განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
ახალციხის რაიონული სასამართლო
საქმე #1/370-18წ. 17 ოქტომბერი, 20-8 წელი ქ.ახალციხე
მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი
სხდომის მდივანი - ირმა იაკობაძე
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე - პროკურორი - კ------- ლ---–---–ი;
დაცვის მხარე - ბრალდებული - რ----- ა----–--ე- საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 0-.0-.1--- წელს, პ/ნ 0----------; მცხ: ა-------ს რაიონი, ს------–- ა----------ი;
ადვოკატი - ი----- ხ-------–---–-;
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1-6--ე მუხლის პირველი ნაწილი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
20-8 წლის 13 აგვისტოს საღამოს საათებში ა-------ს რაიონის სოფელ ა----------ში მცხოვრებ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ რ----- ა----–--ეს მასთან ოჯახში სტუმრად მყოფ დასთან ა--ა ლ-–----ესთან მოუვიდა სიტყვიერი შელაპარაკება, რა დროსაც რამოდენიმეჯერ გაარტყა ხელი სახის არეში, ასევე ძლიერად მოუჭირა ყელში ხელები და მოქაჩა თმებიდან, ძმის რ----- ა----–--ის ძალადობრივი ქმედების შედეგად ა--ა ლ-–----ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
რ-----ი ა----–--ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე 118-ე ან 1-0-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სამართლებრივი შეფასება:
ბრალდებულმა რ-----ი ა----–--ემ აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედება.
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ა--ა ლ-–----ის, ნ---- ა----–--ის, რ----- ა----–--ის მოწმის სახით გამოკითხვის ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებები წინასასამართლო სხდომაზე დამტკიცდა სასამართლოს მიერ, როგორც უდაო სახის მტკიცებულებანი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება სავსებით დასაბუთებულია, წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მხარეთა შეთანხმების თანახმად, უნდა იქნეს მიღებული მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია.
მოწმე ა--ა ლ-–----ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ მიმდინარე წლის 13 აგვისტოს როდესაც იმყოფებოდა მშობლებთან სოფელ ა----------ში დაახლოებით 16 საათზე სახლში მივიდა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მისი ძმა რ----- ა----–--ე. 21 საათი იქნებოდა ა--ა ლ-–----ის შვილები თამაშობდნენ აივანზე და დაიწყეს კინკლაობა, რა დროსაც ა--ამ გამოიყვანა ერთერთი ბავშვი და მოარიდა მეორეს, ამაზე გაბრაზებულმა მისმა ძმამ რ-----ი ა----–--ემ გაშლილი ხელი შემოარტყა სახეში რამოდენიმეჯერ, რა დროსაც განიცადა ფიზიკური ტკივილი, მოწმე შევიდა ოთახში და დარეკა 11--ზე და განაცხადა მომხდარის შესახებ, ამ დროს ოთახში შევიდა რ----- ა----–--ე აყენებდა სიტყვიერ შეურაცყოფას, შემდეგ ორივე ხელი მოუჭირა ყელში და ახრჩობდა. როდესაც დააღწია თავი და ხელები გააშვებინა ამის შემდეგ წვდა თმებში ძლიერად მოქაჩა და დააგდო საწოლზე, ამ დროს შუაში ჩაუდგათ დედამისი ნ---- ა----–--ე, რომელმაც გაიყვანა რ-----ი ა----–--ე გვერდზე და აწყნარებდა. ამის შემდეგ მას აღარ დაურტყამს.
მოწმე ნ---- ა----–--ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ 20-8 წლის 13 აგვისტოს იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში, მასთან იყო სტუმრად მისი შვილი ა--ა ლ-–----ე თავის ორ შვილთან ერთად, 16 საათზე სახლში მივიდა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მისი მეორე შვილი რ----- ა----–--ე. 21 საათი იქნებოდა ა--ა ლ-–----ის შვილები თამაშობდნენ აივანზე და დაიწყეს კინკლაობა, რა დროსაც ა--ამ გამოიყვანა ერთერთი ბავშვი და მოარიდა მეორეს, ამაზე გაბრაზებულმა რ-----ი ა----–--ემ გაშლილი ხელი შემოარტყა სახეში რამოდენიმეჯერ, რა დროსაც განიცადა ფიზიკური ტკივილი, ა--ა შევიდა ოთახში და იქ რას აკეთებდა არ იცის, ამ დროს ოთახში შევიდა რ----- ა----–--ე და გაისმა გინების ხმა, მოწმე გაიქცა მათი მიმართულებით შესვლისას დაინახა რომ ა--ა ტიროდა, რ-----ი კი მისკენ იწევდა, მოწმე ჩაუდგა შუაში და ამით დასრულდა ყველაფერი.
20-8 წლის 14 აგვისტოს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ ადგილზე იქნა შემოწმებული მოწმე ა--ა ლ-–----ის ჩვენება, რომელმაც მიუთითა, სოფლ ა----------ში თავისი მშობლების საცხოვრებელ სახლზე, ა--ა ლ-–----ემ მიუთითა სახლის აივანზე კონკრეტული ადგილი, კერძოდ შესასვლელი კარის გვერდით სადაც მისმა ძმამ რ----- ა----–--ემ დაარტყა სახის არეში, შემდეგ მიუთითა სახლის ერთ ოთახზე სადაც ასევე მისმა ძმამ რ----- ა----–--ემ ხელები წაუჭირა ყელის არეში და მოქაჩა თმებიდან.
20-8 წლის 13 აგვისტოს სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ დადგენილებით დადგენილია რომ ა--ა ლ-–----ემ უარი განაცხადა სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაზე.
20-8 წლის 14 აგვისტოს დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად, ა--ა ლ-–----ე ცნობილ იქნა დაზარალებულად 1-6 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლოს დასკვნა რ----- ა----–--ის მიერ აღნიშნული დანაშაულების ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-6- მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
რ----- ა----–--ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების გულწრფელი მონანიება. ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო სასჯელის გამოყენების დასაბუთებისას ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით. რომლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ბრალად წარდგენილ ქმედებას, დასთან აქვს კარგი ურთიერთობა, რომელსაც ბრალდებულის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, რ----- ა----–--ეს დანაშაულთა ერთობლიობით უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რომელიც ჩაეთვლება პირობით და განესაზღვრება გამოსაცდელი ვადა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ----- ა----–--ე (პ/№0----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1-6- მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 თვის ვადით ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე და 64-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით.
2. რ----- ა----–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს, ყადაღისგან გათავისუფლდეს რ-----ი ა----–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების გირაოს უზრუნველსაყოფად დაყადაღებული პ----- ა----–--ის (პირადი №0----------) საკუთრებაში არსებულ 1-000 (თორმეტი ათას ორასი) ლარის ღირებულების უძრავ ქონება, მდებარე: ა-------ს რაიონი, სოფელ ა----------ში სარეგისტრაციო ზონა - ა-------, კოდი – 6-, სექტორი - ვ------- – 1-, კვარტალი - 2-, ნაკვეთი - 30-, და სარეგისტრაციო ზონა - ა-------, კოდი – 6-, სექტორი - ვ------- – 1-, კვარტალი - 2-, ნაკვეთი - 113, 10 000 (ათი ათასი) ლარის ფარგლებში; (განჩინება N1-/0-0-18წ. 17.08.20-8წ)
- მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 20-8 წლის 14 აგვისტოდან 20-8 წლის 17 აგვისტოს ჩათვლით;
3. პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით;
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს (მის: ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ.N62) მეშვეობით.
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი