განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 1-------
(№0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 სექტემბერი 2018 წელი ქ. რ--------
რ--------- საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი
სხდომის მდივანი ცოტნე მატუას
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ანა ადეიშვილი
დაცვის მხარე: ბრალდებული - ბ----------------ე
პირადი ნომერი: №6----------;
დაბადებული: 18.07.1--- წელი;
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე;
განათლება: საშუალო;
ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე;
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული;
ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ--------------------------------ში.
კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ოჯახში ძალადობა ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სხდომის სახე - ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 25 აპრილს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ--–-------------–----------------------------------------------- საცხოვრებელ ბინაში ბ----------------ემ მეუღლეს, ი-------–---–ს, იმის გამო გაბრაზებულმა, რომ ეს უკანასკნელი სთხოვდა სამსახურის დაწყებასა და საოჯახო ხარჯების გაწევაში მიხმარებას, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ აგინა დედის მისამართით, ტუჩის არეში გაარტყა გაშლილი ხელი, ძლიერად მოქაჩა თმა, მუშტი ჩაარტყა ბეჭებში და მიაჯახა კედელს, რის შემდეგაც კვლავ თმის მოქაჩვით გაიყვანა სადარბაზოში და ცდილობდა მის კიბეებზე ჩაყვანას სახლიდან გაგდების მიზნით. ბ----------------ის ქმედებებით ი-------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
- ოჯახში ძალადობა ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
3. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
3.1. სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ი-------–---–მა ისარგებლა მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მისი ოჯახის წევრის (მეუღლის)ბ----------------ის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე.
3.2. სასამართლო პროცესზე მოწმე ნ-----–-------–---–მა განაცხადა, რომ ვინაიდან არის ცუდად ვერ შეძლებს დეტალების გახსენებას და სრულად ეთანხმება გამოძიებაში მიცემულ ჩვენებას.
სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა ნ-----–-------–---–ის გამოკითხვის ოქმი. ნ-----–-------–---–მა დაადასტურა გამოკითხვის ოქმში არსებული ინფორმაციის სისწორე და მისი ხელმოწერის ნამდვილობა.
მოწმე ნ-----–-------–---–ის გამოკითხვის ოქმის მიხედვით ბ----------------ე არის მისი სიძე, ხოლო ი-------–---–ი არის მისი შვილი, რომელიც დაახლოებით 16 წელია დაქორწინებულია ბ----------------ეზე. მათ ჰყავთ ერთი საერთო შვილი, 2003 წელს დაბადებული გ----------------ძე. ი-------–---–ს და ბ----------------ეს საკუთარი საცხოვრებელი ბინა არ აქვთ, ამიტომ დიდი ხნის განმავლობაში ისინი ნ-----–-------–---–ის საცხოვრებელ ბინაში ცხოვრობდნენ, სადაც ასევე ცხოვრობდა ნ-----–-------–---–ი, მისი მეორე შვილი და მისი მეუღლე. ამ პერიოდის განმავლობაში ი-------–---–ის მეუღლე მათთან პერიოდულად მიდიოდა ხოლმე. იგი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა თბილისში. 2017 წლის სექტემბრის თვეში ი-------–---–მა და მისმა მეუღლემ ქ-----------–--------------------------ში იქირავეს ბინა და გადავიდნენ საცხოვრებლად. ნ-----–-------–---–ი კი მის მეორე შვილთან ერთად თბილისში გადავიდა საცხოვრებლად. 2018 წლის 22 აპრილს მისმა შვილმა ი-------–---–მა დაურეკა მას და სთხოვა რომ ერთი ორი დღით მასთან მისულიყო, რადგან ბავშვს სიცხეები ჰქონდა. 3 დღის შემდეგ ბავშვს სიცხეებმა გაუარა. წასვლა უნდოდა მაგრამ ფული არ ჰქონდა და ვერ შეძლო წასვლა. ი-------–---–ი ავეჯის მაღაზიაში მუშაობს, ხოლო მისი მეუღლე ბ------ი ამჟამად უმუშევარია. ამის გამო ი-------–---–მა 2018 წლის 23 აპრილს მეუღლეს სთხოვა რაიმე სამსახური მოძიება, რადგან ოჯახს აუცილებელი ხარჯები ჰქონდა. ი-------–---–ის თხოვნაზე ბ----------------ე გახდა აგრესიული და ნ-----–-------–---–ის თანდასწრებით დაუწყო გინება და უცენზურო სიტყვებით მიმართვა. ი. მ----–---–მა ტირილი დაიწყო. იგი ბ----------------ეს სთხოვდა შეეწყვიტა მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. 2018 წლის 25 აპრილს, დაახლოებით 08:30 საათზე, ი-------–---–მა კვლავ სთხოვა ბ----------------ეს რაიმე სამსახურის შოვნაზე ეზრუნა, რამაც მის მეუღლეში კვლავ აგრესია გამოიწვია, რაზეც ი-------–---–მა ტირილი დაიწყო და წავიდა სამსახურში. ნ-----–-------–---–მა ბ----------------ეს სთხოვა თავი შეეკავებინა, რადგან იგი არ იმსახურებდა გინებას და მხოლოდ ოჯახის საჭიროების გამო ესაუბრებოდა. ი-------–---–ი სამსახურიდან დაახლოებით 20:00 საათზე დაბრუნდა, მალევე მოვიდა ბ----------------ეც, რომელიც ე.წ „ლოჯში“ შევიდა. ი-------–---–ი საკვების მოსამზადებლად „ლოჯში“ შევიდა, რა დროსაც ბ----------------ემ წინამდებარე საუბრის გარეშე მაშინვე გინება დაუწყო დედის მისამართით. ბ----------------ე ამ დროს გახდა ძალიან აგრესიული, ი-------–---–ს ეუბნებოდა ენა უნდა დაგიმოკლოვო, რა დროსაც სახეში დაარტყა გაშლილი ხელი. ბ------ის ხელის დარტყმის შედეგად ტკივილის გამო ი-------–---–მა ტუჩებზე მოიკიდა ხელი, რა დროსაც ბ----------------ემ თმებში მთელი ძალით მოქაჩა მას. მკაცრი ხმით ეუბნებოდა ასე თმებით უნდა ჩაგათრიო პირველ სართულამდე და მოგიშოროვო. ი-------–---–ი ცდილობდა გაეთავისუფლებინა თავი მეუღლისგან, რა დროსაც ბ----------------ემ მარცხენა მხარეს ბეჭის არეში დაარტყა შეკრული მუშტი და ზურგით კედელზე მიანარცხა. ი-------–---–ი ტიროდა და სთხოვდა რომ თავი დაენებებინა, თუმცა ბ------მა თმების მოქაჩვით გაიყვანა ბინის კარიდან და კიბეებზე ექაჩებოდა. ამ დროს ი-- გაითავისუფლა თავი და ბინაში შევარდა, რის შემდეგაც შეშინებულმა კარი ჩაკეტა და 112-ში დარეკა. ბ------ი ბინაში აღარ შესულა და სად წავიდა მან არ იცის. იმ დროს, როცა ი-------–---–ს ბ----------------ე შეურაცხყოფას აყენებდა, ნ-----–-------–---–მა ვერ გაბედა, რომ მიშველებოდა და მხოლოდ სიტყვიერად სთხოვდა ბ------ს რომ თავი დაენებებინა. ი-------–---–ს მიღებული აქვს დაზიანება ტუჩის შიდა არეში და მარცხენა მხარეს ბეჭის მიდამოში. ი-------–---–ი დედამისს ეუბნებოდა, რომ დამცირებულად და შეუარცხყოფილად გრძნობდა თავს, ეშინოდა, რომ ბ----------------ე კვლავ არ დაბრუნებულიყო სახლში. ი-------–---–ი ამბობდა, რომ მეტის ატანა აღარ შეეძლო და აღარ სურდა ბ----------------ის მხრიდან მუდმივ შიშში ცხოვრება. ზემოთხსენებული ფაქტების დროს, როდესაც ბ------მა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო ამა წლის 25 აპრილს დაახლოებით 21:00 საათისათვის სიტყვიერ შეურაცხყოფასთან ერთად ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა ი-------–---–ს, სახლში არ ყოფილა მათი შვილი გიორგი და მომხდარ ფაქტებს მხოლოდ ნ-----–-------–---–ი შეესწრო.
3.3. სასამართლო პროცესზე მოწმე ლ-–------–--ემ განაცხადა, რომ მუშაობს რ--------- საქალაქო სამმართველოს მესამე განყოფილებაში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის პოზიციაზე. იგი საქმიდან გამომდინარე იცნობს ბ----------------ეს და ი-------–---–ს. 2018 წლის 25 აპრილს იგი ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და დაახლოებით 21:00 საათზე 112-დან შევიდა შეტყობინება ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით, ინიციატორი იყო ი-------–---–ი, მისამართს წარმოადგენდა ქ. რ--------, მე-17 მკ/რაიონი, N-----. ამის შემდეგ საპატრულო ეკიპაჟის მიერ მეორე შეტყობინება შევიდა, რომლის მიხედვით ი-------–---–ი აცხადებდა, რომ მეუღლემ მას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რომელსაც სისტემატიური ხასიათი ჰქონდა და მომხდარ ფაქტს დედა, ნ-----–-------–---–ი შეესწრო. აღნიშნული შეტყობინების საფუძველზე რ--------- საქალაქო სამმართველოს მესამე განყოფილებაში დაიწყო გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე. ლ-–------–--ის მიერ გამოკითხულ იქნა ი-------–---–ი, რომელმაც განაცხადა, რომ რამდენიმე წელი ბ----------------ესთან ოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებოდა და ჰყავდათ ერთი საერთო შვილი. ისინი რამდენიმე თვე ცხოვრობდნენ ქირით. ი-------–---–ს ტუჩის არეში და მხრის მიდამოში აღენიშნებოდა სიწითლეები და განმარტა, რომ აღნიშნული ბ----------------ემ მიაყენა. ასევე გამოიკითხა მისი დედა ნ-----–-------–---–ი, რომელმაც განმარტა რომ შეესწრო მომხდარ ფაქტს. რ--------- საქალაქო სამმართველოს მესამე განყოფილებაში მიღებულ იქნა ოპერატიული ინფორმაცია, რომლის ავტორიც იყო რ--------- მესამე განყოფილების თანამშრომელი დ---------–--–---–ი და მასში მითითებული იყო რომ ბ----------------ე იმყოფებოდა ქ-----------–----------------–-------- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნულ მისამართზე გავიდნენ მესამე განყოფილების თანამშრომლები გ--------------–---–---------------–--------------–---–-----ი, მათ ბ----------------ე დააკავეს, გადაიყვანეს რ--------- საქალაქო სამმართველოს მესამე განყოფილებაში, მისი დაკავების შესახებ შეატყობინებს მის ძმას სატელეფონო ზარის საშუალებით და გადაყვანილ იქნა დროებითი მოთავსების იზოლატორში. დაინიშნა ი-------–---–ის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და დაუდგინდა დაზიანებები. დროებითი მოთავსების იზოლატორში მან ბ----------------ეს გააცნო ბრალის დადგენილება, ბრალდებულმა აღნიშნა რომ იყო სოციალურად დაუცველი და მოითხოვა ადვოკატი. იურიდიული დახმარების ბიუროდან მას ადვოკატი ლ--–-----------ე დაენიშნა და სწორედ მისი თანდასწრებით წაეყენა ბრალი. ბ----------------ემ განაცხადა რომ მისთვის გასაგები იყო თუ რაში ედებოდა ბრალი, თუმცა არ აღიარებდა დანაშაულს. განყოფილებაში ყოფნისას ბ----------------ემ განაცხადა, რომ დუმილის უფლებას იყენებდა და ჩვენების მიცემა არ უნდოდა. ბ----------------ის მიმართ იძულებას, რაიმე სხვაგვარ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.
3.4. სასამართლო პროცესზე მოწმე დ---------–--–---–მა განაცხადა, რომ მ--–-----------------------–-----------------–--------–-–---------------------–---ში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. იგი სამსახურიდან გამომდინარე იცნობს ბ----------------ეს. 25 აპრილს იგი ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას და იმყოფებოდა განყოფილებაში. დაახლოებით 21:00 საათზე განყოფილებაში შევიდა შეტყობინება ოჯახურ ძალადობის ფაქტზე. გამოძახების ადგილზე მისი თანამშრომლები, ქ-----------–----------------------ში. თანამშრომლების მიერ განყოფილებაში გადაყვანილ იქნენ ბ----------------ის მეუღლე და სიდედრი. ისინი გამოიკითხნენ გამომძიებელ ლ-–------–--ის მიერ. ამის შემდეგ დ---------–--–---–ისათვის ცნობილი გახდა რომ ბ----------------ე არ იმყოფებოდა მისამართზე და დაევალა ოპერატიული კუთხით მუშაობა. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მისთვის ცნობილი გახდა, რომ ბ----------------ე იმყოფებოდა ქ-----------–-------------------- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით მოწმემ პატაკის საფუძველზე აცნობა თავის ხელმძღვანელს.
3.5. სასამართლო პროცესზე მოწმე გ--------------–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს რ--------- საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის პოზიციაზე. იგი ბ----------------ეს და ი-------–---–ს იცნობს საქმიდან გამომდინარე. მისი განმარტებით, 2018 წლის 25 აპრილს იყო მორიგე, საღამოს საათებში 112-ის საშუალებით შევიდა შეტყობინება, რომ ქ-----------–----------------ის, N------ში მცხოვრები ი-------–---–ი აცხადებდა, რომ მისმა მეუღლემ ბ----------------ემ მას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. მოწმე გავიდა მისამართზე, სადაც ქალბატონმა ი-- დაადასტურა მომხდარი ფაქტი და აღნიშნა, რომ ბ----------------ემ მას თმებში ხელი მოჰკიდა და ისე ჩაათრია კიბეებზე. ამის შემდეგ კი გავიდა სახლიდან. ბინაში ასევე იმყოფებოდა ი-------–---–ის დედა, რომელიც გადაიყვანეს განყოფილებაში გამოსაკითხად და შემდეგ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ბ----------------ის ადგილსამყოფელი დაადგინეს. თანამშრომლებთან ბექა გოგოლაძესთან და გოჩა წიკლაურთან ერთად მივიდნენ ბ----------------ესთან, წარუდგინეს სამსახურეობრივი მოწმობა და დააკავეს ოჯახში ძალადობის ფაქტზე. დაკავება მოხდა მშვიდ გარემოში წინააღმდეგობის გაწევის გარეშე, განუმარტეს მისი უფლებები და ადგილზე შეავსეს ოქმი. ამის შემდეგ გადაიყვანეს განყოფილებაში, ხელმეორედ განუმარტეს თუ რატომ იყო დაკავებული, გააცნეს ოქმი. ბ----------------ე გაეცნო დაკავების ოქმს, არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს, მოაწერა ხელი, რის შემდეგაც გადაეცა დაკავების ოქმის ასლი.
3.6. სასამართლო პროცესზე მოწმე გ-------------ემ განაცხადა, რომ მუშაობს ქ-------------–ის საპატრულო პოლიციაში პატრულ-ინსპექტორის პოზიციაზე. ბრალდებულ ბ----------------ეს იგი არ იცნობს. ი-------–---–ს იგი საქმიდან გამომდინარე იცნობს. 2018 წლის 25 აპრილს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას რა დროსაც 112-ის საშუალებით შევიდა შეტყობინება ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით, ადგილი ჰქონდა ბ----------------ის მიერ როგორც სიტყვიერ, ასევე ფიზიკურ შეურაცხყოფას მისი მეუღლის ი-------–---–ის მიმართ. საცხოვრებელ მისამართზე მისვლისას მოწმეს დახვდა ქალბატონი ი-------–---–ი ასაკოვან დედასთან ერთად. ქალბატონი ია აღელვებული და ნამტირალევი იყო. მას აღენიშნებოდა სიწითლე ქვედა ტუჩის არეში, რომელიც ვიზუალურად აღქმადი იყო. მან აღნიშნა, რომ ბ----------------ემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და თმით ათრია, რასაც ჰქონდა სისტემატიური ხასიათი. ი-------–---–ის დედამაც დაადასტურა მომხდარი ფაქტი და ზუსტად იგივე აღნიშნა. ამის შემდეგ შეადგინეს რეაგირების ოქმი, კრიმინალური პოლიცია ადგილზე იყო და გადასცეს ნომრიანი შეტყობინება. იგი გამოძახების ადგილზე იმყოფებოდა მის მეწყვილე არჩილ ყველიაშვილთან ერთად.
