განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №18002510483-1/255-18წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
11 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - შალვა მჭედლიშვილი
სხდომის მდივანი - მარიამ სუხიაშვილი
პროკურორი – კ---------–---–---–-
დაცვის მხარე: ბრალდებული –კ------------------
პირადი ნომერი: 0----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლეობა: მქონე
მისამართი: თ---–-------–-–---–-------------–--------------
რეგისტრირებული: თ---–-------–--–---–--------------------–--------------------------------
ადვოკატი - ა---–-------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
1.1 200- წლის 27 ივლისის თბილისის საოლქო სასამართლოს განაჩენით კ------------------ გასამართლებული და დამნაშავედ იქნა ცნობილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის. მიუხედავად აღნიშნულისა იგი 2018 წლის 24 მაისს ქ.ბ---------–ი რუ-------–-ს ქუჩაზე გადაადგილებისას ინახავდა და ატარებდა ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ცივ იარაღს, რომელიც შსს ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ მისი პირადი გასინჯვის შედეგად იქნა ამოღებული.
2. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
3. პრეიუდიციად მიჩნეულ მტკიცებულებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:
განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვისათვის ნასამართლევმა კ------------------მ ჩაიდინა ცივი იარაღის ტარება.
აღნიშნული დანაშაულის ჩადენა დასტურდება შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობით:
ნ-----–---------–--–---–- ჩვენება, რომლის თანახმად 2018 წლის 24 მაისს მის თანამშრომელ დ------------------- ერთად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ნარკოლოგიურ კაბინეტში შემოწმების მიზნით შეჩერებულ იქნა, ქ. თ---–--–- ალ-–---–-------------–------------–- მცხოვრები 0-.1-.1--- წელს დაბადებული კ------------------, რომელსაც ჩხრეკის შედეგად შარვლის უკანა მარჯვენა ჯიბეში აღმოაჩნდა სპეციალურ ბუდეში ჩადებული დანის მაგვარი საგანი.
იხ. ს.ფ. 21-23;
კ------------------მ სასამართლო სხდომაზე აღიარა ჩადენილი დანაშაული და ითხოვა პატიება.
2018 წლის 2-------- N----– და 2018 წლის 3-------- N----– ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები, რომლის თანახმად ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ობიექტი და მასში მოთავსებული ლითონის საგანი ბასრი მჭრელი პირით დამზადებულია ქარხნული წესით, მჭრელი პირის კონსტრუქციული თავისებურებათა ერთობლიობის გათვალისწინებით მიეკუთვნება ბასრი-მჩხვლეტავი-მჭრელი ტიპის ცივ იარაღთა კატეგორიას.
იხ. ს.ფ. 9-15;
კ------------------- მიერ ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაული ასევე დადასტურებულია საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ: კ------------------- პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის ოქმი, ნ-----–----------–--–---–--------------------- გამოკითვის ოქმები, 2018 წლის 3-------- N2--– ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, თბილისის საოლქო სასამართლოს 2006 წლის 27 ივლისის განაჩენი, 2013 წლის 30 იანვრის განჩინება ამნისტიის შესახებ, 2018 წლის 05 ივნისის დადგენილება კ------------------- ბრალდების შესახებ, 2018 წლის 06 ივნისის განჩინება აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, არალითონური მასალისაგან დამზადებული კორპუსში ჩასმული დანის მსგავსი ვერცხლისფერი ლითონის პირის მქონე საგანი, რომელიც ინახება შსს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
4. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ კ------------------მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
კ------------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
კ------------------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების აღიარება და ქმედების გულწრფელი მონანიება.
6.სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ასაკის, ჯანმრთელობის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ კ------------------ს საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ძირითად სასჯელად უნდა დაენიშნოს ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს კ------------------- მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კ------------------ (პ/ნ 0----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.
2. კ------------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და 2018 წლის 26 ივლისს გირაოს უზრუნველსაყოფად შეტანილი თანხა 3 000 ლარი დაუბრუნდეს მის შემტანს გი-----ი გა-----–---ს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
3. კ------------------- მიერ ჯარიმის გადახდაზე კონტროლი განახორციელოს სააღსრულებო ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4. ნივთმტკიცებები არალითონური მასალისაგან დამზადებული კორპუსში ჩასმული დანის მსგავსი ვერცხლისფერი ლითონის პირის მქონე საგანი და პინცეტი, რომლებიც ინახება შსს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე: შალვა მჭედლიშვილი