გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 04.10.2018
საქმის ნომერი
330310018002519310
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
04.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/4067-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

04 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დავით წერეთელი

სხდომის მდივანი ნათია ფიცხელაური

 

მოსარჩელე - ბე--–--- ალ----–---–-

 

მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

წარმომადგენელი - გი------ ჩუ---–-–---–-

 

დავის საგანი - სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალოს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების 430.92 ლარის ანაზღაურება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ხანდაზმულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. მოსარჩელე ბე--–--- ალ----–---–ს, მისი 2016 წლის 15 ნოემბრის №2------ განცხადების პასუხად ეცნობა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 14 დეკემბრის №3------ წერილის თანახმად „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დასაფარად საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს 2016 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ასიგნებები, იმ პირობით, რომ არ დაიშვება ახალი დავალიანებების წარმოქმნა, რისთვისაც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ შესაბამის ორგანიზაციას. მოსარჩელე მხარეს დამატებით ეცნობა, რომ 1994-2000 წლებში სახელფასო დავალიანება სულ გასაცემი თანხა შეადგენს: 430.92ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 14 დეკემბერს №3------ წერილი (ს.ფ. 13);

- ინფორმაცია ბე--–--- გოგიას ძე ალ----–---–-ს 1998-2003 წლებში წარმოქმნილი დავალიანების ოდენობის შესახებ (ს.ფ. 14);

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

მხარეებს ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო საქმეში არსებული მასალების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად მიიჩნევს, რომ ბე--–--- ალ----–---–-ს სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, ”საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი, ”პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით, “ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ” საერთაშორისო პაქტის მე-7 მუხლითა და “ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის” 23-ე მუხლით უზრუნველყოფილი და აღიარებულია შრომის სამართლიანი ანაზღაურების უფლება.

მოსარჩელის სახელფასო დავალიანებასთან დაკავშირებული დავის რეგულირების ხასიათი დაკავშირებულია მის სტატუსთან ხსენებული დავალიანების წარმოშობის პერიოდში.

დადგენილია, და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ბე--–--- ალ----–---–- მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 მუხლის თანახმად, საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში წარმოადგენს საჯარო სამსახურს, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულება (შემდგომში - დაწესებულება) კი, არის სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით შექმნილი და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულება, რომლის ძირითადი ამოცანა საჯარო ხელისუფლების განხორციელებაა. ამდენად, კლიმენტი ხვიჩია წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს, რის გამოც მისი სახელფასო დავალიანების შესახებ მოთხოვნის საფუძვლიანობა "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მიხედვით უნდა იქნეს შეფასებული.

საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 37- ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ?? ??????? ??-9 ?????? საფუძველზე მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა გარანტიების დაფინანსების შემცირების საფუძველი.

დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, მუშაკის სახელფასო და კანონით გათვალისწინებული სხვა სოციალური გარანტიების დავალიანების ანაზღაურება იმ ორგანოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებაა, რომელთანაც იგი შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა.

”პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2000 წლის 28 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), პოლიციის თანამშრომელი პოლიციაში სამსახურისათვის იღებდა ყოველთვიურ ხელფასს, რომელიც მოიცავდა თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთებს, წელთა ნამსახურობის დანამატს, რაიონულ კოეფიციენტს, სადაც იგი დაწესებული იყო, დანამატს დასვენებისა და უქმე დღეებში მუშაობისათვის, ღამის საათებში და ზეგანაკვეთური მუშაობისათვის და სხვა გასამრჯელოს. ასეთივე დანაწესს შეიცავდა, სადავო პერიოდში მოქმედი, საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის, №139 ბრძანებულებით დამტკიცებული ”საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების 55-ე მუხლი, რომლის პირველი აბზაცით დადგენილი იყო, რომ პოლიციაში სამსახურისათვის თანამშრომელი იღებდა ხელფასს, რომელიც შეიცავდა თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთებს, ნამსახურობის დანამატს, სასურსათო ულუფის ღირებულებას (თუ იგი ნატურით არ ეძლეოდა), რაიონული კოეფიციენტს, სადაც იგი დაწესებული იყო, დანამატს დასვენების და უქმე დღეებში მუშაობისათვის და სხვა გასამრჯელოს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ დანამატებს, კომპენსაციებს და ფორმის ტანსაცმელს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2000 წლის 28 ივნისამდე მოქმედი რედაქციით ”პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონით, ისევე როგორც ”საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის შესახებ” დებულების შესაბამისი ნორმებით დადგენილი იყო, რომ პოლიციელის ხელფასი მოიცავდა არა მარტო თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს, არამედ ნამსახურობის დანამატს, სასურსათო ულუფის ღირებულებას და სხვას. თუმცა 2000 წლის 28 ივნისის №413 კანონით ”პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებით ხსენებული კანონის 31- ე მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით და მის შესაბამისად ხელფასი მოიცავს მხოლოდ თანამდებობრივ და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს.

 

”ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. უდავოა ის, რომ ”პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის არც ერთი მუხლი არ შეიცავს დათქმას ახალი რედაქციის ნორმებისათვის უკუძალის მინიჭების თაობაზე. ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტების შესაბამისი მუხლების ახალი რედაქცია ძველ ურთიერთობებზე არ უნდა გავრცელდეს, რადგან კანონის ახალ ნორმას არ აქვს მინიჭებული უკუძალა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ 2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341–ე მუხლის თანახმად, „2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა უნდა განხორციელდეს დაფარვის წესის შესაბამისად”.

სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული მუხლით რეგლამენტირებულია საჯარო მოსამსახურეზე წინა წლებში წარმოშობილი დავალიანების ანაზღაურება, რაც წარმოადგენს დავალიანების კანონისმიერ აღიარებას (იხ: სუსგ Nბს-1590-1549(კ-10), Nბს-202-200(კ-12).

დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ ბე--–--- ალ----–---–-ს მიმართ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ირიცხება სახელფასო დავალიანება 1998-2003 წლებში მიუღებელი თანამდებობრივ სარგოს სახით 430.92 ლარის ოდენობით, რომელიც შედგება თანამდებობრივი სარგოსა და კვების ულუფისაგან, ხოლო აღნიშნული დავალიანება მოიცავს ასევე 2003 წელს მიუღებელ კვების ულუფის დავალიანებასაც, რომელიც შეადგენს 57.79 ლარს.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე ბე--–--- ალ----–---–მასახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით, მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 15 ნოემბერს მიმართა. შესაბამისად, მოსარჩელემ 2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი კანონის საფუძველზე განახორციელა თავისი უფლების რეალიზაცია, რის გამოც მოცემულ სამართლებრივ ურთიერთობაზე უნდა გავრცელდეს მითითებული კანონის ნორმები.

 

მითითებული ნორმებისა და დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, 1998-2003 წლებში მიერ მიუღებელი ხელფასის (თანამდებობრივი სარგოს და კვების ულუფის 2000 წლის 28 ივნისამდე მოქმედი რედაქციით ”პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის გათვალისწინებით) ოდენობა შეადგენს 373.13 ლარს, შესაბამისად, მოპასუხე, ვალდებულია გადაუხადოს მას ხსენებული თანხა.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება, ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უარი მოსარჩელისათვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურებაზე პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მის კანონიერ ინტერესს, ისარგებლოს კუთვნილი ქონებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 373.13 ლარის ოდენობით.

რაც შეეხება მოსარჩელე ბე--–--- ალ----–---–-ს მოთხოვნას 2003 წლის დეკემბრის კვების ულუფის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, სასამართლო, ზემოთ მითითებული ნორმების საფუძველზე აღნიშნავს, რომ იგი ჩაითვლება პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებად და მასზე გავრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა, რის გამოც იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

7. საპროცესო ხარჯები

 

მოსარჩელე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, ხოლო მოპასუხე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 24-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 205-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ბე--–--- ალ----–---–-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

 

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბე--–--- ალ----–---–-ს სასარგებლოდ დაევალოს 1998-2003 წლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 373.13 ლარის ოდენობით.

 

3. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

 

4. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6) მეშვეობით 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე დავით წერეთელი