3.7. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითა ექსპერტი მ--------–----------ე, რომელმაც დაადასტურა ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის №--------- სისწორე (ტ. 1, ს.ფ 37-39).
სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა შემდეგი: ი-------–---–ს გარეგანი დათვალიერებით 26.04.18 წ აღენიშნება სისხლნაჟღენთი და ნაჭდევი მარცხენა მხრის მიდამოში. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
ზ/აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას დაადასტურა ექსპერტმა მ--------–----------ემ და განმარტა, რომ მუშაობს რ--------- სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების სამედიცინო ექსპერტად. გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე 2018 წლის 26 აპრილს მან პირადად შეამოწმა ქალბატონი ი-------–---–ი, რომელსაც აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი და ნაჭდევი მარცხენა მხრის მიდამოში, რომელიც განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. მცირე სახის დაზიანება (შესიება, შეშუპება, სიწითლე) ექსპერტიზაში დაზიანებად არ არის მიჩნეული, აქედან გამომდინარე ექსპერტები ამოწმებენ ისეთ დაზიანებებს, რომლებიც 1 დღეში არ აღდგება. ის დაზიანებები რაც ი-------–---–ს აღენიშნებოდა იწვევს თუ არა ფიზიკურ ტკივილს, ცალსახად მასზე პასუხის გაცემა შეუძლებელია, რადგან აღნიშნული კონკრეტულ ორგანიზმზეა დამოკიდებული.
3.8. გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი ფორმა N1 (ტომი 1, ს.ფ 1) დგინდება, რომ 2018 წლის 25 აპრილს ი-------–---–მა განაცხადა, რომ ამა წლის 25 აპრილს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ-----------–------------------------------ში არსებულ მათ საცხოვრებელ ბინაში მეუღლემ ბ----------------ემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რასაც აქვს სისტემატიური ხასიათი. ზემოთაღნიშნულ ფაქტს ესწრებოდა ი-------–---–ის დედა ნ-----–-------–---–ი.
3.9. შეტყობინება N964018 (ტომი 1, ს.ფ 2), ის საფუძველზე დგინდება, ქ-----------–------------, N------ში მცხოვრები, 1978 წელს დაბადებულმა ი-------–---–მა განაცხადა, რომ ამავე მისამართზე მეუღლემ 1--- წელს დაბადებულმა ბ----------------ემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რასაც აქვს სისტემატიური ხასიათი. ზ/აღნიშნულ ფაქტს ესწრებოდა ი-------–---–ის დედა ნ-----–-------–---–ი.
3.10. განმცხადებელ ი-------–---–ის შეტყობინება N963952-ის (ტომი 1 ს.ფ 3), თანახმად ირკვევა, ინციდენტის თარიღია: 4-------------------, ინციდენტის ტიპი: კონფლიქტი ოჯახური/ძალადობა, ზარის ტიპი: Call მისამართი: რეგიონი: ქ-------------–ი, დასახლება: რ--------, რაიონი: რ--------, ქუჩა: 1-----------------ი, დამატებითი: კ. 30 1-7-19 ინიციატორი: მ----–---–ი ია, ინიციატორის ტელეფონის ნომერი: 5--------, პარამეტრები : რომელი ოჯახის წევრის მიმართ და ვის მიერ ხორციელდება ძალადობა(კონფლიქტი): მეუღლე ძალადობს.
რ--------- საქალაქო სამმართველოს მესამე განყოფილების უფროსის, პოლიციის მაიორ გიორგი ფაილოძეს პატაკის (ტომი 1, ს.ფ 14), თანახმად, 2018 წლის 26 აპრილს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მისთვის ცნობილი გახდა, რომ ბ------ გ---------------------ე, პ/ნ 6----------, მცხოვრები ქ-----------–------------------------------ში, გადაადგილდებოდა ქ-----------–-------------------------- საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელმაც 2018 წლის 25 აპრილს მეუღლეს ია აკაკის ასულ მ----–---–ს, პ/ნ 5----------, თავის საცხოვრებელ ბინაში მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
3.12. სასამართლოს ჩვენება მისცა ბრალდებულმა ბ----------------ემ რომელმაც განმარტა, რომ 17 წელია რაც ერთიან საოჯახო მეურნეობას ეწევა ი-------–---–თან ერთად. ეს პერიოდი ისინი სულ ერთად ცხოვრობდნენ, ბოლო 2 წელია რაც ხელი მოაწერეს. მათ ერთი საერთო შვილი ჰყავთ. 2018 წლის 25 აპრილს იგი სახლში საღამოს მივიდა და დახვდა ქალბატონი ნათელა (სიდედრი), რომელიც 10 წელია არ ელაპარაკება. ბ------ი წამოწოლილი იყო და სიდედრმა უსაყვედურა თუ რატომ იყო ,,წამოკოტრიალებული“ და შეურაცხყოფა მიაყენა. მან უთხრა რომ დამშვიდებულიყო და თავის შვილს დალოდებოდა. ამ დროს ბ----------------ემ ყავის მოდუღება დაიწყო, რა დროსაც მოვიდა მისი მეუღლე და უთხრა რომ მალე გაეკეთებინა ყავა რადგან მშიერი იყო. ამასობაში იგი გავიდა დედამისთან, დაელაპარაკა და ამის შემდეგ ბ----------------ეს უთხრა ,,გამოეთრიე აქედან შე დეგენერატოო“. ბ----------------ემ უპასუხა დამშვიდებულიყო და ენა დაემოკლებინა. ამ 17 წლის განმავლობაში ასეთი რამ არ მომხდარა, ასეთი სიტყვები მისგან არასდროს არ გაეგონა. ყოველთვის წყნარი და გაწონასწორებული იყო, მაგრამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში გახდა აგრესიული, რადგან როგორც ჩანს დედამისთან მოილაპარაკა, რომ თავად უნდა წასულიყო სახლიდან. ამის შემდეგ მეუღლემ უთხრა, გაეთრიე სახლიდანო, რაზეც ბ------მა უპასუხა რომ დედამისი წასულიყო, თუ არადა მეორე დილით თვითონ წავიდოდა სახლიდან. ი-------–---–ი რამდენჯერაც გაივლიდა და გამოივლიდა, იწვევდა. ეს რომ შეატყო გარეთ გამოვიდა, შეაგინა და უთხრა, რომ მისგან კაპიკს ვერ მიიღებდა, მეუღლე დაეწია და რომ გადიოდა კარები მიახეთა, დედამისი ამ ხმაზე გამოვარდა, კარების მოხეთქება უკვე გამოწვევა იყო მისთვის, თვითონ კარებში ზღურბლზე გაიჭედა, ერთი ფეხი შიგნით დარჩა, ამ დროს დააპირა შესვლა, მაგრამ კედელს აწვებოდნენ ალბათ, ვერ შევიდა, მას ხელი არ დაურტყამს მეუღლესთვის, თვითდაზიანება მიიღო ალბათ, არ დაუნახავს. მეუღლემ ხელი გამოაქანა და მოარტყა, მან ამაზე ინსტიქტურად აიქნია ხელი, იქცეოდა და თმებში წაავლო, ისიც იფიქრა რომ ტანსაცმელზე არ მოეკიდა ხელი, რადგან შემდეგ მეუღლეს არ ეთქვა რომ ტანსაცმელიც მან შემოახია. მან სადარბაზოში პირველი საფეხურები ნელა ჩაიყვანა მეუღლე, ძალით არ ჩაუთრევია, გაუშვა ხელი და ჰკითხა რა უნდოდა. მას ხმა არ ამოუღია, რომ მოტრიალდა და თვითონ ქვევით ჩავიდა მეუღლემ სახლში აირბინა და მიაძახა „ნახავ შენ რაც მოგივაო“. თავად აპირებდა რომ წასულიყო და მანქანაში დაეძინა. პირველ სართულზე შვილი შეხვდა, რომელიც 15 წლის არის. უთხრა ადი და ამოვალო. ამის შემდეგ იგი გავიდა სადარბაზოდან, შარტავაზე ყავის დალევა უნდოდა. დაახლოებით 22:00 საათზე თანამშრომლები მივიდნენ მასთან და უთხრეს, რომ მანქანაში უნდა ჩამსხდარიყვნენ და იქ აუხსნიდნენ ყველაფერს. წაიყვანეს განყოფილებაში და სამ საათზე მეტი განყოფილების კუთხესთან იდგნენ. შემდეგ გამოვიდა მისი მეუღლე და უკან დედამისი მიყვებოდა. მანქანაში ყოფნის დროს მიდიოდა დაკითხვები, ბატონი ლაშა რეკავდა და ეუბნებოდა რა უნდა ეკითხათ მისთვის. დააინტერესდა, რომელი იყო გამომძიებელი და უთხრეს, რომ განყოფილებაში ნახავდა. როცა ნახა, ჰკითხა რა ერქვა, როგორ მიემართა რაზეც პასუხი არ მიიღო. ბ----------------ემ განუმარტა, რომ ჩვენებას არ აძლევდა და დუმილის უფლებას იყენებდა. გამომძიებელმა უთხრა, რომ მისნაირები ბევრი უნახავს და უნდა მიეცა ჩვენება, მაგრამ ბ------მა მაინც არ მისცა ჩვენება. გამომძიებელმა ბრალდებულის ძმას დაურეკა და აცნობა, რომ დაკავებული იყო. ბ----------------ეს სათვალეები არ ჰქონდა და ვერ ხედავდა თუ რას წერდნენ და სთხოვა, რომ სათვალეები ჩამოეტანათ. მათ ერთ-ერთ თანამშრომელს გამოართვეს სათვალეები, რომელიც სულ სხვა ზომა იყო. 2-3 დღის შემდეგ მას მოუყვანეს ადვოკატი. ბ------მა მისცა ჩვენება. მას არანაირი ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია მეუღლისათვის. მისი მეუღლის აგრესიული ქცევის მიზეზი დედამისის უბინაოდ დარჩენა არის. მას სურდა ბ------თან და იასთან ცხოვრება, რაზეც ბ----------------ე უარს აცხადებდა და ეუბნებოდა რომ მისგან ერთ თეთრსაც ვერ მიიღებდნენ. მას მეუღლეზე ძალადობის სურვილი რომ ჰქონოდა, როცა იგი ინსტიქტურად თმებზე მოეჭიდა წაქცევის დროს მის მეუღლეს, აღარ გაუშვებდა ხელს და იძალადებდა მასზე, მაგრამ მას აღნიშნულის სურვილი არ გააჩნდა.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებებს ბრალდებულის უდანაშულობასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ დაცვის მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ვერ აქარწყლებს ბრალდების მხარის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს და შესაბამისად სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის პოზიციას, რომ მისი ქმედება არ მოიცავდა ი-------–---–ისადმი ძალადობას. ბრალდებულის ჩვენება ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და არათანმიმდევრულია და მიმართულია პასუხისმგებლობის თავიდან არიდებისკენ. ის გარემოება, რომ ბ----------------ემ იძალადა ი-------–---–ზე და მიაყენა ფიზიკური დაზიანებები, რამაც მისი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, დასტურდება მოწმეთა ჩვენებებით, რომელიც გამყარებულია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით.
სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს განმარტოს და სამართლებრივი შეფასება მისცეს დაზარალებულის ქცევას და მისი დამოკიდებულების შეცვლას ბრალდებულისადმი საქმის არსებითი განხილვისას. მართალია დაზარალებულმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, მაგრამ მას უარყვია ამ გამოძიების დროს მის მიერ გამოკითხვის ოქმში დაფიქსირებული ინფორმაციის სისწორე. მან მხოლოდ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და ოჯახის წევრის წინააღმდეგ სასამართლოში არ მისცა მამხილებელი ჩვენება, რაც სასამართლოს არ ზღუდავს, შეაფასოს სხვა დანარჩენი მტკიცებულებები.
დაზარალებულის მიერ სასამართლოსთვის ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, გარდა იმისა, რომ ეს მისი კანონიერი უფლებაა, შეიძლება აიხსნას ასევე ისეთი მოვლენით, როგორიც არის ,,სტოკჰოლმის სინდრომი“, სიმპათიისა და მიზიდულობის პარადოქსული რეაქცია, რომელიც მსხვერპლს აგრესორის მიმართ ახასიათებს. ამ მექანიზმს აგრესორთან იდენტიფიკაცია ეწოდება და ადგილი აქვს მაშინ, როდესაც ამ ირაციონალური პოზიციის გასამყარებლად მოძალადე აღიქმება, როგორც სიმპათიური და კარგი ადამიანი, რადგან სხვანაირად მასთან იდენტიფიცირება გაძნელდება.
ამ სინდრომს უფრო განზოგადებული სახელწოდებაც აქვს – “მძევლის სინდრომი” და მისი შემთხვევები ყოველდღიურ ცხოვრებაშიც საკმაოდ ხშირია. მაგალითად, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი არჩევს განაგრძოს ცხოვრება მოძალადესთან, მას სიყვარულის ილუზია უჩნდება. აღნიშნულ შემთხვევაში, ძალადობის მსხვერპლი ქალი კავშირებს აბავს წარსულთან, ერთად გატარებულ წლებთან, საერთო შვილებთან და აქვს კვლავ მოლოდინი, რომ მისი მეუღლე შეიცვლის ქცევას.
მნიშვნელოვანია დაზარალებულის ქცევის შეფასება მოძალადეზე ფინანსური დამოკიდებულების კუთხითაც, რის გამოც ხშირად დაზარალებულები, რომლებსაც ჰყავთ არასრუწლოვანი შვილები და არ გააჩნიათ დამოუკიდებელი შემოსავალი, ბავშვების გამოკვების მოტივით, იძულებულნი არიან თავი შესწირონ მსხვერპლად მოძალადეს, თქვან უარი ჩვენების მიცემაზე მის საწინააღმდეგოდ, რადგან ჰგონიათ, რომ მათი ჩვენების მიუცემლობა ხსნა იქნება ბრალდებულისთვის და ხშირ შემთხვევაში და იგი გათავისუფლდება, თავს დამნაშავედ გრძნობენ თუ რატომ მიმართეს ძალადობის ფაქტის დროს პოლიციას დასახმარებლად.
ძალიან მნიშვნელოვანია ასევე მოძალადისგან მომდინარე შურისძიების მოტივის შიში დაზარალებულში. ძალიან ხშირად მოძალადე ბრალდებულები დაზარალებულს ადანაშაულებენ და საყვედურობენ პოლიციისთვის მიმართვის გამო, ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ბრალდებული ბ----------------ის პოზიციაა, რომ დაზარალებული დაისჯება, დაზარალდება, ბრალდებულისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანით და პატიმრობის შეფარდებით, რადგან დარჩება ფინანსური დახმარების გარეშე. თავად კი დაისვენა ამ რამდენიმე თვის განმავლობაში.
ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულის ბ----------------ის საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა ბრალდებულ ბ----------------ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.
3. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა - ოჯახში ძალადობა ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი და ღირსება. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ძალადობით ან იძულებით.
ამ დანაშაულის როგორც ამსრულებელი, რომელიც მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრია, ისე მსხვერპლიც წარმოადგენს ოჯახის წევრს. ანუ ძალადობის მსხვერპლი უნდა იყოს ოჯახის წევრი და არა სხვა პირი.
დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობაში, სისტემატურად შეურაცხყოფაში, შანტაჟში, დამცირებაში, მართლსაწინააღმდეგო შედეგი - ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს ქმედებასა და შედეგს შორის. ამასთან ქმედების ჩადენის დროს, დანაშაულის ამსრულებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 14 წელს და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა შეეძლოს გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა და უნდა უხელმძღვანელოს მას.
სსკ-ს 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, დადგენილია ამ მუხლის მიზნებისათვის განსაზღვრული ოჯახის წევრთა წრე, რომლის საფუძველზე ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია (სტამბულის კონვენცია) ქალთა მიმართ ძალადობას და ოჯახში ძალადობას განმარტავს შემდეგი სახით: „ქალთა მიმართ ძალადობა“ აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში.
„ოჯახში ძალადობა“ გულისხმობს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის ყველა აქტს, რომლებიც ხდება ოჯახში თუ შინაურ წრეში ან ყოფილ ან ამჟამინდელ მეუღლეებსა თუ პარტნიორებს შორის, მიუხედავად იმისა, დამნაშავე პირი მსხვერპლთან ერთად ერთ საცხოვრებელში ცხოვრობს თუ არა.
,სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის დისპოზიციის შესაბამისად, ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის განცდა. ფიზიკური ტკივილის განცდა ინდივიდუალური შეგრძნებაა და თითოეული ადამიანი მას აღიქვამს მისი ემოციების, მგრძნობელობის თუ ანატომიური აგებულების შესაბამისად. პირის მიმართ განხორციელებულმა ძალადობამ შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის ანატომიური მთლიანობის დარღვევა (ნაკაწრები, სისხლნაჟღენთები, ზედაპირული დაჟეჟილობანი, მცირე ჭრილობები), მაგრამ შეიძლება არც გამოიწვიოს ასეთი შედეგი და მხოლოდ ფიზიკურ ტკივილში ან ცოტა ხნით შეუძლოდ ყოფნაში გამოიხატოს.
თუ ძალადობის შედეგად დაზარალებულის სხეულზე დარჩა დაზიანებები, ისინი უნდა შეფასდეს სიმძიმის ხარისხის ზოგადი წესების შესაბამისად. სხეულის დაზიანების სიმძიმის განსაზღვრის წესების თანახმად, თუ ძალადობის შედეგად, სხეულზე დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშანი არ რჩება, მაშინ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი თავის დასკვნაში აღნიშნავს დაზარალებულის ჩივილებს, მიუთითებს, რომ ობიექტური ნიშნები აღმოჩენილი არ არის და სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხს არ განსაზღვრავს. ასეთ შემთხვევაში ძალადობის ფაქტის დადგენა და ფიზიკური ტკივილის განცდის შეფასება სასამართლოს კომპეტენციაა.
სასამართლო განმარტავს, რომ მხოლოდ ფიზიკური ტკივილის სუბიექტური აღქმა არ შეიძლება იყოს დანაშაულებრივი ქმედების განმსაზღვრელი (მაგალითად: 10-12 თვის ბავშვის (ან იმ ბავშვის მიმართ, რომელსაც ასაკიდან გამომდინარე ჯერ არ შეუძლია საუბარი) მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობა არის თუ არა ფიზიკური ტკივილის გამომწვევი, სასამართლოს აზრით, უნდა შეფასდეს არამარტო სუბიექტური, არამედ ობიექტური კრიტერიუმების გათვალისწინებითაც, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ ფიზიკური ტკივილის მიყენების ფაქტის დადგენა ნებისმიერ შემთხვევაში ობიექტურად შეუძლებელია რამეთუ ამ ასაკის ბავშვების აბსოლუტური უმრავლესობა ვერბალურად ვერ გამოთქვამს ემოციებსა და გრძნობებს). ის ფაქტი, რომ ი-------–---–მა მეუღლის მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებით განიცადა ფიზიკური ტკივილი, მან დააფიქსირა როგორც პატრულ-ინსპექტორებთან, გამომძიებელთან, ისე სამედიცინო ექსპერტთან.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
4.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს
4.2. ბრალდებულის ბ----------------ის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.
4.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია - ოჯახში ძალადობა ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, სასჯელის სახით აწესებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცეს ასევე სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.
სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. სასჯელის მოხდის პერიოდში ძალადობრივი დანაშაულისათვის, პიროვნული მახასიათებლიდან გამომდინარე, სასჯელის ხანგრძლივობა და თავისუფლების აღკვეთის ადგილას გატარებული დრო, როგორც სასჯელი დანაშაულისათვის, ზოგადად, პრევენციის კარგი გზაა. ეს დამნაშავეს აძლევს შესაძლებლობას იფიქროს, თუ რა ზეგავლენა იქონია მისმა ქმედებამ დაზარალებულზე, იფიქროს წარსულ შეცდომებზე და შეცვალოს ცხოვრების წესი. მართალია, სასამართლოს და სასჯელს არ შეუძლიათ განსაზღვრონ საზოგადოების შერიგება, თუმცა სასჯელს, რომელიც სრულად ასახავს ქმედების სიმძიმეს და საშიშროებას, შეუძლია ხელი შეუწყოს შერიგებას, რადგან ის იძლევა სამართლებრივ პასუხს და პირადი ან საზოგადოებრივი შურისძიების სურვილს მიღწეული სამართლიანობის აღდგენით ანაცვლებს.
სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც რეაგირება იქნება მკაცრი. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახური ძალადობის გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა ვერ იქნება უზრუნველყოფილი ბ----------------ის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებით, ვინაიდან მსუბუქი სასჯელი ვერ იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები.
ოჯახში ძალადობასთან საბრძოლველად მიღებული კანონების შესრულებას აბრკოლებს საზოგადოებაში არსებული დამოკიდებულება და ღრმად ფესვგადგმული პატრიარქალური მიდგომები და გენდერული სტერეოტიპები, რაც გენდერული ნიშნით ძალადობის მიმართ შემწყნარებლურ დამოკიდებულებას განაპირობებს, ხოლო ოჯახში ძალადობა ქვეყნის უმეტეს ნაწილში ძალზე პირადულ და არა საჯარო საკითხად მიიჩნევა.
პრაქტიკის ანალიზით ირკვევა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლები სახელმწიფოს დახმარებას არ სთხოვენ სანამ მდგომარეობა უკიდურესად არ გართულდება და სამართალდამცავების ჩარევა მათთვის სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის დაზიანებისაგან დაცვის ერთადერთი გზა არ აღმოჩნდება. ამ კონდიცი--დე მისვლას კი ხშირად ხელს უწყობს ნათესავებისა და ოჯახის წევრების გარემო, რომლებიც ზეწოლას ახდენენ მსხვერპლის თავისუფალ ნებაზე. ხშირად მსხვერპლის თავისუფალი ნება პარალიზებულია მრავალი ფაქტორით, კერძოდ, სიყვარულით განპირობებული მიმტევებლობის, ნათესავების ზეწოლის, საზოგადოების რეაგირებისა თუ მოძალადის შიშის, შვილების ან საცხოვრებელის დაკარგვის საფრთხის გამო, ვერ ახერხებენ საკუთარი პოზიციის ბოლომდე დაფიქსირებას, რასაც მოგვიანებით ნანობენ და შედეგებსაც საკუთარ ჯანმრთელობაზე იღებენ, ზოგ შემთხვევაში კი მიდიან ლეტალურ შედეგებამდე. მსხვერპლის და მისი შვილების უსაფრთხოებას ექმნება განმეორებითი და შესაძლოა ინტენსივობით უფრო მაღალი ხარისხის საფრთხე, როდესაც მათ რთული სოციალურ-ეკონომიკური პირობების, შიშის თუ პრობლემის სერიოზულობის არასათანადო აღქმის გამო უხდებათ კონფლიქტურ სიტუაციაში დაბრუნება და თითქოსდა საკუთარი ნებით უარს ამბობენ გაერიდონ ძალადობრივ გარემოს.
სწორედ ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების პასუხისმგებლობა გონივრულობის ფარგლებში ეკისრება სახელმწიფოს.
ევროსასამართლოს პრაქტიკის შესაბამისადაც, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, ერთ მხრივ, თავად არ ხელყოს ადამიანის უფლებები და, მეორე მხრივ, დაიცვას ადამიანი მესამე პირების მხრიდან განხორციელებული ძალადობისაგან. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ საქმეში OPUZ V. TURKEY - ოჯახში ძალადობის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც მოძალადის მიერ მსხვერპლის მკვლელობით დასრულდა, დადგინდა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და მასში ხაზი გაესვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობას იმ პირობებში, როდესაც ინფორმირებულია ძალადობის არსებობის შესახებ. ხსენებულ გადაწყვეტილებაში, სადაც ოჯახური ძალადობისაგან პრევენციული ოპერატიული ზომების გატარების თაობაზე პოზიტიური ვალდებულების ხელისუფლებისათვის დაკისრებაზეა საუბარი, ევროსასამართლომ დაადგინა „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-3 მუხლის დარღვევა ხელისუფლების ორგანოების უუნარობის გამო, დაეცვათ მომჩივანი მისი ყოფილი ქმრის მიერ ოჯახური ძალადობისაგან. დარღვევის დადგენის საფუძვლად კი მიჩნეული იქნა ხელისუფლების მხრიდან პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და ხელისუფლების ორგანოების არაჯეროვანი მოქმედება მომჩივანისა და მისი დედის მიმართ ძალადობის აღსაკვეთად, სისხლისსამართლებრივი ან სხვა შესაბამისი პრევენციული ზომების განუხორციელებლობა მიუხედავად მსხვერპლთა მიერ საჩივრების უკან გამოხმობისა, აგრეთვე ის გარემოება, რომ ხელისუფლების ორგანოებმა სათანადოდ არ გააანალიზეს საჩივრების გამოტანის მიღმა არსებული მოტივები.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ასევე გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის მე-16 მუხლზე, რომლის მიხედვით საქართველოს ნაკისრი აქვს ვალდებულება დაიცვას ბავშვი მისი ღირსებისა და რეპუტაციის შელახვისგან, აღნიშნული ნორმის მიხედვით არც ერთი ბავშვი არ შეიძლება იყოს მისი პირადი ცხოვრების, ოჯახური ცხოვრების, საცხოვრებლის ხელშეუხებლობის ან კორესპონდენციის საიდუმლოების უფლების განხორციელებაში ნებისმიერი ან უკანონო ჩარევის ან მისი ღირსებისა და რეპუტაციის შელახვის ობიექტი. 2. ბავშვს უფლება აქვს კანონით იყოს დაცული ასეთი ჩარევისაგან ან ხელყოფისაგან.
ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბულის კონვენცია) 45-ე მუხლის მიხედვით მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ კონვენციით დადგენილი დანაშაული ისჯებოდეს ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე სანქციების საშუალებით, ამ დანაშაულთა სერიოზულობის გათვალისწინებით. ეს სანქციები მოიცავს, სადაც ეს მიზანშეწონილია, თავისუფლების აღკვეთასაც.
ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით ბ----------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.
6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები
ბ----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ----------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.
2. ბ----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 26 აპრილიდან.
3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რ--------- საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი