განაჩენი

სისხლის სამართლის 16.10.2018
საქმის ნომერი
160100118002506801
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
16.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 160100118002506801

საქმე #1/161-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

15 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.ბოლნისი

 

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ჯემალ კოპალიანი

სხდომის მდივანი - ნათია მიქელაძე, ვერიკო ნინიაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გი------ სა---–---–-, სო------ ფც----–--ე

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - რუ--–-- კო----–---ი (დაბადებული - 1----–-–---------–---, საქართველოს მოქალაქე, პირადი #2----------, არასრული საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მარნეული, სოფელი ქვემო სარალი.

 

ადვოკატი - ჯე----- მა-------ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).

 

დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

თარჯიმანი - ნა--–- იბ---------ა

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2018 წლის 11 ივნისს, დაახლოებით 12:00 საათზე, მარნეულის რაიონის სოფელ ქვემო სარალში მდებარე რუ--–-- კო----–---ისა და რე-- ალ---ას ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, რუ--–-- კო----–---მა, თავის და წელის არეში ხელების მრავალჯერადი დრატყმის გზით ფიზიკურად იძალადა თავისი მეუღლის რე-- ალ---ას მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ძალადობის ფაქტს შეესწრნენ რუ--–-- კო----–---ისა და რე-- ალ---ას არასრულწლოვანი შვილები და---- და ფი-–--- კო----–---ები.

 

1.2. 2018 წლის 11 ივნისს, დაახლოებით 23:00 საათზე, მარნეულის რაიონის სოფელ ქვემო სარალში მდებარე რუ--–-- კო----–---ისა და რე-- ალ---ას ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, რუ--–-- კო----–---მა, მარჯვე-- ფეხის მუცლის და მარჯვე-- ფეხის არეში მრავალჯერადი დრატყმის გზით ფიზიკურად იძალადა თავისი მეუღლის რე-- ალ---ას მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ძალადობის ფაქტს შეესწრნენ რუ--–-- კო----–---ისა და რე-- ალ---ას არასრულწლოვანი შვილები და---- და ფი-–--- კო----–---ები.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

2.1. სასამართლომ განიხილა რა წარდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა დაზარალებულების, მოწმეების, ბრალდებულის ჩვენება, გაანალიზა ისინი საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - რუ--–-- კო----–---ის დამნა–-ვედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, საკმარისია რუ--–-- კო----–---ის დამნა–-ვედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, შესაბამისად, იგი დამნა–-ვედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ რუ--–-- კო----–---ის მიერ 2018 წლის 11 ივნისს, დაახლოებით 12:00 საათზე და იმავე დღის 23:00 საათზე მარნეულის რაიონის სოფელ ქვემო სარალში, თავის საცხოვრებელ სახლში, მეუღლის რე-- ალ---ას მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტის დასადასტურებლად, რომელსაც ესწრებოდა მათი არასრულწლოვანი შვილები და---- და ფი-–--- კო----–---ები ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა პირდაპირი მტკიცებულებები: დაზარალებულის - რე-- ალ---ას, მოწმე ბა---- ალ-–-----------ის, ლა–- და------ის, მზ-- ხა--------ის, და---- კო----–---ის ჩვენებები საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 23 ივლისის N004436018 დასკვნა.

 

2.3. საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის, მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ამდე--დ, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმის ჩვენება არის სასამართლოში მიცემული ინფორმაცია და განაჩენის გამოტანის დროს გამოყენებული უნდა იქნეს სწორედ მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება.

 

2.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ რუ--–-- კო----–---ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები გარდა: დაზარალებული - რე-- ალ---ას, მოწმეების ბა---- ალ-–-----------ის ,ლა–- და------ის, მზ-- ხა--------ის ჩვენებებისა არსებით სხდომაზე მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

2.5. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს სხდომაზე გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილ თითოეული მტკიცებულების შინაარსზე და განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად აღნიშნული მტკიცებულებები, კერძოდ:

 

2.6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა რე-- ალ---ამ განმარტა, რომ 2018 წლის 11 ივნისს 12:00საათზე მარნეულის რაიონის სოფელ ქვემო სარალში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში მასსა და მის მეუღლეს რუ--–-- კო----–---ს შორის წარმოიშვა კონფლიქტი რა დროსაც რუ--–-- კო----–---მა მას თავის და ზურგის არეში დაარტყა, რის გამოც მანგანიცადა ტკივილი და გონება დაკარგა, რუ--–-- კო----–---ის მიერ მის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს შეესწრნენ მისი ოჯახის წევრები და მათი არასრულწლოვანი შვილები. იმავე დღეს მარნეულის რაიონის სოფელ ქვემო სარალში, მათ საცხოვრებელ სახლში, საძინებელ ოთახში 23:00 საათზე რუ--–-- კო----–---თან ისევ მოუვიდა კონფლიქტი რა დროსაც რუ--–-- კო----–---მა მას მუცლისა და ფეხის არეში ჩაარტყა ფეხი, რა დროსაც განიცადა ტკივილი და დაეცა. აღნიშნული ფაქტს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი და---- კო----–---ი.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას რე-- ალ---ამ განმარტა, რომ რუ--–-- კო----–---ი არის მისი არასრულწლოვანი შვილების მამა, მათ ე--ტრებათ მამა, რომელიც არის მათი ოჯახის ერთადერთი მარჩე--ლი, იგი შეურიგდა რუ--–-- კო----–---ს და აპატია ჩადენილი ქმედება.

 

2.7. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მარნეულის შს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ბა---- ალ-–-----------მა, ლა–- და------ემ და მზ-- ხა--------ემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურეს მით მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და სასამართლოს განუმარტეს საგამოძიებო მოქმედებების დროს მიღებული ინფორმაციის თაობაზე.

 

2.8. სასამართლო დაზარალებულის რე-- ალ---ას და მოწმეების ბა---- ალ-–-----------ის, ლასა და------ის და მზ-- ხა--------ის ჩვენებებს აფასებს მათი სანდოობის თვალსაზრისით და აღნიშნავს, რომ შინაარსობრივად არ შეიცავს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობებს და სისხლის სამართლის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან მიმართებით შესაბამისობაშია, როგორც ერთმანეთთან, ასევე სასამართლოში წარმოდგენილ სხვა წერილობით მტკიცებულებებთან, შესაბამისად, მათში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. ასევე აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მოწმეების ჩვენებები არ შეიცავს საეჭვო განმარტებებს, რაც კითხვის ნიშნებს გააჩენდა მათ სანდოობასთან დაკავშირებით. საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე არ იკვეთება რაიმე საეჭვო გარემოებები, რაც მიანიშნებდა მოწმეების მიკერძოებაზე და პირად დაინტერესებაზე ბრალდებულის რუ--–-- კო----–---ის საწინააღმდეგოდ.

 

2.9. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6(3)(დ) მუხლით გათვალისწინებული გარანტია (დაკითხოს ან დააკითხვინოს ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეთა თანაბარ პირობებში) ამავე პარაგრაფით განსაზღვრულ დაცვის სხვა ,,მინიმალურ” უფლებებთან ერთად წარმოადგენს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების ნაწილს, ამავე მუხლის 1-ლი პარაგრაფის საფუძველზე. უფრო ზუსტად, გარანტიის დანიშნულებაა სამართალწარმოების შეჯიბრებითობის უზრუნველყოფა. დაცვას უნდა ჰქონდეს ბრალდებულის წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და საკუთარი მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა. ამ უფლების გამოყენების პირობები უნდა იყოს პროკურორისთვის განსაზღვრული პირობების მსგავსი, რაც მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპს ემსახურება.

 

2.10. ამდე--დ, მოწმეთა გამოძახებისა და დაკითხვის უფლება წარმოადგენს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების არსებით ელემენტს და მჭიდროდ არის დაკავშირებული მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპთან და უფლებასთან შეჯიბრებით პროცესზე. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6(3)(დ) მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის შესაბამისადაც ბრალდებულის მსჯავრდებამდე მის წინააღმდეგ არსებული ყველა მტკიცებულება მისი თანდასწრებით უნდა იქნეს წარდგენილი საჯარო სასამართლო განხილვაზე შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მათი გამოკვლევის მიზნით. ამ პრინციპიდან გამონაკლისი დაშვებულია იმ პირობით, რომ დაცვის უფლებები არ უნდა შეიზღუდოს, რაც როგორც წესი მოითხოვს, რომ ბრალდებულს საკმარისი შესაძლებლობა უნდა მიეცეს დაკითხოს მოწმე, რომელიც მის წინააღმდეგ აძლევს ჩვენებას.

 

2.11. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის არსებითად განხილვის სტადიაზე მოწმეთა დაკითხვის ეტაპზე დაცვის მხარეს მიეცა სრული შესაძლებლობა ბრალდების მხარესთან თანასწორ პირობებში დაეკითხა ბრალდების მხარისმიერ წარმოდგენილი მოწმეები, რომლებიც რუ--–-- კო----–---ის წინააღმდეგ იძლეოდნენ ჩვენებას. ამდე--დ, საქმის არსებითად განხილვის დროს სრულად იქნა დაცული ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 (3)(დ) მუხლის მოთხოვნები და დაცვის მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა შეემოწმებინა ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებების სანდოობა, ჯვარედინი დაკითხვის შედეგად მოწმეების - ჩვენებებში არ იკვეთება არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, მათი ჩვენებები არის თანმიმდევრული, დამაჯერებელი და ეჭვი მათ სანდოობასთან დაკავშირებით არ არსებობს.

 

2.12. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ბრალდებულმა რუ--–-- კო----–---მა საქმის არსებითი განხილვის დროს სასამართლოს მისცა ჩვენება და განმარტა, რომ 2018 წლის 11 ივნისს მარნეულის რაიონის სოფელ ქვემო სარალში მდებარე საცხოვრებელ სახლში 12:00 საათზე შელაპარაკებისაა მოუვიდა მეუღლესთან რე-- ალ---ასთან, რა დროსაც თავის და წელის არეში ხელი დაარტყა მას. მანვე განმარტა, რომ იმავე დღეს 23:00 საათზე მასსა და რე-- ალ---ას შორის განმეორდა კონფლიქტი რა დროსაც რე-- ალ---ას ფეხი ჩაარტყა მუცლის და ფეხის არეში. მის მიერ რე-- მა-------ას მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტებს შეესწრნენ მათი არასრულწლოვანი შვილები.

 

2.13. ბრალდებულმა საბოლოო სიტყვაში განმარტა, რომ იგი სრულად ცნობს თავს დამნა–-ვედ და სასამართლოს სთხოვა მის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენება.

 

2.14. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 13 ივნისის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №004436018 დასკვნით დადგენილია, რომ პირადი გასინჯვის მონაცემებით (13.06.18 წ.) რანა ალ---ას აღენიშნება ნაჭდევები მარჯვე-- წვივის და მარჯვე-- წინამხრის მიდამოებში, სისხლჩაქცევები მარცხე-- იდაყვის სახსრის უკანა ზედაპირზე. დაზ--ნებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ შემთხვევის თარიღს.

 

2.15. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნა–-ვედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

2.16. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

2.17. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან.

2.18. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

2.19. სასამართლო საქმეში არსებულ სადავო მტკიცებულებებსა და იმ მტკიცებულებებს რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. და 1.2. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი დანა–-ულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, ხოლო ჯანმრთელობა, ისევე როგორც სიცოცხლის უფლება, ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. იგი შეუფასებელი სიკეთეა და მასზე მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა, მისი გუნებაგანწყობილება, შრომისუნარიანობა, აქტიურობა და ა.შ. საქართველოში ადამიანის ჯანმრთელობა დაცულია კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით, მათ შორის ეს უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო მასშტაბით 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის 25-ე მუხლით. აღნიშნული მუხლის მიხედვით, ,,ყველას უფლება აქვს მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ადეკვატური სტანდარტით ცხოვრებისა”.

 

3.2. კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ამ დანა–-ულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა.

 

3.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანა–-ულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

3.4. საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

3.5. მტკიცებულებათა შეფასების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს: ა) „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანა–-ულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანა–-ული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანა–-ულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანა–-ულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმე--ც და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში. გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნა–-ვედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდე--დ მყარი უნდა იყოს რწმე-- იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანა–-ული. სასამართლო ბრალდებულს დამნა–-ვედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

 

3.6. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ხოლო საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის (იგულისხმება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი) მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

3.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დანა–-ული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა. ამასთან, ამ დროს მნიშვნელოვანია დადგენილი იქნეს მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებებასა და დამდგარ შედეგს შორის, ასევე ის გარემოებაც, რომ პირის მიერ განხორცილებულმა ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.

 

3.8. ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე ნათელია, რომ კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია ის აუცილებელი პირობები, რომელთა უტყუარად დადგენის შემდეგ არის შესაძლებელი რომ მოხდეს პირის მიერ ჩადენილი ქმედების მოცემული მუხლით დანა–-ულად კვალიფიკაცია. კერძოდ, აუცილებელია დადგენილი იქნეს: 1) სუბიექტთა წრე (დამნა–-ვე უნდა იყოს დაზარალებულის ოჯახის წევრი ან ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას, 2) დამნა–-ვის მიერ დაზარალებულის მიმართა განხორცილებული უნდა იქნეს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ქმედება (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება) და 3) აღნიშნული ქმედებას უნდა მოჰყვეს კონკრეტული შედეგი (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა). ზემოაღნიშნული გარემოებები ასევე ცხადყოფს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ქმედების კვალიფიკაციისათვის მიყენებული დაზ--ნებების ხარისხთან ერთად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის მიერ გახორციელებული ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა.

3.9. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდებისა და დაცვის ხარის მტკიცებულებები გარდა დაზარალებულ რე-- ალ---ას და მოწმეების მზ-- ხა--------ის, ლა–- და------ის და ბა---- ალ-–-----------ის ჩვენებებისა მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე, თუმცა, სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებისა, ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ როგორც სადავო, ისე უდავო მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად სასამართლოს ვალდებულებაა.

 

3.10. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირის ბრალდების დადგენილებაში რუ--–-- კო----–---ის მიერ განხორციელებული ქმედების დაკვალიფიცირება ძალადობად სამართლებრივად მართებულია, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს საქმეში არსებული მტკიცებულებებით: დაზარალებულის - რე-- ალ---ას, მოწმე ბა---- ალ-–-----------ის, ლა–- და------ის, მზ-- ხა--------ის, და---- კო----–---ის ჩვენებებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 23 ივლისის N004436018 დასკვნით, ასევე ბრალდებულ რუ--–-- კო----–---ის ჩვენებით (აღიარებს ჩადენილ ქმედებას), უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ რუ--–-- კო----–---მა ჩაიდინა ძალადობა, კერძოდ: 2018 წლის 11 ივნისს, დაახლოებით 12:00 საათზე, მარნეულის რაიონის სოფელ ქვემო სარალში მდებარე რუ--–-- კო----–---ისა და რე-- ალ---ას ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, რუ--–-- კო----–---მა, თავის და წელის არეში ხელების მრავალჯერადი დრატყმის გზით ფიზიკურად იძალადა თავისი მეუღლის რე-- ალ---ას მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ძალადობის ფაქტს შეესწრნენ რუ--–-- კო----–---ისა და რე-- ალ---ას არასრულწლოვანი შვილები და---- და ფი-–--- კო----–---ები. ასევე 2018 წლის 11 ივნისს, დაახლოებით 23:00 საათზე, მარნეულის რაიონის სოფელ ქვემო სარალში მდებარე რუ--–-- კო----–---ისა და რე-- ალ---ას ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, რუ--–-- კო----–---მა, მარჯვე-- ფეხის მუცლის და მარჯვე-- ფეხის არეში მრავალჯერადი დრატყმის გზით ფიზიკურად იძალადა თავისი მეუღლის რე-- ალ---ას მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ძალადობის ფაქტს შეესწრნენ რუ--–-- კო----–---ისა და რე-- ალ---ას არასრულწლოვანი შვილები და---- და ფი-–--- კო----–---ები.

 

3.11. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებით, დადგენილია, რომ დაზარალებული რე-- ალ---ა არის ბრალდებულ რუ--–-- კო----–---ის მეუღლე.

3.12. ამდე--დ, ბრალდებული რუ--–-- კო----–---ი და დაზარალებული რე-- ალ---ა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ითვლებიან ერთმანეთის ოჯახის წევრებად.

 

3.13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ რუ--–-- კო----–---მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. დანა–-ული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, ორი ეპიზოდის დანა–-ული. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1 რუ--–-- კო----–---ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება სს საქმეში არ მოიპოვება, ხოლო პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანა–-ულებრივი ქმედებების ჩადენის ფაქტს.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანა–-ულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნა–-ვეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანა–-ულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნა–-ვის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.

 

5.3. განაჩენის 5.1. და 5.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანა–-ულის სიმძიმესთან.

 

5.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილს ,,ბ" ქვეპუნქტი სასჯელის სახით ითვალისწინებს, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

5.5. დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანა–-ულის თავიდან აცილებისა და დამნა–-ვის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანა–-ულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნა–-ვის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.

5.6. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის კანონის შესაბამის ქცევას სასამართლოში საქმის განხილვისას და ასევე იმას, რომ ჩადენილია განზრახ ნაკლებად მძიმე დანა–-ული, წარსულში არ არის ნასამართლევი, რისი გათვალისწინებითაც, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, შემდგომი პრევენციის მიზნით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ იმგვარი სასჯელის გამოყენებას, რითაც ერთი მხრივ, თავიდან იქნება აცილებული ძალადობის შემდგომი ფაქტები და უზრუნველყოფილი იქნება ბრალდებულის შემდგომი ნორმალური ქცევა, ხოლო მეორე მხრივ, დამნა–-ვის რესოციალიზაცია. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ დაზარალებულმა რე-- ალ---ამ სასამართლოს თხოვა რუ--–-- კო----–---ის პატიმრობისგან გათავისუფლება იმ გარემოებებზე დაყრდნობით, რომ მათ ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები, მან აპატია რუ--–-- კო----–---ს ჩადენილი ქმედება და შერიგდნენ.

 

5.7. სასამართლო ითვალისწინებს რუ--–-- კო----–---ის შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო განხილვის დროს და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, რუ--–-- კო----–---ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელი. (ორი ეპიზოდი) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით (2018 წლის 11 ივნისისის 12:00 საათის ეპიზოდი) საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 საათის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით (2018 წლის 11 ივნისისის 23:00 საათის ეპიზოდი) 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა. როგორც პროპორციული ზემოქმედების ღონისძიება, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს - სამართლიანობის აღდგე--ს, ახალი დანა–-ულის თავიდან აცილებას და ბრალდებულის რესოციალიზაციას.

 

5.8. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად დანა–-ულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრ სასჯელს.

 

5.9. საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანა–-ული და იგი აღიარებს დანა–-ულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანა–-ულის ჩადენისათვის. მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან რუ--–-- კო----–---მა ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანა–-ული, არ არის ნასამართლევი და აღიარებს ჩადენილ დანა–-ულს, ასევე მისი პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების ხასიათის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მას დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს პირობითად და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე დაუდგინდეს გამოსაცდელი ვადა. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის ყოფა-ქცევის ეფექტურად კონტროლის მიზნით, რუ--–-- კო----–---ს დაეკისროს სსკ-ის 65-ე მუხლით გათვალისწინებული მოვალეობა - პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

 

6. აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტა:

 

6.1. რუ--–-- კო----–---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებითა და საქართველოს სსკ-ის 59-ე, 63-66-ე მუხლებთ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

რუ--–-- კო----–---ი ცნობილ იქნეს დამნა–-ვედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანა–-ულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით (2018 წლის 11 ივნისისის 12:00 საათის ეპიზოდი) საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 საათის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით (2018 წლის 11 ივნისისის 23:00 საათის ეპიზოდი) 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლისმე-2 ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანა–-ულთა ერთობლიობით რუ--–-- კო----–---ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

 

საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლისა და ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, განემარტოს მსჯავრდებულს, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

 

მსჯავრდებულ რუ--–-- კო----–---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლისვ განთავისუფლდეს სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან.

 

რუ--–-- კო----–---ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 12 ივნისიდან 2018 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ჯემალ კოპალიანი