განაჩენი

სისხლის სამართლის 15.10.2018
საქმის ნომერი
330100118002644817
თარიღი
15.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე#1--------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

15 ოქტომბერი 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე

სხდომის მდივანი - ნატო ზერეკიძე

 

სტაჟიორ-პროკურორი: კ---- ბ-------

ს/ს საქმე №0-----------

 

ბრალდებული: დ----- ც-------ა

მამის სახელი: ჯ----–-

დაბადებული: 0-----------

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე

რეგისტრირებული: ო-----------------–----–-----

ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–-------–---------------------------------------

პასუხისგებაში მიცემის დრო: 3---------წ.

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლი

აღკვეთის ღონისძიება: გირაო

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, დ----- ც-------ას მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

ბრალდების არსი: დ----- ც-------ას ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------–---- დადგენილებით, ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარებისათვის დ----- ც-------ას ადმინისტრაციული სახდელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 500 ლარი. 2018 წლის 26 აგვისტოს, ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებულ დ----- ც-------ას კვლავ დაუდგინდა ექიმის დანიშნულების გარეშე ,,ოპიუმის“ ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარების ფაქტი.

 

ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ფაქტები არ გამხდარა მხარეთა მიერ სადავოდ და შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პრეიუდიციას, რაც სრულად დასტურდება მხარეებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------–---- დადგენილებით, ნარკოლოგიური შემოწმების დასკნით და საქმეში არსებულ სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

ამდენად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ დ----- ც-------ამ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 120-დან 180 საათამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთას 01 წლამდე ვადით.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ხასიათს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ბრალდებულის პიროვნებას, მის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა გარემოებებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ჩადენილის დანაშაულის აღიარება, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ნასამართლობა და ქმედების ჩადენა პირობით გამოსაცდელი ვადის დინების პერიოდში.

 

სასამართლოLOთვლის, რომ ჩადენილი ქმედების სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, დ----- ც-------ას, განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 2.000(ორიათასი) ლარის ოდენობით და თავისუფლების აღკვეთა 02(ორი) წლის ვადით, მასვე, 03 წლის ვადით უნდა ჩამოერთვას ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები, რაც იქნება პროპორციული ჩადენილი ქმედების სიმძიმესთან, შემაკავებელი ხასიათის და სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დ----- ც-------ა (პ№6----------) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (2018 წლის 26 აგვისტოს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2.000(ორიათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფოს ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდეს დ----- ც-------ას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------–---- განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და ბოლო განაჩენით დანიშნულ ძირითად სასჯელს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------–---- განაჩენით დ----- ც-------ას მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 05(ხუთი) წელი თავისუფლების აღკვეთიდან, ნაწილობრივ დაემატოს - თავისუფლების აღკვეთა 02(ორი) წლის ვადით და საბოლოოდ, დ----- ც-------ას განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2.000(ორიათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ და თავისუფლების აღკვეთა 02(ორი) წლის ვადით.

 

სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დ----- ც-------ას დაეწყოს 2018 წლის 15 ოქტომბრიდან.

დ----- ც-------ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - გირაო გაუქმდეს.

 

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, დ----- ც-------ას, როგორც ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელ პირს, 03 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

აღნიშნული შეზღუდვების ვადის დენა დაეწყოს დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს მხარეების მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლაშა ჩხიკვაძე