განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N 010100118002604161
საქმე N1-776/18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
[შესავალი ნაწილი]
12 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლევან გელოვანი
სხდომის მდივანი - ქეთევან თურმანიძე
სახელმწიფო ბრალმდებელი - დ--------------–-
ადვოკატი - დ--------------
ბრალდებული: ე-------------------
მამის სახელი: ა-–----------
პირადი ნომერი: 6----------
დაბადების თარიღი: 14.12.1----–--–-
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
რეგისტრირებული მისამართი: ქ------–-----------–----–----------------–--–-------–-
ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე
ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილები.
[ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი]
1. დანაშაულებრივი ქმედების დადგენა და სამართლებრივი შეფასება
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ე-------------------მ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე დაზიანება.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 19 აპრილს, დაახლოებით 23:00 საათზე, ე-------------------, თავისი მართვის ქვეშ მყოფი „მერსედეს ბენცის“ მარკის სახ. ნომრით NN-618-VV ავტომობილით, მოძრაობდა ქობულეთის მუნიციპალიტეტ სოფელ ბობოყვათის საავტომობილო გზაზე, ქალაქ ქობულეთიდან სოფელ ბობოყვათის მიმართულებით. მსვლელობისას ავტომობილის მძღოლმა ე-------------------მ ვერ უზრუნველყო მოძრაობის უსაფრთხოება, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნები, მოსახვევში შესვლის დროს გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და შეეჯახა ფერდობს. შეჯახების შედეგად ჯ------–------–---- მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ხოლო გ-------------–---- - ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.
სასამართლო პროცესზე, ბრალდებულმა ე-------------------მ სრულად ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.
ე-------------------- ბრალეულობას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი შემდეგი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი; ტრასოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, მოწმეების - ნ----------------------აირა ბეჟანიძის, ნ----------------- გ---------------- გ-------------–----- ჯ------–------–---- გამოკითხვის ოქმები.
წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.
ვინაიდან მხარეებმა არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით, გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ე------------------- ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.
2. სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება – ისჯება თავისუფლების აღკვეთით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა ხელს უნდა უწყობდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასჯელის მიზანი, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, გულისხმობს ჩადენილი დანაშაულის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას მსჯავრდებულის, დაზარალებულის და საზოგადოების თვალში და ასევე ხელს შეუწყობს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ვალდებულია იხელმძღვანელოს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპით და გაითვალისწინოს, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი, ასევე შემამსუბუქებელი გარემოებები.
ე-------------------- პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ე--------------------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას (აღიარებს ჩადენილ დანაშაულს), ბრალდებულის პიროვნულ მახასიათებლებს (არ არის ნასამართლევი, ჰყავს ოჯახი), ასევე იმ გარემოებას, რომ სახეზეა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, ბრალდებულმა სადავო არ გახადა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას და თვლის, რომ ბრალდებულს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა, რომელიც უნდა შეეცვალოს პირობითი მსჯავრით.
3. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა
ნივთმტკიცების საკითხი გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად.
[ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი]
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე------------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით, 03 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.
2. ე-------------------ს ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 1 (ერთი) წლის ვადით.
3. მსჯავრდებულ ე-------------------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
4. კონტროლი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ბიუროს ე-------------------- საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5. ნივთმტკიცებები - ე--------------------, გ---------------- ჯ------–------–----, გიორგი მსხალაძის ტანსაცმელი და ,,მერსედესის” მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით - NN-618-VV, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
CD დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ლევან გელოვანი