გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/36268-16
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18.09.2018 წ. ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი
სხდომის მდივანი: ნატო ხელაშვილი
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენით
მოსარჩელე: ნ----------------–---ი
წარმომადგენელი: ა-–---------------–---–ი
მოპასუხე: ნ-----–----------------–--------------ე
წარმომადგენელი: დ-----------–--–-–---–ი
დავის საგანი: ვალის აღიარების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ნ-----–----------------–--------------ეს დაეკისროს ნ----------------–---ის სასარგებლოდ 130 აშშ დოლარის გადახდა;
1.2. ნ-----–----------------–--------------ეს დაეკისროს ნ----------------–---ის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების მიზნით 130 000 აშშ დოლარის წლიური 10% 2014 წლის 28 ოქტომბრიდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
1.3. ნ-----–----------------–--------------ეს დაეკისროს ნ----------------–---ის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების მიზნით 191 000 ლარის ოდენობით;
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2013 წლის 28 ოქტომბერს ნ----------------–---სა და ვ------------------–--------------ს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის საფუძველზე მოპასუხემ იკისრა ვალდებულება 130 000 აშშ დოლარის ოდენობით. ამავე ხელწერილით, განსაზღვრულია ვალდებულებების შესრულების ვადა, კერძოდ, ერთი წლის განმავლობაში, თუმცა ვალდებულება დღემდე არ არის შესრულებული.
2. მოპასუხის პოზიცია
2017 წლის 11 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში შესაგებელი წარმოადგინა ვ------------------–--------------მ, რითიც სარჩელი არ ცნო. 2017 წლის 22 მარტს მოპასუხემ დააზუსტა შესაგებელი და მიუთითა, რომ მხარეთა შორის არ გაფორმებული სესხის ხელშეკრულება და მას არ მიუღია არანაირი თანხა. 2013 წლის 28 ოქტომბრის ხელწერილი არ არის შედგენილი მის მიერ და არც ხელმოწერა არ არის მოპასუხის მიერ შესრულებული.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 მარტის განჩინებით, ვ------------------–--------------ს უფლებამონაწვლედ ცნობილი იქნა ნ-----–----------------–--------------ე. 2018 წლის 7 ივნისის შესაგებლით ნ-----–----------------–--------------ემ მხარი დაუჭირა შესაგებელს და უარყო მოსარჩელის მოთხოვნა. ასევე, განმარტა რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2013 წლის 28 ოქტომბერს ნ----------------–---სა და ვ------------------–--------------ს მიერ შედგენილია ხელწერილი, შემდეგი შინაარსით:
„ ... მე, ვ-----------------ე და ნ--------–--–---------------–---ი, მცხოვრები ქ. თბილისი, წ-------–---------------------------- შევთანხმდით შემდეგზე; მე მზად ვარ და ვალდებულებას ვიღებ ერთი წლის განმავლობაში გადავუხადო ბ-ნ ნ-–----------–---ს ვალი 130 000 (ას ოცდაათი ათასი) დოლარის ოდენობით...“.
(მტკიცებულება: ხელწერილი ს/ფ 10-11)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ვინაიდან სადავო საკითხი ინიცირებულია ვალის აღიარების სამართლებრივ ჭრილში, წარმოდგენილი ხელწერილის ლეგიტიმურობის შეფასება წარმოადგენს დავის გადაწყვეტის საკვანძო საკითხს. უპირველესყოვლისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელწერილში დეკლარირებული შინაარსი შეესაბამება ვალის აღიარების ხელშეკრულების იურიდიულ კონსტრუქციას, რომელიც სამართლებრივი ბოჭვის ძალა განსაზღვრულია სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით, ხოლო მისი სავალდებულო კრიტერიუმები განმარტებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით. პირველი - ნების გამოვლენიდან ნათლად უნდა იკვეთებოდეს, რომ ვალის ამღიარებელს გააჩნია კრედიტორის ვალი, ანუ ხელწერილში გარკვევით უნდა იკითხებოდეს ვალდებულების არსი და გადასახდელი თანხის ოდენობა. რაც შეეხება მეორე კრიტერიუმს, იგი მოიცავს ამღიარებლის მზადყოფნას, შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულება დადგენილ დროში.
მოპასუხის მიერ 2013 წლის 28 ოქტომბრის ხელწერილის ლეგიტიმურობა შეცილებულია ორი მნიშვნელობით, კერძოდ, მისი შინაარსი არ არის შედგენილი უშუალოდ ვ------------------–--------------ს მიერ, ასევე დოკუმენტზე არსებული ხელმოწერა არ ეკუთვნის მას. ხელწერილის შედგენა სხვა პირის მიერ არ გამორიცხა არც მოსარჩელემ და განმარტა, რომ იგი დაწერა მათ საერთო მეგობარმა - ვ. ძ-----–---–-ა. სასამართლო მიიჩნევს, რომ ნების გამოვლენის ნამდვილობის შესაფასებლად არ არის აქტუალური ტექსტის უშუალოდ შემდგენი პირი, რადგან მსგავსი ტიპის შეთანხმება შესაძლებელია ასევე ჩამოყალიბდეს ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. მნიშვნელოვანია, რამდენად აღქმულია მისი შინაარსი ამ ხელწერილის საფუძველზე წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეებისათვის, რასაც ადასტურებს მათ მიერ განხორციელებული ხელმოწერა.
თუ იდენტიფიცირებულია პირის ხელმოწერა, რომელსაც საბუთის ფუნქციის და შინაარსის გათვალისწინებით უნდა მოეწერა ხელი, მაშინ მოქმედებს ხელწერილის სისწორის და სრულყოფილების ვარაუდი. 2013 წლის 28 ოქტომბერის შეთანხმებაზე არსებული ვ------------------–--------------ს ხელმოწერით პრეზუმირებულია, რომ იგი გაეცნო საბუთს, აცნობიერებს ნაკისრი ვალდებულებების სახეს და სრულად ეთანხმება მის შინაარს, ასევე პასუხს აგებს მასზე.
ამ ვარაუდის გასაქარწყლებლად, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 ივნისის განჩინებით დაინიშნა კალიგრაფიული ექსპერტიზა. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2017 წლის 5 ივლისის #50-------- დასკვნის თანახმად: „...ხელმოწერა, ვ------------------–-- სახელით განლაგებული: რუსულ ენაზე შედგენილ ხელშეკრულებაზე 2013 წლის 28 ოქტომბრის თარიღით, ხელნაწერი ტექსტის ბოლოში, რიგით პირველი ხელმოწერა, შესრულებულია ვ------------------–--...“. აქედან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელმოწერის ვ------------------–--ადმი კუთვნილება და მისი მდებარეობა (ტექსტის ბოლოს) ადასტურებს, რომ იგი გაეცნო საბუთში თავმოყრილ ყველა ძირითად საკითხს და დაეთანხმა მის შინაარსს.
3.2.2. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა ნ----------------–---ის სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ სარჩელის ფაქტობრივი წინაპირობები ნაწილობრივ შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლი
სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი
სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლი
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. როგორც აღინიშნა, ნ----------------–---ის მოთხოვნა ნუ---–----------------–-------------ე მიმართ განპირობებულია 2013 წლის 28 ოქტომბრის შეთანხმებით, რომლის სამართლებრივი შეფასება მიუთითებს, რომ აღნიშნული ხელწერილი მოიცავს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით რეგულირებული ვალის აღიარებას ელემენტებს.
სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.
ვალის აღიარება, თავისი შინაარსით ცალმხრივ გარიგებას წარმოადგენს, რადგან იგი აბსტრაქტული ბუნების სამართლებრივი ურთიერთობაა და მისი ფუნქციაა დამოუკიდებელი ვალდებულების წარმოშობა. მიუხედავად წინმსწრები სამართლებრივი ურთიერთობისა, მხარეებს საკითხები შეუძლიათ მოაწესრიგონ განსხვავებული პირობებით. სასამართლო აღნიშნავს, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულება არ გულისხმობს მხარეთა ბოჭვას უკვე არსებული ვალდებულების პირობებით, არამედ მხარეებს გააჩნიათ უფლება ახლებურად მოაწესრიგონ მათ შორის არსებული უფლება-მოვალეობები. ეს წესი ვრცელდება, როგორც შესრულების ოდენობაზე, ისე მისი გადახდის დროსა და ფორმებზე.
როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, მხარეთა მიერ ნების გამოვლენის კვალიფიკაცია ვალის აღიარების კონტექსტში დამოკიდებულია ორ აუცილებელ წინაპირობაზე. პირველი, ნების გამოვლენიდან ნათლად უნდა იკვეთებოდეს, რომ ვალის ამღიარებელს გააჩნია კრედიტორის ვალი. სასამართლო განმარტავს, რომ ასეთი ნების გამოვლენა ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითებდეს ვალის არსებობაზე. ხელწერილში გარკვევით უნდა იკითხებოდეს ვალდებულების არსი, მოცემულ შემთხვევაში - გადასახდელი თანხის
მეორე წინაპირობა მოიცავს ამღიარებლის მზადყოფნას, შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულება დადგენილ დროში. სასამართლო განმარტავს, რომ ამგვარი დათქმა, თავისთავად, არ გულისხმობს იმ გარემოებას, რომ ვალდებული პირი შებოჭილია კონკრეტული თარიღით, არამედ ის შეიძლება ასევე რაიმე მოვლენას უკავშირდებოდეს. მთავარია, რომ მკაფიოდ იქნეს ჩამოყალიბებული მოვალის მიერ განსაზღვრულ ვადებში ვალდებულების შესრულების სურვილი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ 2013 წლის 28 ოქტომბრის შეთანხმება, შეესატყვისება ვალის აღიარების ნორმატიულ შინაარსს, რადგან აკმაყოფილებს ზემოთ მითითებულ ყველა წინაპირობას. ამ შეთანხმებით მხარეთა შორის დარეგულირდა, როგორც გადასახდელი თანხის ოდენობა - 130 000 აშშ დოლარი, ისე მისი გადახდის პირობები (ერთი წლის ფარგლებში). ამდენად, მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს;
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
მიუღებელი შემოსავალი თავისი სამართლებრვი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. ამდენად, მისვის დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის არის გათვალიწინებული. ზემოთ მოყვანილი ნორმა, სწორედ ამ მოსაზრებას განამტკიცებს. ამიტომ მიუღებელი შემოსავალიც, ისევე როგორც ზიანი მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული და დადასტურებული უტყუარი მტკიცებულებებით.
სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად, ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებით ზიანი მიაყენა კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. ამგვარი გარემოება საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით არ იკვეთება. მხოლოდ ის ფაქტი, რომ შესაძლოა, ხელშეკრულების პირობები მოსარჩელისთვის მომგებიანი იყო, მხარეთა მიერ შესასრულებელი ვალდებულებები არ იყო ექვივალენტური ღირებულების. ამავდროულად, სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელემ აღნიშნა, რომ თანხა ესაჭიროება მკურნალობისათვის და სხვადასხვა ვალდებულებების დასაფარად. შესაბამისად, იგი იმთავითვე არ აპირებს საბანკო ანგარიშზე ამ თანხის განთავსებას და საბანკო პროცენტი, როგორც დამატებითი შემოსავლის დანაკარგი ვერ იქნება გაზიარებული.
6.3. სასამართლო, ასევე ვერ გაიზიარებს ნ----------------–---ის მოთხოვნას, მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების მიზნით 191 000 ლარის დაკისრების ნაწილში.
მოთხოვნა დაფუძნებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. მისი შინაარსი განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს ხელშეკრულების დარღვევით გამოწვეული ზიანის მოთხოვნის უფლების წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, ვალდებულების ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი დარღვევასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას.
სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით. როგორც აღინიშნა, პასუხისმგებლობის ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასა და არსებულ შედეგს შორის იურიდიულად მნიშვნელოვანი მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს. მიზეზობრივი კავშირი იურიდიულად მნიშვნელოვანია, როდესაც ხელშეკრულების შეუსრულებლობამ უშუალოდ გამოიწვია არახელსაყრელი შედეგის დადგომა, ან განაპირობა ამგვარი შედეგის დადგომის შესაძლებლობა. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ ზიანის მიმყენებლის მოქმედება მხოლოდ აბსტრაქტულად განაპირობებს ზიანის გამოწვევის შესაძლებლობას, მაშინ იურიდიულად მნიშვნელოვანი მიზეზობრივი კავშირი არ არსებობს, რაც თავის მხრივ გამორიცხავს მოვალის პასუხისმგებლობას. მიზეზობრივი კავშირის არსებობა, როგორც ამგვარი ვალდებულების ერთ-ერთი წინაპირობა, მტკიცების ისეთივე რეჟიმში ექცევა, როგორც სხვა ფაქტობრივი გარემოებები.
ზიანზე აპელირებისას, მოსარჩელე უთითებს იმ გარემოებაზე, რომ ვალდებულების დარღვევის გამო მოხდა მისი უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაცია სხვა ვალდებულების დასაფარად. სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს იურიდიულად მნიშვნელოვანი მიზეზობრივი კავშირი ვალდებულების დარღვევასა და ქონებრივ დანაკლის შორის. სასამართლო არ გამორიცხავს მოსარჩელის არგუმენტს, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების დროულად შესრულების შემთხვევაში შესაძლებელია აუქციონი თავიდან ყოფილიყო აცილებული, თუმცა განხორციელებული პროცედურა არ წარმოდგენს დარღვევის უშუალო შედეგს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესი კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. აღნიშნული ნორმის გათვალისწინებით, ვინაიდან ნ----------------–---ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და იგი კანონის თანახმად განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადასახადისაგან, მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად, სახელმწიფო ბაჟის სახით 3 000 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 243-ე, 244-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით.
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ----------------–---ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.1. ნ-----–----------------–--------------ეს დაეკისროს ნ----------------–---ის სასარგებლოდ 130 000 აშშ დოლარის შესაბამისი ეკვივალენტი ლარში გადახდა;
2. ნ----------------–---ის სარჩელი, გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ზიანის ანაზღაურების მიზნით 130 000 აშშ დოლარის წლიური 10% დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
3. ნ----------------–---ის სარჩელი ზიანის - 191 000 ლარის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
4. ნ-----–----------------–--------------ეს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით - 3 000 ლარი;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი
საქმე #2/36268-16
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
სარეზოლუციო ნაწილი
18.09.2018 წ. ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი
სხდომის მდივანი: ნატო ხელაშვილი
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენით
მოსარჩელე: ნ----------------–---ი
წარმომადგენელი: ა-–---------------–---–ი
მოპასუხე: ნ-----–----------------–--------------ე
წარმომადგენელი: დ-----------–--–-–---–ი
დავის საგანი: ვალის აღიარების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, ზიანის ანაზღაურება
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 243-ე, 244-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით.
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ----------------–---ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.1. ნ-----–----------------–--------------ეს დაეკისროს ნ----------------–---ის სასარგებლოდ 130 000 აშშ დოლარის შესაბამისი ეკვივალენტი ლარში გადახდა;
2. ნ----------------–---ის სარჩელი, გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ზიანის ანაზღაურების მიზნით 130 000 აშშ დოლარის წლიური 10% დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
3. ნ----------------–---ის სარჩელი ზიანის - 191 000 ლარის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
4. ნ-----–----------------–--------------ეს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით - 3 000 ლარი;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი