გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/50-2018
130310018002533412
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
10 ოქტომბერი, 2018 წელი ხ-–-----
შესავალი ნაწილი
ხ-–-----ს რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლალი ბესტავაშვილი
სხდომის მდივანი - რუსუდან ავთანდილაშვილი
მოსარჩელე მ-----–-----------ე
წარმომადგენელი ა-–------------–---–ი
მოპასუხე ხ-–-----ს მ----–----–------ის მ----ა
მოპასუხე ხ-–-----ს რ--------–-------------–---
2----–-–----------------------------–-------–---------რ---–----
მ--------–------–ი კომისია
წარმომადგენლები მადონა ძინძიბაძე, დავით ღვალაძე
მესამე პირი მადონა ლობჟანიძე
დავის საგანი ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ხ-–-----ს რ--------–-------------–--- 2017 წლის 14 მარის N 3-4-17 გადაწყვეტილების აღსრ---–---- მ--------–------–ი კომისიის 2018 წლის 7 ივნისის სხდომის ოქმი.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ხ-–-----ს მ----–----–------ის მ----ს 2018 წლის 25 ივნისის N 1408 ბრძანება მ-----–-----------ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.
1.3. მ-----–-----------ე აღდგენილ იქნეს სამსახურში და აუნაზღაურდეს განაცდური სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებიდან 2015 წლის 17 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე თვეში 700 ლარის ოდენობით.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2013 წლის 15 აპრილს კონკურსის საფუძველზე დაინიშნა ხ-–-----ს მ----–----–------ის გამგეობის თანამშრომლად. 2015 წლის მარტში ჩატარდა გამგეობის თანამშრომელთა ატესტაცია; იმის მიუხედავად, რომ ტესტირების ეტაპი გაირა წარმატებით, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დასკვნის საფუძველზე, 2015 წლის 20 აპრილს გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, რის შემდეგაც მიმართა ხ-–-----ს რაიონულ სასამართლოს - 2015 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტები და მოპასუხეებს დაევალათ, საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის შემდეგ გამოეცათ ახალი აქტები. სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრ---–---- მიზნით, ჩატარდა გასაუბრება. კომისიამ კვლავ დაუსაბუთებლად ცნო იგი დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამოდ და ხ-–-----ს მ----–----–------ის გამგებელმა 2016 წლის 21 დეკემბრის №617-პ/შ ბრძანებით გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან. მან კვლავ მიმართა სასამართლოს. 2017 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი კვლავ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა - ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტები და მოპასუხეებს დაევალათ, საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის შემდეგ გამოეცათ ახალი აქტი. ხ-–-----ს მერმა შექმნა კომისია და გასაუბრებაზე დაიბარა იგი. ხ-–-----ს რ--------–-------------–--- 2017 წლის 14 მარტის გადაწყვეტილების აღსრ---–---- მ--------–------–ი კომისიის 2018 წლის 7 ივნისის სხდომის ოქმის საფუძველზე ხ-–-----ს მ----–----–------ის მ----ს 2018 წლის 25 ივნისის №1408 ბრძანებით კვლავ გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
მოსარჩელე მხარე უთითებს, რომ ხ-–-----ს მ----–----–------ის მერმა გამოსცა დაუსაბუთებელი ბრძანება დაკავებული თანამდებობიდან მ-----–-----------ის გათავისუფლების შესახებ, რომ მერს აქვს პირადი მიუღებლობა მოსარჩელისა, რაც დასტურდება იმით, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც სასამართლო ავალებს, რომ გამოიკვლიოს კონკრეტული გარემოებები, ამ გარემოებებს იგი არ იკვლევს ჯეროვნად და ისე ათავისუფლებს სამსახურიდან. 2018 წლის 25 ივნისის ბრძანება №1408 სამართლებრივი საფუძვლის გარეშეა დარჩენილი, ვინაიდან იგი ეფუძნება ძალადაკარგულ საკანონმდებლო აქტს, და თუკი ხ-–-----ს მ----–----–------ის მ----ს ბრძანება დაეფუძნებოდა მოქმედ კანონმდებლობას, უნდა მომხდარიყო მ-----–-----------ის აღდგენა და არა გათავისუფლება, ვინაიდან მოქმედი კანონით აღარ არის სავალდებულო ატესტაცია.
მოსარჩელე ასევე უთითებს, რომ ხ-–-----ს მ----–----–------ის მ----ა უნდა დაფუძნებოდა არამხოლოდ გასაუბრების შედეგებს, არამედ მ-----–-----------ის სამსახურებრივ გამოცდილებას; მუშაობის პერიოდში მას არ მიუღია არცერთი შენიშვნა, მისი მხრიდან არ ჰქონია ადგილი დისციპლინურ გადაცდომას; ასევე უნდა მომხდარიყო შეფასება იმ ფაქტისა, რომ მოსარჩელეს მისი უშუალო ხელმძღვანელი ახასიათებს დადებითად, წარმატებული საქმიანობისთვის მიღებული აქვს არაერთი პრემია, ტესტური გამოცდა ჩაბარებული აქვს წარმატებით. ხ-–-----ს მ----–----–------ის მერმა მხოლოდ გასაუბრების შედეგებიდან გამომდინარე მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოსარჩელე გაეთავისუფლებინა. მ----ს მიერ გამოცემულ ბრძანებაში არსად არის მითითებული, რატომ არ შეიძლებოდა, თუნდაც გასაუბრების შედეგების მიხედვით, მ-----–-----------ე დაქვემდებარებოდა კვალიფიკაციის ამაღლებას. იმის მიუხედავად, რომ მოქმედი კანონმდებლობით მოსარჩელე აღარ ექვემდებარებოდა გასაუბრებას, იგი მაინც მივიდა გასაუბრებაზე; კომისიის წევრები ცდილობდნენ, დაესვათ კითხვები კანონმდებლობიდან მაშინ, როდესაც ტესტირება წარმატებით ჰქონდა გავლილი. იქმნება შთაბეჭდილება, რომ კომისია იყო მოწოდებული, არ ჩატარებულიყო გასაუბრება.
მოსარჩელე თვლის, რომ სამსახურში აღდგენასთან ერთად უნდა აუნაზღაურდეს განაცდურიც. უფრო მეტიც, განაცდური უნდა აუნაზღაურდეს ყველა შემთხვევაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, ადმინისტრაციული აქტი ძალაში შედის მისი მხარისათვის ოფიციალურად გაცნობის დღიდან. გასაჩივრებულ აქტში არსად არის მითითებული როდიდან შეუწყდა უფლებამოსილება მ-----–-----------ეს; წინა აქტები ბათილად არის ცნობილი, შესაბამისად, განაცდური ყველა შემთხვევაში უნდა ანაზღაურდეს.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ იმ მტკიცებულებების მიხედვით, რაც წარმოადგინა მოპასუხე მხარემ, მადონა ლობჟანიძის თანამდებობაზე დანიშვნის პროცესი იმდენად გაუმჭვირვალეა, რომ ნათელი ხდება მის (მოსარჩელის) მიმართ დისკრიმინაციული დამოკიდებულება. (სხდომის ოქმი 17:36:50 – 17:49:59; 04.10.2018)
მოსარჩელე ასევე აღნიშნავს, რომ იგი გასაუბრებაზე მივიდა მხოლოდ იმიტომ, რომ მისთვის კომისიის წევრებს ეკითხათ, ხომ არა აქვს ჩადენილი გადაცდომა ან დანაშაული... კომისიის წევრებს აინტერესებდათ, რამდენად იცოდა კანონები, სხვა არაფერი (სხდომის ოქმი 17:53:06 – 17:53:06; 04.10.2018). ის ცდილობდა, აეხსნა კომისიის წევრებისთვის, რომ მოქმედი კანონის შესაბამისად იგი აღარ ექვემდებარება გასაუბრებას და რომ გასაუბრების გარეშე უნდა მოხდეს მისი აღდგება თანამდებობაზე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ხ-–-----ს მ----–----–------ის მ----ის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ხ-–-----ს რ--------–-------------–--- 2017 წლის 14 მარტის №3-4-17 გადაწყვეტილების აღსრ---–---- მიზნით ხ-–-----ს მ----–----–------ის მ----აში შეიქმნა კომისია, რომელსაც დაევალა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრ---–---- მიზნით მ-----–-----------ესთან გასაუბრების ჩატარება. ხ-–-----ს რ--------–-------------–--- 2017 წლის 14 მარტის №3-4-17 გადაწყვეტილების აღსრ---–---- დროისთვის მოქმედებდა ახალი კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“, რომლითაც ატესტაცია გათვალისწინებული არ არის. იმავდროულად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსთვის, დაწესებულებისთვის, ორგანიზაციისთვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.
