განაჩენი

სისხლის სამართლის 05.09.2018
საქმის ნომერი
330100118002526466
თარიღი
05.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №---------

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

5 სექტემბერი, 2018 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა

გიორგი გარაშვილის მდივნობით

პროკურორ – ნ----- გ-------–ის,ბრალდებულ _ მ------ ს------–---–ის,ადვოკატების _ ნ------- ც--–---ს და გ------- ბ----–---–-ს

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

_ მ------ ჯ----–-ს ძე ს------–---–ის, დაბადებულის 1----–-–--------------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის არმქონის, უმაღლესი განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების კ----ს რაიონის ს------–-----––---ში, ამჟამად პატიმრობაში მყოფის მიმართ, ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ------ ს------–---–ს წარედგინა ბრალდება ძალადობისათვის, ე.ი ოჯახის წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემისა და სხვაგვარი ძალადობისათვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

მასვე წარედგინა ბრალდება მუქარისათვის, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარისათვის, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ორი ეპიზოდი).

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ------ ს------–---–ის მიერ დანაშაულების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

მ------ ს------–---–ი მეუღლეს - მ--- მ------–---–ს წლების განმავლობაში ავიწროებდა გენდერული ნიშნით, კერძოდ, მიმართავდა, რომ ის იყო ქალი და უუფლებო, მათ შორის არ ჰქონდა მუშაობის უფლება და უნდა ყოფილიყო სახლში. ასევე, თანაცხოვრების პერიოდში მ------ ს------–---–ი სისტემატურად ძალადობდა მეუღლეზე, რაც გამოიხატებოდა ხელების დარტყმაში სხეულის სხვადასხვა ორგანოზე, ასევე, თმების მოქაჩვაში, რა დროსაც მ--- მ------–---–ი განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს და ტანჯვას, კერძოდ, 2017 წლის ნოემბერის თვეში, ქ. თბილისში, ა----–-ში, ლ------------------------------------ში მ------ ს------–---–მა არასრულწლოვანი შვილის - ხ----- ს------–---–ის თანდასწრებით, მეუღლეს - მ--- მ------–---–ს ხელი რამდენჯერმე დაარტყა სახის არეში, ხელი წაუჭირა ყელის არეში და ითრია თმებით, რის შედეგადაც მ--- მ------–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

2018 წლის 29 მაისს, დაახლოებით 16:00 საათზე, ქ.თბილისში, ა----–-ში, ლ------------------------------------ში მ------ ს------–---–მა მეუღლეს - მ--- მ------–---–ს არასრულწლოვანი შვილის - ხ----- ს------–---–ის თანდასწრებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ძლიერად მოქაჩა თმებით, მკლავებზე წაუჭირა ხელები, რის შედეგადაც მ--- მ------–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

2018 წლის 1 ივნისს, დაახლოებით 13:00 საათზე, ქ.თბილისში, ა----–-ში, ლ------------------------------------ში მ------ ს------–---–მა მეუღლეს მ--- მ------–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა - დაარტყა ხელები თავის არეში, მოქაჩა თმებით და მკლავებში ძლიერად მოუჭირა ხელები, რის შედეგადაც მ--- მ------–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

მ------ ს------–---–ის ქმედებით მ--- მ------–---–ს მიადგა ფიზიკური და მორალური ზიანი.

ამის გამო მ------ ს------–---–ს წარედგინა ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით.

გარდა ზემოაღნიშნულისა, 2018 წლის 1 ივნისს, დაახლოებით 13:00 საათზე, ქ.თბილისში, ა----–-ში, ლ------------------------------------ში, მ------ ს------–---–ი სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა თავის მეუღლეს - მ--- მ------–---–ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2018 წლის 1 ივნისს, დაახლოებით 13:00 საათზე, ქ.თბილისში, ა----–-ში, ლ------------------------------------ში, მ------ ს------–---–ი სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა მისი ოჯახის წევრს, თავისი მეუღლის მშობელს - ჯ---–----- მ------–---–ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

ამის გამო მ------ ს------–---–ს წარედგინა ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი).

ე.ი. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ------ ს------–---–ს წარედგინა ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი).

სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები, გაეცნო საქმეზე შეკრებილ და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილ მტკიცებულებებს: მ------ ს------–---–ის დაკავების ოქმს, მოწმეების გამოკითხვის ოქმებს, სამედიცინო ექსპერტიზის #004389618 დასკვნას და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, დადგენილად მიიჩნია, რომ მ------ ს------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ე.ი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით), ასევე მ------ ს------–---–მა ჩაიდინა მუქარა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ე.ი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი - 2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით).

სასამართლომ უდავოდ ცნობილი თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, საკმარისობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მიიჩნია, რომ მ------ ს------–---–ის მიერ ნამდვილად ჩადენილია ოჯახში ძალადობა, ვინაიდან საქმის ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის, ქმედებების განხორციელების დროისა და ხასიათის გათვალისწინებით აშკარაა, რომ მ------ ს------–---–ი სისტემატურად ახორციელებდა ფიზიკურ ძალადობას მეუღლეზე მათი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით. ამასთან სასამართლო არ ეთანხმება ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედებების კვალიფიკაციას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული ძალადობა მოიცავს როგორც ერთჯერადად განხორციელებულ ძალადობას, ისე სისტემატურად განხორციელებულ ძალადობასაც, მაგალითად, თუ ქმარმა ერთჯერადად იძალადა მეუღლეზე (დაარტყა ხელი), მისი ქმედება დაკვალიფიცირდება სსკ-ის 1261-ე მუხლით, ასევე თუ ქმარი სისტემატურად ძალადობს მეუღლეზე (სცემს ყოველდღიურად), მისი ქმედებაც დაკვალიფიცირდება ამ მუხლით, ოღონდ არა ცალ-ცალკე ეპიზოდებად, არამედ ერთიან დანაშაულად, რადგან სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული ძალადობა მოიცავს მათ შორის სისტემატურად განხორციელებულ ძალადობრივ აქტებსაც, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვა, რომ ერთჯერადად განხორციელებული ძალადობა ამ მუხლით ისჯება, ხოლო მრავალჯერ განხორციელებული ძალადობა კი არა, რაც არასწორი იქნება. სისტემატურად განხორციელებული ძალადობა ოჯახის წევრის მიმართ უნდა დაკვალიფიცირდეს სპეციალური მუხლით - სსკ-ის 1261-ე მუხლით და არა სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით, ვინაიდან მხოლოდ სისტემატურობის გამო ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის დაკვალიფიცირება არასპეციალური მუხლით - სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით არასწორი იქნება.

ამდენად, მ------ ს------–---–ის მიერ მეუღლის მიმართ სისტემატურად განხორციელებული ძალადობა უნდა დაკვალიფიცირდეს არა სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით, არამედ სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, ასევე, მ------ ს------–---–ის მიერ მ--- მ------–---–ის და ჯ---–----- მ------–---–ის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის განხორციელების ფაქტი, რაც არ უარყვია თავად ბრალდებულსაც. მუქარის ფაქტი დადასტურებულია დაზარალებულების გამოკითხვის ოქმებით, რომლებიც დაცვის მხარის მიერ უდავო მტკიცებულებებად იქნა მიჩნეული. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ბრალდებული თავის მეუღლეს - მ--- მ------–---–ს და მეუღლის დედას - ჯ---–----- მ------–---–ს ყელის გამოჭრით დაემუქრა 2018 წლის 1 ივნისს უკიდურესად გამწვავებული კონფლიქტის დროს, რასაც თან ახლდა მ--- მ------–---–ის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობა, ხოლო ამ უკანასკნელის განმარტებით, მ------ ს------–---–ი „იქცეოდა ცხოველივით“, ათრევდა თმებით და ურტყამდა თავში, რის გამოც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. წარსულში მ--- მ------–---–ის მიმართ განხორციელებული სისტემატური ძალადობის და 2018 წლის 1 ივნისს განვითარებული მოვლენების ფონზე მუქარის რეალურად განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა ასევე ჯ---–----- მ------–---–საც.

აქედან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ------ ს------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (მ--- მ------–---–ის და ჯ---–----- მ------–---–ის ეპიზოდები).

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ მ------ ს------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულების ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, კერძოდ:

აღსანიშნავია, რომ სასჯელი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს მკაცრად ინდივიდუალური და ადეკვატური. ბუნებრივია, რომ დამნაშავის დასჯაცა და მის მიმართ ჰუმანური ღონისძიებების გატარებაც სახელმწიფოს პრეროგატივაა, მაგრამ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობის გამოყენებამ და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების კუთხით. მოცემულ შემთხვევაში მ------ ს------–---–ი მეუღლის მიმართ ძალადობრივ ქმედებებს ახორციელებდა სისტემატურად და ამასთან, ძალადობის თითოეული შემთხვევა ატარებდა დაუნდობელ ხასიათს, რაც გამოიხატებოდა სხეულის სხვადასხვა ორგანოში ძლიერი და არაერთჯერადი დარტყმით, თმებით თრევით და ა.შ., რასაც შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი - ხ----- ს------–---–ი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ მ------ ს------–---–ი აღიარებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებს და არ არის ნასამართლევი, მის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენება სასამართლოს მიზანშეუწონლად მიაჩნია.

ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ 2018 წლის 30 მაისს მიღებული კანონით (რომელიც ძალაში შევიდა 2018 წლის 22 ივნისს) ზემოაღნიშნულ მუხლებს სასჯელის სახით დაემატა იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა და ამ მხრივ მოხდა სასჯელის გამკაცრება, სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კანონს უკუძალა ვერ ექნება და ბრალდებულმა პასუხი უნდა აგოს 2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით.

სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიერ მეუღლის მიმართ ძალადობა განხორციელებულია გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, რაც საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას გენდერული ნიშნის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა მ------ ს------–---–ის მიერ ძალადობა განხორციელებულია საყოფაცხოვრებო კონფლიქტის საფუძველზე და არა გენდერული ნიშნით. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ სასამართლო განმარტავს, რომ მ--- მ------–---–ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, მ------ ს------–---–ი მას ავიწროებდა და უფლებებს უზღუდავდა სწორედ იმის გამო, რომ იყო ქალი და მეუღლის თქმით, როგორც ქმარს ჰქონდა მისი კონტროლის უფლება, ხოლო ეს უკანასკნელი ვალდებული იყო დამორჩილებოდა მის მითითებებს. 2018 წლის 1 ივნისს კონფლიქტი წარმოიშვა სწორედ იმის გამო, რომ დაზარალებული არ დაემორჩილა მ------ ს------–---–ის მოთხოვნას - წასულიყო სოფელში მასთან ერთად და არა თანამშრომლებთან ერთად ექსკურსიაზე, რის შემდეგაც ფიზიკურად გაუსწორდა მას. მეუღლის თქმით, ,,იგი არ გვთვლის ქალებს სრულფასოვან ადამიანებად, გვამცირებს მუდამ და თვლის, რომ ვართ უუფლებო და როგორც თავად სურს, ისე უნდა მოგვექცეს“. ის ფაქტი, რომ მ------ ს------–---–ი გენდერული ნიშნით ავიწროებდა როგორც თავის მეუღლეს, ასევე ოჯახის წევრ სხვა ქალებს, დადასტურებულია დაზარალებულ ჯ---–----- მ------–---–ის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაციითაც. მისი თქმით, ,,არ გვთვლის ქალებს სრულფასოვან ადამიანებად, მუდმივად გვაგრძნობინებს, რომ ქალი არის უუფლებო და ყურმოჭრილი მონა და რასაც უნდა იმას გაუკეთებს როგორც მის ცოლს, ისე ჩვენ. ძალიან გვავიწროებს, არ გვაძლევს ხმის ამოღების უფლებას და ყოველთვის ვართ შიშის ქვეშ, რომ მოვა სახლში და გვცემს.“ ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მ------ ს------–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაულები შეიცავს გენდერული დისკრიმინაციის ნიშნებს, რამდენადაც ისინი ჩადენილია ქალის უფლებრივი შეზღუდვის მიზნით, რაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ მ------ ს------–---–ის მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებს წლების განმავლობაში ჰქონდა სისტემატური და დაუნდობელი ხასიათი, დაზარალებულების სურვილის მიუხედავად, რომ ბრალდებულის მიმართ გამოყენებულ იქნეს არასაპატიმრო სასჯელი, მის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენება სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია. ამასთან, ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების (არ არის ნასამართლევი, აღიარებს ჩადენილ დანაშაულებს, სამუშაო ადგილიდან და მეზობლებისაგან ხასიათდება დადებითად) და იმის გათვალისწინებით, რომ მ------ ს------–---–ის მიმართ პირველად უნდა იქნეს გამოყენებული სისხლისსამართლებრივი ღონისძიება, სასამართლოს საკმარისად მიაჩნია სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა მინიმალური ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ------ ს------–---–ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და მ------ ს------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

2. მ------ ს------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა (დაზარალებულ მ--- მ------–---–ის ეპიზოდი).

3. მ------ ს------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა (დაზარალებულ ჯ---–----- მ------–---–ის ეპიზოდი).

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ------ ს------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

5. მსჯავრდებულ მ------ ს------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 1 ივნისიდან.

6. სსიპ „112“-დან გადმოგზავნილი აუდიოჩანაწერი, განთავსებული 1 (ერთ) ცალ კომპიუტერულ დისკზე, შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი