გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/11973-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
05 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: ზოია კვარაცხელია
სხდომის მდივანი: ანა კალანდაძე
მოსარჩელე: რა-----–-------–------ი
წარმომადგენელი: ნი----–---------–---–ი
მოპასუხე: ლე--–------------ა
წარმომადგენელი: ბი--------–---------ი
დავის საგანი ალიმენტის ოდენობის შემცირება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული)
1.1 რ------–-------–-------------------------––-–-------–---–-------------------–----------------------–------------ წელს) რჩენა-აღზრდისთვის, ყოველთვიურად დაკისრებული ალიმენტის 70 ევროს შემცირება, 110 ლარამდე და რა-----–-------–------ისათვის (პ/ნ 0----------) ლე--–------------ას (პ/-------------- სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის, გი-------------–------ის (დაბადებული 0---------–- რჩენა-აღზრდისათვის, ყოველთვიურად, 110 (ას ათი) ლარის გადახდა სარჩელის შეტანის დღიდან, 2018 წლის 23 აპრილიდან მის სრულწლოვანებამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე;
სარჩელის საფუძვლები:
მოსარჩელე რა-----–-------–------სა და მოპასუხე ლე--–------------ას თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი, 20---–-–------------------- დაბადებული გი-------------–------ი და 1----–-–----------- დაბადებული ნი---------–------ი. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 201--–-–---------–---- გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს შვილების სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 70-70 ევროს ოდენობით. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას რა-----–-------–------ი დროებით ცხოვრობდა და მუშაობდა საბერძნეთში, იღებდა შემოსავალს, იხდიდა საალიმენტო ვალდებულებებს, აქტიურად მონაწილეობდა შვილების აღზრდის პროცესში. 2014 წელს უფროსი შვილი გახდა სრულწლოვანი, მაგრამ მამა სისტემატიურად უწევდა მაინც ფინანსურ დახმარებას, 2017 წლის სექტემბრის თვიდან უზრუნველყოფდა პროფესიულ სწავლებას, დამატებითი ფულადი გადახდევინების სახით.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის შემდეგ შეიცვალა მოსარჩელის მატერიალური მდგომარეობა. 2017 წლის ივლისის თვიდან მოსარჩელე ოჯახთან, მეორე მეუღლეს და მესამე შვილთან ერთად მუდმივ საცხოვრებლად გადმოვიდა საქართველოში. მის კმაყოფაზე იმყოფება უმუშევარი მეუღლე, სკოლის მოსწავლე შვილი, ასევე, სარჩენი პირი, მშობელი - სე-----------–------ი. რა-----–-------–------ი არის ინდივიდუალური მეწარმე, მაგრამ მისი მწირი შემოსავალი ვერ ფარავს ნაქირავები ფართის ყოველთვიურ ქირას. 70 ევრო სარჩელის წარდგენის დროისათვის შეადგენს - 202.846 ლარს, რომლის გადახდასაც, მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რა-----–-------–------ი ვერ ახერხებს. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ ამჟამად მოსარჩელე მხარის მატერიალური მდგომარეობა არის შეცვლილი, რა-----–-------–------ისათვის შეუძლებელია გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის სრულად გადახდა და არსებობს მისი შემცირების საფუძველი.
მოსარჩელე მოთხოვნას ამყარებს შემდეგ სამართლებრივ საფუძვლებზე:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
დაზუსტებული სარჩელი ( იხილეთ ს. ფ. 60-74);
მოსარჩელის ახსნა-განმარტება; (იხ.სხდომის ოქმი)
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ლე--–------------ამ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის შემდეგ არ გაუარესებულა მოსარჩელის მატერიალური მდგომარეობა, 2017 წლის 06 დეკემბერს ამავე საფუძვლით მოსარჩელეს აღძრული ჰქონდა სარჩელი ალიმენტის ოდენობის შემცირების შესახებ, რაც არ დაკმაყოფილდა დაუსწრებელი გადაწყვეტილებით. რაიმე ახალი გარემოება სახეზე არ არის და შესაბამისად, არასრულწლოვანის ინტერესიდან გამომდინარე, არ არსებობს დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძველი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
შესაგებელი (იხ.ს.ფ.49-57)
მოპასუხის ახსნა-განმარტება. (იხ.სხდომის ოქმი)
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე რა-----–-------–------სა და მოპასუხე ლე--–------------ას თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი, 1----–-–----------- დაბადებული ნი---------–------ი და 20---–-–------------------- დაბადებული გი-------------–------ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სხდომის ოქმი);
- გადაწყვეტილება 15/07/2011წ, #2-------- (ს.ფ.37-42).
3.1.2. რა-----–-------–------ი და ლე--–------------ა აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და აღარ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. ლე--–------------ა არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს მისამართზე თ---–---------–---–-------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);
3.1.3 რა-----–-------–------ის კმაყოფაზე დამატებით იმყოფება არასრულწლოვანი შვილი, 2010 წლის 20 დეკემბერს დაბადებული ან--------–------ი და მშობელი, სე-----------–------ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ან--------–------ის დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი №0---------- (ს.ფ. 22);
- სამიდღეშიო რჩენის ხელშეკრულება 22/10/2009წ, #0-------- (ს.ფ.25-28).
3.1.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 201--–-–---------–---- გადაწყვეტილებით, საქმეზე #2--------, ლე--–------------ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხე რა-----–-------–------ს დაეკისრა ლე--–------------ას სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილების, 1----–-–----------- დაბადებული ნი---------–------ის და 20---–-–------------------- დაბადებული გი-------------–------ის რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტის გადახდა 70-70 ევროს ოდენობით, 2011 წლის 09 აპრილიდან მათ სრულწლოვანებამდე.
გადაწყვეტილების მიღების დროს მოსარჩელე რა-----–-------–------ი ცხოვრობდა საბერძნეთში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 201--–-–---------–---- გადაწყვეტილება, საქმე №2-------- (ს.ფ. 37-42);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სხდომის ოქმი)
3.1.5. საქმეში წარმოდგენილი სსიპ ქ.თბილისის #---- საჯარო სკოლის მიერ გაცემული ცნობის 04/10/2017წ, M---------------- ან--------–------ი სწავლობს სსიპ - ქალაქ თბილისის #---- საჯარო სკოლის 15 კლასში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ ქ.თბილისის #---- საჯარო სკოლის მიერ გაცემული ცნობა 04/10/2017წ, M---------------- (ს.ფ.23).
3.1.6. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის #8-----------, 23/10/2009წ მიხედვით, რა-----–-------–------ის სახელზე ირიცხება უძრავი ქონება მდებარე ქ------–-------–--------------------------------------------–-----------, ფართი 44.13 კვ.მ. უძრავი ნივთი დატვირთულია სამიდღეშიო რჩენის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-საჯარო რეესტრის ამონაწერი #8-----------, 23/10/2009წ (ს.ფ.24).
3.1.7. საქმეში წარმოდგენილი სს ,,ს----------–----------“ მიერ გაცემული ცნობის 14/03/2018წ, O----------- მიხედვით ირკვევა, რომ ლე--–------------ას ანგარიშზე 2017 წლის 29 ივნისის ჩათვლით შეტანილია საალიმენტო თანხა გადაწყვეტილების შესაბამისად, 2017 წლის ივლისის თვიდან კი ალიმენტის საფასურის გადახდა ხორციელდება ყოველთვიურად 70 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სს ,,ს----------–----------“ მიერ გაცემული ცნობა 14/03/2018წ, O----------- (ს.ფ.29-31).
3.1.8. რა-----–-------–------ს 2017 წლის 06 დეკემბერს წარდგენილი ჰქონდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სარჩელი ალიმენტის ოდენობის შემცირების თაობაზე, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სარჩელის ასლი (ს.ფ. 119-132);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სხდომის ოქმი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. საქმეში წარმოდგენილი იჯარის ხელშეკრულების 04/01/2018წ მიხედვით ირკვევა, რომ შპს ს---–----------–-----------------–--------------------- ,,კ--–---------“ და ი/მ რა-----–-------–------ს შორის დადებულია იჯარის ხელშეკრულება, რომლითაც საიჯარო ქირა შეადგენს ყოველთვიურად 300 დოლარის ექვივალენტს ლარში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-იჯარის ხელშეკრულება 04/01/2018წ (ს.ფ.33-34).
3.2.2. საქმეში წარმოდგენილ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 201--–-–---------–---- გადაწყვეტილებაში, საქმე #2-------- 3.1.5 პუნქტში მითითებულია, რომ ათ---ს განყოფილების მიერ გაცემული მონაცემების თანახმად, რა-----–-------–------ის შემოსავალი 2010 წლის 01 იანვრიდან - 12 დეკემბრის ჩათვლით შეადგენდა 4716.63 ევროს. 2010 წლის 24 ივლისს გაცემული ხელფასის ცნობის თანახმად, რა-----–-------–------ის სუფთა შემოსავალი 2010 წლის 06 ოქტომბრიდან შეადგენს 345,98 ევროს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 201--–-–---------–---- გადაწყვეტილება, საქმე №2-------- (ს.ფ. 37-42);
3.2.3. რა-----–-------–------ი 2017 წლის ივნისის თვიდან ოჯახთან ერთად ცხოვრობს საქართველოში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.2.4. რა-----–-------–------ს, როგორც ინდივიდუალურ მეწარმეს 2017 წლის საგადასახადო წლისათვის მოგება და შესაბამისად, შემოსავალი არ უფიქსირდება. საწინააღმდეგო გარემოების დადასტურება ლე--–------------ამ ვერ შეძლო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია 21/03/2018წ (ს.ფ.35-36).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მათი სამართლიანი შეფასების საფუძველზე, იმის გათვალისწინებით, რომ ნაწილობრივ შეიცვალა მოსარჩელე მხარის მატერიალური მდგომარეობა, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ამასთან, მხარეთა რეალური მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის და ქვეყანაში არსებული საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით, არასრულწლოვანის რეალური საჭიროებებიდან გამომდინარე, გი-------------–------ის რჩენა-აღზრდისათვის განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა ნაწილობრივ უნდა შემცირდეს და ნაცვლად 70 (სამოცდაათი) ევროსი, იგი განისაზღვროს 110 (ას ათი) ლარის ოდენობით.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1202-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1221-ე, 1231-ე და 1234-ე მუხლები
,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3, მე-18 და 27-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 მოსარჩელემ მოითხოვა სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირება იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ შეიცვალა მისი მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
დადგენილია, რომ მოსარჩელე რა-----–-------–------სა და ლე--–------------ას თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი, 1----–-–----------- დაბადებული ნი---------–------ი და 20---–-–------------------- დაბადებული გი-------------–------ი. მხარეები ფაქტობრივად აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და აღარ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. არასრულწლოვნები ცხოვრობენ მოპასუხე ლე--–------------ასთან ერთად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 201--–-–---------–---- გადაწყვეტილებით, საქმეზე #2--------, ლე--–------------ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხე რა-----–-------–------ს დაეკისრა ლე--–------------ას სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილების, 1----–-–----------- დაბადებული ნი---------–------ის და 20---–-–------------------- დაბადებული გი-------------–------ის რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტის გადახდა 70-70 ევროს ოდენობით, 2011 წლის 09 აპრილიდან მათ სრულწლოვანებამდე.
რა-----–-------–------ს 2017 წლის 06 დეკემბერს წარდგენილი ჰქონდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სარჩელი ალიმენტის ოდენობის შემცირების თაობაზე, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა.
სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს. სასამართლომ ალიმენტის მოცულობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.
არასრულწლოვანთა ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო აქტებით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, რომელთაგან ერთ-ერთ თვალსაჩინო დანაწესს წარმოადგენს კონვენცია ,,ბავშვის უფლებების შესახებ”. მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის ის მინიმალური სტანდარტია, რომელიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება.
,,ბავშვის უფლებების შესახებ” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას. კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით, ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში #14, რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და პატივისცემა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ, აღნიშნულია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება კომპლექსურია და უნდა განისაზღვროს ყოველი ცალკეული საქმის მიხედვით. ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა მოერგოს და განისაზღვროს ინდივიდუალურად, შესაბამისი ბავშვის თუ ბავშვების კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, მათი პირადი კონტექსტის, მდგომარეობის, კონკრეტული გარემოებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების ყველა ელემენტის შეფასება და დაბალანსება.
ამავე კონცენციის 27-ე მუხლის მიხედვით, ყოველი ბავშვის უფლებაა უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
სასამართლო აგრეთვე მიუთითებს მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანის ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. 1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა.
განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვანის უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეთა საერთო შვილი უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც იგი ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებს.
ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით.
სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის თანახმად, იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.
აღნიშნული მუხლის შესაბამისად, ალიმენტის დადგენილი ოდენობის შეცვლა, მისი შემცირების გზით უკავშირდება შემდეგი ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობების არსებობას: 1. სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი უნდა იყოს ალიმენტვალდებული პირის მიერ შვილების სასარგებლოდ გადასახდელი ალიმენტის ოდენობა; 2. ალიმენტის ოდენობის დადგენის შემდეგ ალიმენტვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობა უნდა გაუარესდეს, მაგ: შემოსავლების შემცირება; 3. ოჯახური მდგომარეობა უნდა შეიცვალოს, რაც გულისხმობს კმაყოფაზე მყოფი პირების რაოდენობის გაზრდას 4. შემცირებული ალიმენტის ოდენობა მეორე მშობლის, ამ შემთხვევაში დედის, მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, უნდა იყოს საკმარისი შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის საჭირო აუცილებელი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
სამოქალაქო კოდექსის 1231-ე მუხლის თანახმად, თუ შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის ან ალიმენტის მიმღების მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობა, ამ თავში მოხსენიებულ პირთათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობის სასამართლო წესით დადგენის შემდეგ სასამართლოს უფლება აქვს, ერთ-ერთი მათგანის სარჩელის საფუძველზე შეცვალოს დადგენილი ალიმენტის ოდენობა.
სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა არ არის მუდმივი ხასიათის, გარემოებათა შეცვლის შემთხვევაში იგი ექვემდებარება გადაანგარიშებას. კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს სასამართლო გადაწყვეტილებით ალიმენტის შემცირებას და ამის საფუძვლად განიხილავს ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული მუხლი მართალია ადგენს მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომაროების ცვლილებების შესაბამისად ალიმენტის ოდენობის შეცვლის შესაძლებლობას, თუმცა მითითებული მუხლის განმარტება უნდა მოხდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რაც თავისთავად გამორიცხავს ნებისმიერ ცვლილებას ბავშვის ინტერესების საზიანოდ. საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები, რაც გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ალიმენტის გადამხდელი პირის რეალურ ქონებრივ მდგომარეობასთან და მის მატერიალურ შემოსავალთან.
მოცემულ შემთხვევაში წინამდებარე დავისათვის არსებითი ფაქტობრივი გარემოებებიდან დადგენილია, რომ გი-------------–------ი წარმოადგენს არასრულწლოვანს, ასაკიდან გამომდინარე აუცილებელი მოთხოვნილებებით. იგი ცხოვრობს დედასთან, ლე--–------------ასთან ერთად.
დადგენილია ასევე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 201--–-–---------–---- გადაწყვეტილების მიღებისას, მოსარჩელე ოჯახთან ერთად ცხოვრობდა სა----------ს რესპუბლიკაში, შემოსავალი ჰქონდა ევროს სახით. მათ---ს განყოფილების მიერ გაცემული მონაცემების თანახმად, რა-----–-------–------ის შემოსავალი 2010 წლის 01 იანვრიდან - 12 დეკემბრის ჩათვლით შეადგენდა 4716.63 ევროს. 2010 წლის 24 ივლისს გაცემული ხელფასის ცნობის თანახმად, რა-----–-------–------ის სუფთა შემოსავალი 2010 წლის 06 ოქტომბრიდან შეადგენს 345,98 ევროს.
ამჟამად, მოსარჩელე, 2017 წლის ივლისის თვიდან ცხოვრობს საქართველოში, მისი შემოსავლის წყარო ეროვნული ვალუტაა.
იგი რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ, მაგრამ 2017 წლის საგადასახადო დეკლარაციის მიხედვით, მას მოგება არ უფიქსირდება. აღნიშნული გარემოება არ იყო მითითებული 2017 წლის 06 დეკემბერს წარდგენილ სარჩელში. რა-----–-------–------ის სამეწარმეო საქმიანობისა და აქედან მიღებული სტაბილური შემოსავლის ფაქტი მოპასუხემაც ვერ დაადასტურა. შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შეცვლილია უარესობის მხრივ მისი მატერიალური მდგომარეობა.
რაც შეეხება ოჯახურ მდგომარეობას, სამველ ამბარცუმიანი, სამიდღემშიო რჩენის ხელშეკრულების საფუძველზე, ასევე, არასრულწლოვანი ან--------–------ი, 2011 წლისათვისაც იმყოფებოდნენ მოსარჩელის კმაყოფაზე და ისინი გათვალისწინებულ იქნენ სასამართლოს მიერ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას. მართალია უფროსი შვილი, რომლის სასარგებლოდ ასევე ჰქონდა მოსარჩელეს ალიმენტის გადახდა დაკისრებული, გახდა სრულწლოვანი და ამ მხრივ სარჩენ პირთა ოდენობა შემცირდა, მაგრამ ფაქტობრივი გარემოება არსებობდა სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას და იგი ვერ იქნება მიღებული მხედველობაში..
ამდენად, სასამართლო დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ მართალია ბავშვის ინტერესი უპირატესია, მაგრამ დაკისრებული ალიმენტის ოდენობა - ყოველთვიურად 70 ევრო, ანუ საშუალოდ 202 ლარი, აღარ არის მოსარჩელის რეალური ქონებრივი მდგომარეობის შესატყვისი, ნაწილობრივ სახეზეა სსკ-ის 1121-ე მუხლით ალიმენტის ოდენობის შემცირებისათვის აუცილებელი წინაპირობები, მათ შორის, გადაწყვეტილებით ალიმენტის ოდენობის დადგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - ალიმენტვალდებული პირის, რა-----–-------–------ის მატერიალური მდგომარეობის შეცვლა მისი გაუარესების სახით, რის გამოც სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, დადგენილი ალიმენტის ოდენობის შემცირება, მაგრამ არა სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით. ალიმენტის ოდენობის ნაწილობრივ შემცირება, წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არ შეიძლება შეფასდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების ხელყოფად.
სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები, ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. მაგრამ აღსანიშნავია, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს ბავშვის ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. ბავშვის აღზრდისათვის და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვის ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მისი უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც ბავშვს მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ამდენად, პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის.
მოპასუხე ლე--–------------ა თავისი მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, არ არის თანახმა არასრულწლოვანი გი-------------–------ის რჩენა-აღზრდისათვის მიიღოს შემცირებული ალიმენტის ოდენობა. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ არასრულწლოვანის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. არასრულწლოვანის ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება არასრულწლოვანის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. გაზრდილია ქვეყანაში დადგენილი საარსებო მინიმუმის ოდენობაც შექმნილი ეკომონიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მაგრამ ამასთან მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ არ შეიძლება შეილახოს არც ერთი მხარის კანონით დაცული უფლებები და ინტერესები. გი-------------–------ი არასრულწლოვანია, მას აქვს ასაკიდან გამომდინარე მოთხოვნილებები და საჭიროებები, რაც ყოველდღიურ ყოფაში მატულობს, შესაბამისად, მხოლოდ მოპასუხე მხარე, ალიმენტის მოთხოვნილი ოდენობით შემცირების შემთხვევაში, ვერ უზრუნველყოფს ბავშვის აღზრდა-განვითარებისათვის საჭირო ფინანურ სახსრებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრული ალიმენტის ოდენობის ნებისმიერი ცვლილება უნდა მოხდეს არასრულწოვანის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რაც თავისთავად გამორიცხავს ბავშვის ინტერესების საზიანოდ ალიმენტის ოდენობის შეცვლას. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ შეცვლილი სახით მოთხოვნილი ალიმენტის ოდენობა 110 (ას ათი) ლარი, საკმაოდ მცირეა დღეის მდგომარეობით არასრულწლოვანისათვის აუცილებელ ხარჯებთან მიმართებით. მართალია სარჩელის განხილვისას მოსარჩელის მხრიდან ყოველთვიური, მაღალი შემოსავლის მიღების ფაქტი დადასტურებული არ არის, მაგრამ დადგენილია მისი პროფესიული უნარები, შესაძლებლობები და ამასთან, უდავოა ბავშვის ინტერესის დაცვის პრიორიტეტი, რომელიც სამართლით დაცულ სიკეთეთა შორის, უპირატესი და აღმატებული ღირებულებაა. ამასთან, თავად მოსარჩელის განცხადებით იგი იხდის ნაწილობრივ საიჯარო გადასახადს, რაც მის გადახდისუნარიანობაზე მეტყველებს.
სასამართლო მიუთითებს, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური მაღალი ფიქსირებული შემოსავალი უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდა მინიმალური თანხით მაინც. ალიმენტვალდებულის დროებითი უმუშევრობაც კი არ იძლევა იმის საფუძველს, რომ სასამართლომ იგი გაათავისუფლოს ალიმენტის გადახდის ვალდებულებისაგან და არასრულწლოვანი ბავშვი დატოვოს საარსებო მინიმუმის გარეშე. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ ამ ეტაპზე მოსარჩელეს არ უდასტურდება სტაბილურად ყოველთვიური მაღალი შემოსავლის მიღება, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნას გი--------------–---ს უნარები და შემოსავლის მიღების შესაძლებლობა. ასევე, ის გარემოება, რომ ბავშვი საცხოვრებლად იმყოფება დედასთან, და მამის ვალდებულება შემოფარგლულია მხოლოდ ალიმენტის გადახდით, მას არ უწევს დამატებითი ხარჯების გაწევაში მონაწილეობა და მთლიანი ზრუნვა გადადის იმ მშობელზე, რომელთანაც ბავშვი ცხოვრობს.
