გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 26.04.2018
საქმის ნომერი
010310017001929390
კატეგორია
დავის ტიპი
ჯარიმები
თარიღი
26.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010310017001929390

№3-400/2017

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

26 აპრილი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე

სხდომის მდივანი ინეზა ტარიელაძე

 

მოსარჩელე - ბმა „ბ-------ა“

წარმომადგენელი - არ გამოცხადდა

მოპასუხე - ქალაქ ბათუმის მერია, ქალაქ ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახური

წარმომადგენელი - ზურ-----–----ე

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1.სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბმა „ბ-------ამ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში, ქალაქ ბათუმის მერიისა და მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა

ბმა „ბ-------ას“ დაჯარიმების, მშენებლობის შეჩერებისა და ობიექტის სამშენებლო დოკუმენტაციასთან (პროექტი) შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 23 იანვრის №45 დადგენილების, ბმა „ბ-------ას“ დაჯარიმების შესხაებ ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 8 იანვრის №12 დადგენილების, „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ ქ. ბათუმის ვიცე მერის 2017 წლის 2- აპრილის №02/95 და 2018 წლის 1-ლი მარტის №102/59 ბრძანების, ბათილად ცნობა.

 

1.2. თავის მოთხოვნას მოსარჩელე მხარე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:

2017 წლის 23 იანვარს ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მიღებული იქნა №45 დადგენილება, რომლის საფუძველზეც დაჯარიმებული იქნა ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობა „ბ-------ა“, ასევე შეჩერებული იქნა მშენებლობა და ამხანაგობას დაევალა, მიშენებული ფართის პროექტის შესაბამისობაში მოყვანა.

 

აღნიშნული დადგენილება გასაჩივრებული იქნა ზემდგომ ინსტანციაში, მაგრამ მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 2- აპრილის №02/95 ბრძანებით ამხანაგობას უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

2017 წლის 23 იანვრის №45 დადგენილება და ბათუმის მერის 2017 წლის 2- აპრილის №02/95 ბრძანება უკანონოა და ის ბათილად უნდა იქნას ცნობილი, შემდეგ გარემოებათა გამო:

ქ. ბათუმში, აბ--------ის ქუჩა №2--ში მდებარეობს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ბ-------ას“ კუთვნილ კორპუსზე მიშენება განხორციელებულია რამდენიმე წლით ადრე, ხოლო კორპუსის რეკონსტრუქციის (მე-4 სართულის დაშენების) პროექტის აღება და მიშენების განხორციელება ამხანაგობის წევრებმა გადაწყვიტეს მხოლოდ იმ მოტივით, როგორმე მოეხერხებინათ მისი გარე იერსახის მოწესრიგება.

ზედამხედველობის სამსახურმა სწორედ ძველი მინაშენების გამო მოახდინა რეაგირება, რომელიც არანაირ კავშირში არაა დამტკიცებული პროექტის გადახვევასთან. ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე მიიღო უკანონო ადმინისტრაციული აქტები, რომ არ გამოუკვლევია სათანადო ფაქტობრივი გარემოებები.

ზედამხედველობის სამსახურმა შემდგომ, 2018 წლის 8 იანვრის №12 დადგენილებით იმავე საკითხზე კვლავ გაავრცელა ჯარიმა მოსარჩელის მიმართ.

ამხანაგობის მიერ არაერთი მოთხოვნა გაკეთდა მერიის ზედამხედველობის სამსახურში, კონკრეტულად განემარტათ, თუ რას მოითხოვდა ეს ადმინისტრაციული ორგანო ამხანაგობისაგან.

ობიექტი, როემლზეც მოხდა დამატებითი ფართის მიშენების სამუშაოების შესრულება, არსებობდა ამხანაგობის მიერ მშენებლობის ნებართვის მიღებამდეც. კონსტრუქცია აშენებულია ყველა საინჟინრო ნორმების დაცვით და რას გულისხმობს ზედამხედველობის სამხური პროექტის შესაბამისობაში მოყვანაში, გაუგებარია.

ამხანაგობამ დამატებით გაასაჩივრა ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 8 იანვრის დადგენილება, ქ. ბათუმის მერიაში, თუმცა მერის 2018 წლის 1-ლი მარტის N02/59 ბრძანებით ამხანაგობას უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე, რაც ასევე არის უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და უნდა გაუქმდეს.

