გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.04.2018
საქმის ნომერი
020210017001882902
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
27.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020210017001882902 (2/573-18)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27.04.2018 წ. ქ. ზუგდიდი

შესავალი ნაწილი

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ირაკლი აბშილავა

სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია

მოსარჩელე სს ,,თი---------ი"

წარმომადგენელი ნა--------–ია

მოპასუხე ია-------------------ა

დავის საგანი: კრედიტის დაფარვა, თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ია-------------------ას სს ,,თ--------------ს" სასარგებლოდ დაეკისროს 3-.0-.201- წ კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 925,83 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა 718,86 ლარი, პროცენტი 39,44 ლარი, ჯარიმა 165,82 ლარი, დაზღვევა 1,71 ლარი,მასვე ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირზე 718,86 ლარზე 1-.03.2--- წლიდან სესხის სრულად დაფარვამდე დაერიცხოს სარგებლის 1-,2 %-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 9,10 ლარს

 

მასვე ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირზე 718,86 ლარზე 1-.03.2--- წლიდან სესხის სრულად დაფარვამდე დაერიცხოს ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0,5 %-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 3,59 ლარს, ჯამში არაუმეტეს 3-0 ლარისა.

 

1.2. ია-------------------ას სს ,,თ--------------ს" სასარგებლოდ დაეკისროს 0-.0-.201- წ საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 51-1,28 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა 4200 ლარი, პროცენტი 3-1,94 ლარი, ჯარიმა 649,34 ლარი.

 

მასვე ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირზე 4200 ლარზე 1-.03.2--- წლიდან სესხის სრულად დაფარვამდე დაერიცხოს სარგებლის 16 %-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 56 ლარს.

 

მასვე ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირზე 4200 ლარზე 1-.03.2--- წლიდან სესხის სრულად დაფარვამდე დაერიცხოს ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0,5 %-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 21 ლარს, ჯამში არაუმეტეს 1000 ლარისა.

 

1.3. ია-------------------ას სს ,,თ--------------ს" სასარგებლოდ დაეკისროს 3-.04.201- წ კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 1111,54 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა 891,44 ლარი, პროცენტი 48,3- ლარი, ჯარიმა 169,69 ლარი, დაზღვევა 2,11 ლარი,მასვე ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირზე 891,44 ლარზე 1-.03.2--- წლიდან სესხის სრულად დაფარვამდე დაერიცხოს სარგებლის 1- %-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 11,1- ლარს

 

მასვე ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირზე 891,44 ლარზე 1-.03.2--- წლიდან სესხის სრულად დაფარვამდე დაერიცხოს ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0,5 %-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 4,45 ლარს, ჯამში არაუმეტეს 400 ლარისა.

 

1.4. ია-------------------ას სს ,,თ--------------ს" სასარგებლოდ დაეკისროს 1-.07.201- წ კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 1-07,79 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა 1-00,1- ლარი, პროცენტი 71,1- ლარი, ჯარიმა 1-3,20 ლარი, დაზღვევა 3,1- ლარი,მასვე ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირზე 1-00,1- ლარზე 1-.03.2--- წლიდან სესხის სრულად დაფარვამდე დაერიცხოს სარგებლის 1-,5 %-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 16,79 ლარს.

 

მასვე ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირზე 891,44 ლარზე 1-.03.2--- წლიდან სესხის სრულად დაფარვამდე დაერიცხოს ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0,5 %-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 6,5 ლარს, ჯამში არაუმეტეს 500 ლარისა.

 

მოსარჩელე ითხოვს ასევე გაწეული საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

წერილობით შესაგებელში მოპასუხე ნაწილობრივ ცნობს სარჩელს. იგი არ ეთანხმება დავალიანების საერთო თანხას, სასამართლო სხდომაზე აცხადებს, რომ ძირითად თანხებზე სარგებლის და პირგასამტეხლოს სახით დარიცხულია 100 %-ზე მეტი რაც დაუშვებელია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

სს ,,თი---------სა" და ია-------------------ას შორის საკრედიტო ხელშეკრულებები დადებულია 3-.0-.201- წ, 0-.0-.201- წ, 3-.04.201- წ და 1-.07.201- წ.

 

ხელშეკრულებები ითვალისწინებენ სარგებლიანი კრედიტის მიღებას. შეთანხმებულია კრედიტის დაფარვა ნაწილ-ნაწილ თანდართული გრაფიკის მიხედვით.

 

გადახდის ვადის დაგვიანებისთვის გათვალისწინებულია ყოველდღიური პირგასამტეხლოს დარიცხვა.

 

ყველა კრედიტი ვადაგადაცილებაშია. მოპასუხე გადახდებს არ ახორციელებს.

 

დავალიანების ოდენობა თითოეულ კრედიტზე დაანგარიშებულია 1-.03.2--- წ მდგომარეობით და შეადგენს:

 

1. 3-.0-.201- წ კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 925,83 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა 718,86 ლარი, პროცენტი 39,44 ლარი, ჯარიმა 165,82 ლარი, დაზღვევა 1,71 ლარი,2. საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 51-1,28 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა 4200 ლარი, პროცენტი 3-1,94 ლარი, ჯარიმა 649,34 ლარი.

 

3. 3-.04.201- წ კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1111,54 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა 891,44 ლარი, პროცენტი 48,3- ლარი, ჯარიმა 169,69 ლარი, დაზღვევა 2,11 ლარი,4. 1-.07.201- წ კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 1-07,79 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა 1-00,1- ლარი, პროცენტი 71,1- ლარი, ჯარიმა 1-3,20 ლარი, დაზღვევა 3,1- ლარი,3-.0-.201- წ, 3-.04.201- წ და 1-.07.201- წ ხელშეკრულებები ითვალისწინებს მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევას ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი, შესაგებელი

- მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი

- 3-.0-.201- წ, 0-.0-.201- წ, 3-.04.201- წ და 1-.07.201- წ ხელშეკრულებები

-ცნობა დავალიანების შესახებ

-ამონაწერი მსესხებლის ანგარიშიდან (გადახდების ისტორია)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 103-ე, 1-1-ე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 401-ე, 403-ე, 411-ე, 417-ე, 418-ე, 463-ე, 464-ე, 623-ე, 867, 868-ე, 873-ე, 891-ე, 895-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოვალისაგან შესრულების მოთხოვნის უფლება კრედიტორს გააჩნია ვალდებულების ძალით, ხოლო 317-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კი, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველი არის ხელშეკრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოშობილია საბანკო კრედიტის ხელშეკრულებების საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

ბანკსა და მსესხებელს შორის პროცენტის განაკვეთი შეთანხმებულია. მის გაანგარიშებასთან დაკავშირებით დასაბუთებული პრეტენზიები მოპასუხს არ წარმოუდგენია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე-103-ე მუხლის დანაწესებით მხარეები ინაწილებენ მტკიცების ტვირთს და თვითონ წარუდგენენ მტკიცებულებებს სასამართლოს. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლით, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

განსახილველ შემთხვევაში არსებობს ეს პირობები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ კრედიტის დაფარვის ვადის გადაცილება გამოწვეულია მოპასუხისა და არა მოსარჩელის ბრალით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე და 418–ე მუხლების დანაწესებით, მოპასუხეებს აქვთ ასევე დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება. გარდა ამისა, 411–ე მუხლის მიხედვით ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც ის მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ დაკარგა ის პროცენტი, რომელიც მოპასუხეს უნდა გადაეხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დამთავრებამდე.

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს სარჩელზე გადახდილი აქვს სახ. ბაჟის სახით 427,36 ლარი, იურიდიული მომსახურების ხარჯი დავის საგნის რირებულების 4 % არაუმეტეს 500 ლარისა, რაც მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ არის გამოყენებული.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1.სს ,,თი---------ის" სარჩელი დაკმაყოფილდეს:

 

1.1. ია-------------------ას სს ,,თ--------------ს" სასარგებლოდ დაეკისროს 3-.0-.201- წ კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 925,83 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა 718,86 ლარი, პროცენტი 39,44 ლარი, ჯარიმა 165,82 ლარი, დაზღვევა 1,71 ლარი,მასვე ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირზე 718,86 ლარზე 1-.03.2--- წლიდან სესხის სრულად დაფარვამდე დაერიცხოს სარგებლის 1-,2 %-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 9,10 ლარს

 

მასვე ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირზე 718,86 ლარზე 1-.03.2--- წლიდან სესხის სრულად დაფარვამდე დაერიცხოს ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0,5 %-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 3,59 ლარს, ჯამში არაუმეტეს 3-0 ლარისა.

 

1.2. ია-------------------ას სს ,,თ--------------ს" სასარგებლოდ დაეკისროს 0-.0-.201- წ საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 51-1,28 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა 4200 ლარი, პროცენტი 3-1,94 ლარი, ჯარიმა 649,34 ლარი.

 

მასვე ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირზე 4200 ლარზე 1-.03.2--- წლიდან სესხის სრულად დაფარვამდე დაერიცხოს სარგებლის 16 %-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 56 ლარს.

 

მასვე ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირზე 4200 ლარზე 1-.03.2--- წლიდან სესხის სრულად დაფარვამდე დაერიცხოს ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0,5 %-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 21 ლარს, ჯამში არაუმეტეს 1000 ლარისა.

 

1.3. ია-------------------ას სს ,,თ--------------ს" სასარგებლოდ დაეკისროს 3-.04.201- წ კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 1111,54 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა 891,44 ლარი, პროცენტი 48,3- ლარი, ჯარიმა 169,69 ლარი, დაზღვევა 2,11 ლარი,მასვე ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირზე 891,44 ლარზე 1-.03.2--- წლიდან სესხის სრულად დაფარვამდე დაერიცხოს სარგებლის 1- %-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 11,1- ლარს

 

მასვე ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირზე 891,44 ლარზე 1-.03.2--- წლიდან სესხის სრულად დაფარვამდე დაერიცხოს ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0,5 %-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 4,45 ლარს, ჯამში არაუმეტეს 400 ლარისა.

 

1.4. ია-------------------ას სს ,,თ--------------ს" სასარგებლოდ დაეკისროს 1-.07.201- წ კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 1-07,79 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა 1-00,1- ლარი, პროცენტი 71,1- ლარი, ჯარიმა 1-3,20 ლარი, დაზღვევა 3,1- ლარი,მასვე ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირზე 1-00,1- ლარზე 1-.03.2--- წლიდან სესხის სრულად დაფარვამდე დაერიცხოს სარგებლის 1-,5 %-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 16,79 ლარს.

 

მასვე ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირზე 891,44 ლარზე 1-.03.2--- წლიდან სესხის სრულად დაფარვამდე დაერიცხოს ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0,5 %-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 6,5 ლარს, ჯამში არაუმეტეს 500 ლარისა.

 

2. ია-------------------ას სს ,,თ--------------ს" სასარგებლოდ დაეკისროს საპროცესო ხარჯები კერძოდ, სახ. ბაჟი 427,36 ლარი, იურიდიული მომსახურების ხარჯი დავის საგნის რირებულების 4 % არაუმეტეს 500 ლარისა.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 1- დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 3- დღისა, გამოცხადდეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 3--ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირაკლი აბშილავა