განაჩენი

სისხლის სამართლის 01.10.2018
საქმის ნომერი
140100118002517155
თარიღი
01.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100118002517155

საქმე №1/243-18

გორის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

01 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე შალვა კაკაურიძემ,თამარ ბერუაშვილის მდივნობით,პროკურორ - ო----- ხ--------–---–ის,ადვოკატ - ქ------- გ------ის,ბრალდებულ - ლ---- ყ---–-–---–ის

 

მონაწილეობით, სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №011010618002 საქმე ლ---- ზ-------- ძე ყ---–-–---–ის მიმართ (პირადი №5----------), დაბადებულის 1--- წლის 06 მაისს, საქართველოს მოქალაქის, დაოჯახებულის, უმაღლესი განათლების მქონის, ნასამართლობის მქონის, მცხოვრების: ქ-------- ქ------- წ-------–-- ქ.№67-ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით,-

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ლ---- ყ---–-–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი საქართველოს ასკ-ის 1752-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: გორის რაიონული სასამართლოს მიერ, შემაკავებელი ორდერის მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ადმინისტრაციულსახდელშეფარდებულმა ლ---- ყ---–-–---–მა, 2018 წლის 31 მაისს კვლავ დაარღვია მის მიმართ იმავე დღეს გამოცემული შემაკავებელი ორდერის მოთხოვნა და ვალდებულება, კერძოდ, 2018 წლის 31 მაისს მივიდა ქ------–-, ქ------- წ-------–-- ქ.№67-ში მდებარე, მეუღლის - ფ------ კ------ის საცხოვრებელ სახლში და ამ უკანასკნელს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

საქმის არსებითი განხილვისას, ბრალდებულმა ლ---- ყ---–-–---–მა თავი მთლიანად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია.

სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რადგან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ, ამდენად მათ, საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის საფუძველზე, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

ლ---- ყ---–-–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია სასამართლოში წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, შემაკავებელი ორდერის ოქმებით, ადმინისტრაციული სახდელის დადების ცნობით, გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით, ლ---- ყ---–-–---–ის ბრალდებულის სახით დაკავების ოქმით და სხვა მტკიცებულებებით.

ამდენად, გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო ლ---- ყ---–-–---–ის ბრალეულობას დადასტურებულად მიიჩნევს და თვლის, რომ მის მიერ ჩადენილია საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს. ლ---- ყ---–-–---–ის მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილს, შერიგებულია ფ------ კ------ესთან, რომელსაც მის მიმართ არ გააჩნია პრეტენზია და თანახმაა, რომ ბრალდებულმა დატოვოს სასჯელაღსრულებითი დაწესებულება.

ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს შემდეგ გარემოებებს, კერძოდ: იმ ფაქტს, რომ ბრალდებული ლ---- ყ---–-–---–ი ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენისას აღრიცხვაზე იმყოფებოდა პრობაციის ბიუროში და კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი აქვს დანაშაულის რეციდივს, რაც ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიზანშეუწონლად მიაჩნია ბრალდებულის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენება, ვინაიდან ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული ვერ უზრუნველყოფს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. შესაბამისად, სასჯელის მიზნის მიღწევა შესაძლებელია ბრალდებულის მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებით. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას, შესაბამისად სასჯელის მინიმალურ ვადას, საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლების გათვალისწინებით, წარმოადგენს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს, შემდეგ გარემოებებს: ბრალდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ფ------ კ------ის პოზიციას და მიაჩნია, რომ აღნიშნული დანაშაულისათვის დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ უნდა დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ლ---- ყ---–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 24 მაისის განაჩენით, დანიშნული პირობითი მსჯავრი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლ---- ყ---–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.

ლ---- ყ---–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

მსჯავრდებულ ლ---- ყ---–-–---–ს პატიმრობის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 01 ივნისიდან.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შალვა კაკაურიძე