 

სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე არ გამოცხადდა, რომელიც ამისათვის მოწვეული იყო საქართველოს სსკ 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. მოსარჩელეს სასამართლოსათვის გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ არ უცნობებია.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე სასამართლო უფლებამოსილია მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის დაუსწრებლად მიიღოს გადაწყვეტილება, საქმეში არსებული მასალების საფუძველზე.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონის აღნიშნული ნორმის შესაბამისად არსებობს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით.

 

2.მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე მხარის, ქ. ბათუმის მერიის მიერ სარჩელი არ იქნა ცნობილი, შემდეგი საფუძვლით:

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ბ-------ას“ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 22 მარტის №მ/580 ბრძანების საფუძველზე გაცემული №001386 სანებართვო მოწმობით ნება დაერთო ქ. ბათუმში, აბ--------ის ქუჩა №2--ში ეწარმოებინა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სარეკონსტრუქციო-დაშენების სამუშაოები.

როგორც ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ იქნა გამოვლენილი, ბმა „ბ-------ა“ ქ. ბათუმში, ტბელ აბ--------ის ქ. №2--ში აწარმოებდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქცია-დაშენებას, სანებართვო პირობების დარღვევით. კერძოდ, სამ სართულაინი კორპუსის პირველ სართულზე ამოყვანილია კედელი და მეორე სართულზე მიშენებულია ფართი, რაზედაც ზედამხედველობის სამსახურის მიერ ბინათესაკუთრეთა ამხანაგობა „ბ-------ას“ მიმართ 2016 წლის 28 ნოემბერს გაიცა №297 მითითება და მის მიმართ დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება.

№297 მითითებით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ბ-------ას“ მიეცა წინადადება, დაუყოვნებლივ შეეჩერებინა სამშენებლო სამუშაოები და 10 (ათი) დღის ვადაში ობიექტი მოეყვანა სანებართვო პირობებთან შესაბამისობაში.

ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2016 წლის 13 დეკემბერს შემოწმდა მითითების პირობების შესრულება, რა დროსაც დადასტურდა, რომ მითითების პირობები არ იყო შესრულებული, ანუ აღნიშნული მითითებით დაწესებულ 10 დღიან ვადაში ობიექტი არ იყო მოყვანილი სამშენებლო დოკუმენტაციასთან (პროექტთან) შესაბამისობაში.

ზედამხედველობის სამსახურმა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ბ-------ას“ მიერ სანებართვო პირობების დარღვევით განხორციელებული მშენებლობა ჩათვალა სამშენებლო სამართალდარღვევად და ამხანაგობა სანებართვო პირობების დარღვევით მშენებლობის წარმოების გამო 2017 წლის 23 იანვრის №45 დადგენილებით დაჯარიმდა 1000 ლარით დაშეჩერდა ტბელ აბ--------ის ქ. №2--ში, სანებართვო პირობების დარღვევით მიმდინარე მშენებლობა მითითებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის აღმოფხვრამდე.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ბ-------ას“ მიერ ქ. ბათუმში, აბ--------ის ქუჩა №2--ში, მშენებლობის წარმოებისას განხორციელებული ცვლილებები, კერძოდ, პროექტით გაუთვალისწინებელი პირველი სართულის კედლების ამოყვანა და მეორე სართულზე ფართის მიშენება არ წარმოადგენს სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებას, რომელსაც „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 62-ე მუხლის შესაბამისად მშენებლობის ახალ ნებართვას არ საჭიროებს.

შესაბამისად, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 63-ე მუხლის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ბ-------ას“ მიერ განხორციელებული პროექტით გაუთვალისწინებელი მშენებლობა წარმოადგენს სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებას, რომელსაც ესაჭიროება მშენებლობის ნებართვის აღება.

ამრიგად დადგენილია, რომ ამხანაგობა „ბ-------ას“ მიერ ჩადენილი იქნა სამშენებლო სამართალდარღვევა, რადგან „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 45-ე მუხლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევას წარმოადგენს სამშენებლო დოკუმენტაციითა და სამშენებლო რეგლამენტებით განსაზღვრული სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა.

„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობანაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობანაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.

