გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/21029-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
26.09.2018 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილი
სხდომის მდივანი ნინო სეხნიაშვილი
მოსარჩელე ნ------- გ-----–------,მოპასუხე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ზ-----–-–---–-------,მოპასუხე თ--- შ---–---,მოპასუხე ნ----–- მ----------,წარმომადგენელი ნ-----–- გ----------,დავის საგანი: ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ზ-----–-–---–-------/3--ის კრების #5 ოქმის ბათილად ცნობა, 20.01.2016 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ზ-----–-–---–-------, ბმა ზ-----–-–---–-------/3- N5 კრების ოქმი (სარეგისტრაციო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 1-0-4----, დამოწმების თარიღი 28.05.201- წელი).
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი თ--- შ---–---ს და ნ----–- მ----------ს შორის 20.01.2016 წელს დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თ---–---, ძ---- ზ-----–-–---–--ი ქ. 3-, სხვენი 108.26 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0-.1-.0-.0--.0--.0-.5--.
2. მოპასუხეების პოზიცია
მოპასუხეები არ ცნობენ სასარჩელო მოთხოვნას და ითხოვენ მოსარჩელეს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის და იურიდიული ინტერესის არარსებობის გამო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 29.05.201- წელს ქ. თ---–--ში, ძ---- ზ-----–-–---–--ის 3--ში მცხოვრებ თ--- შ---–--ის საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში აღირიცხა 108.26 კვ.მ. საერთო სარგებლობის სხვენი. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად საჯარო რეესტრის ამონაწერში მითითებულია ბმა ზ-----–-–---–--ი 3-/3--ის 28.05.201- კრების ოქმი.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
საჯარო რეესტრის ამონაწერის ასლი ს. ფ. 72-73.
ბმა-ს კრების ოქმის ასლი ს. ფ. 33-35.
მხარეთა ახსნა - განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.2. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 09 მარტის მონაცემებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობაში ძ---- ზ-----–-–---–--ის ქ. #3--3--ში, აღრიცხვაზე დგას 2 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა, ,,მ---–------ -3-“ და ,,ზ-----–-–---–- 3-“. ბმა ,,მ---–-------3-“ აღრიცხვაზე დგას 2014 წლის 24 თებერვლიდან, რომლის თავმჯდომარეა მ------ ს------, ხოლო ბმა ,,ზ-----–-–---–- 3-“ აღრიცხვაზე დგას 2006 წლის 06 თებერვლიდან, რომლის თავმჯდომარეა ი-----–--- ლ-------–---–-.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
თბილისისმუნიციპალიტეტის მერიის წერილის ასლი ს. ფ. 23.
მხარეთა ახსნა - განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.3. 20.01.2016 წლის მოპასუხე ფიზიკურ პირებს შორის დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, სადაო სხვენი საკუთრების უფლებით აღირიცხა ნ----–- მ---------ის სახელზე. ნასყიდობის ხელშეკრულებით უძრავი ქონება გასხვისდა 20 000 ლარად.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ასლი ს. ფ. 44-45.
საჯარო რეესტრის ამონაწერის ასლი ს. ფ. 80-81.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.4. ი/მ დამოუკიდებელი ექსპერტი ,,დავით რობაქიძის“ ექსპერტიზის დასკვნით ქ. თ---–--ში ძ---- ზ-----–-–---–--ის ქუჩა #3--3--ში მდებარე საცხოვრებელი სახლი წარმოადგენს ე.წ. იტალიური სტილის საცხოვრებელ სახლს და ნ----–- მ---------ის სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სხვენი 108.26 კვ.მ. ფართი წარმოადგენს იზოლირებულ ფართს, რომელსაც აქვს დამოუკიდებელი შესასვლელი მხოლოდ თ--- შ---–--ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი ფართიდან ს/კ. #0-.1-.0-.0--.0--.0-.0--- და სხვა შესასვლელი/ასასვლელი დასახელებულ ფართს არ გააჩნია. ექსპერტი დასკვნით #5-- სხვენი არ წარმოადგენს ნ---- გ-----–------ს და სხვა ბმა-ის წევრების საერთო/საზიარო საკუთრების ფართს. ეს სხვენის ფართი მოქ. ნ------- გ-----–------ს საცხოვრებელ ფართთან შემხებლობაში არ არის, იგი ცხოვრობს პირველ სართულზე, ხოლო სხვენის ფართი მდებარეობს მე-2 სართულზე მცხოვრები თ--- შ---–--ის საცხოვრებელი ბინის თავზე და სხვენს აქვს შესასვლელი მხოლოდ და მხოლოდ მოქ. თ--- შ---–--ის სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საცხოვრებელი ფართიდან. ექსპერტი ადასტურებს, რომ ამ სხვენის მფლობელობა გააჩნია მხოლოდ და მხოლოდ სხვენის მესაკუთრეს ნ----–- მ----------ს და ყოფილ მესაკუთრეს თ--- შ---–---ს.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
ექსპერტის დასკვნის ასლი ს. ფ. 187-190.
აღსრულების ეროვნული ბიუროს ოქმი ფაქტების კონსტანტაციის შესახებ ს. ფ. 192-195.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხე თ--- შ---–--- ჯერ კიდევ 2007 წლამდე ფლობდა სადაოდ გამხდარ ამხანაგობის მიერ მოპასუხისათვის მფლობელობა დადასტურებულ ფართს. მოსარჩელე ნ---- გ-----–------ არასდროს არ ფლობდა ამჟამად მოპასუხე ნ----–- მ---------ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ სადაოდ გამხდარ ფართს (სხვენს).
სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოში სამოქალაქო საქმეებზე სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით, რაც ასახვას ჰპოვებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4-ე და 102.1 მუხლებში, რომელთა მიხედვითაც მოსარჩელე განსაზღვრავს თუ სარჩელში მითითებული სასარჩელო მოთხოვნა რომელ ფაქტობრივ გარემოებაზე დაამყაროს, ხოლო მხარეებს ევალებათ დაამტკიცონ სარჩელში და შესაგებელში მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
სასამართლო განმარტავს უდაოა, რომ ბმა-ს მიერ 28.05.201- წლის კრებაზე ამხანაგობის მიერ დადასტურებულ იქნა ამხანაგობის წევრი მოპასუხისათვის 2007 წლამდე სადავო ფართის ფლობის ფაქტი. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა სადაო კრების ოქმით ამხანაგობის თანასაკუთრებაში არსებული საერთო სარგებლობის ფართის ფლობის ფაქტობრივი გარემოება, მის მიერ ახსნა - განმარტება აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით არათანმიმდევრული, ურთიერთსაწინააღმდეგო და არადამაჯერებელი იყო, მოსარჩელემ თავის ახსნა-განმარტებაში დაადასტურა, რომ როდესაც მოხდა სადაო ფართის დადასტურება იმ დროისათვის სხვენს ასასვლელი კიბე სადარბაზოდან მოშლილი ქონდა, ასევე მხარეებს შორის წარმოებულ დავისდან მოყოლებული (პრივატიზებასთან დაკავშირებით) სადაო სხვენი მოპასუხის თ--- შ---–--ის მფლობელობაში იმყოფებოდა ასასვლელი სხვენში გაკეთებული ქონდა თ--- შ---–---ს საკუთარი სახლიდან, მოსარჩელემ მიუთითა, რომ სხვენში იგი ხვედებოდა მეზობელი შენობიდან და იქ ინახავდა საკუთარ ნივთებს რაც სასამართლოსათვის არადამაჯერებელია. მოპასუხე თ--- შ---–--ის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებზე ექსპერტიზის დასკვანზე, ფაქტების კონსტატაციის მასალებზე და ადმინისტრაციული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით ს. ფ. 19-22 სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხე თ--- შ---–--- კანონის ამოქმედების დროისათვის და გასაჩივრებული ოქმის მიღების დროისათვის ფლობდა ამხანაგობის მიერ მოპასუხისათვის დადასტურებულ ფართს.
საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო სხვა სადაო ფაქტობრივი გარემოებები არ არის.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არასებობის გამო.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ საქართველოს კანონის მე-2, მე-3, მე-4, მე-5 მუხლები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 54-ე, 185-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ საქართველოს კანონის პირველი (რეგულირების სფერო) და მე-2 მუხლების (კანონის მიზანი) შესაბამისად ეს კანონი არეგულირებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მართვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საკუთრების ფორმებს, აგრეთვე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წარმოშობის, ჩამოყალიბების, საქმიანობის და ლიკვიდაციის ძირითად სამართლებრივ პირობებს და კანონის მიზანია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მართვის, ექსპლუატაციის და განვითარების სამართლებრივი პირობების უზრუნველყოფა.
ამავე კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა განმარტებულია, როგორც მრავალბინიან სახლში მდებარე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი, მათ შორის, კომერციული მიზნებისათვის გამოყენებული ფართობის მესაკუთრეთა გაერთიანება.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ საქართველოს კანონის 4.1. მუხლის შესაბამისად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ინდივიდუალური საკუთრების საგანია ცალკეულ პირთა საკუთრებაში არსებული ბინა, აგრეთვე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის მფლობელობაში არსებული მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსები (სარდაფები, სხვენები და ა. შ.). ამავე კანონის 4.2 მუხლით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები კრებაზე აფიქსირებენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა მიერ მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსების (სარდაფები, სხვენები და ა. შ.) მფლობელობის ამ კანონის ძალაში შესვლის დროს არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას და ხმათა 2/3-ით იღებენ გადაწყვეტილებას, რომლის თაობაზედაც დგება შესაბამისი ოქმი, თუ წესდებით არ განისაზღვრება განსხვავებული კვორუმი. მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსებზე (სარდაფები, სხვენები და ა.შ.) საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში დასარეგისტრირებლად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრმა უნდა წარმოადგინოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების მიერ შედგენილი ოქმი და ნახაზი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სამეურნეო სათავსის ადგილმდებარეობის დადგენა.
ამავე კანონის 5.1. მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა წევრთა საერთო ქონებას წარმოადგენს მრავალბინიანი სახლის ვესტიბიულები, სადარბაზოები, დერეფნები, კიბის უჯრედები, სარდაფები, სხვენები და ა.შ., რომლებიც არ იმყოფება ინდივიდუალურ საკუთრებაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის მიხედვით, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამავე კოდექსის 54-ე მუხლის მიხედვით ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.
სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მიერ დაყენებული აღიარებითი სასარჩელო მოთხოვნის მიმართ ბათილად იქნეს ცნობილი თ--- შ---–---ს და ნ----–- მ----------ს შორის 20.01.2016 წელს დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თ---–---, ძ---- ზ-----–-–---–--ი ქ. 3-, სხვენი 108.26 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0-.1-.0-.0--.0--.0-.5--, მოსარჩელეს არ გააჩნია განსახილველი დავის დასაბუთებული და საფუძვლიანი იურიდიული ინტერესი, ვინაიდან მოპასუხე ნ----–- მ---------- წარმოადგენს კეთილსინდისიერ შემძენს და ამის საწინააღმდეგოს დამტკიცება მოსარჩელემ სასამართლოში ვერ შეძლო.
სასამართლო ასევე მიიჩმევს, რომ მოსარჩელის მიერ დაყენებული აღიარებითი სასარჩელო მოთხოვნის მიმართ კრებაზე მიღებული გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში მოსარჩელეს არ გააჩნია განსახილველი დავის დასაბუთებული და საფუძვლიანი იურიდიული ინტერესი.
აღიარებითი სარჩელით უნდა მიიღწეოდეს იმ სამართლებრივი სიკეთის (უფლების) აღდგენა, რაც კანონმდებლობის მიხედვით მინიჭებული ჰქონდა მოსარჩელეს. მხარემ უნდა დაასაბუთოს ის გარემოება, რომ მხოლოდ ამგვარი სარჩელით აღწევს იგი იმ შედეგს, რასაც მიზნად ისახავს.
იურიდიული ინტერესი უნდა იყოს ნამდვილი, რაც იმას ნიშნავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების პირობებში იურიდიული ინტერესი მიღწევადი და განხორციელებადი უნდა იყოს, თანაც, ისე, რომ აღნიშნული მიზნის მიღწევას დამოუკიდებელი მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრა არ უნდა სჭირდებოდეს. ერთია, მოსარჩელის სურვილი, ხოლო მეორე კი - სარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესი, რომელთა ერთმანეთთან გაიგივება არ შეიძლება. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 12 ნოემბრის №ას-1261-1190-2012 გადაწყვეტილება). მოსარჩელემ სარჩელში არც ფორმალური თვალსაზრისით არ აღნიშნა დავის იურიდიული ინტერესი და არც რეალურად არ მიუთითა სარჩელის დაკმაყოფილებით რა უფლება იქნება დაცული და რა გარდაუვალი დადებითი შედეგი მოჰყვება მას იმ ფაქტობრივ მოცემულობაში, რომ იგი არასდროს არ ფლობდა და არ ფლობს სადაო ფართებს.
სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სარჩელის მიმართ იურიდიული ინტერესი ნამდვილია იმ შემთხვევაში, თუ სასარჩელო წესით მოთხოვნა მიღწევადი, ხოლო უფლება რეალიზებადია. იმ შემთხვევაში, თუ სარჩელის დაკმაყოფილების შედეგად იურიდიული ინტერესი ვერ მიიღწევა ან მისი მიღწევა სხვა უცნობ მოვლენაზე ან მესამე პირის ნებაზეა დამოკიდებული, ასეთ შემთხვევაში, იურიდიული ინტერესი ნამდვილი არ არის. იურიდიული ინტერესი ნამდვილი არ არის მაშინაც, როდესაც მიუხედავად მოსარჩელისათვის სასარჩელო წარმოებით დამდგარი იურიდიული შედეგისა, აღნიშნული შედეგი, მიუხედავად სასამართლო გადაწყვეტილებისა, ცვლილებას განიცდის ლეგიტიმურად, მესამე პირთა შეთანხმებისა თუ სხვა ორგანოთა გადაწყვეტილების საფუძველზე.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს დაყენებული აქვს მხოლოდ აღიარებითი სასარჩელო მოთხოვნა მიკუთვნებითი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე, რის გამოც დაუსაბუთებელია სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებით მოსარჩელის რა უფლება იქნება დაცული და რა გარდაუვალი დადებითი შედეგი მოჰყვება მას იმ ფაქტობრივი მოცემულობის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ ამ გადაწყვეტილების 3.2.1 პუნქტით დადგენილ იქნა, რომ მოსარჩელე გასაჩივრებული ოქმის მიღების დროისათვის არ ფლობდა სადაო ფართს, ამასთან იგი ცხოვრობდა პირველ სართულზე, ხოლო სადაო ფართი წარმოადგენდა მეორე სართულზე მცხოვრები მოპასუხე თ--- შ---–--ის საკუთრების თავზე მდებარე სხვენს, რომელსაც შესასვლელი/ასასვლელი მხოლოდ თ--- შ---–--ის ბინიდან ქონდა, შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ პირველ სასარცელო მოთხოვნის მიმართ მოსარჩელეს იურიდიული ინტერესი არ გააჩნია, რის გამოც სასამართლო არ ამოწმებს გასაჩივრებული კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას (კრების მოწვევის პროცედურები, უფლებამოსილება და ა. შ.). აღნიშნულის გარდა სასამართლო დამატებით ყურადღებს ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ ჯერ კიდევ 06.0-.2004 წელს სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობით გამოხატულ იქნა ნება, რათა მოპასუხე თ--- შ---–--ის მიერ მომხდარიყო სადაოდ გამხდარი სხვენის სახურავის შეცვლა გაბარიტების შეუცვლელად მასში მანსარდის მოწყობის უფლებით, მესამე სართულის დაშენების უფლების გარეშე ს. ფ. 168.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე.
აღნიშნული ნორმები იცავს რა შემძენის ინტერესებს, ადგენს თუ გამსხვისებელი საჯარო რეესტრში მესაკუთრედ არის რეგისტრირებული, ეს საკმარის საფუძველს წარმოადგენს შემძენისათვის, რომ გამსხვისებელი მესაკუთრედ ჩათვალოს. თუმცა ამ წესიდან გამონაკლისი დადგენილია ამავე ნორმით. ეს ის შემთხვევაა, როდესაც შემძენმა იცის, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული გამსხვისებელი, არ არის მესაკუთრე.
მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სადაო ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ზემოთ მითითებული საფუძველი, ვინაიდან ნასყიდობის ხელშეკრულების მონაწილე პირი ნ----–- მ---------- წარმოადგენს უძრავი ქონების კეთილსინდიდიერ შემძენს და ამ გარემოების საწინაღმდეგო ფაქტობრივი გარემოება და მტკიცებულება მოსარჩელის მიერ მითითებული და წარმოდგენილი არ ყოფილა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიიჩნევს, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
ვინაიდან მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, საქმეზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი მოპასუხეს არ დაეკისრება და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაბრუნებას არ ექვემდებარება. ამასთან ვინაიდან მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სრულად არ იქნა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი მეორე სასარჩელო მოთხოვნაზე გასაჩივრებული გარიგების ღირებულებიდან გამომდინარე, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 400 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის მიხედვით სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ამდენად უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 19.07.2016 წლის #1------ განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 53-ე, 1991-ე, 243-244-ე, 248-249-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. მოსარჩელეს უარი ეთქვას სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.
2. მოსარჩელე ნ------- გ-----–-----ს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოს სახელმწიფო ბაჟის სახით 400 ლარის გადახდა.
3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 19.07.2016 წლის #1------ განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილი