გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.09.2018
საქმის ნომერი
330210018002269695
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
27.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1900 - 18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ეკა ზარნაძე

სხდომის მდივანი ინგა ყაველაშვილი

მოსარჩელე ე-–--- ა--------–---–-

წარმომადგენელი მ----- ფ----–-------

მოპასუხე ხ---- მ-------–---

წარმომადგენელი ნ--- ც-------–---–-

დავის საგანი ალიმენტის გადახდის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ხ---- მ-------–----ათვის არასრულწლოვანი შვილის, ა--------- მ-------–---- (დაბადებული 2--- წლის 1-----------ს), ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2018 წლის 23 იანვრიდან) ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის დაკისრება.

1.2. მოპასუხე ხ---- მ-------–----ათვის არასრულწლოვანი შვილის, ა------- მ-------–---- (დაბადებული 2--- წლის 2---------ს), ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2018 წლის 23 იანვრიდან) ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის დაკისრება.

ე-–--- ა--------–---–- და ხ---- მ-------–--- 2007 წლიდან იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2--- წლის 1-----------ს ა--------- მ-------–--- და 2--- წლის 2---------ს დაბადებული ა------- მ-------–---. მხარეები ბოლოო შვიდი წელია ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და მათ შორის ოჯახური თანაცხოვრება შეწყვეტილია. მოსარჩელე არ არის დასაქმებული და არ გააჩნია მატერიალური შემოსავალი ხელფასის სახით. მოპასუხე არ იღებს მონაწილეობას არასრულწლოვანი შვილების აღზრდა-განვითარებაში და არ ეხმარება მათ მატერიალურად. იგი ვალდებულია შვილებს შეუქმნას რჩენა-აღზრდის მინიმალური პირობები მაინც.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ეთანხმება სარჩელს ა--------- მ-------–---- (დაბადებული 2--- წლის 1-----------ს) ალიმენტის სახით ყოველთვიურად 50 (ორმოცდაათი) ლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში.

2.2. მოპასუხე ეთანხმება სარჩელს ა------- მ-------–---- (დაბადებული 2--- წლის 2---------ს) ალიმენტის სახით ყოველთვიურად 50 (ორმოცდაათი) ლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში.

მოპასუხე ხ---- მ-------–---- არასრულწლოვან შვილებზე ზრუნვას თავს არ არიდებს. მოპასუხე ქორწინებაში იმყოფება ტ------- მ-------–----თან და მასთან თანაცხოვრების პერიოდში შეეძინა ორი შვილი: 2--- წლის 3--------ს დაბადებული ა----–--- მ-------–--- და 2----–-–-- 2------ს დაბადებული მ--- მ-------–---. მოპასუხე ოჯახთან ერთად ცხოვრობს საქართველოს ფარგლებს გარეთ, ყ--------------------–---–-. მოპასუხე ხ---- მ---------–- არ არის დასაქმებული, არ აქვს მატერიალური შემოსავალი, რის გამოც ვერ შეძლებს მოთხოვნილი ოდენობით ალიმენტის გადახდას არასრულწლოვანი ა--------- მ-------–---- და ა------- მ-------–---- რჩენა-აღზრდის მიზნით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. მოსარჩელე ე-–--- ა--------–---–- და მოპასუხე ხ---- მ-------–--- დაახლოებით შვიდი წელია არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 28 სექტემბრის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 28 სექტემბრის სხდომის ოქმი).

3.1.2. ე-–--- ა--------–---–- არასრულწლოვან ა--------- მ-------–----თან და ა------- მ-------–----თან ერთად ცხოვრობს საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში, მდებარე მისამართზე თბილისი, ყ---–----------, ბ-------;

არასრულწლოვანი ბავშვები სწავლობენ სსიპ თბილისის 4--- საჯარო სკოლაში;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 28 სექტემბრის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 28 სექტემბრის სხდომის ოქმი).

3.1.3. მოსარჩელე ე-–--- ა--------–---–- არ არის დასაქმებული და არ გააჩნია მატერიალური შემოსავალი ხელფასის სახით;

მოსარჩელეს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე დროებით სარგებლობაში გადაცემული აქვს სხვა პირისათვის და ქირის სახით იღებს ყოველთვიურ შემოსავალს;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 28 სექტემბრის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 28 სექტემბრის სხდომის ოქმი).

3.1.4. მოპასუხე ხ---- მ-------–--- საქორწინო ურთიერთობაშია ტ------- მ-------–----თან. მოპასუხე მეუღლესთან, არასრულწლოვან ა----–--- მ-------–----თან და მ--- მ-------–----თან ერთად ცხოვრობს საზღვარგარეთ, კერძოდ ყ--------------------–---–-;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 28 სექტემბრის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 28 სექტემბრის სხდომის ოქმი).

3.1.5. მოპასუხე ხ---- მ-------–--- შრომისუნარიანია. მის რეგისტრაციის მისამართს წარმოადგენს ხ--------------------–----;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 28 სექტემბრის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 28 სექტემბრის სხდომის ოქმი);

_სსგს საინფორმაციო-სამისამართო ბიუროს მიერ 2018 წლის 29 მარტს გაცემული საინფორმაციო ბარათი N0------------ (ს.ფ. 70-73).

3.1.6. ხ---- მ-------–---- არ აქვს ურთიერთობა არასრულწლოვან ა--------- მ-------–----თან და ა------- მ-------–----თან. არასრულწლოვან ბავშვებს პერიოდულად ტანსაცმელს უგზავნის მოპასუხის დედა, რომელიც ცხოვრობს თ--------------------–---–-;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 28 სექტემბრის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 28 სექტემბრის სხდომის ოქმი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ე-–--- ა--------–---–ს და ხ---- მ-------–---- თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2--- წლის 1-----------ს ა--------- მ-------–--- და 2--- წლის 2---------ს ა------- მ-------–---;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამსახურის მიერ 2--- წლის 2-------------- გაცემული დაბადების მოწმობა ნ---------, აქტის ჩანაწერი N0---------- (ს.ფ. 13);

_სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ვაკის სამსახურის მიერ 2--- წლის 2---------- გაცემული დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N0---------- (ს.ფ. 14).

3.2.2. ხ---- მ-------–---- და ტ------- მ-------–---- თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2--- წლის 3--------ს ა----–--- მ-------–--- და მ--- მ-------–---;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ქ. უ-------------------- მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის განყოფილების ქალაქის სამმართველოს მიერ 2--- წლის 0--------–- გაცემული დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N1---------------- (ს.ფ. 145-146);

_ქ. უ-------------------- მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის განყოფილების ქალაქის სამმართველოს მიერ 2----–-–-- 0---------- გაცემული დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N1---------------- (ს.ფ. 145-146).

3.2.3. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემების მიხედვით, 2018 წლის 22 აგვისტოს მდგომარეობით, ე-–--- ა--------–---–ს 2017 წლის 1 იანვრიდან შემოსავალი არ უფიქსირდება;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2018 წლის 24 აგვისტოს გაცემული ცნობა N2----------- (ს.ფ. 190).

3.2.4. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემების მიხედვით, 2018 წლის 22 აგვისტოს მდგომარეობით, ხ---- მ-------–---- 2017 წლის 1 იანვრიდან შემოსავალი არ უფიქსირდება;

ხ---- მ-------–---- სს ,,თ----------ში“, სს ,,ს----------–--------ში“, გახსნილი ანგარიშებზე ფულადი თანხის ტრანზაქციები 2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 15 აგვისტოს პერიოდში არ ფიქსირდება. ხ---- მ-------–---- მითითებულ პერიოდში არ აქვს განხორციელებული საბანკო გადარიცხვები და არ უსარგებლია სწრაფი ფულადი გზავნილების მომსახურებით. აღნიშნული ინფორმაცია არ იძებნება არც სს ,,ვ-----------------------ში“;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2018 წლის 24 აგვისტოს გაცემული ცნობა N2----------- (ს.ფ. 190).