ამავე კანონის 45-ე მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, სამშენებლო დოკუმენტაციითა და სამშენებლო რეგლამენტებით განსაზღვრული სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა თვითმმართველ ქალაქში გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის გასაჩივრებული აქტების ბათილობის საფუძვლები.

 

3.ფაქტობრივი გარემოებები

3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ქ. ბათუმში, აბ--------ის ქუჩა №2--ში მდებარეობს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ბ-------ას“ კუთვნილი, სამ სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. ამხანაგობის წევრებია 12 მესაკუთრე.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ბ-------ას“ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 22 მარტის №მ/580 ბრძანებისა და მის საფუძველზე 2016 წლის 22 მარტს გაცემული №001386 სანებართვო მოწმობით ნება დაერთო ქ. ბათუმში, აბ--------ის ქუჩა №2--ში ეწარმოებინა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სარეკონსტრუქციო-დაშენების სამუშაოები, კერძოდ, სამსართულაინ კორპუსზე ერთი სართულის დასაშენებლად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქ. ბათუმის მერის 2016 წლის 22 მარტის №მ/580 ბრძანება;

- 2016 წლის 22 მარტის სმ№001386 მშენებლობის სანებართვო მოწმობა;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.2. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურმა 2016 წლის 28 ნოემბერს გამოვლენილად მიიჩნია, რომ ბმა „ბ-------ამ“ ქ. ბათუმში, აბ--------ის ქუჩა №2--ში მშენებლობა შეთანხმებული პროექტის დარღვევით განახორციელა. კერძოდ, სამ სართულიანი კორპუსის პირველ სართულზე ამოყვანილი იქნა კედელი, ხოლო მეორე სართულზე მიშენებულია ფართი, რაც შეთანხმებული პროექტით გათვალისწინებული არ ყოფილა.

ზედამხედველობის სამსახურის მიერ ბინათესაკუთრეთა ამხანაგობა „ბ-------ას“ მიმართ 2016 წლის 28 ნოემბერს გაიცა №297 მითითება და მის მიმართ დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება.

№297 მითითებით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ბ-------ას“ მიეცა წინადადება, დაუყოვნებლივ შეეჩერებინა სამშენებლო სამუშაოები და 10 (ათი) დღის ვადაში ობიექტი მოეყვანა სანებართვო პირობებთან შესაბამისობაში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 28 ნოემბრის №297 მითითება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.3. ზედამხედველობის სამსახურმა 2016 წლის 13 დეკემბერს შეამოწმა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ბ-------ას“ მიერ 2016 წლის 28 ნოემბრის №297 მითითების პირობების შესრულება, რა დროსაც დადასტურდა, რომ მითითების პირობები არ იყო შესრულებული, ანუ აღნიშნული მითითებით დაწესებულ 10 დღიან ვადაში ობიექტი არ იყო მოყვანილი სამშენებლო დოკუმენტაციასთან (პროექტთან) შესაბამისობაში.

ზედამხედველობის სამსახურმა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ბ-------ას“ მიერ სანებართვო პირობების დარღვევით განხორციელებული მშენებლობა ჩათვალა სამშენებლო სამართალდარღვევად და სანებართვო პირობების დარღვევით მშენებლობის წარმოების გამო 2017 წლის 23 იანვრის №45 დადგენილებით ამხანაგობა დაჯარიმდა 1000 ლარით, ამასთან, შეჩერდა ტბელ აბ--------ის ქ. №2--ში სანებართვო პირობების დარღვევით მიმდინარე მშენებლობა მითითებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის აღმოფხვრამდე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 13 დეკემბრის შემოწმების აქტი;

- ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 23 იანვრის №45 დადგენილება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.4. ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 23 იანვრის №45 დადგენილება ბმა „ბ-------ას“ მიერ გასაჩივრებული იქნა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში, მაგრამ მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 2- აპრილის №02/95 ბრძანებით ამხანაგობას უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2017 წლის 2- აპრილის №02/95 ბრძანება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.5. ბმა „ბ-------ა“ ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 8 იანვრის №12 დადგენილებით, მიმდინარე მშენებლობის იძულებით შეჩერების ნაწილში, 2017 წლის 23 იანვრის №45 დადგენილების შეუსრულებლობისათვის დაჯარიმდა 1000 ლარით.

აღნიშნული დადგენილება 2018 წლის 12 იანვარს გაასაჩივრა მოსარჩელემ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში, ხოლო მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2018 წლის 1-ლი მარტის №102/59 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 8 იანვრის №12 დადგენილება;

- ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2018 წლის 1-ლი მარტის №102/59 ბრძანება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მტკიცებას, რომ ბმა „ბ-------ს“ მიერ მშენებლობის დროს ადგილი არ ჰქონდა შეთანხმებული პროექტისაგან გადახვევას.

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ბ-------ას“ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 22 მარტის №მ/580 ბრძანებისა და მის საფუძველზე 2016 წლის 22 მარტს გაცემული №001386 სანებართვო მოწმობით ნება დაერთო ქ. ბათუმში, აბ--------ის ქუჩა №2--ში ეწარმოებინა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სარეკონსტრუქციო-დაშენების სამუშაოები, კერძოდ, სამსართულიან კორპუსზე ერთი სართულის დასაშენებლად.

ასევე, დადგენილია, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურმა 2016 წლის 28 ნოემბერს გამოვლენილად მიიჩნია, რომ ბმა „ბ-------ამ“ ქ. ბათუმში, აბ--------ის ქუჩა №2--ში მშენებლობა შეთანხმებული პროექტის დარღვევით განახორციელა. კერძოდ,სამ სართულიანი კორპუსის პირველ სართულზე ამოყვანილი იქნა კედელი, ხოლო მეორე სართულზე მიშენებულია ფართი, რაც შეთანხმებული პროექტით გათვალისწინებული არ ყოფილა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მშენებლობის არქიტექტურული პროექტი;

- საექსპერტო დასკვნა;

- ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 28 ნოემბრის №297 მითითება;

- ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 13 დეკემბრის შემოწმების აქტი;

- ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 23 იანვრის №45 დადგენილება;

- მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 2- აპრილის №02/95 ბრძანება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ბ-------ას“ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

_ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“.

_ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტი №57 დადგენილება `მშენებლობის

ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ~.

_ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

_ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

_ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესები განისაზღვრება „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლით, რომლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.

,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ~ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ს~ პუნქტის შესაბამისად, სამშენებლო სამართალდარღვევა წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევას ან/და შეუსრულებლობას, რისთვისაც პასუხისმგებლობა განსაზღვრულია ამ კანონით. ამავე კანონის 1-ლი მუხლის ,,ვ~ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანს წარმოადგენს, ტექნიკური ბარიერებისა და რისკების გათვალიწინებით სამშენებლო ტექნიკური რეგლამენტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა სრული დაცვით სამშენებლო საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა. აღნიშნულიდან გამომდინარე ცხადია, რომ ზედამხედველობის სამსახურის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა, გამოავლინოს და აღკვეთოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით წარმოებული მშენებლობები.

სასამართლო აღნიშნავს, რომ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“-ს 43-ე მუხლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევას წარმოადგენს უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება.

`მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტი №57 დადგენილების მე-4 მუხლის თანახმად, მშენებლობის სახეობებია:

ა)ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი);

ბ)რეკონსტრუქცია;

გ)რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა (არ საჭიროებს ნებართვას);

დ)დემონტაჟი;

ე)ლანდშაფტური მშენებლობა;

ვ)დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/განთავსება.

შენობა-ნაგებობების ახალი მშენებლობა ისეთი მშენებლობაა, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, სადაც არ დგას შენობა-ნაგებობა ან ხდება არსებულის მთლიანად ჩანაცვლება.

სასამართლო აღნიშნავს, რომ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 1-ლი მუხლის თ) ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს, სამშენებლო საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა სამშენებლო სფეროს ტექნიკური რეგლამენტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით.

 

6.2. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 33-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ამ დადგენილების შესაბამისად გაცემული მშენებლობის ნებართვა.

დადგენილია და უდავო, რომ ქ. ბათუმში, აბ--------ის ქუჩა №2--ში მდებარეობს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ბ-------ას“ კუთვნილი, სამ სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. ამხანაგობის წევრებია 12 მესაკუთრე.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ბ-------ას“ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 22 მარტის №მ/580 ბრძანებისა და მის საფუძველზე 2016 წლის 22 მარტს გაცემული №001386 სანებართვო მოწმობით ნება დაერთო ქ. ბათუმში, აბ--------ის ქუჩა №2--ში ეწარმოებინა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სარეკონსტრუქციო-დაშენების სამუშაოები, კერძოდ, სამსართულაინ კორპუსზე ერთი სართულის დასაშენებლად.

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურმა 2016 წლის 28 ნოემბერს გამოვლენილად მიიჩნია, რომ ბმა „ბ-------ამ“ ქ. ბათუმში, აბ--------ის ქუჩა №2--ში მშენებლობა შეთანხმებული პროექტის დარღვევით განახორციელა. კერძოდ, სამ სართულიანი კორპუსის პირველ სართულზე ამოყვანილი იქნა კედელი, ხოლო მეორე სართულზე მიშენებულია ფართი, რაც შეთანხმებული პროექტით გათვალისწინებული არ ყოფილა.

ზედამხედველობის სამსახურის მიერ ბინათესაკუთრეთა ამხანაგობა „ბ-------ას“ მიმართ 2016 წლის 28 ნოემბერს გაიცა №297 მითითება და მის მიმართ დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება.

№297 მითითებით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ბ-------ას“ მიეცა წინადადება, დაუყოვნებლივ შეეჩერებინა სამშენებლო სამუშაოები და 10 (ათი) დღის ვადაში ობიექტი მოეყვანა სანებართვო პირობებთან შესაბამისობაში.

ზედამხედველობის სამსახურმა 2016 წლის 13 დეკემბერს შეამოწმა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ბ-------ას“ მიერ 2016 წლის 28 ნოემბრის №297 მითითების პირობების შესრულება, რა დროსაც დადასტურდა, რომ მითითების პირობები არ იყო შესრულებული, ანუ აღნიშნული მითითებით დაწესებულ 10 დღიან ვადაში ობიექტი არ იყო მოყვანილი სამშენებლო დოკუმენტაციასთან (პროექტთან) შესაბამისობაში.

ზედამხედველობის სამსახურმა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ბ-------ას“ მიერ სანებართვო პირობების დარღვევით განხორციელებული მშენებლობა ჩათვალა სამშენებლო სამართალდარღვევად და სანებართვო პირობების დარღვევით მშენებლობის წარმოების გამო 2017 წლის 23 იანვრის №45 დადგენილებით ამხანაგობა დაჯარიმდა 1000 ლარით, ამასთან, შეჩერდა ტბელ აბ--------ის ქ. №2--ში სანებართვო პირობების დარღვევით მიმდინარე მშენებლობა მითითებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის აღმოფხვრამდე.

 

6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 1-ლი მუხლის თ) ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს, სამშენებლო საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა სამშენებლო სფეროს ტექნიკური რეგლამენტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით.

ამავე კოდექსის 45-ე მუხლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევას წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა.

ამ მუხლის ბ) პუნქტის თანახმად, სამშენებლო დოკუმენტაციითა და სამშენებლო რეგლამენტებით განსაზღვრული სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა თვითმმართველ ქალაქში, გარდა ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარით;

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, ხოლო მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთი არ გულისხმობს მოსარჩელის გათავისუფლებას სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებისა და მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან. სასარჩელო მოთხოვნა მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს.

სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული მოსარჩელე მხარის მიერ სარცელში მითიტებული პოზიცია, რომ ბმა „ბ-------ს“ მიერ მშენებლობის დროს ადგილი არ ჰქონდა შეთანხმებული პროექტისაგან გადახვევას.

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ბ-------ას“ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 22 მარტის №მ/580 ბრძანებისა და მის საფუძველზე 2016 წლის 22 მარტს გაცემული №001386 სანებართვო მოწმობით ნება დაერთო ქ. ბათუმში, აბ--------ის ქუჩა №2--ში ეწარმოებინა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სარეკონსტრუქციო-დაშენების სამუშაოები, კერძოდ, სამსართულაინ კორპუსზე ერთი სართულის დასაშენებლად.

ასევე, დადგენილია, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურმა 2016 წლის 28 ნოემბერს გამოვლენილად მიიჩნია, რომ ბმა „ბ-------ამ“ ქ. ბათუმში, აბ--------ის ქუჩა №2--ში მშენებლობა შეთანხმებული პროექტის დარღვევით განახორციელა. კერძოდ,სამ სართულიანი კორპუსის პირველ სართულზე ამოყვანილი იქნა კედელი, ხოლო მეორე სართულზე მიშენებულია ფართი, რაც შეთანხმებული პროექტით გათვალისწინებული არ ყოფილა.

