განაჩენი

სისხლის სამართლის 10.10.2018
საქმის ნომერი
120100118002625267
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
10.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №18002625267-1/359-18წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

10 ოქტომბერი, 2--- წელი ქ. ახალციხე

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - შალვა მჭედლიშვილი

სხდომის მდივანი - მარიამ სუხიაშვილი

 

პროკურორი - ო---------------

 

ადვოკატი - ნ------------------–---–-

 

ბრალდებული - ე------------–---–-

მამის სახელი: მ-------

დაბადებული: 1-.0-.1---

პირადი ნომერი: 0----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: უმაღლესი

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლეობა: არ მქონე

მისამართი: ა-------, სოფელი უ---

რეგისტრირებული: ა-------, სოფელი უ---

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

1.1 ე------------–----–-, მეუღლეს - მ-----------–---–ს სისტემატიურად ამცირებდა და აყენებდა შეურაცხყოფას. 2--- წლის 0------------ დაახლოებით 18:00 საათზე ა-------ს მუნიციპალიტეტის სოფელი უ---ს მიმდებარედ, ადგილმდებარე ა----–-----–-, თავის კუთვნილი მიწის ნაკვეთში, საყოფაცხოვრებო საკითხზე უთანხმოების მოტივით არასრულწლოვანი შვილის, 12 წლის მ------------–---–-ს თანდასწრებით მეუღლეს მ-----------–---–ს კვლავ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ჯერ მუშტი დაარტყა მარჯვენა მხარეს ლოყაში, შემდეგ კი გაშლილი ხელი, რითაც მ-----------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

 

2. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

3. პრეიუდიციად მიჩნეულ მტკიცებულებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:

 

ე------------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

აღნიშნული დანაშაულის ჩადენა დასტურდება შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობით:

 

მ-----------–---–ის გამოკითხვის ოქმი, რომლის თანახმად 2--- წლის 0------------ მისი მეუღლე ე------------–---–- ნასვამ მდგომარეობაში დაბრუნდა სახლში და მ-----------–---–თან და მის მცირეწლოვან შვილთან ერთად წავიდა მიწების მოსარწყავად, რა დროსაც მ-----------–---–სა და მის მეუღლეს მოუვიდათ შელაპარაკება და ე------------–---–მა მას რამდენჯერმე ხელი დაარტყა სახის არეში, დაზარალებული განმარტავს, რომ მისი მეუღლე მას სისტემატიურად აყენებდა როგოც სიტყვიერ, აგრეთვე ფიზიკურ შეურაცხყოფას.

 

იხ. ს.ფ. 5-8;

 

მ------- გ----–---–-ს გამოკითხვის ოქმი, რომლის თანახმად მამისს ე------------–---–- ძალიან უყვარს ალკოჰოლი და სულ ნასვამია. როდესაც სახლში მიდის, ყოველთვის ჩხუბობს, ძირითადად დედას მ-----------–---–ს ეჩხუბება, აგინებს და სცემს. გასულ წელს დედას თავის დაბადების დღეზე სცემა. 2--- წლის 1 აგვისტოს მამამ იმის გამო, თუ რატომ ამოიხრა დედამ, სახის არეში გაარტყა ხელი ორჯერ და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, აგინა.

 

იხ. ს.ფ. 12-14;

 

ე------------–---–მა სასამართლო სხდომაზე აღიარა ჩადენილი დანაშაული და ითხოვა პატიება.

 

2--- წლის 1------------ N0-------- სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც ე------------–---–-ს ქმედებით მისი მეუღლე განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

იხ. ს.ფ. 119-124;

 

ე------------–---–-ს მიერ ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაული ასევე დადასტურებულია საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ: თ----- გ----–---–-ს, თ----- გ----–---–-ს, თ----- გ----–---–-ს, თ--------------–---–---–-ს, თ------------–---–--, ნ-----–-------------ს და სხვა მოწმის სახით დაკითვის ოქმები, მ-----------–---–ის შეტყობინება დანაშაულის ჩადენის შესახებ, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ ე------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ე------------–---–- პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია

 

ე------------–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება.

 

6.სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ასაკის, ჯანმრთელობის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ე------------–---–- საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ძირითად სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 წელი და 06 თვე, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ე------------–---–-ს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ე------------–---–- (პ/ნ 0----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, ძირითად სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით დანიშნული სასჯელი 1 წელი ჩაეთვალოს პირობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზეგ ამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 წელი და 06 თვე.

 

2. ე------- გ----–---–- სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2--- წლის 1 აგვისტოდან 2--- წლის 7 აგვისტომდე.

 

3. ე------- გ----–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას გირაოს უზრუნველსაყოფად დაყადაღებულ მ------------–---–-ს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ა-------ს რაიონი, სოფელი უ---, ს/კ N 6-.1-.3-.1--- 15 000 ლარის ფარგლებში.

 

4. პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში მსჯავრდებულ ე------------–---–-ს ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

5.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

მოსამართლე: შალვა მჭედლიშვილი