განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/223-18წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
09 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - შალვა მჭედლიშვილი
სხდომის მდივანი - მარიამ სუხიაშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე: პროკურორი – გ--–-----------
დაცვის მხარე: ბრალდებული – ბრალდებული - ე-------------- - თ---------ს მოქალაქე, დაბადებული 1-.0-.1--- წელს, პ/ნ L--------- მცხ. ქ.ე----------, ჩ-------ს ქ.N1-
ადვოკატი- ტ------–----–-----–---–-
თარჯიმანი-ხ----------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2018 წლის მ------- თვეში, ქ.ბ---------–- ე-------------- ნდობაში შევიდა ე-------------თან, რის გამოც თითქოს უნდოდა ტელეფონით დროებით სარგელობა, მოტყუებით გამოართვა ე-------------ს კუთვნილი „აიფონ“ 7-ის ფირმის მობილური ტელეფონი, რომელსაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა, აღნიშნულით დაზარალებულს მიაყენა 2500 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ზიანი.
2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ე--------------მ ჩაიდინა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვის ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულ ე--------------ს განმარტებას, რომ დაზარალებულმა ე-------------იმ თავისი ტელეფონი მას გადასცა იმ მიზნით, რომ მას ესარგებლა და როდესაც მოსთხოვდა, მაშინ დაუბრუნებდა.
3. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
დაზარალებულ ე-------------ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის მ------- თვეში, მარნეულიდან თურქეთში მიდიოდა, ხაშურში გაჩერდა, რომ ესადილა. სასადილოს მიმტანმა თხოვა ხაშურის ცენტრამდე წაყვანა. მიმტანი, რომ გადმოსვა, ე-------------- მიუახლოვდა და უთხრა, რომ ისიც ე----------დან იყო, სატვირთო მანქანა გაუფუჭდა, ნაწილი უნდა ჩამოეტანა და ბორჯომამდე წაიყვანდა თუ არა. მთელი გზის განმავლობაში საუბრიდან დარწმუნდა, რომ ბრალდებული ნამდვილად იმ რაიონიდან იყო, მისი ნდობა დაიმსახურა. ბორჯომში გაჩერდნენ მინერალური წყალის საყიდლად და მარკეტში ერთად შევიდნენ. ე--------------მ უთხრა, წავალ ნაწილს ვნახავო და წავიდა სანახავად, რომ მოვიდა უთხრა ნაწილის საყიდლად 20 ლარი დააკლდა და ხომ ვერ მიცემდა, მან 20 ლარი მისცა. ამ მომენტში არ იცის როგორ მოხდა, როგორ აიღო მისი ტელეფონი, ტელეფონი მათხოვეო, ჩემს ნომერს ჩაგიწერო, ნახა, რომ ტელეფონი აღარ ქონდა, დარეკა თავის ქართულ ნომერზე და გათიშული იყო. მარკეტის კამერები ნახა და იქ ჩანს, რომ ე--------------მ აიღო მისი ტელეფონი და მიდის. ძალიან დაღლილი იყო და ზუსტად არ ახსოვს, სთხოვა თუ მან ათხოვა, მაგრამ იმ წუთშივე, რომ დარეკა ტელეფონი, უკვე გამორთული იყო, მას მერე ბრალდებული აღარ დაკავშირებია. მარკეტის უფროსს სთხოვა კამერების ნახვა და იქ ჩანს, როგორ შვიდნენ მარკეტში, შეიძინეს რაღაცეები, ფული რომ მისცა და სწრაფად რომ გამოდის და გარბის. შემდეგ წავიდა, ეძებდა იმ ადგილს, სადაც შეიძლებოდა ნაწილი ეყიდა, ვერსად ვერ იპოვა. მერე წავიდა პოლიციაში კარგა ხანი თარჯიმანს ელოდა, თარჯიმანი ვერ მოუყვანეს. მან თვითონ თავისი სახსრებით მოძებნა თარჯიმანი, რომ აეხსნა პოლიციელებისთვის რა უნდოდა და რა პრობლემა ქონდა. მან ბორჯომის პოლიციას მიმართა. ეჩქარებოდა და თურქეთში წავიდა, 15 დღის შემდეგ ისევ დაბრუნდა ბორჯომში და ისევ მიაკითხა პოლიციას, სადაც თარჯიმანიც მიუყვანეს და მისი საჩივარიც მიიღეს და საქმეც აღძრეს. მერე წავიდა თავის პირად საქმეებზე, ტელეფონში ქონდა ჩანაწერი კამერების და ყველგან, სადაც თურქული სასადილოები, რესტორნებია აჩვენებდა სურათს, ხომ არ იცნობდნენ აღნიშნულ პიროვნებას. ტელეფონი იყო აიფონ 7, ყუთი პოლიციას წარუდგინა, ტელეფონის ფასი რომ გაიანგარიშა, 1500 დოლარი გამოვიდა. ხაშურიდან ბორჯომისკენ მგზავრობის პერიოდში, ო-------ს პეტროლი არის მათთან ბენზინგასამართი სადგური და ერთერთი მფლობელის შვილი ვარო, ესე უთხრა ბრალდებულმა. თვითონ სატვირთო მანქანები ყავს და ამით არის დაკავებული და ესე შევიდა ნდობაში, მხოლოდ მისთვის არა, სხვებისთვისაც ქონია გაკეთებული. ეს ის პიროვნებაა, რომელიც დაეუფლა მის ტელეფონს ე------ ქვია. პოლიციაში მის დაკითხვას ესწრებოდა თარჯიმანი და ოქმზე თავისი ნებით აქვს ხელი მოწერილი. ტელეფონის იმეილ კოდი ვოთსაფით გადმოაგზავნინა თ---------დან, ტელეფონები სადაც შეიძინა იქიდან და მიაწოდა გამოძიებას. პირველად, რომ დაკარგა ტელეფონი იმდღესვე მივიდა ბორჯომის პოლიციაში, სადაც 3 საათზე მეტი გაჩერდა და თარჯიმანი ვერ მოუყვანეს. თურქეთიდან, რომ დაბრუნდა იმ დღეს განაცხადა პოლიციაში. ქონდა მისი სურათი, თურქულ სასადილოებში კითხულობდა, ამ პიროვნებას იცნობდნენ თუ არა. ხაშურში ამ დროს მივიდა პოლიციელი და უთხრა აქ რას აკეთებო, მან უპასუხა თქვენს გასაკეთებელს მე ვაკეთებო, ვეძებ ქურდს, რომელმაც ტელეფონი მომპარაო, მერე მივიდა პოლიციაში და იქ განაცხადა. ე--------------მ რომ უთხრა, მას გაუგია ეგ ოჯახი, იმიტომ, რომ მდიდარი ოჯახია და ყველა იცნობს სახელით და გვარით და პირადად არ იცნობს მის ოჯახს და შვილებს, ნდობა იმ მომენტამდე მოიპოვა, ტელეფონი რომ მოპარა, ტელეფონი რომ მოპარა ნათელი გახდა რომ სანდო არ იყო.
(იხ.სხ. ოქმი).
მოწმე ა-–-----------------ს მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ მას სათარჯიმნო ბიუროდან დაურეკეს, რომ ბორჯომის პოლიციას უნდა შეხვედროდა თბილისში და უნდა ეთარგმნა, შეხვდა ბორჯომის პოლიციას, წავიდნენ აზერბაიჯანის საელჩოსთან სკვერში, სადაც სკამზე იჯდა კაცი, რომელსაც განუმარტეს ყველაფერი, რომ იყვნენ პოლიციიდან, თან ყველაფერს უთარგმნიდა, შემდეგ უთხრეს, რომ უნდა ჩაეტარებინათ პირადი ჩხრეკა, პირადი ჩხრეკის შემდეგ უთხრეს, რომ იგი იყო დაკავებული, როგორც ბრალდებული. პირადი ჩხრეკისას ამოუღეს ტელეფონი. შემდეგ თავისი მანქანით ჩავიდნენ ბორჯომში და იქ ჩატარდა ამოცნობა. ამ ყველაფერს ესწრებოდა და თარგმნიდა. ამოცნობა ჩატარდა დაზარალებულთან, დაზარალებულმა ამოიცნო ბრალდებული. ბრალდებული ოქმს გაეცნო, არანაირი პრეტენზია ან საჩივარი არ ჰქონია, რომ წაუკითხა და გადაუთარგმნა, ყველაფერზე მოაწერა ხელი.
(იხ.სხ. ოქმი).
დაცვის მხარემ საქმეში არსებული თ-----------–----ს, ნ-----–---------–--–---–-ს და ლ-–----------ს გამოკითხვის ოქმები სადავოდ არ გახადა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული ოქმებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა თ-----------–----ს, ნ-----–---------–--–---–-ს და ლ-–----------ს გამოკითხვის ოქმები სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
მოწმე თ-----------–----ს გამოკითხვის ოქმის თანახმად, მუშაობს შსს ბ---------ის რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტორი–გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 12 აპრილს იმყოფებოდა სამსახურში, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც შსს ბ---------ის რაიონულ სამმართველოში შევიდა ინფორმაცია მასზედ, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1-.0-.1--- წელს დაბადებული ე--------------, რომელმაც 2018 წლის მ------- თვეში ქ.ბ---------–- მოიპარა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის ე-------------ის კუთვნილი ,,აიფონ 7“ მოდელის მობილური ტელეფონი, გადაადგილდება ქ.თბილისში, გ---------–----------- მდებარე აზერბაიჯანის საელჩოს მიმდებარედ არსებულ სკვერში, თან აქვს ზემოაღნიშნული ნაქურდალი მობილური ტელეფონი და აპირებს მის რეალიზაციას, გადამალვას. აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით თვითონ და შსს ბ---------ის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსი–გამომძიებელი ნ-----–---------–--–---–- წავიდნენ ქ.------–--–ი, ზემოაღნიშნულ მისამართზე. ე-------------- მან და ნ. ყვ--–--–---–-ა გადაამოწმეს შსს სპეციალურ ბაზაში, ასევე გადაამოწმეს სოციალურ ქსელ „ფე------–-“, სადაც დაათვალიერეს ე--------------ს ფოტოსურათები. გარდა ამისა, მათთვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული პიროვნება თაღლითობის ბრალდებით იძებნება თ---------ს რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ და შესაბამისად მათთვის ცნობილი იყო ვიზუალურად ე--------------ს პიროვნება. სანამ მითითებულ მისამართზე მივიდოდნენ, იმის გამო, რომ ე--------------ს სკვერში ნახვის შემთხვევაში აუცილებელი იქნებოდა მასთან კომუნიკაციის დამყარება მისთვის გასაგებ თურქულ ენაზე, მის მიერ გამოძახებული იქნა თარჯიმანთა ბიუროს თარჯიმანი, თურქული ენის წერა-კითხვის მცოდნე ა-–----------------, რომელიც იმყოფებოდა მათთან ერთად. როდესაც მივიდნენ გორგასლის ქუჩაზე მდებარე აზერბაიჯანის საელჩოს მიმდებარედ არსებულ სკვერში, მოათვალიერეს იქაურობა და ამოიცნო სკვერის ერთ–ერთი დასასვენებელ სკამზე მჯდომი ე--------------, რომელთანაც დაუყოვნებლივ მივიდნენ და თარჯიმნის მეშვეობით წარუდგნენ, როგორც პოლიციის თანამშრომლები. როდესაც დარწმუნდნენ, რომ აღნიშნული პიროვნება იყო ე--------------, მის მიერ გამოტანილი იქნა დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის გამო პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ, რის შემდეგაც მის მიერ აღნიშნულ პიროვნებას ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა ნ-----–---------–--–---–-ს და თარჯიმნის მონაწილეობით. პირადი ჩხრეკის შედეგად ე--------------ს ქურთუკის წინა მარცხენა გარე ჯიბიდან ამოღებული იქნა თეთრი ფერის „აიფონ 7'' მოდელის მობილური ტელეფონი, რომლის იმეი კოდი იდენტური იყო ე-------------ის მიერ გამოკითხვის დროს მითითებული იმეი კოდის, რითაც დადასტურდა, რომ ე--------------ს მართლსაწინააღმდეგოდ ჰქონდა მისაკუთრებული მათ მიერ ამოღებული ტელეფონი, რის გამოც იგი პირადი ჩხრეკის დასრულებისთანავე დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით. განუმარტა მისი უფლება-მოვალეობები, შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმი და გადაყვანილი იქნა თავდაპირველად უახლოეს პოლიციის განყოფილებაში, კერძოდ, ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში, ხოლო შემდეგ შსს ბ---------ის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით.
იხ. ტ.1. ს.ფ. 47-49;
მოწმე ნ-----–---------–--–---–-ს გამოკითხვის ოქმის თანახმად, მუშაობს შსს ბ---------ის რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსი-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 12 აპრილს იმყოფებოდა სამსახურში, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც შსს ბ---------ის რაიონულ სამმართველოში შემოვიდა ინფორმაცია მასზედ, რომ თ---------ს რესპუბლიკის მოქალაქე, 1-.0-.1--- წელს დაბადებული ე--------------, რომელმაც 2018 წლის მ------- თვეში ქ.ბ---------–- მოიპარა თ---------ს რესპუბლიკის მოქალაქის ე-------------ის კუთვნილი „აიფონ 7“-ის მოდელის მობილური ტელეფონი, გადაადგილდება ქ.თბილისში, გ---------–----------- მდებარე აზერბაიჯანის საელჩოს მიმდებარედ არსებულ სკვერში, თან აქვს ზემოაღნიშნული ნაქურდალი მობილური ტელეფონი და აპირებს მის რეალიზაციას, გადამალვას. აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით თვითონ და შსს ბ---------ის რაიონული სამმართველოს უბნის ისპექტორი–გამომძიებელი თ------------–---- წავიდნენ ქ.------–--–ი, ზემოაღნიშნულ მისამართზე. აე-------------- მან და თ-----------–----მ გადაამოწმეს შსს სპეციალურ ბაზაში, ასევე გადაამოწმეს სოციალურ ქსელ „ფე------–-", სადაც დაათვალიერეს ე--------------ს ფოტოსურათები, გარდა ამისა მათთვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული პიროვნება თაღლითობის ბრალდებით იძებნება თ---------ს რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ და შესაბამისად მათთვის ცნობილი იყო ვიზუალურად ე--------------ს პიროვნება. სანამ მითითებულ მისამართზე მივიდოდნენ, იმის გამო, რომ ე--------------ს სკვერში ნახვის შემთხვევაში აუცილებელი იქნებოდა მასთან კომუნიკაციის დამყარება მისთვის გასაგებ თურქულ ენაზე, თ-----------–----ს მიერ გამოძახებული იქნა თარჯიმანთა ბიუროს თარჯიმანი, თურქული ენის წერა-კითხვის მცოდნე ა-–----------------, რომელიც იმყოფებოდა მათთან ერთად. როდესაც მივიდნენ გორგასლის ქუჩაზე მდებარე აზერბაიჯანის საელჩოს მიმდებარედ არსებულ სკვერში. დაათვალიერეს იქაურობა და ამოიცნეს სკვერის ერთ–ერთი დასასვენებელ სკამზე მჯდომი ე--------------, რომელთანაც დაუყოვნებლივ მივიდნენ და თარჯიმნის მეშვეობით წარუდგნენ როგორც პოლიციის თანამშრომლები. როდესაც დარწმუნდნენ, რომ აღნიშნული პიროვნება იყო ე--------------, თ-----------–----ს მიერ გამოტანილი იქნა დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის გამო პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ. რის შემდეგაც აღნიშნულ პიროვნებას თა-----------–----ს მიერ ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა მისი და თარჯიმნის მონაწილეობით. პირადი ჩხრეკის შედეგად ე--------------ს ქურთუკის წინა მარცხენა გარე ჯიბიდან ამოღებული იქნა თეთრი ფერის „აიფონ 7"-ის მოდელის მობილური ტელეფონი, რომლის იმეი კოდი იდენტური იყო ე--------------ს მიერ გამოკითხვის დროს მითითებული იმეი კოდის, რითაც დადასტურდა, რომ ე--------------ს მართლსაწინააღმდეგოდ ჰქონდა მისაკუთრებული მათ მიერ ამოღებული ტელეფონი, რის გამოც იგი პირადი ჩხრეკის დასრულებისთანავე დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით. განუმარტა მისი უფლება–მოვალეობები, შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმი და თავდაპირველად გადაყვანილი იქნა უახლოეს პოლიციის განყოფილებაში, კერძოდ ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში. ხოლო შემდეგ ბ---------ის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში შემდგომი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიზნით.
იხ. ტ.1. ს.ფ. 50-52;
მოწმე ლ-–-----------ს გამოკითხვის ოქმის თანახმად, მუშაობს შსს ბ---------ის რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსი-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 12 აპრილს იმყოფებოდა სამსახურში, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც შსს ბ---------ის რაიონულ სამმართველოში შემოვიდა ინფორმაცია მასზედ, რომ თ---------ს რესპუბლიკის მოქალაქე, 1-.0-.1--- წელს დაბადებული ე--------------, რომელმაც 2018 წლის მ------- თვეში ქ.ბ---------–- მოიპარა თ---------ს რესპუბლიკის მოქალაქის ე-------------ის კუთვნილი „აიფონ 7“-ის მოდელის მობილური ტელეფონი, გადაადგილდება ქ.თბილისში, გ---------–----------- მდებარე აზერბაიჯანის საელჩოს მიმდებარედ არსებულ სკვერში, თან აქვს ზემოაღნიშნული ნაქურდალი მობილური ტელეფონი და აპირებს მის რეალიზაციას, გადამალვას. აღნიშნული ინფორმაცია მის მიერ მოხსენდა ხელმძღვანელობას.
იხ. ტ.1. ს.ფ. 4-5;
ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად 2018 წლის 12 აპრილს ქ.თბილისში, გ---------–----------- მდებარე აზერბაიჯანის საელჩოს მიმდებარედ არსებულ სკვერში, ე--------------ს პირადი ჩხრეკის შედეგად მისი ქურთუკის მარცხენა გარე ჯიბიდან ამოღებული იქნა „აიფონ''-ის ფირმის მობილური ტელეფონი, რომლის კორპუსის წინა მხარე არის თეთრი ფერის, ხოლო უკანა მხარე არის ვერცხლისფერი, მობილური ტელეფონის იმეი კოდია 3--------------.
იხ. ტ.1. ს.ფ. 16-31;
პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, 2018 წლის 13 აპრილს ე-------------მა ე-------------- ამოიცნო სრული აღნაგობით, სიმაღლით, შავგვრემანი კანის ფერით, შუბლზე შემელოტებული მუქი თმით, სწორი ცხვირით და მთლიანი სახის მოყვანილობით.
იხ. ტ.1. ს.ფ. 43-44;
2018 წლის 1--------–-- საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დგინდება, რომ 2018 წლის მ------- თვეში დაზარალებულმა ე-------------მა თავისი კუთვნილი მობილური ტელეფონი ,,აიფონ-7’’ გადასცა ე--------------ს, რომელსაც შემდეგ ის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა.
იხ. ტ.1. ს.ფ. 60-63;
საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზის 2018 წლის 1--------–-- N---- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი ერთი ცალი ,, ipone 7’’ მოდელის მობილური ტელეფონის ღირებულება (მუშა მდგომარეობაში, ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით) საორიენტაციოდ შეესაბამება- 1200 (ერთი ათას ორასი) ლარს.
იხ. ტ.1. ს.ფ. 98-102;
ამოღების ოქმის თანახმად, 2018 წლის 25 მაისს ე-------------ისაგან ამოღებული იქნა მობილური ტელეფონის თეთრი ფერის ყუთი მობილური ტელეფონის ნახატით, ლათინური წარწერით ,,ipone'' და ჩაკბეჩილი ვაშლის გამოსახულებით, რომლის ძირზე გამოსახულია იმეი კოდი 3--------------, რომელიც იდენტურია ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმში მითითებული იმეი კოდის.
იხ. ტ.1. ს.ფ. 106-112;
თ---------ს რესპუბლიკის ა------ს ინტერპოლის 2018 წლის 1------–---ს N M---------------- წერილის თანახმად, ე-------------- თ---------ს სამართალდამცავი უწყებების მიერ იძებნება ეროვნულ დონეზე თაღლითობისა და ნდობის ბოროტად გამოყენების ფაქტებთან დაკავშირებით.
ე--------------ს მიერ ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ასევე დადასტურებულია საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ: შეტყობინება დანაშაულის ჩადენის შესახებ, გამოძიების აღრიცხვის ბარათი, ლ-–----------ს პატაკი, ე-------------ის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილება, ე--------------ს ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილება, განჩინება აღკვეთი ღონისძიების გამოყენების თაობაზე, მოსამართლის განჩინებები საგამოძიებო მოქმედებების კანონიერების შემოწმების თაობაზე და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებები.
4.სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ ე--------------მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
სასამართლო განმარტავს, რომ წარდგენილ ბრალდებაში პირის მსჯავრდებისათვის, უნდა არსებობდეს ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა. შემდეგ ეს მტკიცებულებები უნდა შეფასდეს უტყუარობის თვალსაზრისით რამდენად დადასტურებულია ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, როგორც დაზარალებულის, ასევე მოწმეთა ჩვენებებით დადასტურებული იქნა ის გარემოება, რომ ე---------------- ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვის ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მთლიანობაში წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ე--------------ს ბრალეულობას მასში, რომ მან ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვის ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარმოებები:
ე--------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
6.სასჯელის დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის პირი ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის ასაკის, ამასთან, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ე--------------ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე თავისუფლების აღკვეთა 4 წლის და 2 თვის ვადით, აღნიშნული გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ე---------------ს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე-------------- (პ/ნ L---------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 წლის და 02 თვის ვადით.
2. ე--------------ს (პ/ნ L---------) სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთავლოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების დღიდან 2018 წლის 12 აპრილიდან.
3. ე--------------ს (პ/ნ L---------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
4. საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი აიფონის ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი კოდით 3-------------- და აიფონის ფირმის მობილური ტელეფონის ყუთი, იმეი კოდით 3-------------- რომლებიც ინახება შსს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
7. განემარტოს მსჯავრდებულს, რომ უფლება აქვს აღძრას შუამდგომლობა შეწყალების თაობაზე.
მოსამართლე: შალვა მჭედლიშვილი