_სს ,,თ----------ის“ მიერ 2018 წლის 02 აგვისტოს გაცემული ცნობა N4---------, დანართი (ს.ფ. 174-178);

_სს ,,ს----------–--------ის“ მიერ 2018 წლის 24 აგვისტოს გაცემული ცნობა N1------, დანართი (ს.ფ. 182-186);

_სს ,,ვ-----------------------ს“ მიერ 2018 წლის 22 აგვისტოს მიერ გაცემული ცნობა N0------------ (ს.ფ. 188).

3.2.5. საქართველოს შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრში არსებული კომპიუტერული მონაცემთა ბაზების მიხედვით, ხ---- მ-------–---- მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტი სასაზღვრო გამტარი პუნქტების მეშვეობით 2011 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 6 მარტამდე დაფიქსირდა ს.ს.კ.გ. ,,თბილისის აეროპორტის“ გავლით, კერძოდ: გასვლა - 2013 წლის 15 ნოემბერს, შემოსვლა 2014 წლის 03 იანვარს გასვლა - 2014 წლის 16 იანვარს, შემოსვლა - 2015 წლის 09 ივლისს და გასვლა - 2015 წლის 23 ივლისს;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_საქართველოს შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მიერ 2018 წლის 0--------- გაცემული ცნობა N M----------------, დანართი (ს.ფ. 54-55).

3.2.6. მოპასუხე ხ---- მ-------–--- არ არის დასაქმებული და არ აქვს მატერიალური შემოსავალი მყარი თანხის სახით;

მოსარჩელე მხარის განმარტებით, მოპასუხე წარმოადგენს ა--------------- ხელოსანს და მას აღნიშნული საქმიანობის შედეგად აქვს გარკვეული შემოსავალი, თუმცა საქმეზე არ აირს წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც მოპასუხის დასაქმების (თუნდაც პერიოდულობით) და შემოსავლის მიღების ფაქტს დაადასტურებდა. თავად ხ---- მ-------–---- წარმომადგენლის განმარტებით, იგი არ მუშაობს და თავადაც იმყოფება მეუღლის ოჯახის კმაყოფაზე;

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1 – 4.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ამასთან მხარეთა მატერიალურ მდგომარეობისა და ქვეყანაში არსებული საარსებო მინიმუმის, ალიმენტის ცნების-შინაარსის გათვალისწინებით არასრულწლოვანი შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობა შეიძლება თითოეულისათვის განისაზღვროს 140 (ას ორმოცი) ლარის ოდენობით.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-1214-ე 1198-ე, 1234-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. – 6.2. მოსარჩელე ე-–--- ა--------–---–მა ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები: ა--------- მ-------–--- (დაბადებული 2--- წლის 1-----------ს) და ა------- მ-------–--- (დაბადებული 2--- წლის 2---------ს).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე ე-–--- ა--------–---–- და მოპასუხე ხ---- მ-------–--- დაახლოებით შვიდი წელია არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. მოსარჩელე არასრულწლოვან შვილებთან, ა--------- მ-------–----თან და ა------- მ-------–----თან ერთად ცხოვრობს საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში, მდებარე მისამართზე თბილისი, ყ---–----------, ბ-------. არასრულწლოვანი ბავშვები სწავლობენ სსიპ თბილისის 4--- საჯარო სკოლაში (3.1.1., 3.1.2). მხარეთა განმარტებით, მოპასუხე ხ---- მ-------–---- არ აქვს ურთიერთობა არასრულწლოვან შვილებთან და არ ზრუნავს მათზე. არასრულწლოვან ბავშვებს პერიოდულად ტანსაცმელს უგზავნის მოპასუხის დედა, რომელიც ცხოვრობს თ--------------------–---–- (3.1.6). მოსარჩელე მხარე უარყოფს ბავშვების ბებიისგან ფულადი დახმარების მიღების ფაქტს.

 

ე-–--- ა--------–---–- არ არის დასაქმებული და არ გააჩნია მატერიალური შემოსავალი ხელფასის სახით. მოსარჩელეს საკურებაში არსებული უძრავი ქონება ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე დროებით სარგებლობაში გადაცემული აქვს სხვა პირისათვის და ქირის სახით იღებს ყოველთვიურ შემოსავალს. როგორც სსიპ

შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემებით დგინდება, 2018 წლის 22 აგვისტოს მდგომარეობით, ე-–--- ა--------–---–ს 2017 წლის 1 იანვრიდან შემოსავალი არ უფიქსირდება (3.1.3., 3.2.3).

