განაჩენი

სისხლის სამართლის 10.10.2018
საქმის ნომერი
010100118002636883
დავის ტიპი
180 1
თარიღი
10.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002636883

საქმე N1-843/18წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

10.10.2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი - ხატია დევაძე

 

ბრალდების მხარე

პროკურორი - ზუ---------–--–-ძე

 

ბრალდებული: ვა-------------ძე

მამის სახელი: გუ-----

დაბადებული: 0--09.1987 წელი

პირადი ნომერი: 3---------6

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: არ მქონე

მისამართი: წალკის რაიონი სოფელი აშ---–-

 

ადვოკატი - მე----------ძე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილი

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N171210818008

 

1.აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.1. სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 21 აგვისტოს, დილის საათებში ქ. ბათუმში, ი. ჭა------------------ში მდებარე ლომბარდში, ვა-------------ძე მართლსაწინააღდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაეუფლა ლომბარდის მფლობელობაში არსებულ ,,ს--------ს’’ ფირმის მობილურ ტელეფონს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღღმდეგო

მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით

 

2.1. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს ( წინასასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

2.5. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების, ანუ თაღლითობის, როგორც სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები, ხოლო საგანს წარმოადგენს სხვისი უძრავი ან მოძრავი ქონება, ასევე სხვის ქონებაზე უფლება, როგორც იურიდიული კატეგორია. ობიექტური მხრივ, თაღლითობის თავისებურება მისი ჩადენის ხერხში მდგომარეობს, ქონების დაუფლება ან ქონებაზე უფლების მიღების საშუალებაა მოტყუება, რაც თავისთავად არ გულისხმობს სხვისი ქონების დაუფლებას, მაგრამ მისი დახმარებით ხდება ძირითადი მოქმედების შესრულების უზრუნველყოფა. ამიტომაცაა, რომ მოტყუება, როგორც დანაშაულის ჩადენის ხერხი, შედის თაღლითობის დანაშაულის შემადგენლობაში და სწორედ ეს ზემოაღნიშნული ურთიერთდაკავშირებული აქტები შეადგენს თაღლითობის ობიექტური მხარის ნიშნებს. თაღლითობის დროს გარეგნულად ქონების გადაცემა დამნაშავისათვის ხდება ნებაყოფლობით, თვით მესაკუთრის მიერ, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თაღლითობა ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში, თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნითსხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებას. ამ დროს აუცილებელია დადგინდეს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი და სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლება, ასევე აუცილებელია დადგინდეს ბრალდებულის მხრიდან მართლწინააღმდეგობა და ბრალეულობა აღნიშნული ქმედების განხორციელებაში. თაღლითობის, როგორც საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის, ობიექტური შემადგენლობის სავალდებულო ნიშანი – მოტყუება გულისხმობს ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებას ან გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას ქონების მესაკუთრის შეცდომაში შეყვანის მიზნით, ხოლო მისი შეცდომაში შეყვანა შეიძლება განხორციელდეს წინასწარი შეცნობით ცრუ მონაცემების შეტყობინების საფუძველზეც, რომლის შეტყობინება სავალდებულო იყო დაზარალებულისათვის.

 

2.4 სასამართლო, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი უდავო მტკიცებულებებით (მოწმეების: გო--------------------------------------------------------------–----–-–---–-ს, ვა-------------ძის გამოკითხვის ოქმი, პირის ამოცნობის ოქმი, ვიდეო ჩანაწერების დათვალიერების ოქმი, ამოცნობის ოქმი და საქმეში არსებული სხვა ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობა) - დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ბრალდებულმა ვა-------------ძემ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა ვა-------------ძემ, მის მიერ განხორციელებული ქმედებით - 2018 წლის 21 აგვისტოს, ქ. ბათუმში, ი. ჭა------ის ქუჩაზე არსებულ ლომბარდში, მართლსაწინააღღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით, ლომბარდის მფლობელობაში არსებული მობილური ტელეფონის დაუფლებით - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ბრალდებული ადასტურებს და აღიარებს ჩადენილ ქმედებას; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასჯელის მიზანი არ არის პირის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება;

 

დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ–ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში;

 

როგორც ზემოთ აღინიშნა გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული;

 

სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;

 

ბრალდებული ნასამართლობის არმქონეა; ის ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას; დაზრალებულს ზიანი ანაზღაურებული აქვს სრულად და ბრალდებულის მიმართ რაიმე სახის პრეტენზია არ გააჩნია; დაცვის მხარის განმარტებით ბრალდებულის კმაყოფაზეა ოჯახის წევრები - მეუღლე და სამი არასრულწლვცანი შვილი; ბრალდებული იძულებულია თურქეთის რესპუბლიკაში დროებით სამუშაოებზე დასაქმებით არჩინოს ოჯახი; მას არა აქვს სტაბილური შემოსავალი;

 

ზემოთაღნიშნული ფაქტიური გარემოებების მხედველობაში მიღებით, ვა-------------ძეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც არ დაამძიმებს მის მატერიალურ მდგომარეობას, ასევე, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას;

 

ამდენად, ვა-------------ძის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმა; ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ბრალდებულის ქონებრივი შესაძლებლობები; სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლების და მისი მატერიალური მდგომარეობის მხედველობაში მიღებით ჯარიმის განსაზღვრული ოდენობა სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას;

 

6. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა

 

ნივთიერი მტკიცებულება: მობილური ტელეფონი ,,ს--------’’, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

ნივთიერი მტკიცებულება: ვიდეო ჩანაწერი ერთი ცალ DVD დისკზე, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაერთოს საქმეს საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული ვა-------------ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფი ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს ს.ს.კ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვა-------------ძის პატიმრობაში ყოფნის პერიოდის, - 2018 წლის 24 აგვისტოდან - 2018 წლის 25 აგვისტოს ჩათვლით, გათვალისწინებით ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი შემცირდეს 500 (ხუთასი) ლარით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მსჯავრდებულ ვა-------------ძის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 აგვისტოს განჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს - მარ-----------–--ეს (პ/ნ 6---------7) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის მიერ სს ,,საქართველოს ბანკის’’ შესაბამის ანგარიშზე შეტანილი თანხა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით (შემოსავლის ორდერი N1-------------------------------).

 

ნივთიერი მტკიცებულება: მობილური ტელეფონი ,,ს--------’’, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს, მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

ნივთიერი მტკიცებულება: ვიდეო ჩანაწერი ერთი ცალ DVD დისკზე, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაერთოს საქმეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვითსააღსრულებო ბიუროს, საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებას.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა N32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე