გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 20.04.2018
საქმის ნომერი
010310018002242466
კატეგორია
დავის ტიპი
ჯარიმები
თარიღი
20.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010310015000976461

№3-3/2018

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

20 აპრილი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე

სხდომის მდივანი ინეზა ტარიელაძე

 

მოსარჩელე - თ---რ კე---–--ე

წარმომადგენელი - არ გამოცხადდა

მოპასუხე - ქალაქ ბათუმის მერიის მუნიციპალიტეტის მერია, ზედამხედველობის სამსახური

წარმომადგენელი - ნიძე

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. თ---რ კე---–--ემ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის და მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 03 ოქტომბრის №581 დადგენილებისა და ქ. ბათუმის მუნციპალიტეტის ვიცე-მერის 2017 წლის 18 დეკემბრის №02/282 ბრძანების ბათილად ცნობა.

 

1.2. თავის მოთხოვნას მოსარჩელე მხარე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:

 

თ---რ კე---–--ე ქ. ბათუმში ოპ-------ის ქ. 6-ა-ში აშენებს სასაწყობე დანიშნულების ობიექტს, რაზედაც გააჩნია შესაბამისი პროექტის და სამშენებლო სანებართვო მოწმობაც. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2017 წლის 10 ივლისს გაიცა 183 მითითება და დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება და მიეცა 10 დღიანი ვადა მშენებლობის სამშენებლო დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში მოსაყვანად, რის შესახებ თ---რ კე---–--ემ შეიტყო, 2017 წლის სექტემბრის თვის ბოლოს. ხსენებული ფაქტის შემდეგ, თ---რ კე---–--ე იმავე სამსახურის მიერ 2017 წლის 3 ოქტომბერს N581 დადგენილების საფუძველზე დაჯარიმდა 1 000 ლარით, ასევე, შეჩერებულ იქნა მშენებლობაც. დადგენილება გასაჩივრებულ იქნა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერთან, მაგრამ საჩივარი 2017 წლის 18დეკემბრის N02/282 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა.

თ---რ კე---–--ე მიიჩნევს რომ გასაჩივრებული სამართლებრივი აქტები ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, რადგანაც ზედამხედველობის სამსახურის მიერ N581 დადგენილება გამოცემული არ არის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით. თ---რ კე---–--ისთვის კანონით დადგენილი წესით არ უცნობებიათ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დრო და ადგილი. ასევე, დარღვევების დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილი არ არის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაბამისად დაუსაბუთებელი და უკანონოა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე მერის 2017 წლის 18 თებერვლის N02/282 ბრძანებაც, რის გამოც ხსენებული აქტები ბათილად უნდა იქნას ცნობილი.

სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე არ გამოცხადდა, რომელიც ამისათვის მოწვეული იყო საქართველოს სსკ 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. მოსარჩელეს სასამართლოსათვის გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ არ უცნობებია.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე სასამართლო უფლებამოსილია მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის დაუსწრებლად მიიღოს გადაწყვეტილება, საქმეში არსებული მასალების საფუძველზე.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონის აღნიშნული ნორმის შესაბამისად არსებობს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით.

 

2.მოპასუხის პოზიცია:

2.1. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელი არ იქნა ცნობილი, შემდეგი საფუძვლით:

თ---რ კე---–--ემ განახორციელა ქ. ბათუმში, ოპ-------ის ქუჩა №6-ა-ში, სასაწყობო დანიშნულების ობიექტის სანებართვო პირობების (პროექტის) დარღვევით მშენებლობა. კერძოდ, გაზრდილია შენობის გაბარიტები, მოწყობილია დამატებითი კიბის უჯრედი და დარღვეულია შენობის კონფიგურაცია.

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 3 ოქტომბრის №581 დადგენილებით თ---რ კე---–--ის მიერ სანებართვო პირობების დარღვევით განხორციელებული მშენებლობა ჩაითვალა სამშენებლო სამართალდარღვევად, იგი სანებართვო პირობების დარღვევით მშენებლობის წარმოების გამო დაჯარიმდა 1000,00 ლარით და შეჩერდა ქ. ბათუმში, ოპ-------ის ქუჩა №6-ა-ში, სანებართვო პირობების (პროექტის) დარღვევით მიმდინარე სასაწყობო დანიშნულების ობიექტის მშენებლობა, მითითებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის აღმოფხვრამდე.

 

დადგენილია, რომ თ---რ კე---–--ის მიერ პროექტით გაუთვალისწინებელი მშენებლობით განხორციელდა სამშენებლო დოკუმენტის ისეთი ცვლილება, რომელსაც დადგენილების 63-ე მუხლის თანახმად ესაჭიროებოდა მშენებლობის ნებართვის აღება.

ასევე, დადგენილია, რომ მას არ გააჩნდა მოცემულ ცვლილებებზე მშენებლობის ნებართვა. შესაბამისად, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია თვლის, რომ თ---რ კე---–--ის მიერ ჩადენილ იქნა სამშენებლო სამართალდარღვევა, რადგან „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსს“ 45-ე მუხლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვე¬¬ვას წარმოადგენს სამშენებლო დოკუმენტაციითა და სამშენებლო რეგლამენტებით განსაზღვრული სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა. „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას:

ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ;

ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ;

გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შე¬ჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.

ამავე კანონის 45-ე მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, სამშენებლო დოკუმენტაციითა და სამშენებლო რეგლამენტებით განსაზღვრული სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა თვითმმართველ ქალაქში გამოიწვევს დაჯარიმებას 1,000 ლარის ოდენობით.

შესაბამისად, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური უფლებამოსილი იყო თ---რ კე---–--ე დაეჯარიმებინა 1 000 ლარით დადაედგინა სანებართვო პირობების დარღვევით მიმდინარე მშენებლობის შეჩერება მითითებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის აღმოფხვრამდე.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დაგენილი მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ითვლება მისი მომზადებისა და გამოცემის წესის არსებითად დარღვევით მიღებულად, თუ არსებობს კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

საქმეზე დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი შეფასებების გათვალისწინებით, 2017 წლის 03 ოქტომბრის №581 დადგენილებისა და შემდგომ, მუნციპალიტეტის ვიცე-მერის 2017 წლის 18 დეკემბრის №02/282 ბრძანების გამოცემისას ადგილი არ ჰქონია კანონის არანაირ დარღვევას, ასევე არ დარღვეულა მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

არ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძვლები.

 

3.ფაქტობრივი გარემოებები

 

3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2017 წლის 10 ივლისს გამოვლენილი იქნა, რომ თ---რ კე---–--ემ ქ. ბათუმში, ოპ-------ის ქუჩა №6-ა-ში განახორციელა, სასაწყობო დანიშნულების ობიექტის სანებართვო პირობების (პროექტის) დარღვევით მშენებლობა. კერძოდ, მშენებლობის წარმოების დროს გაზრდილი იქნა შენობის გაბარიტები, მოწყობილია დამატებითი კიბის უჯრედი და დარღვეულია შენობის კონფიგურაცია.

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 10 ივლისის №183 მითითებით თ---რ კე---–--ის მიმართ დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება. თ---რ კე---–--ეს დაევალა მშენებლობის დაუყოვნებლივ შეჩერება და განესაზღვრა 10 დღიანი ვადა, ობიექტის პროექტთან შესაბამისობაში მოსაყვანად. მითითება იმავე დღეს ჩაიბარა თ---რ კე---–--ემ.

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 14 აგვისტოს შემოწმებით დადგინდა, რომ 2017 წლის 10 ივლისის №183 მითითების პირობები შესრულებული არ იყო, ანუ აღნიშნული მითითებით დაწესებულ 10 დღიან ვადაში თ---რ კე---–--ეს ობიექტი არ მოუყვანია პროექტთან შესაბამისობაში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 10 ივლისის №183 მითითება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.2. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 3 ოქტომბრის №581 დადგენილებით თ---რ კე---–--ე დაჯარიმდა 1000 ლარით და შეჩერდა სანებართვო პირობების დარღვევით მიმდინარე მშენებლობა, ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 10 ივლისის №183 მითითებით გათვალისწინებული სამართალადრღვევის აღმოფხვრამდე, კერძოდ, ობიექტის სამშენებლო დოკუმენტაციასთან (პროექტთან) შესაბამისობაში მოყვანამდე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 03 ოქტომბრის №581 დადგენილება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.3. თ---რ კე---–--ემ ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში, რომლითაც მოითხოვა დაჯარიმების თაობაზე ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 3 ოქტომბრის №581 დადგენილების ბათილად ცნობა.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2017 წლის 2 ნოემბრის №02/264 ბრძანებით საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში და დაწყებული იქნა ადმინისტრაციული წარმოება.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2017 წლის 18 დეკემბრის №02/282 ბრძანებით თ---რ კე---–--ის 2017 წლის 26 ოქტომბრის №30234/25 ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2017 წლის 2 ნოემბრის №02/264 ბრძანება.

- ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2017 წლის 18 დეკემბრის №02/282 ბრძანება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც მნიშვნელოვანია დავის გადასაწყვეტად, მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს თ---რ კე---–--ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის შესახებ.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

_ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“.

_ ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ~ საქართველოს კანონი.

_ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტი №57 დადგენილება `მშენებლობის

ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ~.

_ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

_ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

_ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესები განისაზღვრება „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლით, რომლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.

,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ~ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ს“ პუნქტის შესაბამისად, სამშენებლო სამართალდარღვევა წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევას ან/და შეუსრულებლობას, რისთვისაც პასუხისმგებლობა განსაზღვრულია ამ კანონით. ამავე კანონის 1-ლი მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანს წარმოადგენს, ტექნიკური ბარიერებისა და რისკების გათვალიწინებით სამშენებლო ტექნიკური რეგლამენტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა სრული დაცვით სამშენებლო საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა. აღნიშნულიდან გამომდინარე ცხადია, რომ ზედამხედველობის სამსახურის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა, გამოავლინოს და აღკვეთოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით წარმოებული მშენებლობები.

 

6.2. სასამართლოს მიერ დადგენილია და უდავო, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2017 წლის 10 ივლისს გამოვლენილი იქნა, რომ თ---რ კე---–--ემ ქ. ბათუმში, ოპ-------ის ქუჩა №6-ა-ში განახორციელა, სასაწყობო დანიშნულების ობიექტის სანებართვო პირობების (პროექტის) დარღვევით მშენებლობა. კერძოდ, მშენებლობის წარმოების დროს გაზრდილი იქნა შენობის გაბარიტები, მოწყობილია დამატებითი კიბის უჯრედი და დარღვეულია შენობის კონფიგურაცია.

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 10 ივლისის №183 მითითებით თ---რ კე---–--ის მიმართ დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება. თ---რ კე---–--ეს დაევალა მშენებლობის დაუყოვნებლივ შეჩერება და განესაზღვრა 10 დღიანი ვადა, ობიექტის პროექტთან შესაბამისობაში მოსაყვანად. მითითება იმავე დღეს ჩაიბარა თ---რ კე---–--ემ.

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 14 აგვისტოს შემოწმებით დადგინდა, რომ 2017 წლის 10 ივლისის №183 მითითების პირობები შესრულებული არ იყო, ანუ აღნიშნული მითითებით დაწესებულ 10 დღიან ვადაში თ---რ კე---–--ეს ობიექტი არ მოუყვანია პროექტთან შესაბამისობაში.

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 3 ოქტომბრის №581 დადგენილებით, თ---რ კე---–--ე დაჯარიმდა 1000 ლარით და შეჩერდა სანებართვო პირობების დარღვევით მიმდინარე მშენებლობა, ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 10 ივლისის №183 მითითებით გათვალისწინებული სამართალადრღვევის აღმოფხვრამდე, კერძოდ, ობიექტის სამშენებლო დოკუმენტაციასთან (პროექტთან) შესაბამისობაში მოყვანამდე.

თ---რ კე---–--ემ ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში, რომლითაც მოითხოვა დაჯარიმების თაობაზე ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 3 ოქტომბრის №581 დადგენილების ბათილად ცნობა.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2017 წლის 18 დეკემბრის №02/282 ბრძანებით თ---რ კე---–--ის 2017 წლის 26 ოქტომბრის №30234/25 ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 1-ლი მუხლის თ) ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს, სამშენებლო საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა სამშენებლო სფეროს ტექნიკური რეგლამენტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით.

ამავე კოდექსის 45-ე მუხლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევას წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა.

ამ მუხლის ბ) პუნქტის თანახმად, სამშენებლო დოკუმენტაციითა და სამშენებლო რეგლამენტებით განსაზღვრული სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა თვითმმართველ ქალაქში, გარდა ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარით;

სასამართლოს მიერ დადგენილია, ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა შემოწმების შედეგად გამოავლინა, რომ თ---რ კე---–--ე სანებართვო პირობების დარღვევით განახორციელებდა სარეკონსტრუქციო მშენებლობას, კერძოდ, ადგილი ჰქონდა შენობის გაბარიტების გაზრდას, მოწყობილი იყო დამატებითი კიბის უჯრედი და დარღვეული იქნა შენობის კონფიგურაცია.

სანებართვო პირობების დარღვევით მშენებლობის განხორციელების ფაქტი მოსარჩელე მხარის მიერ დადასტურებული იქნა საქმის სასამართლო განხილვის დროს და ეს სადავო არ გამხდარა.

 

6.4. სასამართლო მიუთითებს, რომ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლი განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესებს, რომლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.

სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი ადგენს შემდეგ წესს:

მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ:

ა) მითითება შესრულდა;

ბ) მითითება არ შესრულდა;

გ) მითითება არადროულად სრულდება.

„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას:

ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ;

ბ)დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ;

გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.

თ---რ კე---–--ის მიერ ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 10 ივლისის №183 მითითების პირობები არ შესრულდა და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 03 ოქტომბრის №581 დადგენილებით „პროდუქტის უსაფრთხოების კოდექსის“ 45-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის საფუძველზე თ---რ კე---–--ე დაჯარიმდა 1000 ლარით და შეჩერდა სანებართვო პირობების დარღვევით მიმდინარე მშენებლობა, ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 10 ივლისის №183 მითითებით გათვალისწინებული სამართალადრღვევის აღმოფხვრამდე, კერძოდ, ობიექტის სამშენებლო დოკუმენტაციასთან (პროექტთან) შესაბამისობაში მოყვანამდე.

 

6.6. სასამართლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განმარტავს, რომ დავის საგანი - „სამართლებრივი საფუძვლის აღმოუფხვრელობის გამო თ---რ კე---–--ის დაჯარიმების შესახებ“ ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 3 ოქტომბრის №581 დადგენილება და თ---რ კე---–--ის ადმინისტარციული საჩივრის დაკამყოფილებაზე უარი თქმის შესახებ ქ. ბათუმის ვივე- მერის 2017 წლის 18 დეკემბრის №02/282 ბრძანება, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, შესაბამისად, მათი კანონიერება სასამართლოს მიერ უნდა შემოწმდეს ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით.

 

სასამართლო ამასთან განმარტავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევა თავისი ბუნებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს და იმისათვის, რომ პირი მიჩნეული იქნას სამართალდამრღვევად, სახეზე უნდა გვქონდეს სამართალდარღვევის შემადგენლობა.

განსახილველ შემთხვევაში თ---რ კე---–--ის სამართალდამრღვევად მიჩნევისათვის სახეზე უნდა იყოს მოსარჩელის მიერ განხორციელებული ქმედება, რომელიც მართლსაწინააღმდეგოა (კანონით უნდა იკრძალებოდეს შესაბამისი ნებართვის/შეტყობინების გარეშე მოსარჩელის მიერ სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოება და კანონი უნდა ადგენდეს შესაბამის სახდელს უკანონო რეკონსტრუქციისათვის) და ბოლოს, სახეზე უნდა იყოს ბრალი (მოსარჩელის დამოკიდებულება მის მიერ განხორციელებული ქმედების მიმართ).

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო დავასთან დაკავშირებული, დადგენილი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმის ზედამხედველობის სამსახურს გააჩნდა ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 45-ე მუხლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო თ---რ კე---–--ის დაჯარიმების, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერებისა და ობიექტის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე, 2017 წლის 3 ოქტომბრის №581 დადგენილების მისაღებად.

სამშენებლო სამართალდარღვევის შესახებ ფაქტობრივი გარემოებები მოსარჩელის მხრიდან სადავოდ არც გამხდარა, რამდენადაც უდავოა თ---რ კე---–--ის მიერ სარეკონსტრუქციო მშენებლობის წარმოება, სანებართვო პირობების დარღვევით, კერძოდ, ადგილი ჰქონდა შენობის გაბარიტების გაზრდას, მოწყობილი იყო დამატებითი კიბის უჯრედი და დარღვეული იქნა შენობის კონფიგურაცია.

შესაბამისად, ერთმნიშვნელოვნად არს დადასტურებული, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 45-ე მუხლის ბ) პუნქტით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენა.

სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. სადავო გადაწყვეტილებები მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის საფუძველზე, აგრეთვე დაცულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესი.

 

6.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა.

სასამართლო ამასთან აღნიშნავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, ხოლო მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთი არ გულისხმობს მოსარჩელის გათავისუფლებას სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებისა და მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან. სასარჩელო მოთხოვნა მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს.

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეების, ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურისა და ქ. ბათუმის მერიის მიერ სრულყოფილად არის გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და სწორად არის გადაწყვეტილი თ---რ კე---–--ის მიერ ჩადენილი სამშენებლო სამართალდარღვევის როგორც სამართლებრივი კვალიფიკაცია, ისე სამართალდარღვევისათვის გამოყენებული პასუხისმგებლობის ღონისძიებები.

მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არანაირად არ ადასტურებს საწინააღმდეგო გარემოებებს და მოსარჩელის სამართლებრივი პოზიცია, გასაჩივრებული აქტების კანონსაწინააღმდეგოდ შეფასებასთან დაკავშირებით, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და დასაბუთებას.

 

6.7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

ამ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ ,,სამშენებლოსამართალდარღვევის ჩადენის თ---რ კე---–--ის დაჯარიმების, მშენებლობის შეჩერების და ობიექტის სამშენებლო დუკუმენტაციასთნ (პროექტის) შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე” 2017 წლის 03 ოქტომბრის №581 დადგენილება და ადმინისტარციული საჩივრის დაკამყოფილებაზე უარი თქმის შესახებ ქ. ბათუმის ვიცე-მერის 2017 წლის 18 დეკემბრის №02/282 ბრძანება, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“, „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტი №57 დადგენილების და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით არის მიღებული, რასაც არ გამოუწვევია მოსარჩელის, თ---რ კე---–--ის კანონიერი უფლებისა და ინტერესის დარღვევა.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;

39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არაქონებრივ დავაზე ბაჟის ოდენობაა 100 ლარი.

მოსარჩელე მხარეს სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით, გადახდილი აქვს წინასწარ.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2 მე-5, 22-ე, 32-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. თ---რ კე---–--ის სარჩელი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის და მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.

2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი, 100 ლარის ოდენობით წინასწარ არის გადახდილი.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32/ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30/.

 

მოსამართლე: ჯუმბერ ბეჟანიძე