ამასთან, სასამართლო იზიარებს მშობელთა მხრიდან ბავშვზე მაქსიმალური ზრუნვის დანაწესს, მაგრამ ეს უკანასკნელი უნდა განისაზღვროს მშობელთა მატერიალური შემოსავალ-გასავლებისა და არასრულწლოვანი ბავშვის მდგომარეობის გათვალისწინებით.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები, სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობაც (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები (), რაც საშუალო მომხმარებლისათვის შეადგენდა 2018 წლის სექტემბრის თვისათვის - 170.2 ლარს. აღსანიშნავია, რომ სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას.
სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ალიმენტის დადგენის შემდეგ ალიმენტვალდებული პირის ქონებრივი მდგომარეობისა და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის, ბავშვის ასაკისა და მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური მოთხოვნილებების გათვალისწინებით, მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, ქვეყანაში არსებული საშუალო მომხმარებლისათვის დადგენილი საარსებო მინიმუმის საფუძველზე, სასამართლო გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა უნდა შემცირდეს და მოპასუხის მხრიდან გადასახდელი ალიმენტის ოდენობა, სარჩელის აღძვრიდან 2018 წლის 23 აპრილიდან, განისაზღვროს 170 (ას სამოცდაათი) ლარის ოდენობით.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის II ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს მოცემული მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი გასაცემის ან გადასახდელის შემცირების ანდა გადიდების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება იმ თანხით, რომლითაც მცირდება ანდა დიდდება გასაცემი ან გადასახდელი, მაგრამა არა უმეტეს ერთი წლის განმავლობაში.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება მოსარჩელე რა-----–-------–------ის მიერ სარჩელთან მიმართებით სახელმწიფო ბაჟის სახით 118 (ას თვრამეტი) ლარისა და 19 (ცხრამეტი) თეთრის გადახდა. (ს.ფ.44) შესაბამისად, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, არსებობს მოპასუხე ლე--–------------ასთვის მოსარჩელე რა-----–-------–------ის სასარგებლოდ, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 118 (ას თვრამეტი) ლარიდან 25 (ოცდახუთი) ლარის დაკისრების საფუძველი, ხოლო 25 (ოცდახუთი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. შესაბამისად, მოსარჩელეს დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტში სარჩელის წარდგენისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 68 (სამოცდარვა) ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 42-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. რა-----–-------–------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.1. შემცირდეს რ------–-------–-------------------------––-–-------–---–-------------------–----------------------–------------ წელს) რჩენა-აღზრდისთვის, ყოველთვიურად დაკისრებული ალიმენტი 70 ევრო, 170 ლარამდე და რა-----–-------–------ს (პ/ნ 0----------) ლე--–------------ას (პ/-------------- სასარგებლოდ დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის, გი-------------–------ის (დაბადებული 0---------–- რჩენა-აღზრდისათვის, ყოველთვიურად, 170 (ას სამოცდაათი) ლარის გადახდა სარჩელის შეტანის დღიდან, 2018 წლის 23 აპრილიდან მის სრულწლოვანებამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე;
2.ლე--–------------ას (პ/ნ 0----------) რა-----–-------–------ის (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით ჩარიცხული თანხიდან (118 ლარიდან) 25 ლარის გადახდა;
3.რა-----–-------–------ს (პ/ნ 0----------) მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით ჩარიცხული თანხიდან (118 ლარიდან) 25 ლარი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად;
4. დაუბრუნდეს რა-----–-------–------ს (პ/ნ 0----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით ჩარიცხული თანხიდან (118 ლარიდან) 68 (სამოცდარვა) ლარი, რომელიც გადახდილია ნი----–---------–---–ის (პ/ნ 0----------- მიერ 23/04/2018წელს, სს ,,თ------------–ი“, მიმღების ანგარიში: 300773150.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ზოია კვარაცხელია