი დოკუმენტისა და მიწის ნაკვეთის იდენტურობა, 2018 წლის 1- მაისს კვლავ მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ 8------------12 გადაწყვეტილება, რომლებითაც დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ 2018 წლის 1- მაისის N2----- წერილით გამოითხოვა ინფორმაცია ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიიდან, საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დასადასტურებლად.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისმა 2018 წლის 1- მაისს მიუხედავად იმისა, რომ ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დადასტურებული იყო თ------ნ ვი--–----ს მიერ წარდგენილ უფლების დამდგენი დოკუმენტისა და მიწის ნაკვეთის იდენტურობა, მიმართა ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიას N7---- მიმართვით და მიუთითა, რომ დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდგომარეობა.

ეგზავნებათ თ------ნ ვი--–----ს, პროკურატურის და საჯარო რეესტრის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და ითხოვენ დაუდასტურონ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (6-.1-.0----- კოდთან მიმართებაში) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა და ითხოვენ ადგილმდებარეობის დადასტურების დროს გაითვალისწინონ პროკურატურის მიერ მოწოდებული ინმფორმაცია.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისის 2018 წლის 1- მაისს კვლავ მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ 8------------12 გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა თ------ნ ვი--–----ს მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 1- ივლისის N3----- გადაწყვეტილებით თ------ნ ვ---–---- უარი ეთქვა ადმინისტრაციულ საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 201- წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" 18-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ,,...აკრძალულია სარეგისტრაციო წარმოების ვადის დინების რამდენჯერმე შეჩერება ან/და სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილების რამდენჯერმე მიღება დამატებითი დოკუმენტის ან ინფორმაციის მოთხოვნის მოტივით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დამატებითი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენისას გამოვლინდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების/მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ახალი საფუძველი. აღნიშნული წესი, ასევე, ვრცელდება ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებულ შემთხვევებზე".

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 01 აგვისტოს N153 ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის, საკადასტრო აღწერის შედეგების საჯარო გაცნობისათვის წარდგენის, მათი გადამოწმებისა და შესაბამისი ცვლილებების შეტანისა და მედიატორის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ" დანართი N1 მეოთხე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან (უფლებამოსილი პირისგან) საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე დოკუმენტაციის/ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევაში, სააგენტო იღებს სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებას, რომელშიც მიეთითება დოკუმენტაციის/ინფორმაციის სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან (უფლებამოსილი პირისგან) გამოთხოვის შესახებ და სააგენტოს მიერ გაგზავნილი კორესპონდენციის რეკვიზიტები (თარიღი და ნომერი).

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 26 იანვარს სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურას განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და მიუთითა, რომ სარეგისტრაციო სამსახურში არსებული დოკუმენტაცია 2015 წლის 28 იანვრის N1---- მიმართვით გამოსაკვლევად გადაეგზავნა მათ უწყებას უძრავი ნივთის საკადასტრო კოდი 6-.1-.0-2-- თაობაზე და ითხოვენ მათ მოსაზრებას აღნიშნულ საკითხზე.

2017 წლის 22 თებერვალს სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურამ აცნობა საჯარო-რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომ მიმდინარეობს გამოძიება ბ----------- რაიონის გამგეობის თანამშრომლების მიერ შესაძლო სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, შესაბამისად ცალსახად დასტურდება ფაქტობრივი გარემოება, რომ ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისისათვის სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ 8------------0- (26.1-.2017) და N8------------05 (22.11.2017) გადაწყვეტილებების მიღებისას, რომლებითაც დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ 2017 წლის 26 ოქტომბრის N4----- წერილით გამოითხოვა ინფორმაცია ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიიდან, საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დასადასტურებლად, ცნობილი იყო აღნიშნული დოკუმენტაციის არსებობა, მიუხედავად აღნიშნულისა აღნიშნული დოკუმენტაცია არ დაურთავს და არ უხსნებია არათუ 2017 წლის 26 ოქტომბრის, არამედ 2018 წლის 12 თებერვლის და არც 2018 წლის 26 მარტის მიმართვებში, ამასთან მნიშვნელოვანია გარემოება, რომ მაშინ როდესაც სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმით N------ ბ----------- მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ბ---------ის ადმინისტრაციულ ერთეულში 2017 წლის 04 დეკემბრის მიმართვით N2-- ბ----------- მუნიციპალიტეტის მერისადმი და ბ----------- მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 05 თებერვლის მიმართვით N0----- საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსადმი დადგენილი იყო, რომ თ------ნ ვი--–----ს მიერ წარდგენილ უფლების დამდგენი დოკუმენტისა და მიწის ნაკვეთის იდენტურობა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისმა რამდენიმეჯერ მიიღო გადაწყვეტილება სარეგისტრაციო მიმდინარეობის შესახებ და კვლავ მოითხოვეს იგივე საფუძვლებით იდენტურობის დადგენა, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონის ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" მოთხოვნებს, რადგან აღნიშნული კანონმდებლობის თანახმად ბ----------- მუნიციპალიტეტის მიერ თ------ნ ვი--–----ს მიერ წარდგენილ უფლების დამდგენი დოკუმენტისა და მიწის ნაკვეთის იდენტურობა დადგენილი იყო.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების განსაზღვრისათვის, იგი არა მხოლოდ ფორმალური გამართულობის, არამედ მისი შინაარსობრივი, არსებითი მხრივაც უნდა იქნას შემოწმებული.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით.

 

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას

 

ზემოაღნიშნული გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ოფისისს 2018 წლის 12 თებერვლის N8--------------, 2018 წლის 26 მარტის N8--------------, 2018 წლის 1- მაისის N8--------------- გადაწყვეტილებები სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 1- ივლისის N3----- გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რის გამოც სახეზეა სააქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით განსაზღვრული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველი, ამიტომ თ------ნ ვი--–----ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს: ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციი დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ოფისისს 2018 წლის 12 თებერვლის N8--------------, 2018 წლის 26 მარტის N8--------------, 2018 წლის 1- მაისის N8--------------- გადაწყვეტილებები და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 1- ივლისის N3----- გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, ,,იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმყოფილებული, ხოლო მოპასუხეს სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა’’.

 

რადგან სარჩელი დაკმაყოფილდა, ამიტომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა დაეკისროს თ------ნ ვი--–----ს სასარგებლოდ 1-0 ლარის გადახდა, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2 მე-5, 22-ე, 32-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. თ------ნ ვი--–----ს სარჩელი დაკმაყოფილდეს:

2. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ოფისისის 2018 წლის 12 თებერვლის N8--------------, 2018 წლის 26 მარტის N8--------------, 2018 წლის 1- მაისის N8--------------- გადაწყვეტილებები და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 1- ივლისის N3----- გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

3. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაეკისროს თ------ნ ვი--–----ს სასარგებლოდ 1-0 ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა), ახალციხის რაიონული სასამართლოს (მისამართი: ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქ. №62) მეშვეობით;

 

მოსამართლე: გია ბერაია