განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1--------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
27 სექტემბერი 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე გიორგი დარახველიძე
სხდომის მდივანი ნათია კოპალიანი
ბრალდების მხარე
პროკურორი - ლ-------------ე
დაცვის მხარე
ადვოკატი - ს------------–--ე,ბრალდებული დ----------–---------------ა
დაბადების თარიღი: 2-----------–--–-
პირადი ნომერი:2----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
ნასამართლეობა: მქონე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
რეგისტრაციის ადგილი: მ--------–--------------------–----------------------59,ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ქ--------–------------
სისხლის სამართლის საქმე №0-----------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი .
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 -151 მუხლის პირველი ნაწილი.
ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
დ------------ამ 2018 წლის 21 თებერვლიდან 19 მარტამდე არაერთხელ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ - ლ----------–---–ს, კერძოდ, აგინებდა და ლანძღავდა მას, უწოდებდა უწმაწურ სიტყვებს. მათ შორის ანალოგიური ქმედებები დ------------ამ ლ----------–---–ის მიმართ განახორციელა 2018 წლის 25 თებერვალს, 2018 წლის 28 თებერვალსა და ამავე წლის 3 მარტს ქ. თბილისში ლ----------------------------------------------------------------ში. ზემოაღნიშნულმა ქმედებებმა გამოიწვია დაზარალებულის, ლ----------–---–ის ტანჯვა.
2018 წლის 4 მარტს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ. თბილისში ლ-----------------------------------------------------------------ში , დ------------ამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ლ----------–---–ს, მცირეწლოვანი შვილის ნ-----------–---–-ს თანდასწრებით. კერძოდ, ზემოაღნიშნული ქმედებების შედეგად დაზარალებულმა ლ----------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 5 მარტს, საღამო საათებში, ქ. თბილისში ლ----------------------------------------------------------------ში, დ------------ამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ლ----------–---–ს კერძოდ, მუშტები დაარტყა თავისა და სახის არეში, რის შემდეგაც ბასრი საგნით დაუსერა მარცხენა მკლავი. ზემოაღნიშნული ქმედებების შედეგად დაზარალებულმა ლ----------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 4 მარტს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ. თბილისში ლ----------------------------------------------------------------ში დ------------ა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ლ----------–---–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც ლ----------–---–ს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2018 წლის 14 ივნისს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ დ------------ას მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. (იხ. წინასასამართლო სხდომის ოქმი).
2018 წლის 27 სექტემბერს საქმის არსებითი განხილვის დროს დ------------ამ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ გულწრფელად აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს.
საქმის არსებითი განხილვის დროს სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება, სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, დ------------ას მიერ დანაშაულის ჩადენას უტყუარად ადასტურებს საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ: მოწმეების: დ------------–---–ის, ი-----------–---–ის, ნ-------------–---–ის, ნ----------–---–ის, სე-----------ის, მა-------------–--ის, ლ----------–---–ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაცია, მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმი, 2018 წლის 4 აპრილი სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნა და საქმეში არსებული სხვა ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობა.
სამართლებრივი შეფასება:
ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:
ბრალდებულმა დ------------ამ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261- ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლისსამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულების პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. მოცემულ საქმეში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არის ის, რომ დ------------ამ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშული, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ იგი ნასამართლევია, ასევე მან დ------------ამ ოჯახის წევრის მიმართ განახორციელა მუქარა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
დ------------ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით
დ------------ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
დ------------ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
დ------------ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დ------------ას დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 1--------–-- განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარი და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით, დ------------ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ დ------------ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
მსჯავრდებულ დ------------ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2018 წლის 27 აპრილის 14:40 საათიდან.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
კომპიუტერული დისკები დარჩეს სისხლის სამართლის საქმეში და შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე გიორგი დარახველიძე