გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140310018002578026
საქმე № 3/208-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
17 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით პაპუაშვილი
სხდომის მდივანი ნინო მურადაშვილი
მოსარჩელე: ა------- კ------–---–ი
წარმომადგენელი: ზ---- მ-----–---–-
მოპასუხე: გორის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
წარმომადგენელი: მ------ ბ---–----------
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახლის გამოცემის დავალდებულება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ა------- კ------–---–ისათვის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 27 ივნისის № 257 განკარგულების ბათილად ცნობა.
1.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გადაგზავნილ, 2017 წლის 25 სექტემბრის № 394589 წერილში მითითებულ, № 6--5--1--1-- საკადასტრო კოდით ა------- კ------–---–ის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ (დასავლეთით) მდებარე 736 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების დავალდებულება.
სარჩელის თანახმად, ა------- კ------–---–ს (პირ. № 5----------) ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, 1990-იან წლებში, მიწის რეფორმის შედეგად, საკუთრებაში გადაეცა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ს------ში მდებარე 0,30 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელსაც დასავლეთის მხრიდან ემიჯნებოდა მიწის მცირე ფართი, რაც მიწის პრივატიზების კომისიის მიერ მოსახლეობაზე არ განაწილებულა. ეს ფართი მან უნებართვოდ დაიკავა 1990-იანი წლებიდან, რასაც დღემდე ფლობს;
მან მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით ამ მიწის საკუთრების უფლებით რეგისტრაციის მოთხოვნით, რომელმაც განცხადება და მასალები გადააგზავნა გორის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის კომისიაში, თუმცა კომისიის მხრიდან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ სადავო მიწა, 1984 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, წარმოადგენდა საძოვარს და მისი საკუთრებაში გადაცემა დაუშვებელი იყო.
მოსარჩელის მითითებით, სადავო ტერიტორიაზე ადრე შესაძლოა, მართლაც იყო სოფლის საძოვარი, თუმცა მიწის რეფორმის შედეგად ეს მიწა დანაწილდა და საკუთრებაში გადაეცა მოსახლეობას, რასაც ადასტურებს სისტემური რეგისტრაცია, და 1990-იანი წლებიდან ეს ტერიტორია აღარ წარმოადგენდა საძოვარს; ამავე დროს, კანონმდებლობით, რაც აწესრიგებს თვითნებურად დაკავებულ მიწის ფართებზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლებს, საძოვრის საკუთრებაში გადაცემა აკრძალული არ არის. სადავო ტერიტორიაზე მდებარე მიწები წლებია, მოსახლეობას აქვს გადაცემული კერძო საკუთრებაში და იქ საძოვარი აღარ არსებობს; მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია სრულ შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან და კომისიას უნდა დაევალოს საკუთრების უფლების აღიარება თვითნებურად დაკავებულ ფართზე.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ შესაგებელით სარჩელი არ სცნო, მიუთითა და განმარტა, რომ 1984 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, სადავო ტერიტორია წარმოადგენს საძოვარს და, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონით, მისი საკუთრებაში გადაცემა დაუშვებელია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.
მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ა------- კ------–---–მა 1993 წლიდან უნებართვოდ დაიკავა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ს------ში მდებარე, დღეის მდგომარეობით № 6--5--1--1-- საკადასტრო კოდით (წინა კოდი № 6--1--1--1--) მის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ (დასავლეთით) მდებარე 736 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რასაც დღემდე უწყვეტად ფლობს.
მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება, დ----- ბ------–---–ის, ე------ ხ------–----ისა და ნ-----–---- ა–--------–---–ის სანოტარო წესით დამოწმებული აქტი.
3.2.2. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გორის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას მიმართვით გადაუგზავნა ა------- კ------–---–ის მიერ რეესტრის სამსახურში წარდგენილი მასალები ამ პირის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებასა თუ მასზე უარის თქმის შესახებ საკითხის განსახილველად.
მტკიცებულება: 2017 წლის 25 სექტემბრის № 394589 მიმართვა.
3.2.3. გორის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ა------- კ------–---–ს უარი ეთქვა თვითნებურად დაკავებულ მიწის ფართზე საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ 1984 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, სადავო ტერიტორია წარმოადგენს საძოვარს და, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონით, მისი საკუთრებაში გადაცემა დაუშვებელია;
მტკიცებულება: გორის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 27 ივნისის № 257 განკარგულება, მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2.4. კომისია დაეყრდნო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 19 სექტემბრის სამსახურებრივ ბარათს, სადაც აღნიშნულია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული საარქივო მასალების, კერძოდ გორის რაიონის ბერბუკის მეხილეობა-მებოსტნეობის საბჭოთა მეურნეობის 1984 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, ა------- კ------–---–ის მიერ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი წაროადგენდა საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართს.
მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 19 სექტემბრის სამსახურებრივ ბარათი № 507898/17.
3.2.5. ა------- კ------–---–ის სახელზე დღეის მდგომარეობით № 6--5--1--1-- საკადასტრო კოდით (წინა კოდი № 6--1--1--1--) რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მიმდებარედ არსებული ტერიტორია სისტემური რეგისტრაციების საფუძველზე წარმოადგენს სხვა პირთა კერძო საკუთრებას.
მტკიცებულება: ა------- კ------–---–ის სახელზე გაცემული საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა, მხარეთა ახსნა-განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარეთა განმარტებები, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი გორის მუნიციპალიტეტის მერიის კომისიის გასაჩივრებული აქტი და დაევალოს მოპასუხეს, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ა------- კ------–---–ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, რამდენადაც კანონმდებლობით აღიარებულია პირის საკუთრების უფლება თვითნებურად დაკავებულ ფართებზე, ხოლო მოპასუხის მიერ დასახელებული გარემოება არ ქმნის ამ უფლების აღიარებაზე უარის თქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონი, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება
დადგენილია და სადავო არაა, რომ ა------- კ------–---–მა 1990-იან წლებში უნებართვოდ დაიკავა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ს------ში მდებარე, დღეის მდგომარეობით № 6--5--1--1-- საკადასტრო კოდით (წინა კოდი № 6--1--1--1--) მის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ (დასავლეთით) მდებარე 736 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რასაც დღემდე უწყვეტად ფლობს.
მოპასუხემ ამ მიწის საკუთრების უფლების აღიარებაზე მას უარი უთხრა იმ საფუძვლით, რომ 1984 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, სადავო ტერიტორია წარმოადგენს საძოვარს და, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონით, მისი საკუთრებაში გადაცემა დაუშვებელია;
მოცემულ შემთხვევაში უნდა შემოწმდეს ამ უარის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების კანონიერება-დასაბუთებულობა.
როგორც აღინიშნა, გორის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია სადავო მიწის ნაკვეთის საძოვრად მიჩნევისას დაეყრდნო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 19 სექტემბრის სამსახურებრივ ბარათს, სადაც აღნიშნულია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული საარქივო მასალების, კერძოდ გორის რაიონის ბერბუკის მეხილეობა-მებოსტნეობის საბჭოთა მეურნეობის 1984 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, ა------- კ------–---–ის მიერ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი წაროადგენდა საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართს.
სასამართლო განმარტავს, რომ 1984 წლის მდგომარეობით სადავო მიწა შესაძლოა, მართლაც წარმოადგენდა საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართს, თუმცა, როგორც ა------- კ------–---–ის სახელზე გაცემული საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობით დგინდება, ამ მიწის ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიის უდიდესი ნაწილი გადაცემულია კერძო პირთა საკუთრებაში და წარმოადგენს მათ პირად, ინდივიდუალურ საკუთრებას, სადაც აღნიშნულია ასევე ამ საკუთრებებამდე მისასვლელი გზებიც.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ის ფაქტი, რომ სადავო მიწა მიწის რეფორმის შემდეგაც წარმოადგენდა საძოვრის კატეგორიის სასაოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართს, საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის მიხედვით არ დასტურდება.
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ლ" ქვეპუნქტის მიხედვით, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ის მიწა, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებული მიწის ნაკვეთია, მათ შორის, ის მიწის ნაკვეთი, რომელზე განთავსებული სახელმწიფო ქონებაც „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არ ექვემდებარება პრივატიზებას;
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ძ.ა)" ქვეპუნქტის მიხედვით, პრივატიზებას არ ექვემდებარება გარკვეული სახის სახელმწიფო ქონება, მათ შორის საძოვარი, გარდა 2005 წლის 30 ივლისამდე იჯარით გაცემული საძოვრებისა და საძოვრებისა, რომლებიც დადგენილი წესით შესაბამისი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს მიერ გაცემული აქტით დამაგრებულია მათზე მდებარე, ფიზიკური ან/და იურიდიული პირების კერძო საკუთრებაში არსებულ ან/და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებზე.
აქედან გამომდინარე, მოსარჩელის პოზიცია, რომ საძოვრის კატეგორიის თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას არ კრძალავს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონი, გაზიარებული ვერ იქნება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ არასწორად დადგინდა საქმის ფაქტობრივი გარემოება, რომ სადავო მიწა განეკუთვნებოდა საძოვარს; შესაბამისად, ამ ფაქტს მოყვა არასწორი სამართლებრივი შეფასება, რაც სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველია.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის სადავო აქტი ეწინააღმდეგება ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონს, და შესაბამისად, ექვემდებარება ბათილად ცნობას, რამდენადაც ეს აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით;
გორის რაიონის ბერბუკის მეხილეობა-მებოსტნეობის საბჭოთა მეურნეობის 1984 წლის მიწათსარგებლობის გეგმა არ წარმოადგენდა ისეთი უტყუარი სახის მტკიცებულებას, რაზე დაყრდნობითაც იმპერატიულ ფორმაში უნდა დაედგინა კომისიას, რომ ეს მიწა იყო საძოვარი.
ა------- კ------–---–ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია სრულ შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან და კომისიას პირდაპირ უნდა დაევალოს საკუთრების უფლების აღიარება თვითნებურად დაკავებულ ფართზე, რამდენადაც მას დაუსაბუთებლად ეთქვა უარი ამ უფლების აღიარებაზე.
ამავე დროს, აქტის გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი და ვალდებულია, იმოქმედოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ”, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონების და ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით” განსაზღვრული დებულებებით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები; სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები; სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
იმავე კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის და საადვოკატო მომსახურების ხარჯის - 800 ლარის გადახდის ქვითრები.
აქედან გამომდინარე, მოპასუხეს მის სასარგებლოდ სრულად უნდა გადახდეს გაწეული ხარჯი;
ამავე დროს, საადვოკატო მომსახურების ხარჯის 800 ლარით განსაზღვრა, დავის სირთულისა და მნიშვნელობიდან გამომდინარე, გონივრულია.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები
ამ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ა------- კ------–---–ისათვის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 27 ივნისის № 257 განკარგულება.
1.2. გორის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალოს, კანონმდებლობის სხვა მოთხოვნათა დაცვით, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გადაგზავნილ, 2017 წლის 25 სექტემბრის № 394589 წერილში მითითებულ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ს------ში მდებარე № 6--5--1--1-- საკადასტრო კოდით ა------- კ------–---–ის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ (დასავლეთით) მდებარე 736 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.
2. გორის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას სასამართლო ხარჯების ანგარიშში - 100 (ასი) ლარი სახელმწიფო ბაჟი და 800 (რვაასი) ლარი საადვოკატო მომსახურებისათვის, სულ 900 (ცხრაასი) ლარი გადახდეს ა------- კ------–---–ის სასარგებლოდ.
3. საქმეზე მ------ მ-----–---–-ს მიერ 2018 წლის 6 აგვისტოს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი (საგადასახადო დავალება № 456) დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
4. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).
მოსამართლე: დავით პაპუაშვილი