სასამართლო იზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას, რომ ზედამხედველობის სამსახურის მიერ დაფიქსირებული, პროექტის ასეთი გადახვევით მიმდინარე მშენებლობა არ წარმოადგენს სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებას, რომელსაც „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 62-ე მუხლის შესაბამისად, მშენებლობის ახალ ნებართვას არ საჭიროებს.

შესაბამისად, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 63-ე მუხლის თანახმად, რომლის მიხედვითაც გარდა 62-ე მუხლში განსაზღვრული შემთხვევებისა, სამშენებლო დოკუმენტში ცვლილებების შეტანა საჭიროებს მშენებლობის ნებართვის თავიდან აღებას, შპს „ერა პალასის“ მიერ განხორციელებული პროექტით გაუთვალისწინებელი მშენებლობა წარმოადგენს სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებას, რომელსაც „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 63-ე მუხლის თანახმად ესაჭიროება მშენებლობის ნებართვის აღება.

ბმა „ბ-------ას“ მიერ პროექტით გაუთვალისწინებელი მშენებლობით განხორციელდა სამშენებლო დოკუმენტის ისეთი სახისა და შინაარსის ცვლილება, რომელსაც „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 63-ე მუხლის თანახმად ესაჭიროებოდა მშენებლობის ნებართვის აღება, ხოლო მოცემულ ცვლილებებზე მშენებლობის ნებართვა მოსარჩელეს არ გააჩნდა.

ამდენად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ბ-------ას“ მიერ ჩადენილი იქნა სამშენებლო სამართალდარღვევა, რადგან „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 45-ე მუხლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევას წარმოადგენს სამშენებლო დოკუმენტაციითა და სამშენებლო რეგლამენტებით განსაზღვრული სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა.

„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 33-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ამ დადგენილების შესაბამისად გაცემული მშენებლობის ნებართვა. ამავე დადგენილების მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დამკვეთი ვალდებულია უზრუნველყოს სანებართვო პირობების შესრულება.

 

6.4. სასამართლო მიუთითებს, რომ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლი განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესებს, რომლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.

სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

სასამართლო აღნიშნავს, რომ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი ადგენს შემდეგ წესს:

მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ:

ა) მითითება შესრულდა;

ბ) მითითება არ შესრულდა;

გ) მითითება არადროულად სრულდება.

„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას:

ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ;

ბ)დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ;

გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.

ბმა „ბ-------ას“ მიერ ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 28 ნოემბრის №297 მითითების პირობები არ შესრულდა და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 23 იანვრის №45 დადგენილებით „პროდუქტის უსაფრთხოების კოდექსის“ 45-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის საფუძველზე ბმა „ბ-------ა“ დაჯარიმდა 1000 ლარით და შეჩერდა სანებართვო პირობების დარღვევით მიმდინარე მშენებლობა, ზედამხედველობის სამსახურის 2015 წლის 3 სექტემბრის №198 მითითებით გათვალისწინებული სამართალადრღვევის აღმოფხვრამდე, კერძოდ, ობიექტის სამშენებლო დოკუმენტაციასთან (პროექტთან) შესაბამისობაში მოყვანამდე.

სასამართლო აღნიშნავს, რომ „პროდუქტის უსაფრთხოების კოდექსის“ 51-ე მუხლის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, მშენებლობის შეჩერების შესახებ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობა თვითმმართველ ქალაქში, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარით;

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ბმა „ბ-------ამ“ ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 23 იანვრის №45 დადგენილება მიმდინარე მშენებლობის იძულებით შეჩერების ნაწილში არ შეასრულა, რისთვისაც ბმა „ბ-------ა“ ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 8 იანვრის №12 დადგენილებით დაჯარიმდა 1000 ლარით.

აღნიშნული დადგენილება 2018 წლის 12 იანვარს გაასაჩივრა მოსარჩელემ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში, ხოლო მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2018 წლის 1-ლი მარტის №102/59 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

6.5. სასამართლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განმარტავს, რომ დავის საგანი - დაჯარიმების, მშენებლობის შეჩერებისა და ობიექტის სამშენებლო დოკუმენტაციასთან (პროექტი) შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 23 იანვრის №45 დადგენილება, „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ ქ. ბათუმის ვიცე მერის 2017 წლის 2- აპრილის №02/95 ბრძანება, ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 8 იანვრის №12 დადგენილება და მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2018 წლის 1-ლი მარტის №102/59 ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, შესაბამისად, მათი კანონიერება სასამართლოს მიერ უნდა შემოწმდეს ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით.

სასამართლო ამასთან განმარტავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევა თავისი ბუნებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს და იმისათვის, რომ პირი მიჩნეული იქნას სამართალდამრღვევად, სახეზე უნდა გვქონდეს სამართალდარღვევის შემადგენლობა.

განსახილველ შემთხვევაში ბმა „ბ-------ას“ სამართალდამრღვევად მიჩნევისათვის სახეზე უნდა იყოს მოსარჩელის მიერ განხორციელებული ქმედება, რომელიც მართლსაწინააღმდეგოა (კანონით უნდა იკრძალებოდეს შესაბამისი ნებართვის/შეტყობინების გარეშე მოსარჩელის მიერ სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოება და კანონი უნდა ადგენდეს შესაბამის სახდელს უკანონო რეკონსტრუქციისათვის) და ბოლოს, სახეზე უნდა იყოს ბრალი (მოსარჩელის დამოკიდებულება მის მიერ განხორციელებული ქმედების მიმართ).

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო დავასთან დაკავშირებული, დადგენილი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმის ზედამხედველობის სამსახურს გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“-ს 45-ე და 51-ე მუხლების თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ბმა „ბ-------ას“ დაჯარიმების, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერებისა და ობიექტის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე, 2017 წლის 23 იანვრის №45 დადგენილების და 2018 წლის 8 იანვრის №12 მისაღებად, რამდენადაც უდავოა ბმა „ბ-------ას“ მიერ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 45-ე მუხლის ბ) პუნქტით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენა.

სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. სადავო გადაწყვეტილებები მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის საფუძველზე, აგრეთვე დაცულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესი.

 

6.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა.

სასამართლო ამასთან აღნიშნავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეების, ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურისა და ქ. ბათუმის მერიის მიერ სრულყოფილად არის გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და სწორად არის გადაწყვეტილი ბმა „ბ-------ას“ მიერ ჩადენილი სამშენებლო სამართალდარღვევის როგორც სამართლებრივი კვალიფიკაცია, ისე სამართალდარღვევისათვის გამოყენებული პასუხისმგებლობის ღონისძიებები.

მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არანაირად არ ადასტურებს საწინააღმდეგო გარემოებებს და მოსარჩელის სამართლებრივი პოზიცია, გასაჩივრებული აქტების კანონსაწინააღმდეგოდ შეფასებასთან დაკავშირებით, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და დასაბუთებას.

 

6.7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

ამ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ბ-------ას“ დაჯარიმების, მშენებლობის შეჩერების და ობიექტის სამშენებლო დოკუმენტაციასთან (პროექტი) შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე“, ბმა „ბ-------ას“ დაჯარიმების, მშენებლობის შეჩერებისა და ობიექტის სამშენებლო დოკუმენტაციასთან (პროექტი) შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 23 იანვრის №45 დადგენილება, „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ ქ. ბათუმის ვიცე მერის 2017 წლის 2- აპრილის №02/95 ბრძანება, ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 8 იანვრის №12 დადგენილება და მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2018 წლის 1-ლი მარტის №102/59 ბრძანება მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“, „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტი №57 დადგენილების და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით არის მიღებული, რასაც არ გამოუწვევია მოსარჩელის, ბმა „ბ-------ას“ კანონიერი უფლებისა და ინტერესის დარღვევა.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;

39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არაქონებრივ დავაზე ბაჟის ოდენობაა 100 ლარი.

მოსარჩელე მხარეს სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით, გადახდილი აქვს წინასწარ.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2 მე-5, 22-ე, 32-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ბ-------ას“ სარჩელი, ქალაქ ბათუმის მერიისა და მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი, 100 ლარის ოდენობით წინასწარ არის გადახდილი.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32/ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30/.

 

მოსამართლე: ჯუმბერ ბეჟანიძე