განაჩენი

სისხლის სამართლის 10.10.2018
საქმის ნომერი
010100118002629693
დავის ტიპი
239 1
თარიღი
10.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002629693

საქმე N1-832/18წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

09.10.2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი - ხატია დევაძე

 

ბრალდების მხარე

პროკურორი - ალ------------------ძე

 

ბრალდებული: ავ--------–---------ე

მამის სახელი: და-----

დაბადებული: 2--10.1975 წელი

პირადი ნომერი: 6---------2

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: სა–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: მქონე

ფ/მისამართი: ქ. ბათუმი, ფი------------------------.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილი

 

ადვოკატი - მზ-----------ძე

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N171200818003

 

1.აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.1. სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 19 აგვისტოს, ავ--------–---------ე სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ ალკოჰოლური თრობის ქვეშ, უგონო მდგომარეობაში მიყვანილი იქნა ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში, სადაც მას გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება. დაახლოებით 23:30 საათზე, ავ--------–---------ე მოვიდა გონს და ქ. ბათუმში, ბა------------------------ში მდებარე ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გამოხატავდა უკმაყოფილებას იმ ექიმების მიმართ, ვინც მას გაუწია სამედიცინო დახმარება, რის შემდგომაც გამოვიდა შოკის დარბაზიდან საავადმყოფოს დერეფანში, სადაც განლაგებულია პალატები და მოთავსებული არიან პაციენტები, რა დროსაც დაცვის თანამშრომლებს, ასევე საავადმყოფოს პერსონალს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და გამოხატავდა მათ მიმართ აგრესიას, ემუქრებოდა ექიმებსა და დაცვის თანამშრომლებს ჯანმრთელობის დაზიანებით, ასევე ერთ-ერთი დაცვის თანამშრომლის - თე---------------ის მიმართ გამოხატავდა აშკარა აგრესიას და ამ უკანასკნელს სახის არეში ხელების დარტყმებით მიაყენა შეურაცხყოფა. ავ--------–---------ის აღნიშნული ქმედებით, რომელიც გაგრძელდა დაახლოებით 10-15 წუთი შეჩერდა საავადმყოფოს ნორმალური ფუნქციონირება, ექიმებმა ვერ შეძლეს პაციენტებზე მომსახურების გაწევა, რითაც ავ--------–---------ემ ძალადობითა და ძალადობის მუქარით უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი და საზოგადოების მიმართ გამოხატა აშკარა უპატივცემულობა.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად

არღვევს საზოგადოებრივი წესრიგს და გამოხატავს

საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით

 

2.1. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს ( არსებითი სხდომის ოქმი).

 

2.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

2.3. სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით №6----, 28.08.2018წ დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი ქ. ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს კარის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა, აღდგენილი სამუშალების გათვალისწინებით შეადგენს - 140 (ასორმოც) ლარს. (ს.ფ 114-117).

 

2.4. ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენილის სამედიცინო შემოწმების დასკვნით №0--------, 20.08.2018წ დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ პირს - ავ--------–---------ეს დაუდგინდა მსუბუქი ხარისხის ალკოჰოლური თრობა (ს.ფ 16).

 

2.4 სასამართლო, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი უდავო მტკიცებულებებით (მოწმეების: თა----------------------------------------------------–-–--–------------------–------------------------------–----ის გამოკითხვის ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ვიდეო ჩანაწერების დათვალიერების ოქმი და საქმეში არსებული სხვა ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობა) - დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ბრალდებულმა ავ--------–---------ემ, ჩაიდინა ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივი წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა ავ--------–---------ემ, მის მიერ განხორციელებული ქმედებით - 2018 წლის 19 აგვისტოს, ბათუმის რეფერალური საავადმყოფოში ძალადობით და ძალადობის მუქარით საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობის გამოხატვით, რითაც უხეშად დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი და გამოიხატა საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ბრალდებული ადასტურებს და აღიარებს ჩადენილ ქმედებას; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასჯელის მიზანი არ არის პირის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება;

 

დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ–ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში;

 

როგორც ზემოთ აღინიშნა გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული;

 

სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;

 

ბრალდებული ნასამართლობის არმქონეა; ის ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას; ის ხასიათდება დადებითად, კმაყოფაზე ყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი, რომელიც საჭიროებს ექიმის მეთვალყურეობას; დაზარალებულ თე---------------ესთან შერიგებულია, ის წერილობით აცხადებს, რომ ავ--------–---------ის მიმართ რაიმე სახის პრეტენზია არა აქვს; არა აქვს სტაბილური შემოსავალი; გირაოს თანხა უზრუნველყოფილია სესხად აღებული თანხით; ბათუმში ამჟამად ცხოვრობს ქირით;

 

ზემოთაღნიშნული ფაქტიური გარემოებების მხედველობაში მიღებით, ავ--------–---------ეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას;

 

ამდენად, ავ--------–---------ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმა; ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ბრალდებულის ქონებრივი შესაძლებლობები, პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი ქმედების ხასიათი, შინაარსი; სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლების და მისი მატერიალური მდგომარეობის მხედველობაში მიღებით ჯარიმის განსაზღვრული ოდენობა სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას;

 

6. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა

 

მოცემულ საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებას წარმოადგენს ერთი ცალი კომპაქტდისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაერთოს საქმეს საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული ავ--------–---------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2200 (ორიათას ორასი) ლარის ოდენობით სახელმწიფი ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს ს.ს.კ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ავ--------–---------ის პატიმრობაში ყოფნის პერიოდის, - 2018 წლის 20 აგვისტოდან - 2018 წლის 22 აგვისტოს ჩათვლით, გათვალისწინებით ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი შემცირდეს 200 (ორასი) ლარით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფი ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მსჯავრდებულ ავ--------–---------ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 აგვისტოს განჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს - ელ-------------ას (პ/ნ 0---------2) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის მიერ სს ,,საქართველოს ბანკის’’ შესაბამის ანგარიშზე შეტანილი თანხა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით (შემოსავლის ორდერი N1------------------------------).

 

ნივთიერი მტკიცებულება: ერთი ცალი კომპაქტდისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაერთოს საქმეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა N32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე