განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №---------
გამოძიების №------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი
განხილვის კოლეგიის მოსამართლე დავით მგელიაშვილმა
სხდომის მდივნის – ლელა აბალიშვილის,სახელმწიფო ბრალმდებელის – ნათია ქომოშვილის,ადვოკატის - ვ----–-------------
ბრალდებულის – დ----------------ს,თარჯიმნის - ი--------–--
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:
დ--------------–-----------------ს, დაბადებულის - 1----–-–---------------ს, ინდოეთის რესპუბლიკის მოქალაქის, პირადი №0----------, განქორწინებულის, საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: ქ.თბილისი, ზ-------------------–-----------------------------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ------–---------------–-------------------------------–----------------------------ში მიმართ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულ დ----------------ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა: 1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი) 2. ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორცილების საფუძლიანი შიში და 3. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 18 ნოემბრიდან 2017 წლის 09 ნოემბრამდე დ---------------- და ი-------–-----–--- იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. 2017 წლის 08 ნოემბერს დ---------------- და ი-------–-----–--- განქორწინდნენ, თუმცა 2018 წლის 15 ივნისის ჩათვლით კვლავ ერთად ცხოვრობდნენ. 2018 წლის 29 მაისს, დაახლოებით 16:00 საათზე, ქ.თბილისში, ვ---------–-------------------------------–----------------------------ში დ--------------მა, ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლეს ი-------–-----–---ს სიტყვიერი შეურაცხყოფასთან ერთად მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ: სახის არეში მარჯვენა მხარეს დაარტყა მარცხენა ხელი, რა დროსაც ი-------–-----–---მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 15 ივნისს, საღამოს საათებში, ქ.თბილისში, ვ---------–-------------------------------–----------------------------ში დ--------------მა, ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლეს ი-------–-----–---ს სიტყვიერი შეურაცხყოფასთან ერთად მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ: თავისა და მარცხენა მხარის არეში ხელი დაარტყა, რა დროსაც ი-------–-----–---მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 28 ივნისს, საღამოს საათებში, ი-------–-----–--- მგზავრობდა რა სამარშუტო ტაქსით გლდანის დასახლებიდან ვარკეთილის მიმართულებით, ყოფილი მეუღლე დ---------------- სატელეფონო საუბრისას დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2018 წლის 28 ივნისს, საღამოს საათებში, ქ.თბილისში, ვ---------–-------------------------------–-------- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დ----------------, ურთიერთშელაპარაკებისას ნ---------------–----ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ჩადენილი ქმედებისათვის დ---------------- 2018 წლის 30 ივნისის დადგენილებით მიცემული იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში ბრალდებულის სახით და წარედგინა ბრალდება დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
ბრალდებულმა დ---------------მა აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება და სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება. კერძოდ, ბრალდებულის აღიარებითი, დაზარალებულებისა და მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც საფუძვლად დაედო მის ბრალდებას.
ამრიგად, საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვისგამომრიცხავი და საქმეში არსებული ზემოაღნიშნული პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა უტყუარად ადასტურებს, რომ ბრალდებულმა დ----------------მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები.
დ----------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.
დ----------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედების მოტივს, მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მის განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და წარსულ ცხოვრებას.
აღნიშნულ გარემოებათა და საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულ დ---------------ს უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლების სანქციით გათვალისწინებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ჩაეთვლება პირობით, ვინაიდან აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ამასთან, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს სსკ-ის 59-ე მუხლის მოთხოვნას (სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა ერთობლიობის დროს).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-278-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ---------------- ცნობილი იქნას დამნაშავედ და მიესაჯოს:
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 29 მაისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 15 ივნისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 15 ივნისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს სხვა თანაბარი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, დ---------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი.
3. დ----------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყონებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
4. დ---------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 29 ივნისდან 2018 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით.
5. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს ქ.თბილისის პრობაციის ბიუროს დ----------------ს ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - ქ------–---------------–-------------------------------–--------------------------- და მასვე, სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
6. ნივთმტკიცება:
- ,,ნ-----------ს“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით F--------, შეზღუდვების გარეშე დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;
- ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული საფულე, მასში მოთავსებული დოკუმენტები და ფულადი თანხა, რომლებიც ინახება ქ------–----------------------------------–--------–-–--- განყოფილებაში, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
- ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული მოწითალო ფერის ლაქები, რომლებიც ინახება ქ------–----------------------------------–--------–-–--- განყოფილებაში, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
- ერთი ცალი ლაზერული დისკი, მასზე განთავსებული ავტომანქანის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათებით, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე
დავით მგელიაშვილი