განაჩენი

სისხლის სამართლის 13.09.2018
საქმის ნომერი
330100118002501903
თარიღი
13.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/2----18

(#00--------02)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

13 სექტემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - ლავრენტი მაღლაკელიძე

სხდომის მდივანი - გიორგი სვანიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ხ-------------–---–ი

სტაჟიორ-პროკურორი - ნი--------ვა

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ბე-------------------–---–ი (დაბადებული - 1----–-–------------–-, საქართველოს მოქალაქე, პირადი #3----------, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული მისამართზე: სენაკი, ს------–----–----თი, ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ------–----------------------------------------------;), ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ქვეშ მყოფი.

 

ადვოკატები - თ------------------------------–-–-ილი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილი (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და ამავე კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქცია).

 

დისპოზიცია: (ა) ადევნება, ესე იგი არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონისა და სხვა ელექტრონული საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას.

 

(ბ) სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

 

სხდომის სახე ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი

 

1.1. ბე---------–---–ი ტელეფონისა და სხვა ელექტრონული საშუალების გამოყენებით სისტემატურად ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას თა------------–---–თან, რამაც მისი ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, ასევე სისტემატურად აკითხავდა საცხოვრებელ მისამართზე, რის გამოც დაზარალებული იძულებული გახდა შეეცვალა საცხოვრებელი.

 

1.2. 2018 წლის 2--------–ს ბე---------–---–ი ტელეფონით დაუკავშირდა თა------------–---–ს და დაემუქარა სიცოცხლის მოსპობით, რაც რეალურად აღიქვა ამ უკანასკნელმა და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. ბე---------–---–ი ტელეფონისა და სხვა ელექტრონული საშუალების გამოყენებით სისტემატურად ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას თა------------–---–თან, რამაც მისი ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, ასევე სისტემატურად აკითხავდა საცხოვრებელ მისამართზე, რის გამოც დაზარალებული იძულებული გახდა შეეცვალა საცხოვრებელი.

 

2.2. 2018 წლის 2--------–ს ბე---------–---–ი ტელეფონით დაუკავშირდა თა------------–---–ს და დაემუქარა სიცოცხლის მოსპობით, რაც რეალურად აღიქვა ამ უკანასკნელმა და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

3.1. სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა დაცვის მხარის მოწმეების - კ------------------------------–-–--------------------–---–---ს საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენებები, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, თითოეული მტკიცებულება ერთობლიობაში შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და ბე---------–---–ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, რომელიც საკმარისია ბე---------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, შესაბამისად, იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

4. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

4.1. ბრალდებულმა ბე---------–---–მა საქმის არსებითი განხილვის დროს, დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას, წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად სცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ იგი აღიარებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს, კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ თა------------–---–ს არ სურდა მასთან ურთიერთობის გაგრძელება, იგი სისტემატურად ურეკავდა და უკავშირდებოდა სოციალური ქსელის მეშვეობით, ასევე სისტემატურად აკითხავდა სამსახურსა და საცხოვრებელ მისამართზე. გარდა ამისა, მას ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით.

4.2. დაცვის მხარის მოწმეებმა კ--------------------ამ და თ-------–---–--ემ საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტეს, რომ ბე---------–---–ი არის მათი მეგობარი, დაახლოებით 8 წლის განმავლობაში ისინი ერთად მუშაობდნენ თ---–----------ის ს---–---–-- სამსახურში. მათი განმარტებით, ბე---------–---–ი არის უკონფლიქტო, მამაცი (საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გადარჩენილი ჰყავს არერთი ადამიანი) და დაკისრებული მოვალეობებისადმი პასუხისმგებლური დამოკიდებულებით გამორჩეული პიროვნება. მოწმეთა განმარტებით, ბე---------–---–ი და თა------------–---–ი დაახლოებით უკანასკნელი რვა წლის განმავლობაში იყვნენ შეყვარებულები. მათ ჰქონდათ იდეალური, თითქმის ცოლ-ქმრული ურთიერთობა. თა------------–---–ი სისტემატურად აკითხავდა ბე---------–---–ს ს---–---–-- სამსახურში მუშობის დროს, ასევე მათ ჰქონდათ საერთო ბიზნესი, თა------------–---–ის სამსახურის მიმდებარედ თა------------–---–ს და ბე---------–---–ს ჰქონდათ საერთო საცხობი/მაღაზია. მათი განმარტებით, მართალია, ისინი არ ესწრებოდნენ შეყვარებულთა შორის არსებულ პირად და სატელეფონო საუბრებს, ასევე არ კითხულობდნენ მათ შორის არსებულ მიმოწერას, თუმცა, მათი ურთიერთობიდან გამომდინარე, არ დარჩენიათ შთაბეჭდილება, რომ ბოლო წლებში ისინი დაშორებულები იყვნენ.

4.3. დაცვის მხარის მოწმე რ----–-–-----მ საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2007 წელს მან ბე---------–---–ი სამუშაოდ მიიღო თ---–----------ის ს---–---–-- სამსახურში. მოწმის განმარტებით, ბე---------–---–ი სამსახურში ხასიათდებოდა დადებითად, გამოირჩეოდა სიმამაცითა და დაკისრებული მოვალეობებისადმი პასუხისმგებლური დამოკიდებულებით. იგი წლებია იცნობს თა------------–---–ს, როგორც ბე---------–---–ის შეყვარებულს/საცოლეს. მისი შეფასებით ბე---------–---–ს და თა------------–---–ს ჰქონდათ იდეალური ურთიერთობა, იგი ხშირად აკითხავდა ბე---------–---–ს სამსახურში, იცის, რომ ჰქონდათ საერთო ბიზნესი და ბოლო პერიოდში საცხოვრებლად გადავიდა ბე---------–---–ის საცხოვრებელ სახლთან ახლოს. ამასთან, მართალია, იგი არ ესწრებოდა შეყვარებულებს შორის საუბარს და არ გაცნობია მათ შორის მიმოწერას, თუმცა, ბე---------–---–ის სამსახურიდან წასვლამდე - 2017 წლის აგვისტომდე, მას არ დარჩენია შთაბეჭდილება, რომ ისინი დაშორებულები იყვნენ.

4.4. ბე---------–---–ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა გარდა ბრალდებულ ბე---------–---–ის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ თა------------–---–ისა და მოწმეების ნ------------–---–ის, ს------------–---–ის და მ--------------–---–ის გამოკითხვის ოქმებს, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 2------ის სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის #00------- დასკვნას, კომუნიკაციის ამსახველ დოკუმენტაციას, 2018 წლის 1--------ს დათვალიერების ოქმს და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს.

4.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარის მოწმეების კ------------------------------–-–--------------------–---–---ს საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენებების გარდა, სხვა მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

4.6. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

4.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

4.8. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).

4.9. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

4.10. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

4.11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, ასევე საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 2.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

5. სამართლებრივი შეფასება:

5.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის. აღნიშნული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ამ დანაშაულის შემადგენლლობისათვის აუცილებელია ა) პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან ბ) არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან გ) ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის. ამ დანაშაულის სუბიექტი შეიძლება მოქმედებდეს როგორც პირადად, ასევე მესამე პირის მეშვეობით.

5.2. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აღნიშნული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტი, ასევე, ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლებაა. ამ დანაშაულის შემადგენლობისათის აუცილებელია ა) სიცოცხლის მოსპობის ან ბ) ჯანმრთელობის დაზიანების ანდა გ) ქონების განადგურების მუქარამ, ადრესატში გამოიწვიოს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

5.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე დაცვის მხარის მოწმეების კ------------------------------–-–--------------------–---–---ს საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენებები სასამართლოს ინფორმაციას აწვდიან, მხოლოდ ბე---------–---–ის პიროვნების შესახებ. კერძოდ, ბე---------–---–ი და თა------------–---–ი რომ იყვნენ შეყვარებულები და ჰქონდათ კარგი ურთიერთობა, თუმცა, რაც შეეხება უშუალოდ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, მათი განმარტებით ისინი არ შესწრებიან ბე---------–---–სა და თა------------–---–ს შორის პირად და სატელეფონო საუბრებს, ასევე არ გაცნობიან ტელეფონისა და სოციალური ქსელის მეშვეობით მათ შორის განხორციელებულ მიმოწერას. გარდა აღნიშნული მტკიცებულებებისა სხვა მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე, რაც თავისთავად გულისხმობს იმ გარემოებას, რომ როგორც დაცვის მხარე, ასევე ბრალდების მხარე აღნიშნულ მტკიცებულებებში მოცემული ინფორმაციის სისწორეს და ნამდვილობას საეჭვოდ არ მიიჩნევენ და ეთანხმებიან. თუმცა, სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებისა, ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ ამ (უდავო) მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად სასამართლოს ვალდებულებაა.

5.4. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების, მათ შორის მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.

5.5. სასამართლო ბრალდებულ ბე---------–---–ის მიმართ ბრალად წარდგენილი - ზემოაღნიშნული ნორმების სამართლებრივი განმარტების/შეფასების შემდეგ ყურადღებას ამახვილებს საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ბე---------–---–ი ტელეფონისა და სხვა საშუალების გამოყენებით სისტემატურად ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას თა------------–---–თან, რამაც მისი ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, ასევე სისტემატურად აკითხავდა საცხოვრებელ მისამართზე, რის გამოც დაზარალებული იძულებული გახდა შეეცვალა საცხოვრებელი. გარდა ამისა, 2018 წლის 2--------–ს ბე---------–---–ი ტელეფონით დაუკავშირდა თა------------–---–ს და დაემუქარა სიცოცხლის მოსპობით, რაც რეალურად აღიქვა ამ უკანასკნელმა და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

5.6. ბე---------–---–ის მიერ თა------------–---–თან ტელეფონისა და სხვა საშუალების გამოყენებით არასასურველი კომუნიკაციის სისტემატური დამყარება, ასევე თა------------–---–ისთვის საცხოვრებელ მისამართზე სისტემატური მიკითხება, დადასტურებულია თავად ბრალდებულის აღიარებით, დაზარალებულ თა------------–---–ის, მოწმეების ნ------------–---–ის, ს------------–---–ის და მ--------------–---–ის გამოკითხვის ოქმით, თა------------–---–სა და ბე---------–---–ს შორის განხორციელებული მიმოწერის ამსახველი დოკუმენტაციით, დათვალიერების ოქმით და სხვა მტკიცებულებებით. აღნიშნულმა არასასურველმა კომუნიკაციამ თა------------–---–ის ფსიქიკური ტანჯვა, რომ გამოიწვია, დადასტურებულია თავად დაზარალებულის გამოკითხვის ოქმით და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 2------ის სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის #00------- დასკვნით, რომლის თანახმად, თა------------–---–მა ბე---------–---–ის მხრიდან განხორციელებული ქმედებებით განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. რაც შეეხება სიცოცხლის მოსპობის მუქარას, აღნიშნული დადასტურებულია თავად ბრალდებულის აღიარებით, დაზარალებულისა და მოწმეების გამოკითხვის ოქმებით და სხვა წერილობითი მტკიცებულებებით, ხოლო აღნიშნულმა მუქარამ რომ დაზარალებულში მუქარის განხორციელების შიში გამოიწვია, დასტურდება დაზარალებულის გამოკითხვის ოქმით. ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ელემენტები სახეზეა.

 

5.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

5.8. საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

5.9. მტკიცებულებათა შეფასების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს: ა) „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაც და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში. გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

 

5.10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბე---------–---–მა ჩაიდინა ადევნება, ესე იგი არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონისა და სხვა საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, მანვე ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

6.1. ბე---------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

7. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

7.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ‘’სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

7.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

7.3. განაჩენის 7.1. და 7.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

7.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილი (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) სასჯელის სახით ითვალისწინებდა, ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე. ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) სასჯელის სახით ითვალისწინებდა, ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.

7.5. სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელი ინიშნება თითოეული დანაშაულისათვის, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.

 

7.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც.

7.7. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ბე---------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად ითვალისწინებს იმას, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს, მტკიცებულებები გახადა უდავოდ, დაზარალებულს მის მიმართ, დღეის მდგომარეობით, პრეტენზია არ გააჩნია, რაც დადასტურებულია როგორც დაზარალებულის გამოკითხვის ოქმით, ასევე სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით და საქმის არსებითი განხილვის დროს წარმოდგენილი წერილობითი პოზიციით, რომელთა თანახმად, იგი ითხოვს მის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელებას. გარდა ამისა, ბრალდებული ხასიათდება დადებითად (სასამართლო სხდომაზე დაკითხული და უდავოდ ცნობილი დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებებით და გამოკითხვის ოქმებით, საქმეში წარმოდგენილია არაერთი სიგელი, რომელთა თანახმად იგი დაჯილდოვდა სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში საბრძოლო მომზადებაში მიღწეული წარმატებებისათვის და 2015 წლის 13 ივნისს მომხდარი სტიქიური მოვლენების დროს ჩატარებულ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობისათის, ასევე 2011 წლის 13 ნოემბერს 100 000 მოწამის ხსენების დღის საორგანიზაციო საქმეში გაწეული თანადგომისათვის, თ---–----------ის სიგანეში ბრასით გადაცურვისათის და ასე შემდეგ). ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის კანონის შესაბამის ქცევაზე სასამართლოში საქმის განხილვისას და ასევე იმას, რომ ჩადენილია განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულები, არ არის ნასამართლევი, დაკავებამდე დასაქმებული იყო კერძო სექტორში - მუშაობდა დისტრიბუციაში, რისი გათვალისწინებითაც, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბე---------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) თვის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ბე---------–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ბე---------–---–ის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.

7.8. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

7.9. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მსჯავრდებულ ბე---------–---–ის მიერ ჩადენილია განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულები, არ არის ნასამართლევი, აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულებს, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და ხასიათდება დადებითად, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ მას დანიშნული სასჯელები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი. სასამართლოს ასევე მიაჩნია, რომ ბე---------–---–ის ყოფაქცევის ეფექტურად კონტროლის მიზნით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე მას უნდა დაეკისროს მოვალეობა, არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით და,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ბე---------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად.

 

2. ბე---------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ბე---------–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი.

 

4. მსჯავრდებულ ბე---------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და მსჯავრდებული დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

5. მსჯავრდებულ ბე---------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 0--------დან - 2018 წლის 1------------ის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.

 

6. მსჯავრდებულ ბე---------–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე