განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/1---18 (0-----------)
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 თებერვალი 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე თეიმურაზ დგვარელი
სხდომის მდივანი ნათია გავაშელაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ირ--- მჟ----
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ავ--------– გუ-----ს ძე მი---ის - დაბადებული 1--- წლის 1-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №5----------, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: წყალტუბო, სოფელი გუ-----
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
ავ--------– მი---ემ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში: 2016 წლის სექტემბერში, ზუსტი დრო დაუდგენელია, წყალტუბოს რაიონ სოფელ გუ-----ში მდებარე N2----------- საკადასტრო კოდზე დარეგისტრირებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან, N0- შენობა-ნაგებობიდან ავ--------– მი---ე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ლითონის კონსტრუქციებს, რაც 2016 წლის 24 სექტემბერს 57,60 ლარად ჩააბარა საჯართე პუნქტში.
მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (დაზარალებულის წარმომადგენლის ს------- ლა--------ს გამოკითხვის ოქმები; მოწმეების: გ---- ბე-----–---ის, ამ----- ჩა----ის და ხვ--- ღი------ს გამოკითხვის ოქმები; მოწმის სახით ავ--------– მი---ის გამოკითხვის ოქმი; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ავ--------– მი---ის მოანაწილეობით; აღრიცხვის ჟურნალის დათვალიერების ოქმი; საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტომასალის დისკის დათვალიერების ოქმი; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს N1------- და N1------- წერილი თანდართულ მასალასთან ერთად; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი; შემთხვევის ადგილის დათვალიერბის ამსახველი ფოტომასალის დისკის დათვალიერების ოქმი და სხვ.) ერთობლიობა ავ--------– მი---ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ წინასასამართლო სხდომაზე და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე, მათი ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად არის დადასტურებული ბრალდებულის მიერ მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა.
სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ავ--------– მი---ემ ჩაიდინა სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით, შესაბამისად მას მსჯავრი უნდა დაედოს აღნიშნული კვალიფიკაციით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ მან აღიარა ჩადენილი დანაშაული, რასაც ნანობს. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ გაითვალისწინა ავ--------– მი---ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ოჯახური მდგომარეობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ავ--------– მი---ეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. ჩადენილი დანაშაულის ხასიათის, სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების, მისი ოჯახური, ქონებრივი მდგომარეობების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ავ--------– მი---ის მიმართ ჯარიმის 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით დაკისრება საკმარისი იქნება სასჯელის მიზნების მისაღწევად.
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ავ--------– მი---ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
გაუქმდეს ავ--------– მი---ის მიმართ მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო.
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტომასალა CD-R დისკზე, საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტომასალა CD-R დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ დგვარელი