 

სასამართლომ ალიმენტის მოცულობა უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან და მისი ცხოვრების გარემოებებსა და მოთხოვნილებებთან, როგორიცაა - შემოსავალი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ვალდებულებები სხვა არასრულწლოვანი შვილების, თუ მათ რჩენაზე მყოფი პირების მიმართ და სხვ.

 

დადგენილია, რომ მოპასუხე ხ---- მ-------–--- შრომისუნარიანია. მოპასუხე ხ---- მ-------–--- საქორწინო ურთიერთობაშია ტ------- მ-------–----თან. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2--- წლის 3--------ს ა----–--- მ-------–--- და მ--- მ-------–---; მოპასუხე ოჯახთან ერთად ცხოვრობს საზღვარგარეთ, კერძოდ ყ--------------------–---–-. საქმეში წარმოდგენილი მასალებით, საქართველოს შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრში არსებული კომპიუტერული მონაცემთა ბაზების მიხედვით, ხ---- მ-------–---- მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტი სასაზღვრო გამტარი პუნქტების მეშვეობით 2011 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 6 მარტამდე დაფიქსირდა ს.ს.კ.გ. ,,თბილისის აეროპორტის“ გავლით, კერძოდ: გასვლა - 2013 წლის 15 ნოემბერს, შემოსვლა - 2014 წლის 03 იანვარს გასვლა - 2014 წლის 16 იანვარს, შემოსვლა - 2015 წლის 09 ივლისს და გასვლა - 2015 წლის 23 ივლისს (3.1.4., 3.2.2., 3.2.5).

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემების მიხედვით, 2018 წლის 22 აგვისტოს მდგომარეობით, ხ---- მ-------–---- 2017 წლის 1 იანვრიდან შემოსავალი არ უფიქსირდება. მის სახელზე გახსნილ საბანკო ანგარიშებზე არც ფულადი ტრანზაქციები და არც შესრულებული ფულადი გზავნილები ფიქსირდება (3.2.4).

 

მოსარჩელე მხარე მითითებით, მოპასუხე არის ა--------------- ხელოსანი და მას აღნიშნული საქმიანობის შედეგად ყოველთვის ჰქონდა შემოსავალი. საქმეზე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც მოპასუხე მხარის მიერ კერძო საქმიანობის განხორციელების შედეგად შემოსავლის მიღების ფაქტს დაადასტურებდა. მხოლოდ მხარის განმარტების საფუძველზე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მის მოსაზრებას. მოპასუხე მხარე უარყოფს მითითებულ გარემოებას. მისი განმარტებით, იგი არ მუშაობს და თავადაც იმყოფება მეუღლის ოჯახის კმაყოფაზე (3.2.6).

 

შვილების რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა, ის არაა დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. აღნიშნულთან მიმართებით, სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 27.2. მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს, რომ მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

 

მოპასუხე ხ---- მ-------–--- თავისი მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით თანახმაა, არასრულწლოვანი ა--------- მ-------–---- და ა------- მ-------–---- ალიმენტის სახით გადაიხადოს თითოეულისათვის 50 (ორმოცდაათი) ლარი. ალიმენტის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია სასამართლოს მხრიდან დადგინდეს არა მხოლოდ ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობა, არამედ - ალიმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირის საჭიროებები. სასამართლო განუმარტავს ორივე მხარეს, რომ მათ თანაბარი მოვალეობა აქვთ იზრუნონ შვილზე. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. ასევე, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ მოპასუხე მხარეს გარდა არასრულწლოვანი შვილებისა, სხვა პირი კმაყოფაზე არ ჰყავს.

 

სასამართლო მოცემულ შემთხვევაში მხედველობაში იღებს (კვების, სამოსის ხარჯის დასადგენად) საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს (http://www.geostat.ge/?action=page&p_id=178&lang=geo გამოხმობის თარიღი 28.09.2018წ.). სახელმწიფოში საარსებო მინიმუმის ოდენობა საშუალო მომხმარებლისათვის შეადგენდა 2018 წლის იანვრის თვისათვის - 155.0 ლარს, თებერვლის თვისათვის - 155.3 ლარი, მარტის თვისათვის - 156.7 ლარს, აპრილის თვისათვის - 156.7 ლარს, მაისის თვისათვის - 157.5 ლარს, ივნისის თვისათვის 153.9 ლარს, ივლისის თვისათვის - 151.9 ლარს და აგვისტოს თვისათვის - 151.8 ლარს. დადგენილია, რომ მოპასუხე ხ---- მ-------–---- გარდა არასრულწლოვანი ა--------- მ-------–---- და ა------- მ-------–----ი ჰყავს, კიდევ ორი არასრულწლოვანი შვილი, რომლებიც ასევე იმყოფებიან მოპასუხის კმაყოფაზე და მათი რჩენის ვალდებულება აკისრია ხ---- მ-------–----. არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის მისი საუკეთესო ინტერესები. ამდენად, ყურადსაღებია არამხოლოდ ა--------- მ-------–---- და ა------- მ-------–----, არამედ მოპასუხესთან მცხოვრები არასრულწლოვანი შვილებით კანონით დაცული უფლებებიც - მიიღონ მშობლისაგან რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები.

 

სასამართლოს მიერ ალიმენტის სახით, როგორც რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი თანხის დაკისრება დაკისრება რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საარსებო მინიმუმის კომპონენტების გათვალისწინებით, რაც აუცილებელი მინიმალური ნორმატივია ადამიანის არსებობისთვის, ბავშვების რჩენის თანხაც მასვე უნდა შეესაბამებოდეს. მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური ფიქსირებული შემოსავალი ხელფასის სახით, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილები რჩენა-აღზრდისათვის მინიმალური თანხით მაინც. მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვების მოთხოვნილებებს არ ამცირებს, შესაბამისად, მშობლის უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის შემთხვევაშიც კი ალიმენტის ის მინიმალური ოდენობა, რომელიც საჭიროა ბავშვების რჩენისა და აღზრდისათის უნდა იქნეს დადგენილი. აღნიშნული მსჯელობის შესაბამისად, სასამართლო ალიმენტის არასიმბოლური მნიშვნელოობიდან გამომდინარე ითვალისწინებს საშუალო მომხმარებლისათვის დადგენილ საარსებო მინიმუმის ოდენობას, ასევე, მოპასუხე მხარის კმაყოფაზე მყოფი პირთა ინტერესებს და ორივე მშობლის თანაბარ ვალდებულებას იზრუნონ თავიანთ არასრულწლოვან შვილებზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ბავშვების ასაკის და მათი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მოთხოვნილებების გათვალისწინებით და მშობლის რეალური მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ყოველთვიურად გადასახდელი ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა თითოეული არასრულწლოვანისათვის უნდა განისაზღვროს 140 (ას ორმოცი) ლარით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. - 7.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე ე-–--- ა--------–---–- განთავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელწმიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

 

მოპასუხე ხ---- მ-------–---მ ალიმენტის დაკისრების შესახებ მოთხოვნა ცნო ნაწილობრივ, შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მას უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 49-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ ე-–--- ა--------–---–-ს (პირადი №0----------) სარჩელი მოპასუხე ხ---- მ-------–---- (პირადი №5----------) მიმართ:

 

1.1. დაეკისროს მოპასუხე ხ---- მ-------–---- (პირადი №5----------) არასრულწლოვანი ა--------- მ-------–---- (დაბადებული 2--- წლის 1-----------ს) ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2018 წლის 23 იანვრიდან) ყოველთვიურად 140 (ას ორმოცი) ლარის გადახდა;

 

1.2. დაეკისროს მოპასუხე ხ---- მ-------–---- (პირადი №5----------) არასრულწლოვანი ა------- მ-------–---- (დაბადებული 2--- წლის 2---------ს) ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2018 წლის 23 იანვრიდან) ყოველთვიურად 140 (ას ორმოცი) ლარის გადახდა;

 

2. დაეკისროს მოპასუხე ხ---- მ-------–---- (პირადი №5----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე ე. ზარნაძე