განაჩენი

სისხლის სამართლის 21.09.2018
საქმის ნომერი
330100118002395850
თარიღი
21.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №---------

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

თბილისი 21 სექტემბერი, 2018 წელი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

 

მოსამართლე - გიორგი არევაძე

სხდომის მდივანი - მამუკა გოგოლიძე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ნ-------------ე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ვ-–-------- ჯ-------- ა--------–--ე - საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, დაბადებული 1----–-–---------–--ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და მცხოვრები თ---–--–----------–-------------------------------------ში.

 

ადვოკატი - ვ--------------ე

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ე.ი. სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის);

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და ტარება).

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

ვ-–-------- ა--------–--ემ მართლსაწინააღმდეგოდ რეგისტრაციისა და შესაბამისი ნებართვის გარეშე შეიძინა და 2017 წლის 7 იანვრამდე მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა „----–------------------ კალიბრის ცეცხლსასროლ იარაღს, ასევე, რევოლვერ „------------- მმ კალიბრის ცეცხლსასროლ იარაღს, ასევე, სამ ერთეულ 1911 წლის ნიმუშის „----–----------------- კალიბრისათვის განკუთვნილ ვაზნას და ორ ერთეულ 1895 წლის ნიმუშის რევოლვერ „------------ მმ კალიბრისათვის განკუთვნილ ვაზნას.

 

2018 წლის 7 იანვარს, დაახლოებით 02:00 საათზე, თ---–--–----------–------------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ვ-–-------- ა--------–--ემ, უკანონო მფლობელობაში არსებული ორი ერთეული ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისათვის სახიფათო გამჭოლი ჭრილობები მიაყენა დ------–---ს მარცხენა ბარძაყისა და ორივე წვივის არეში.

 

2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

სასამართლოს დასკვნა ვ-–-------- ა--------–--ის მიერ დანაშაულების ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას:

 

მოწმე ზ---------------–---–მა სასამართლოს სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ ბრალდებულსა და დაზარალებულს იცნობს ბავშობიდან მეგობრობს მათთან. 2018 წლის 6 იანვარს ზ---------------–---–თან სახლში მივიდა ლ----- ა--------–--ე და უთხრა, რომ უნდოდა დ------–---თან შეხვედრა. მათ ახალი წლის პერიოდში უთანხმოება მოუვიდათ და ვინაიდან იყო საერთო სამეგობრო წრე, უნდოდა შინაურულად დამთავრებულიყო ეს ლაპარაკი. ზ---------------–---–მა დაურეკა ა-–-----------ეს და სთხოვა მასთან მისვლა. ა-–-----ს შემდეგ მის სახლში დ------–----ც მივიდა. დ------–---- იყო ძალიან აგრესიული ყველას მიმართ, აყენებდა მათ შეურაცხყოფას, განსაკუთრებით ლ-----ს მიმართ იყო აგრესიული და იწევდა მისკენ. ამ დროს ვ-–-------- ა--------–--ემ საქამრიდან ამოიღო იარაღი და ორჯერ გაისროლა დ-----ისკენ, ფეხების მიმართულებით. ვინაიდან დ-----მა კვლავ ყვირილითა და გინებით გაიწია ვ-–-------- ა--------–--ისკენ, მან ქამრიდან ამოიღო მეორე იარაღიც და გასროლა განახორციელა ფეხებისკენ. დ-----ი კოჭლობით შევარდა სააბაზანოში. სროლის შემდეგ ვ-–--------ი გავიდა ბინიდან, ზ---------------–---–ი კი უკან გაჰყვა, ხოლო ა-–-----------ეს მიაძახა, რომ 112-ში დაერეკა.

 

მოწმე ა-–-----------ემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 6 იანვარს საღამოს თორმეტი საათისთვის იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც დაურეკა ზ---------------–---–მა და სთხოვა მასთან მისვლა. ა-–-----------ისთვის დ------–----სგან ცნობილი იყო მასსა და ვ-–-------- ა--------–--ეს შორის მომხდარი დაპირისპირების შესახებ. მას ზ---------------–---–თან სახლში დახვდა ვ-–-------- ა--------–--ეც, მათ მშვიდად დაილაპარაკეს და შემდეგ მან დაურეკა დ------–---ს და ისიც მათთან მივიდა. დ-----ი ძალიან აგრესიული იყო ყველას მიმართ, განსაკუთრებით ლ-----ს მიმართ, იწევდა მისკენ და ა-–----- და ზ----- შუაში ჩაუდგნენ, რომ ხელით არ შეხებოდნენ ერთმანეთს. ამ დროს ლ-----მ იარაღი ამოიღო ქამრიდან, წელის მხრიდან და დ-----ისკენ, ფეხების მიმართულებით ისროლა, შემდეგ მეორე იარაღი ამოიღო და ისროლა. სროლის შემდეგ დ----- აბაზანისკენ კოჭლობით გაიქცა, რის შემდეგ ლ----- გაიქცა, მას ზ----- გამოედევნა, თან ა-–----ს უთხრა, სასწრაფო დახმარება გამოეძახა. დ----- ძირს ეგდო სისხლში, გონება ჰქონდა დაკარგული, მას ჭრილობები ფეხებზე ჰქონდა, ა-–-----------ემ გონზე მოიყვანა, ფეხებზე ქამრები გადაუჭირა, წამოაყენა და შეეცადა დაბლა ჩაეყვანა. ამავდროულად დაურეკა თავის შვილს, რომელიც ზ----- ს-------–---–-ს მეზობელი იყო, სთხოვა დაერეკა და სასწრაფო სამედიცინო დახმარება ეთხოვა. მან ლიფტის საშუალებით ჩაიყვანა დ----- პირველ სართულზე, გარეთ რომ გაიყვანა ხალხი შემოეხვიათ, შემდეგ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაც გამოჩნდა.

 

მოწმე თ---–----------------------------–------------------------–--------------- ექსპერტმა გ-------------------მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2018 წლის 7 იანვარს, გამთენიისას მათთან შევიდა შეტყობინება, გამომძიებელს სჭირდებოდა ექსპერტების დახმარება. გამოცხადდნენ მისამართზე, შემთხვევის ადგილი იწყებოდა სადარბაზოს შესასვლელიდან, სადაც იყო მოწითალო ფერის ლაქები, გრძელდებოდა სადარბაზოში, სისხლის მაგვარი ლაქები იყო ლიფტშიც. შემდეგ ავიდნენ ზევით და მეშვიდე და მერვე სართულებზეც დახვდათ იგივე სიტუაცია, სისხლის ლაქები იყო კიბეზეც და კარზეც. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ეზოს ტერიტორიიდან ამოღებული იქნა მაკრატელი, აღებული იქნა ანაწმენდები, მერვე სართულის იატაკზე, ბინების წინ, მათ მიერ ასევე გამოყენებული იქნა სპეციალური ხსნარი უხილავი კვალის აღმოსაჩენად. ქიმიური ნივთიერების გამოყენების შემდეგ აღმოჩენილი იქნა კვალი, აღებული იქნა ანაწმენდები. თითის კვალი აღმოჩენილი არ იქნა. ანაწმენდები და მაკრატელი შეიფუთა ცალ-ცალკე და დაილუქა.

 

მოწმე საქართველოს შსს ვ---------------–----------------–-----------–- განყოფილების უფროსის მოადგილემ გ--------–-----ის ჩვენებით, რომ 2018 წლის მარტამდე მუშაობდა საქართველოს შს სამინისტროს ვ---------------–------------------- განყოფილებაში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე, მათ მიიღეს ინფორმაცია, რომ ვ-–-------- ა--------–--ე ნ--------–---თან ერთად იმყოფებოდა ქ------–---ში და გ--------–-----ე, ვ-----------------–-–---–თან და ა-----–----------სთან ერთად გაემგზავრა ქ------–---ში, შემდეგ მათ მიიღეს ინფორმაცია, რომ ბ---------------ის ავტომანქანით გადაადგილდებოდა ს------სკენ ნ--------–---თან ერთად და აპირებდა ს------ს გამშვები პუნქტიდან საქართველოს საზღვრების დატოვებას თ--------ის მიმართულებით. ვ-–-------- ა--------–--ე ს-----–- საპატრულო პოლიციას ჰყავდა შეჩერებული. პირველი საგამოძიებო მოქმედება ვ-–-------- ა--------–--ის პირადი ჩხრეკა ჩატარდა ს-----–-, ჩხრეკა მიმდინარეობდა მშვიდ ვითარებაში, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე, მისგან ამოღებული იქნა თურქული ლირები, პასპორტი, ბარათი. ჩხრეკის შემდეგ მოხდა ვ-–-------- ა--------–--ის გამოკითხვა, მან ინფორმაციის მოწოდებისგან თავი შეიკავა. გ--------–-----ის მიერ მოხდა ასევე მოწმე ბ---------------ის გამოკითხვა, მისი ავტომანქანის ჩხრეკა, ნ--------–---ის გამოკითხვა, მ------------------ს გამოკითხვა და მისი სახლის ჩხრეკა, და დაადასტურა მის მიერ შედგენილი დოკუმენტების ავთენტურობა.

 

მოწმე საქართველოს შსს ც--------–---------------–----------–-–--------------- გამომძიებელმა დ-----------------–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 7 იანვარს საქართველოს შსს ვ---------------–----------------–-------- განყოფილებაში დაიწყო გამოძიება მოქალაქე დ------–----ს ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე და მან როგორც იმ პერიოდში ამ განყოფილების თანამშრომელმა გამომძიებელმა მონაწილეობა მიიღო, ხსენებულ საქმეზე ჩატარებულ სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში. მის მიერ გამოკითხული იქნა რ-------–------- საავადმყოფოს ექთანი ჟ-----------, მასთან ინახებოდა დაჭრილი დ------–----ს ტანსაცმელი და ტელეფონი, რაც ამოღებული იქნა. ტანსაცმელს აღენიშნებოდა მოწითალო ფერის ლაქები. მან ასევე გამოკითხა მათი თანამშრომელი გ----------------–--ე, რომელმაც მიიღო ინფორმაცია, რომ დანაშაულის ჩადენის იარაღი ინახებოდა თ---–--–--------–--------------ში, სადაც მდებარეობს ზ----- ს-------–---–-ს ბინა, გამოკითხული იქნა ზ---------------–---–ის დედა და მეუღლე, ასევე გამოკითხული იქნა მ-----–--------------–------------–----- საავადმყოფოს ექიმი და ზ---------------–---–ი, რომელიც იყო ფაქტის უშუალო შემსწრე. ასევე ჩაატარა ვ-–-------- ა--------–--ის ბინის ჩხრეკა, გამოკითხა მისი მეუღლე, ბრალდებულისგან აიღო ნერწყვის ნიმუში.

 

გარდა მოწმეთა მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებებისა ვ-–-------- ა--------–--ის მიერ დანაშაულის დადასტურებულია აგრეთვე სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით კერძოდ: მოწმეების - ა---------–---------–ის, გ----------------–--ის, ნ-----–--------–---ს, ქ--------------ის, ჟ-----------ს, გ--------–-–---–-ს, ბ---------------ის, ნ--------–---ის, მ------------------ს, ი-–--------------ის, ვ-–--------ის, ქ-------------–---ას გამოკითხვის ოქმებით, დაზარალებულ დ------–----ს გამოკითხვის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ტანსაცმელის ამოღების ოქმით, სამედიცინო ისტორიის ამოღების ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის N---------- დასკვნით, ბიოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნით, ბალისტიკური ექსპერტიზის N------ დასკვნით და სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის ჯანმრთელობა შეუფასებელი სიკეთეა, მასზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა, მისი გუნება-განწყობილება, შრომისუნარიანობა, აქტიურობა. საქართველოში ადამიანის ჯანმრთელობა და დაცულია კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით კრიმინალიზებულია ადამიანის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება. დაზიანებად უნდა ჩაითვალოს ადამიანის სხეულის, მისი ორგანოსა თუ ქსოვილის ანატომიური მთლიანობის ან ფიზიოლოგიური ფუნქციის დარღვევა ანდა პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია სხვადასხვა გარეფაქტორების ზემოქმედებით, ხოლო დაზიანების სიმძიმის განსაზღვრისათვის საჭიროა სპეციალური სამედიცინო ცოდნა, ამიტომ დაზიანების სიმძიმეს სასამართლო დამოუკიდებლად ვერ განსაზღვრავს. საქმეზე აუცილებელია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც უნდა განისაზღვროს დაზიანების სიმძიმე. დანაშაული ობიექტურის გამოიხატება როგორც მოქმედებაში ასევე უმოქმედობაში, ამასთანავე დანაშაულის შემადგენლობა მატერიალურია და მის დამთავრებულად ცნობისთვის აუცილებელია კანონით გათვალისწინებული მძიმე შედეგის ან კონკრეტული საფრთხის დადგომა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარებაა კრიმინალიზებული.

 

ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა - საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული გავრცელებული დანაშაულია, რომლის საგანია სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერება და ასაფეთქებელი მოწყობილობა, რაც ვარგისია საბრძოლო მოქმედებისთვის (გამოყენებისთვის). კონკრეტული იარაღი/საბრძოლო მასალა მიეკუთვნება თუ არა ცეცხლსასროლი იარაღთა, საბრძოლო მასალათა, ფეთქებად ნივთიერებათა და ასაფეთქებელ მოწყობილობათა კატეგორიას, ასევე მათი ვარგისიანობა გამოსაყენებლად დადასტურებული უნდა იყოს ექსპერტის დასკვნით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა გულისხმობს ,,იარაღის შესახებ” საქართველოს 2003 წლის 8 მაისის კანონის დარღვევით მათ დაუფლებას, რაც შეიძლება გამოიხატოს მათ ყიდვაში, სხვა ნივთში გაცვლაში ან ნაპოვარის დაუფლებაში. დანაშაული დამთავრებულია, როდესაც მის მფლობელს მიეცემა ამ საგნების თავისუფლად განკარგვის შესაძლებლობა. რაც შეეხება მათ მართლსაწინააღმდეგო შენახვას, აღნიშნული გულისხმობს საგნებისთვის ადგილსამყოფელის მიჩენას იმ პირის მიერ, ვისაც მათი შენახვის კანონიერი უფლება არ გააჩნია. ამდენად, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის - ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და შენახვის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ მათი შეძენა და შენახვა იყოს უკანონო, ,,იარაღის შესახებ” საქართველოს 2003 წლის 8 მაისის კანონით დადგენილი სპეციალური ნებართვებისა და რეგისტრაციის წესების გარეშე.

 

რაც შეეხება იარაღის ტარებას, იგი მომეტებული საშიშროების შემცველია, ვიდრე მისი მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა, ვინაიდან ტარების დროს პირს აქვს ფაქტობრივი შესაძლებლობა დაუყოვნებლივ გამოიყენოს იგი, რაც მოცემულ შემთხვევაში მოხდა კიდეც.

 

იარაღის ტარების უფლება აქვს იარაღის მესაკუთრეს და იარაღით მოსარგებლეს. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, იარაღის მესაკუთრეა პირი, რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს იარაღის ფლობის, განკარგვისა და იარაღით სარგებლობის უფლება, იარაღით მოსარგებლე კი არის პირი, რომელსაც იარაღი გადაცემული აქვს დროებითი სარგებლობისთვის, სამსახურებრივ მოვალეობათა შესასრულებლად. იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება გამოიხატება იარაღთან ერთად გადაადგილებაში, როდესაც პირს ამის კანონიერი უფლება არა აქვს. ეს შეიძლება განხორციელდეს ტანსაცმლით, ჩანთით, მანქანით, რომლითაც იგი მოძრაობს.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით - სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების - ზ---------------–---–ის, ა-–-----------ის, გ-------------------ის, გ--------–-----ის და დ-----------------–---–ის ჩვენებების, მოწმეების - ა---------–---------–ის, გ----------------–--ის, ნ-----–--------–---ს, ქ--------------ის, ჟ-----------ს, გ--------–-–---–-ს, ბ---------------ის, ნ--------–---ის, მ------------------ს, ი-–--------------ის, ვ-–--------ის, ქ-------------–---ას გამოკითხვის ოქმებით, დაზარალებულ დ------–----ს გამოკითხვის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ტანსაცმელის ამოღების ოქმით, სამედიცინო ისტორიის ამოღების ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის N---------- დასკვნით, ბიოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნით, ბალისტიკური ექსპერტიზის N------ დასკვნით სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ-–-------- ა--------–--ის ქმედებებში სახეზეა დანაშაულების - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ე.ი. სხეულის დაზიანების, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და ტარების შემადგენლობის ყველა ნიშანი.

 

ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ვ-–-------- ა--------–--ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (2018 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულები, რომელთათვისაც ვ-–-------- ა--------–--ე ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ვ-–-------- ა--------–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, ის რომ მან აღიარა და მოინანია დანაშაული, დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ ბრალდებული აღიარებს ქმედებას.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ვ-–-------- ა--------–--ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის და მითითებული გარემოებების მხედველობაში მიღებით მას უნდა დაენიშნოს ძირითადი სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2018 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (2018 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე უნდა განისაზღვროს შთანთქმის პრინციპის გამოყენებით და საბოლოოდ უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ვ-–-------- ა--------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2018 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2018 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

2. სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან 2018 წლის 10 იანვრიდან.

 

3.საქმეზე არსებული ნივთმტკიცებები:

 

მაკრატელი, ანაწმენდები, ორი ცალი ნამწვი, ქსოვილის ნაჭერი, მოწითალო ფერი ნაჭერი ლაქებით, ორი ცალი დანის მაგვარი საგანი, ანაწმენდები სტერილურ ჩხირზე, ფარდა მოწითალო ლაქებით, ანაწმენდები დოლბანდზე, საკონტროლო ანაწმენდებთან ერთად, ოთხი ცალი სიგარეტის კოლოფი, ხელის კვლები, ექვს ცალ დაქტილოფირზე, ნერწყვის ნიმუში, ორი ცალი დეფორმირებული ლითონის ფრაგმენტი (ინახება საქართველოს შს სამინისტროს ვ---------------–-------------------–---ში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

 

სამი ცალი ტყვია, ერთი ცალი დეფორმირებული ტყვია (ინახება საქართველოს შს სამინისტროს ვ---------------–-------------------–---ში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

 

სამი ცალი მასრა (ინახება საქართველოს შს სამინისტროს ვ---------------–-------------------–---ში) გადაეგზავნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოს ტყვია-მასროთეკაში განსათავსებლად;

 

საათი, სათვალე (ინახება საქართველოს შს სამინისტროს ვ---------------–-------------------–---ში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელებს;

 

ვ-–-------- ა--------–--ის პირადი ნივთები (ინახება საქართველოს შს სამინისტროს ვ---------------–-------------------–---ში) დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

 

დ------–----ს ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და მობილური ტელეფონი (ინახება საქართველოს შს სამინისტროს ვ---------------–-------------------–---ში) დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

4.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

5.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გიორგი არევაძე