მოპასუხის წარმომადგენელმა ისიც აღნიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 9 იანვრის განჩინებით, საკასაციო პალატამ დაადგინა, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად შეაფასეს სადავო საკითხები“; ასევე მართებულად იქნა მიჩნეული ხ-–-----ს მ----–----–------ის მიერ ხელახალი ატესტაციის ჩატარების ვალდებულების საკითხიც. საკასაციო პალატამ გადაწყვეტილება მიიღო მაშინ, როდესაც უკვე მოქმედებდა ახალი კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“.
მოპასუხემ მიუთითა, რომ მ-----–-----------ესთან გასაუბრების მიზანი იყო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება, დაკავებულ თანამდებობასთან მ-----–-----------ის შესაბამისობის დადგენის, ატესტაციას დაქვემდებარებული პირის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შესაბამისობის განსაზღვრა დაკავებული ან დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან, რისი დადგენის შესაძლებლობაც კომისიას არ მიეცა. მ-----–-----------ე კომისიის წევრებს არ აძლევდა საშუალებას, წარემართათ გასაუბრების პროცესი, კომისიის წევრების შეკითხვებზე ჰქონდა შეუსაბამო პასუხები, აღნიშნავდა, რომ ვინაიდან ახალი კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ აღარ ითვალისწინებს ატესტაციას, მასთან აღარ უნდა ჩატარებულიყო გასაუბრება - მან უარი განაცხადა გასაუბრებაზე.
მოპასუხის წარმომადგენელმა ისიც აღნიშნა, რომ მოსარჩელემ სასამართლოს მიმართა იმ კანონის მოქმედების ვადაში, რომელიც არეგულირებდა ატესტაცია-გასაუბრების ჩატარების პროცედურებს, შესაბამისად, გამოყენებული უნდა იქნეს იმ დროისთვის მოქმედი კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“.
3. მესამე პირის პოზიცია.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. ხ-–-----ს მ----–----–------ის გამგებლის 2013 წლის 15 აპრილის N455 ბრძანებით მ-----–-----------ე კონკურსის წესით დაინიშნა ხ-–-----ს მ----–----–------ის გამგეობაში სპეციალისტად. 2014 წლის 21 ივლისიდან 2015 წლის 20 აპრილამდე ეკონომიკური განვითარების სამსახურის მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილებაში სპეციალისტის თანამდებობაზე. (სასამართლოს გადაწყვეტილებები, მხარეთა ახსნა-განმარტებები)
4.2. ხ-–-----ს მ----–----–------ის გამგებლის 2015 წლის 17 თებერვლის N691 ბრძანებით დადგინდა ხ-–-----ს მ----–----–------ის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთათვის ატესტაციის ჩატარება. ატესტაციას დაექვემდებარა მ-----–-----------ეც. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის უარყოფითი დასკვნის საფუძველზე, რაც უცვლელად დატოვა საპრეტენზიო კომისიამ, 2015 წლის 17 აპრილის №1240 ბრძანებით მ-----–-----------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. (სასამართლოს გადაწყვეტილებები, მხარეთა ახსნა-განმარტებები)
4.3. ხ-–-----ს რ--------–-------------–--- 2015 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით მ-----–-----------ის სარჩელი დაკამყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი ხ-–-----ს მ----–----–------ის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება (ოქმი N 8) ასევე, საპრეტენზიო კომისიის 2015 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება (ოქმი #4) მ-----–-----------ის ნაწილში. დაევალა ხ-–-----ს მ----–----–------ის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიას სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში ხელახლა ჩაეტარებინა ატესტაცია (გასაუბრება) მ-----–-----------ის მიმართ და საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის თაობაზე. ბათილად იქნა ცნობილი ხ-–-----ს მ----–----–------ის გამგებლის 2015 წლის 17 აპრილის N1240 ბრძანება მ-----–-----------ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და დაევალა ხ-–-----ს მ----–----–------ის გამგებლის საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის შემდეგ, ხელახალი ატესტაციის (გასაუბრების) შედეგების გათვალისწინებით გამოეცა ახალი ადმინისტრაციული აქტი.
4.4. 2016 წლის 22 ნოემბერს, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მ-----–-----------ესთან ჩატარდა გასაუბრება - საკონკურსო საატესტაციო კომისიამ მიიღო დასკვნა, რომ მ-----–-----------ე არ შეესაბამებოდა დაკავებულ ან დასაკავებელ თანამდებობას. საპრეტენზიო კომისიამ საჩივარი არ დააკმაყოფილა. ხ-–-----ს მ----–----–------ის გამგებლის 2016 წლის 21 დეკემბრის ბრძანებით მ-----–-----------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. (ს.ფ. 44-50; 52-54)
4.5. ხ-–-----ს მ----–----–------ის გამგებლის 2015 წლის 30 ოქტომბრის #3006 ბრძანებით, მაყავალა ბარბაქაძის ადგილზე დაინიშნა მადონა ლობჟანიძე.
4.6. ხ-–-----ს რ--------–-------------–--- 2017 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით მ-----–-----------ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ხ-–-----ს მ----–----–------ის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2016 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საპრეტენზიო კომისიის 2016 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება. ხ-–-----ს მ----–----–------ის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიას დაევალა სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში ხელახლა ჩაეტარებინა ატესტაცია (გასაუბრება) მ-----–-----------ის მიმართ და საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება მ-----–-----------ის დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის თაობაზე. ბათილად იქნა ცნობილი ხ-–-----ს მ----–----–------ის გამგებლის 2016 წლის 21 დეკემბრის ბრძანება და დაევალა გამგებელს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის შემდეგ, ხელახალი ატესტაციის (გასაუბრების) შედეგების გათვალისწინებით, გამოეცა ახალი ადმინისტრაციული აქტი. თბილისი სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 29 ივნისის განჩინებით უცვლელად დარჩა ხ-–-----ს რ--------–-------------–--- 2017 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 9 იანვრის განჩინებით მხარეთა საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა ცნობილი; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 29 ივნისის განჩინება.
4.7. ხ-–-----ს მ----–----–------ის მ----ს 2018 წლის 27 მარტის №846 ბრძანებით, ხ-–-----ს რ--------–-------------–--- 2017 წლის 14 მარტის №3-4-17 გადაწყვეტილების აღსრ---–---- მიზნით ადმინისტრაციული წარმოების ვადა გაგრძელდა. (ს.ფ. 74-75)
4.8. ხ-–-----ს მ----–----–------ის მ----ს 2018 წლის 18 მაისის №1175 ბრძანებით შეიქმნა კომისია ხ-–-----ს რ--------–-------------–--- 2017 წლის 14 მარტის №3-4-17 გადაწყვეტილების აღსრ---–---- მიზნით. კომისიას დაევალა მ-----–-----------ესთან გასაუბრების ჩატარება. ხ-–-----ს მ----–----–------ის მ----ის მიერ 2018 წლის 21 მაისით დათარიღებული წერილით მ-----–-----------ეს ეცნობა, რომ ხ-–-----ს რ--------–-------------–--- 2017 წლის 14 მარტის №3-4-17 გადაწყვეტილების აღსრ---–---- მ--------–------–მა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება მასთან გასაუბრების ჩატარების შესახებ; ასევე ეცნობა გასაუბრების ჩატარების თარიღი - 2018 წლის 7 ივნისი. მასვე განემარტა, რომ გასაუბრების პროცესში დაკავებულ ან დასაკავებელ თანამდებობასთან ატესტაციას დაქვემდებარებული პირის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კომისია მოისმენდა ანგარიშს საატესტაციო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ, შემოწმდებოდა მისი პროფესიული დონე და კვალიფიკაცია თემატიკასა და სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებულ საკითხებში. მიმართვასთან ერთად მ-----–-----------ეს გაეგზავნა თემატიკა, რომლის მიხედვითაც მოხდებოდა მასთან გასაუბრების ჩატარება.
4.9. წერილი დანართთან ერთად 2018 წლის 22 მაისს ჩაბარდა ადრესატს.
4.10. ხ-–-----ს რ--------–-------------–--- 2017 წლის 14 მარტის №3-4-17 გადაწყვეტილების აღსრ---–---- მ--------–------–ი კომისიის სხდომა ჩატარდა 2018 წლის 7 ივნისს.
4.11. ხ-–-----ს მ----–----–------ის მ----ს 2018 წლის 25 ივნისის №1408 ბრძანებით მ-----–-----------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან გადაწყვეტილების აღსრ---–---- მ--------–------–ი კომისიის 2018 წლის 7 ივნისის სხდომის ოქმით მიღებული დასკვნისა და რეკომენდაციის საფუძველზე.
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა რა მხარეთა ახსნა-განმარტებები და საქმეზე დართული მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ მ-----–-----------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის N411 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარების წესი“.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.
7.2. ხ-–-----ს რ--------–-------------–--- 2017 წლის 14 მარტის №3-4-17 გადაწყვეტილებით, გარდა იმისა, რომ გაუქმდა გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტები, ხ-–-----ს მ----–----–------ის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიას დაევალა სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში ხელახლა ჩაეტარებინა ატესტაცია (გასაუბრება) მ-----–-----------ის მიმართ და საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება მ-----–-----------ის დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის თაობაზე. დაევალა გამგებელს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის შემდეგ, ხელახალი ატესტაციის (გასაუბრების) შედეგების გათვალისწინებით, გამოეცა ახალი ადმინისტრაციული აქტი.
7.3. მოპასუხეს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრ---–----ას უნდა ესარგებლა იმ კანონით, რომელიც მოქმედებდა მხარეთა შორის სამართალურთიერთობის დაწყებისას. შესაბამისად, სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმის თაობაზე, რომ აღარ უნდა ჩატარებულიყო გასაუბრება და ამჟამად მოქმედი კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ შესაბამისად, გასაუბრების გარეშე უნდა მომხდარიყო მისი აღდგენა თანამდებობაზე.
7.4. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონის 81-ე მუხლის თანახმად, მოხელის ატესტაცია არის მოხელის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობისა და პირადული თვისების დაკავებული (ან დასაკავებელი) თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება. ატესტაციის ჩატარების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. იმავე განონის 98-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობის გამო, ატესტაციის შედეგების საფუძველზე.
7.5. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის N411 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარების წესის“ მე-4 მუხლის თანახმად, ატესტაციის პრინციპებია კანონიერება, სამართლიანობა, საჯაროობა, გამჭვირვალობა, არადისკრიმინაციულობა, ობიექტურობა, მიუკერძოებლობა, კოლეგიალურობა. იმავე წესის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, გასაუბრების პროცესში, დაკავებულ ან დასაკავებელ თანამდებობასთან ატესტაციას დაქვემდებარებული პირის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კომისია ისმენს მოხელის ანგარიშს საატესტაციო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ, ამოწმებს ატესტაციას დაქვემდებარებული პირის პროფესიულ დონესა და კვალიფიკაციას დადგენილ თემატიკასა და სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებულ საკითხებში. იმავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე, რომელსაც ატესტაცია არ გაუვლია, ატესტირებას ექვემდებარება 2015 წლის 1 ივლისამდე, თუ მისი თანამდებობაზე დანიშვნიდან გასულია 6 თვე. თუ ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობაზე დანიშვნიდან 6 თვეზე ნაკლებია გასული, მოხელე, გარდა თანამდებობაზე ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით დანიშნული მოხელისა, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წესით ატესტირებას ექვემდებარება თანამდებობაზე დანიშვნიდან 6 თვის გასვლის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 2015 წლის 1 ივლისისა.
7.6. ხ-–-----ს რ--------–-------------–--- 2017 წლის 14 მარტის გადაწყვეტილების აღსრ---–---- მიზნით შეიქმნა კომისია და დაინიშნა მ-----–-----------ესთან გასაუბრება. როგორც გადაწყვეტილებაშია მითითებული, ხელახლა უნდა ჩატარებულიყო ატესტაცია (გასაუბრება) მ-----–-----------ის მიმართ და საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შემდეგ მომხდარიყო გადაწყვეტილების მიღება მ-----–-----------ის დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის თაობაზე; ასევე დაევალა გამგებელს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის შემდეგ, ხელახალი ატესტაციის (გასაუბრების) შედეგების გათვალისწინებით, გამოეცა ახალი ადმინისტრაციული აქტი. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ აღსრულდებოდა კომისიის შექმნის გარეშე.
7.7. მ-----–-----------ეს გასაუბრებამდე ორი კვირით ადრე ეცნობა, რომ ხ-–-----ს რ--------–-------------–--- 2017 წლის 14 მარტის #3-4-17 გადაწყვეტილების აღსრ---–---- მ--------–------–მა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება მასთან გასაუბრების ჩატარების შესახებ; ასევე ეცნობა გასაუბრების ჩატარების თარიღი - 2018 წლის 7 ივნისი. მასვე განემარტა, რომ გასაუბრების პროცესში დაკავებულ ან დასაკავებელ თანამდებობასთან ატესტაციას დაქვემდებარებული პირის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კომისია მოისმენდა ანგარიშს საატესტაციო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ, შემოწმდებოდა მისი პროფესიული დონე და კვალიფიკაცია, თემატიკასა და სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებულ საკითხებში. იმავდროულად მ-----–-----------ეს გაეგზავნა თემატიკა, რომლის მიხედვითაც მოხდებოდა მასთან გასაუბრების ჩატარება. ესე იგი, მ-----–-----------ისთვის ცნობილი იყო არამხოლოდ გასაუბრების თარიღი და კონკრეტული დრო, არამედ ის თემატიკა და ის საკითხები, საიდანაც და რასთან დაკავშირებითაც დასვამდნენ კომისიის წევრები შეკითხვებს.
7.8. სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ხ-–-----ს მ----–----–------ის მერს არ უნდა მიეღო ასეთი უკიდურესი გადაწყვეტილება - გათავისუფლება; შეიძლებოდა, დამდგარიყო საკითხი მოხელის კვალიფიკაციის ამაღლებასთან დაკავშირებით.
7.9. სასამართლო სხდომაზე დათვალიერდა კომისიის 2018 წლის 7 ივნისის სხდომის აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, რომლითაც დადასტურდა მოპასუხის პოზიცია უშუალოდ გასაუბრებასთან დაკავშირებით. ასევე დადასტურდა მოსარჩელის განმარტებაც, რომლის მიხედვითაც, იგი (მოსარჩელე) გასაუბრებაზე მივიდა მხოლოდ იმიტომ, რომ კომისიის წევრებისთვის აეხსნა, მოქმედი კანონიდან გამომდინარე, რამდენად არასწორი იყო მასთან გასაუბრების ჩატარება, და რადგან ამ გასაუბრებაზე მაინც მივიდა, კომისიის წევრებს დასმული შეკითხვებით მხოლოდ ის უნდა გაერკვიათ, ხომ არ ჰქონდა მას (მოსარჩელეს) ჩადენილი დანაშაული ან სხვა კანონდარღვევა, და რომ მისი ,,შემოწმება“, რამდენად იცოდა კანონები, აღარ იყო საჭირო; მან ტესტირების შედეგებით დაადსტურა, რომ კანონები კარგად იცოდა.
7.10. კომისიას, ფაქტობრივად, არ მიეცა შესაძლებლობა, დაესვა შეკითხვები იმ თემატიკიდან გამომდინარე, რის შესახებაც გასაუბრებამდე ინფორმირებული იყო მ-----–-----------ე. სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმის თაობაზე, რომ თუნდაც ასეთი მოცემულობის პირობებში, მოპასუხეს არ უნდა მიეღო გადაწყვეტილება გათავისუფლების შესახებ; მას უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ მ-----–-----------ეს უშუალო ხელმძღვანელი ახასიათებდა დადებითად, და რომ მას არასოდეს მიუღია შენიშვნა.
7.11. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ პუნქტით დადგენილია, რომ დისკრეციული უფლებამოსილება – ეს არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
7.12. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის N411 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარების წესის“ მე-9 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების თანახმად, კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და კომისიის დამსწრე წევრები. ატესტაციის შედეგების მიხედვით, კომისიას გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი დასკვნა: ა) მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და ექვემდებარება დაწინაურებას; ბ) ატესტაციას დაქვემდებარებული პირი შეესაბამება დაკავებულ ან დასაკავებელ თანამდებობას; გ) მოხელე ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას (საჭიროებს კვალიფიკაციის ამაღლებას); დ) ატესტაციას დაქვემდებარებული პირი არ შეესაბამება დაკავებულ ან დასაკავებელ თანამდებობას.
7.13. ზოგადადაც და განსახილველ შემთხვევაშიც კომისიის მიერ ატესტაციის საფუძველზე მოხელის შეფასება წარმოადგენს ამავე კომისიის დისკრეციას, თუმცაღა, სასამართლოს მიაჩნია, რომ უშუალოდ გასაუბრება (რომლის ჩანაწერი დათვალიერდა სხდომაზე) და შემდგომ კომისიის დასკვნა არ იძლეოდა შესაძლებლობას იმისა, რომ ხ-–-----ს მ----–----–------ის მერს მიეღო სხვა ალტერნატიული გადაწყვეტილება, თუნდაც, მაგალითად, ისეთი, რომ მოხელე ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას - საჭიროებს კვალიფიკაციის ამაღლებას.
7.14. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
7.15. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ აქტები კანონს არ ეწინააღმდეგება.
7.16. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
7.17. იმავე კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ვინაიდან, არ დადგინდა გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების კანონთან წინააღმდეგობა, მოსარჩელის მოთხოვნა ხ-–-----ს რ--------–-------------–--- 2017 წლის 14 მარტის N 3-4-17 გადაწყვეტილების აღსრ---–---- მ--------–------–ი კომისიის 2018 წლის 7 ივნისის სხდომის ოქმისა და ხ-–-----ს მ----–----–------ის მ----ს 2018 წლის 25 ივნისის N 1408 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. შესაბამისად, მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სამსახურში აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებაზე.
8. საპროცესო ხარჯები
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელთან დაკავშირებით უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-13, 22-23-ე 32-33-ე, სამოქალაქო საპროცესი კოდექსის 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. მ-----–-----------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. №7ა) ხ-–-----ს რ--------–-------------–--- (ქ. ხ-–-----, კოსტავას 15) მეშვეობით.
მოსამართლე
ლალი ბესტავაშვილი