განაჩენი

სისხლის სამართლის 20.09.2018
საქმის ნომერი
330100115792371
თარიღი
20.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/1----15

#0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

20 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - ლელა ნოზაძე,სხდომის მდივანი - სოფიო ჩოხელი,ბრალდების მხარე:

პროკურორი - თ----- გ-------,დაცვის მხარე:

ადვოკატი - ა-–---------- ე-----–---–ი,ბრალდებული - ი-----–- ა-----------–---–ი, დაბადებული 1----–-–------------–ს, პირადი #0----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და მცხოვრები: ქ-------–---------–---------------------------–--–--------------–-----,კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი - თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და გასაღება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია,სხდომის სახე - ღია,აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი :

 

სასამართლომ დადგენილად ცნო: 2013 წელს, ქ------–---------------------------–----- სამსახურის თანამშრომლებმა გამოავლინეს მოქალაქე თ------- ფ--------ის მიერ სამშენებლო სამუშაოების უნებართვოდ წარმოების ფაქტი და შესთავაზეს მას მოეყვანა საცხოვრებელი სახლი არსებულ პროექტთან შესაბამისობაში, ან მოეპოვებინა მშენებლობის ახალი პროექტი და შესაბამისი მშენებლობის ნებართვა.

2014 წლის ივნისში, თ------- ფ--------ე დაუკავშირდა შ-------------------ს“დირექტორს ი-----–- ა-----------–---–ს და სთხოვა დახმარება მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის უნებართვოდ აშენებული ნაწილის პროექტისა და მშენებლობის ნებართვის მოპოვებაში. ი-----–- ა-----------–---–ი მოტყუებით შეპირდა, რომ მერიის შესაბამისი სამსახურიდან მოიპოვებდა შესაბამის ნებართვასა და სხვა საჭირო დოკუმენტაციას, სანაცვლოდ კი თ------- ფ--------ისაგან მიიღო 400 ლარი, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.

აღნიშნულის შემდგომ, ი-----–- ა-----------–---–მა დაამზადა ქ------–------------------------------ სამსახურის სახელით შედგენილი ყალბი ბრძანება, რომლის მიხედვითაც თ------- ფ--------ეს თითქოსდა მიეცა მშენებლობის ნებართვა და აღნიშნული დოკუმენტი 2014 წლის ოქტომბერში გაასაღა თ------- ფ--------ეზე. იმის გამო, რომ რეალურად ბრძანება, ქ.თ---–-----------ს შესაბამისი სამსახურის მიერ არ ყოფილა გაცემული, თ------- ფ--------ე იძულებული გახდა მოეხდინა საცხოვრებელი სახლის უნებართვოდ აშენებული ნაწილის დემონტაჟი. ი-----–- ა-----------–---–მა ზემოხსენებული ქმედებების შედეგად თ------- ფ--------ეს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.

ბრალდებულმა ი-----–- ა-----------–---–მა თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და მოინანია ჩადენილი დანაშაული. ამავე ჩვენებით, პროფესიით არის არქიტექტორი. 2014 წლის ზაფხულში მას დაუკავშირდა თ------- ფ--------ე და სთხოვა უნებართვოდ აშენებული კუთვნილი საცხოვრებელი სახლის პროექტისა და მშენებლობის ნებართვის მოპოვებაში დახმარება.

ადგილზე მისვლით გაარკვია, რომ თ------- ფ--------ეს ჰქონდა I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის მშენებლობის ნებართვა, ხოლო არსებული მდგომარეობით სახლი იყო II კლასის შენობა-ნაგებობის ტიპი. ზემოაღნიშნული პრობლემის მოწესრიგების, პროექტის შედგენისა და მერიიდან ნებართვის აღებისათვის თ------- ფ--------ესთან გააფორმა ხელშეკრულება და დაზარალებულისაგან მიიღო თანხა 400 ლარის ოდენობით. დაპირდა, რომ მერიაში ჰყავდა ახლობელი და ყველაფერს იღონებდა საკითხის მოსაწესრიგებლად.

განაცხადი შეიტანა მოგვიანებით რადგან იცოდა, რომ ზედამხედველობის სამსახური დაზარალებულს მაინც მოსთხოვდა მიშენების დემონტაჟს და მას კანონით ჯარიმასაც დააკისრებდნენ. იმავე პერიოდში თ------- ფ--------ე ხშირად რეკავდა მასთან და სთხოვდა პასუხს, თუ რატომ იწელებოდა დროში მისი საკითხი. ბოლოს მეილზეც გაუგზავნა წერილი, რომლითაც სთხოვდა მისთვის გადახდილი 400 ლარის დაბრუნებას. ამის გამო კომპიუტერით შეადგინა ყალბი დოკუმენტი, სადაც ეწერა, რომ მშენებლობა ახალი პროექტით დამტკიცებული იყო და დოკუმენტები გადასცა დაზარალებულს. ყალბი დოკუმენტის გამოაშკარავებისას მან დაზარალებულს ვ------- ც------ის მეშვეობით დაუბრუნა 400 ლარი და საკუთარი ხარჯით მოახდინა თ------- ფ--------ის კუთვნილი შენობის დემონტაჟი.

დაზარალებულ თ------- ფ--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ თბილისში, ა----------------ში მდებარე კუთვნილი საცხოვრებელი სახლის 1-ელი სართული ჰქონდა უნებართვოთ ამოშენებული. ამის გამო დაიბარეს ზედამხედველობის სამსახურში, მისცეს სიტყვიერი შენიშვნა და უთხრეს, რომ შენობა -ნაგებობა უნდა მოეყვანდა შესაბამისობაში. 2014 წლის ივნისის თვეში დაუკავშირდა ი-----–- ა-----------–---–ს, რომელიც დაპირდა პრობლემის მოგვარებას. შეთანხმდნენ თანხაზე და გააფორმეს ხელშეკრულება, რის შესაბამისად ი-----–- ა-----------–---–ს გადაუხადა თანხა 400 ლარის ოდენობით, ნაწილი - ნაღდი ანგარიშსწორებით, ნაწილი - უნაღდო. საკითხის მოსაგვარებლად დრო 30 კალენდარული დღე ჰქონდა მიცემული, რის გამოც ურეკავდა ი-----–-ს და სთხოვდა პირობის შესრულებას. მანვე ელ. ფოსტაზე გაუგზავნა წერილი დაესრულებინა საქმე, წინააღმდეგ შემთხვევაში აცნობებდა შესაბამის სამსახურს. ამის შემდეგ შეხვდა გადასასვლელ ხიდთან ი-----–- ა-----------–---–ს, რომელმაც მიაწოდა ვითომდა მერიის შესაბამისი სამსახურის ნებართვა და გადასცა პროექტი დამოწმებული ბრალდებულის კუთვნილი შპს-ს მიერ. სიყალბის აღმოჩენის შემდეგ სიტუაციის გართულების თავიდან ასაცილებლად, ი-----–- ა-----------–---–ს საკუთარი ხარჯით დაანგრევინა კუთვნილი საცხოვრებელი სახლის უკანონო მშენებლობა. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა მას მაინც დაუწერეს მეორადი გაფრთხილება და დააჯარიმეს 8 000 ლარით. დაზარალებულის ჩვენებით მას ვ------- ც------ემ ი-----–- ა-----------–---–ის მიერ გამოტანებული თანხიდან გადასცა მხოლოდ 350 ლარი.

მოწმე ვ------- ც------ის ჩვენებით, ი-----–- ა-----------–---–ს შეხვდა თ------- ფ--------ის თხოვნით მეტროსადგურ ,,ახმეტელთან“, რომელმაც გადასცა 350 ლარი, რაც ბრალდებულის თანდასწრებით გადათვალა და თანხა მაშინვე მიუტანა დაზარალებულს.

საქმის დასრულებამდე სასამართლომ კანცელარიის გაზით მიიღო თანხის 50 ლარის ანაზღაურების მიზნით ბრალდებულის მიერ დაზარალებულის სასარგებლოდ ნოტარუსის დეპოზიტზე შეტანილი თანხის დამადასტურებელი ქვითარი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.

მხარეებმა წარდგენილი მტკიცებულებები გახადეს უდავოდ, რაც სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.

სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმა არ შეიძლება ჩაითვალოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად. სასამართლო შენიშნავს, რომ უფლებაზე უარის თქმა, კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი რომ იყოს, აუცილებელია განხორციელდეს აშკარა ფორმით და ასევე, უზრუნველყოფილი იყოს მინიმალური დაცვის გარანტიები. ამასთან დამატებით უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს.

მტკიცებულების შეფასების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, რომლის თანახმად, არც ერთ მტკიცებულებას არ გაჩნია წინასწარ დადგენილი ძალა და ბრალდებულის აღიარება შეიძლება შემაჯამებელ გადაწყვეტილებას დაედოს საფუძვლად მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ის დასტურდება საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით, რაც საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაკმაყოფილებისათვის. ამასთან, საკმარისად მიიჩნევა მხოლოდ ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელთა პირველწყაროს წარმოადგენს არა მხოლოდ ბრალდებულის აღიარება, არამედ ბრალდებულის ჩვენებისგან მოპოვებული დამოუკიდებელი სხვა მტკიცებულებები.

ი-----–- ა-----------–---–ის აღიარება გარდა დაზარალებულის ჩვენებისა დასტურდება ასევე, მოწმეთა თ----- ც---–---ის, ქ------- შ--–--–---–ის, გ------- გ------–---–ის, გ--–- გ---------–--ის, ა-----– გ-------ას, გ------- დ------–---–ის, მ------ ჯ----–ის, ი---- მ-------ის, გ------- ქ-------–--ის, გ--–- ტ--–----ის დაკითხვის ოქმებით, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებებით, რომელთა შეფასებით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ი-----–- ა-----------–---–მა ჩაიდინა თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ასევე, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება და გასაღება გამოყენების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას არა მისი სიმკაცრე, არამედ - მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ - ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

ი-----–- ა-----------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა ჩადენილი დანაშაული, დაზარალებულს აუნაზღაურა ზიანი, დამამძიმებელი გარემოებები საქმის მასალებით არ არის დადგენილი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ი-----–- ა-----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და სსკ -ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, სასჯელის სახედ განესაზღვროს:

სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - ჯარიმა 2000(ორიათასი) ლარი;

სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 2(ორი) წლის მოხდა განესაზღვროს სასაჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 1(ერთი) წელი ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად იმავე გამოსაცდელი ვადით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ი-----–- ა-----------–---–ს საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით, საიდანაც 2(ორი) წლის მოხდა განესაზღვროს სასაჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 1(ერთი) წელი ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად იმავე გამოსაცდელი ვადით;

ი-----–- ა-----------–---–ს სასჯელის მოხდა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მომენტიდან;

 

ი-----–- ა-----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავების დრო - 2015 წლის 16 მარტიდან 2015 წლის 23 მარტის ჩათვლით პერიოდი;

გაუქმდეს ი-----–- ა-----------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და ყადაღა მოეხსნას თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 მარტის #1----- განჩინებით გირაოს სახით განსაზღვრული 2000 (ორი ათასი) ლარის ნაცვლად შეტანილ ი----- ჩ------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარეს თბილისში, ქ---------ის (ზ----------–-----------ა-ში, საკადასტრო კოდით 01.16.0--0--.0---

ნივთიერი მტკიცებულებები - H------ს ფირმის მობილური ტელეფონი, მეხსიერების ბარათი, 1 ცალი S----ს ფირმის პერსონალური კომპიუტერი, ე.წ. ლეპტოპი და 1 ცალი CD დისკი 2 ცალი ბეჭედი წარწერით V------------ დაუბუნდეს ი-----–- ა-----------–---–ს ან მისი ნდობით აღჭურვილ საამისოდ უფლებამოსილ პირს, ხოლო 15 ცალი DVD დისკი, რაც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე :

/ლელა ნოზაძე/