განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №---------
გამოძიების №------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
08 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი
განხილვის კოლეგიის მოსამართლე დავით მგელიაშვილმა
სხდომის მდივნის – ლელა აბალიშვილის,სახელმწიფო ბრალმდებელის – ც-------–---–-----,ადვოკატის - გ------------–---–---
ბრალდებულის – ო------ რ-----–--ის
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:
ო------ ნ--------ს ძე რ-----–--ის, დაბადებულის - 1-----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №-----------, დაოჯახებულის, საშუალო განათლების მქონის, ნასამართლევის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ.თბილისი, წ------------------–--–-----ში მიმართ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულ ო------ რ-----–--ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა: 1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია, რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი) და 2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 30 მარტს, ქ.თბილისში, წ------------------–--–-----ში, ო------ რ-----–--ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დ----ს - ე-–---- რ-----–--ეს. კერძოდ, რამდენჯერმე ჰკრა ხელი, ასევე, ყბაზე მოკიდა ხელი და ძლიერად დაქაჩა, რის შედეგადაც ე-–---- რ-----–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე, თვეების განმავლობაში ო------ რ-----–--ე დ----ს - ე-–---- რ-----–--ეს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა, აშანტაჟებდა და მიმართავდა დამამცირებელი სიტყვებით, რის შედეგადაც ე-–---- რ-----–--ემ განიცადა ტანჯვა.
2018 წლის 09 აგვისტოს, დაახლოებით 20:00 საათზე ქ.თბილისში, წ------------------–--–-----ში, ო------ რ-----–--ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დ----ს - ე-–---- რ-----–--ეს. კერძოდ, დაარტყა სახის არეში, ასევე ძლიერად მოუჭირა ხელი და დაქაჩა ძირს, რის შედეგადაც ე-–---- რ-----–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე, თვეების განმავლობაში ო------ რ-----–--ე დ----ს - ე-–---- რ-----–--ეს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა, აშანტაჟებდა და მიმართავდა დამამცირებელი სიტყვებით, რის შედეგადაც ე-–---- რ-----–--ემ განიცადა ტანჯვა.
ო------ რ-----–--ე თანაცხოვრების პერიოდში დ----ს - ე-–---- რ-----–--ეს არაერთხელ დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით. კერძოდ, 2018 წლის 30 მარტს ო------ რ-----–--ემ სიტყვიერი შელაპარაკების საფუძველზე დ----ს დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებით და მოკვლით. ასევე, 2018 წლის 09 აგვისტოს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით - მიმართავდა, რომ გამოასალმებდა სიცოცხლეს. ო------ რ-----–--ის ქმედების შედეგად, ე-–---- რ-----–--ეს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის რეალური შიში.
ჩადენილი ქმედებისათვის ო------ რ-----–--ე 2018 წლის 14 აგვისტოს დადგენილებით მიცემული იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში ბრალდებულის სახით და წარედგინა ბრალდება დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
ბრალდებულმა ო------ რ-----–--ემ აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება და სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება. კერძოდ, ბრალდებულის აღიარებითი, დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებები, დაკავების ოქმი და სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნა, რომლებიც საფუძვლად დაედო მის ბრალდებას.
ამრიგად, საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვისგამომრიცხავი და საქმეში არსებული ზემოაღნიშნული პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა უტყუარად ადასტურებს, რომ ბრალდებულმა ო------ რ-----–--ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები.
ო------ რ-----–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.
ო------ რ-----–--ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ დანაშაულებრივი ქმედება განახორციელა პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა, გამოსაცდელი ვადის გასვლამდე, ოჯახის წევრის მიმართ.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედების მოტივს, მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მის განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და წარსულ ცხოვრებას.
აღნიშნულ გარემოებათა და საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულ ო------ რ-----–--ეს უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლების სანქციით გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, ვინაიდან აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ამასთან, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს სსკ-ის 59-ე მუხლის მოთხოვნას (სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-278-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ო------ რ-----–--ე ცნობილი იქნას დამნაშავედ და მიესაჯოს:
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 30 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 09 აგვისტოს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 30 მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს სხვა თანაბარი სასჯელები და ო------ რ-----–--ეს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
3. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 10 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვე და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ო------ რ-----–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.
4. ო------ რ-----–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 13 აგვისტოდან.
5. ნივთმტკიცება:
- საგამოძიებო ექსპერიმენტისას გადაღებული ფოტო მასალა ერთ ცალ კომპიუტერულ დისკზე, რომელიც ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოში, დაერთოს საქმეს და შენახული იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე
დავით მგელიაშვილი