განაჩენი

სისხლის სამართლის 25.09.2018
საქმის ნომერი
340100118002608227
დავის ტიპი
126 , 120
თარიღი
25.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N340100118002608227

№1/187-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

24 სექტემბერი 2018 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა

ანნა მათიაშვილის სხდომის მდივნობით

სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის სანრო გიორგაშვილის

ბრალდებულ - გი------ მდ----–---–ის

ადვოკატ - მა----- პა---–---–ის

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)

 

ბრალდებული: გი------ მდ----–---–ი

მამის სახელი: და-----

დაბადებული: 1----–-–-------------

პირადი ნომერი: 1----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: საშუალო

ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული: გურჯაანის რაიონი სოფელი კა-–-----ი

ფაქტობრივად მცხოვრები: გურჯაანის რაიონი სოფელი კა-–-----ი

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 120-ე მუხლით

კვალიფიკაცია: გი------ მდ----–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა:

1. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 8 ივნისს, დაახლოებით 20:00 საათზე, გურჯაანის რაიონის სოფელ კა-–-----ში, გი------ მდ----–---–მა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ზუ------ მღ-----–---–ს დანის გამოყენებით ჭრილობა მიაყენა დუნდულის არეში, რამაც ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

2. სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 8 ივნისს, დაახლოებით 20:00 საათზე, გურჯაანის რაიონის სოფელ კა-–-----ში, გი------ მდ----–---–მა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, არასრულწლოვან, 2003 წლის 8 ივნისს დაბადებულ გი------ ხუ–-–---–ს, ყელში წაუჭირა ხელი, შემდეგ კი ხელი გაარტყა ლოყაში, რამაც ფიზიკური ტკივი-–- გამოიწვია.

 

გი------ მდ----–---–ი 2018 წლის 21 ივნისს 11:05 საათზე დააკავეს და 2018 წლის 22 ივნისს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით და 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2018 წლის 8 ივნისს, დაახლოებით 20:00 საათზე, გურჯაანის რაიონის სოფელ კა-–-----ში, გი------ მდ----–---–მა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ზუ------ მღ-----–---–ს დანის გამოყენებით ჭრილობა მიაყენა დუნდულის არეში, რამაც ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

2. 2018 წლის 8 ივნისს, დაახლოებით 20:00 საათზე, გურჯაანის რაიონის სოფელ კა-–-----ში, გი------ მდ----–---–მა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, არასრულწლოვან, 2003 წლის 8 ივნისს დაბადებულ გი------ ხუ–-–---–ს, ყელში წაუჭირა ხელი, შემდეგ კი ხელი გაარტყა ლოყაში, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია

 

მხარეთა მიერ წინასასამართლო სხდომაზე შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ ზუ------ მღ-----–---–ის, მოწმეების - თე----- ხუ–-–---–ის, გი------ ხუ–-–---–ის, ვა-–---- ზა------–---–ის, და---- მდ----–---–ის, ზა------ სა-----–---–ის, გე-–- სი--–---–ის, თავად ბრალდებულ გი------ მდ----–---–ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ზუ------ მღ-----–---–ის ტანსაცმელით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ გი------ მდ----–---–მა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ზუ------ მღ-----–---–ს დანის გამოყენებით ჭრილობა მიაყენა დუნდულის არეში, რამაც ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, გამოიხატება მხოლოდ განზრახ მოქმედებაში. ამასთან აუცილებელია, რომ აღნიშნულმა მოქმედებამ გამოიწვოს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა. გარდა ამისა, აუცილებლად უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გი------ მდ----–---–მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი,მხარეთა მიერ წინასასამართლო სხდომაზე შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ გი------ ხუ–-–---–ის, მოწმეების - თე----- ხუ–-–---–ის, ზუ------ მღ-----–---–ის, ვა-–---- ზა------–---–ის, და---- მდ----–---–ის, ზა------ სა-----–---–ის, გე-–- სი--–---–ის, თავად ბრალდებულ გი------ მდ----–---–ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ზუ------ მღ-----–---–ის ტანსაცმელით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ გი------ მდ----–---–მა გი------ ხუ–-–---–ს, ყელში წაუჭირა ხელი, შემდეგ კი ხელი გაარტყა ლოყაში, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

სხვაგვარი ძალადობა შეიძლება გამოიხატოს ერთჯერადი ძალმომრეობის აქტში. როგორიც შეიძლება იყოს ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა, თმების წიწკვნა და სხვა.

 

ცემა ძალადობის ერთ-ერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. მათ შორის შეგვიძლია განვიხილოთ ჯონი არაბიძის მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედება - ხელის დარტყმა.

 

ამასთან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ქმედებებმა არ გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გი------ მდ----–---–მა ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ

 

მხარეთა მიერ წინასასამართლო სხდომაზე შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ გი------ ხუ–-–---–ის, მოწმეების - თე----- ხუ–-–---–ის, ზუ------ მღ-----–---–ის, ვა-–---- ზა------–---–ის, და---- მდ----–---–ის, ზა------ სა-----–---–ის, გე-–- სი--–---–ის, თავად ბრალდებულ გი------ მდ----–---–ის გამოკითხვის ოქმებით,სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ გი------ მდ----–---–მა არასრულწლოვან - 2003 წლის 8 ივნისს დაბადებულ გი------ ხუ–-–---–ს, ყელში წაუჭირა ხელი, შემდეგ კი ხელი გაარტყა ლოყაში, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

აღნიშნული დამამძიმებელი გარემოებისათვის აუცილებელია, რომ ძალადობრივი ქმედება გახორციელდეს არასრულწლოვნის, ანუ თვრამეტ წელს მიუღწეველი პირის მიმართ. ამასთან, მოძალადისათვის ცნობილი უნდა იყოს, რომ ძალადობრივ ქმედებებს არასრულწლოვნის მიმართ ახორციელებს.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გი------ მდ----–---–მა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გი------ მდ----–---–მა ჩაიდინა:

1. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით.

2. სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

გი------ მდ----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გამოვლენილა.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.

 

გი------ მდ----–---–ის მიერ ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. ხოლო, ამავე კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ გი------ მდ----–---–ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, თანამშრომლობს გამოძიებასთან.

 

ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გი------ მდ----–---–ის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი, კერძოდ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია სასჯელის სახედ ჯარიმის დანიშვნის პირობებში.

 

ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები

 

1. გი------ მდ----–---–ს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო 5000 (ხუთი ათასი) ლარი პატიმრობის უზრუნველყოფით.

2. გურჯაანის რაიონული სასამართლოს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის განჩინებით გი------ მდ----–---–ის (პირადი N1----------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო ლი-–- ქე---–---–ის (პირადი N1----------) სახელზე რიცხული უძრავი ქონების - 1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, რომელიც მდებარეობს გურჯაანის რაიონის სოფელ კა-–-----ში, საკადასტრო კოდი 5-----------; ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, დაზუსტებული ფართობი 2960.00 კვ. მეტრი. ნაკვეთის წინა ნომერი: 5-----------. 2. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, რომელიც მდებარეობს გურჯაანის რაიონის სოფელ კა-–-----ში, ე.წ. „ღ----------–-----“; საკადასტრო კოდი 5-----------; ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, დაზუსტებული ფართობი 3541.00 კვ. მეტრი. ნაკვეთის წინა ნომერი: 5-----------. 3. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, რომელიც მდებარეობს გურჯაანის რაიონის სოფელ კა-–-----ში, ე.წ. „ღ----------–-----“; საკადასტრო კოდი 5-----------; ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, დაზუსტებული ფართობი 1974.00 კვ. მეტრი. ნაკვეთის წინა ნომერი: 5-----------. რომლის საერთო საბაზრო ღირებულება შეადგენს 17000 (ჩვიდმეტი ათასი) ლარს, გირაოს ფულადი თანხის - 5000 (ხუთი ათასი) ლარის ეკვივალენტურ წილს.

3. საქმეზე ნივთიერი მტკიცებულების სახით ამოღებულია ზუ------ მღ-----–---–ის ტანსაცმელი, რომელიც ინახება შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ტანსაცმელი უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გი------ მდ----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი.

 

გი------ მდ----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ერთმა სასჯელმა შთანთქას მეორე სასჯელი და საბოლოოდ, გი------ მდ----–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი.

 

გი------ მდ----–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო -2018 წლის 21 ივნისის 11:05 საათიდან 2018 წლის 26 ივნისის ჩათვლით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე დანიშნული ჯარიმა შეუმცირდეს 300 (სამასი) ლარით საბოლოოდ, გი------ მდ----–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 700 (შვიდასი) ლარი.

 

ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს კახეთის სააღსრულებო ბიუროს. ჯარიმის თანხა შეტანილი იქნეს კახეთის სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე.

 

აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ბრალდებულ გი------ მდ----–---–ის (პირადი N1----------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ლი-–- ქე---–---–ის (პირადი N1----------) სახელზე რიცხული უძრავი ქონების - 1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, რომელიც მდებარეობს გურჯაანის რაიონის სოფელ კა-–-----ში, საკადასტრო კოდი 5-----------; ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, დაზუსტებული ფართობი 2960.00 კვ. მეტრი. ნაკვეთის წინა ნომერი: 5-----------. 2. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, რომელიც მდებარეობს გურჯაანის რაიონის სოფელ კა-–-----ში, ე.წ. „ღ----------–-----“; საკადასტრო კოდი 5-----------; ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, დაზუსტებული ფართობი 3541.00 კვ. მეტრი. ნაკვეთის წინა ნომერი: 5-----------. 3. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, რომელიც მდებარეობს გურჯაანის რაიონის სოფელ კა-–-----ში, ე.წ. „ღ----------–-----“; საკადასტრო კოდი 5-----------; ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, დაზუსტებული ფართობი 1974.00 კვ. მეტრი. ნაკვეთის წინა ნომერი: 5-----------. რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება შეადგენს 17000 (ჩვიდმეტი ათასი) ლარს, გირაოს ფულადი თანხის - 5000 (ხუთი ათასი) ლარის ეკვივალენტურ წილს, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში მოეხსნას გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის განჩინებით დადებული ყადაღა და დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

ნივთიერი მტკიცებულება ზუ------ მღ-----–---–ის ტანსაცმელი, რომელიც ინახება შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.

 

მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი