განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002620396
საქმე №1-810/18წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
1--1--2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - ხატია დევაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი - ნა-------------–-ძე
დაცვის მხარე
ბრალდებული: მა-----------------ძე
მამის სახელი: ჯა-----–-
დაბადებული: 1--06.1982 წელი
პირადი ნომერი: 6---------8
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: არ მქონე
რეგისტრაციის მისამართი: შუ------------------------–-------–---–ები
ფაქტობრივი მისამართი: ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი თხ--–----ი
ადვოკატი - პა---------–---ძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი ( ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება);
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N075010718001
1.აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.1. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 01 ივლისს, დაახლოებით 10:25 საათზე, ქ. ბათუმში, აღ--–-----–ის ქუჩაზე, ,,ჰ-------------ს’’ მარკის სახელმწიფო N V-------- ავტომობილის მძღოლმა მა-----------------ძემ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს წარუდგინა თურქეთის რესპუბლიკის მიერ მის სახელზე გაცემული ყალბი AO N9----- მართვის მოწმობა.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება
2.1. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (წინასასამართლო სხდომის ოქმი).
2.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
2.3. დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით №დ------ 03.07.2018წ დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი 2015 წლის 08 იანვარს მა-----------------ძის სახელზე გაცემული მართვის მოწმობა სერიით და ნომრით AO N9----- მართვის მოწმობის ბლანკი, დამზადებულია სტამბური წესით, თუმცა არ შეესაბამება ანალოგიური სახის ნამდვილი დოკუმენტის ბლანკს. გამოსაკვლევად წარმოდგენილი დოკუმენტის გრაფებში არსებულ ჩანაწერებში რაიმე სახის ამოშლის, ამოფხეკის და გადაკვეთის კვალი არ აღენიშნება.
2.4 სასამართლო, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი უდავო მტკიცებულებებით (გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, შეტყობინება დანაშაულის ჩადენის შესახებ, მართვის მოწმობის დათვალიერების ოქმი, დოკუმენტის ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 01 ივლისის განჩინება, ცნობა საზღვრის კვეთაზე, წერილი შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრიდან, მოწმე იმ----------------------–-----------------------------–----------------------ის გამოკითხვის ოქმი და საქმეში არსებული სხვა ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობა) - დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ბრალდებულმა მა-----------------ძემ, ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება.
3. სამართლებრივი შეფასება:
დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა მა-----------------ძემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - 2018 წლის 01 ივლისს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომელზე ყალბი მართვის მოწმობის - წარდგენით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბრალდებული ადასტურებს და აღიარებს ჩადენილ ქმედებას; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ–ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში;
როგორც ზემოთ აღინიშნა გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული;
სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;
ბრალდებული აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას; ბრალდებულის განმარტებით ის თურქეთის რესპუბლიკაში პერიოდულად მუშაობით არჩენს ოჯახს; ყავს სამი არასრულწლოვანი შვილი; ოჯახში მხოლოდ თავად საქმიანობს; არა აქვს სტაბილური შემოსავალი;
ზემოთაღნიშნული ფაქტიური გარემოებების მხედველობაში მიღებით, მა-----------------ძეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას;
ამდენად, მა-----------------ძის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმა; ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ბრალდებულის ქონებრივი შესაძლებლობები; სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლების და მისი მატერიალური მდგომარეობის მხედველობაში მიღებით ჯარიმის განსაზღვრული ოდენობა სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას;
6. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - მა-----------------ძის სახელზე გაცემული ყალბი მართვის მოწმობა AO N9-----, რომელიც ინახება საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული მა-----------------ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულ მა-----------------ძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
ნივთიერი მტკიცებულება - მა-----------------ძის სახელზე გაცემული ყალბი მართვის მოწმობა AO N9-----, რომელიც ინახება საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებას.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) , ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე