გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #170310018002634878
საქმე #3/51-2018
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
17 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თეთრიწყარო
შესავალი ნაწილი
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო
მოსამართლე სოფიო გაგნიძე
სხდომის მდივანი ინგა გონჯილაშვილი
მოსარჩელე- სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ქვემო ქართლის სამხარეო ცენტრის თეთრიწყაროს რაიონული განყოფილება
მოსარჩელის წარმომადგენელი - თ--------–-------
მოპასუხე- თი------------–--ე
დავის საგანი: ზედმეტად მიღებული ფულადი დახმარების უკან დაბრუნება
აღწერილობითი ნაწილი
2018 წლის 17 სექტემბერს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს სარჩელით მომართა სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ქვემო ქართლის სამხარეო ცენტრის თეთრიწყაროს რაიონულმა განყოფილებამ მოპასუხე თი------------–--ის მიმართ ზედმეტად მიღებული ფულადი დახმარების უკან დაბრუნების თაობაზე.
მოსარჩელის განმარტებით, სოციალური მომსახურების სააგენტოს თეთრიწყაროს რაიონულ განყოფილებას, 2018 წლის 20 სექტემბრის № 0------- კორესპონდენციის საფუძველზე, წარმოებაში გვაქვს თეთრიწყაროს რ-ნი სოფ.: კ------------------------------ მცხ.: თი------------–--ის საქმე - სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი, ზედმეტად აღებული საარსებო შემწეობის უკან დაბრუნები შესახებ.
ვინაიდან, თი------------–--ის ოჯახი დარეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში (დახმარების დანიშვნის თარიღი: 05/12/2016) და სარეიტინგო ქულა შეადგენდა: 47.140-ს რაზეც საქართველოს მთავრობის დადგენილების(№145, 28.07.2006 წ) მე-6 მუხლის 3-ე პუნქტის ,,ბ"ქვეპუნქტი, ითვალისწინებს - საარსებო შემწეობის ოდენობას: ოჯახის ყველა წევრზე - 50 ლარს.
სოციალური დახმარების დანიშვნის ფორმის შევსებისას, ოჯახი გაეცნო საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილების მე-6 მუხლის 1-ლი და 2-ე პუნქტებით გათვალისწინებულ უფლება/მოვალეობებს და მათი დარღვევის შემთხვევაში გამოწვეულ შედეგებს. აღნიშნული ფაქტი დასტურდება სოციალური დახმარების დანიშვნის განცხადებაზე - თი------------–--ის ხელმოწერით.
სსიპ. სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 20 სექტემბრის № 0------- კორესპონდენციით და მასზე თანდართული სიით, ჩვენთვის ცნობილი გახდა იმის შესახებ, რომ სოციალური დახმარების მიმღები ოჯახის წევრს: ომ----------------ს (პ/ნ.5----------) გვარის - კა----–---–ით შეცვლის გამო, იგივე - ომ-----------–---–ს (პ/ნ.5----------) - 2017 წლის მაისის, ივნისის და ივლისის თვეში (შპს. ლ----ა) - შემოსავლების სამსახურის მიერ დაუფიქსირდა შემოსავალი და აღნიშნული ინფორმაციის განუცხადებლობის გამო, ცენტრალიზებულად შეუწყდა საარსებო შემწეობის ჩარიცხვა და წარმოეშვა პასუხისმგებლობა, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, აანაზღაუროს ვალდებულების შეუსრულებლობით დამდგარი ზიანი, კერძოდ ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობის თანხის - 200 ლარის უკან დაბრუნება. ვინაიდან, საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი, ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს იმ გარემოების დადგომა, რომელსაც თან სდევს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება ამ გარემოების წარმოშობიდან არა უგვიანეს ერთი თვისა, რაც ოჯახის - სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრების მხრიდან არ მომხდარა.
აღნიშნული ოჯახი არ წარმოადგენს საარსებო შემწეობის მიმღებს, რის გამოც საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტის საფუძველზე შეუძლებელია, სააგენტოს გადაწყვეტილებით, ზედმეტად გაცემული თანხის უკან დაბრუნება. ამავე დადგენილების მე-9 პრიმა მუხლის ,,ბ" პუნქტის თანახმად - ,,თუ ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა, ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობის თანხის უკან დაბრუნება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად". გამომდინარე იქიდან, რომ ოჯახში გაეგზავნილ შეტყობინება/გაფრთხილებას - ,,გარემოებების გამაბათილებელი დოკუმენტის წარმოდგენის ან/და ნებაყოფლობით თანხის დაბრუნების თაობაზე" შედეგი არ მოჰყოლია. აღნიშნულის გათვალისწინებით მოსარჩელის მიერ აღძრული იქნა სარჩელი და ითხოვს მის დაკმაყოფილებას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეს არ წარმოუდგენია შესაგებელი და არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე;
3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. თი------------–--ის ოჯახს 2016 წლის 05 დეკემბრიდან დანიშნული ჰქონდა სოციალური დახმარება. მათი ოჯახი შედგება ოთხი წევრისაგან: მა-–---------------ე, თი------------–--ე, ომ-----------–---–ი, ან------------ე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება, ს.ფ 21.
3.2. 2016 წლის 06 დეკემბერს სოციალური მომსახურების სააგენტოს თეთრიწყაროს რაიონულ განყოფილებას სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ განცხადებით მიმართა თი------------–--ემ და ითხოვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მათი ოჯახისათვის სოციალური დახმარების დანიშვნა, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველ ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. ამასთან ერთად განაცხადა, რომ იღებენ ვალდებულებას დაუყოვნებლივ აცნობონ სოციალური მომსახურების სააგენტოს ოჯახის წევრთა შემადგენლობაში ცვლილების და/ან იმ გარემოების დადგომის შესახებ, რომელსაც თან სდევს მათი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- თი------------–--ის 2016 წლის 06 დეკემბრის განცხადება, ს.ფ.20.
3.3. 2018 წლის 20 სექტემბერს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებს №0------- წერილით გაეგზავნა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ოჯახების მონაცემები, რომლებსაც სარეიტინგო ქულის ოდენობიდან გამომდინარე მოპოვებული აქვთ საარსებო შემწეობის დანიშვნის უფლება. აღნიშნული წერილით განმარტებული იქნა შესაბამისი უფლებები და მოვალეობები. პუნქტი 3: კერძოდ რომელთა წევრ(ებ)საც შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, უფიქსირდებათ გარკვეული შემოსავალი და არ აცნობეს სააგენტოს, ცენტრალიზებულად შეუწყდათ რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში და დაევალათ მე-4 და მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, წერილობით აცნობოთ ოჯახებს რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე (მიზეზის მითითებით) 2 კვირის განმავლობაში. განახორციელო კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები ზედმეტად მიღებული საარსებო შემწეობის თანხების უკან დაბრუნების მიზნით, “მიზნობრივი სოციალური დახმარებისდანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურიდაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს N 225/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-181 მუხლის შესაბამისად. სამუშაოზე რეაგირებასთან დაკავშირებით კონტროლი ევალება სოციალურიმომსახურების სააგენტოს სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრების, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალისა და თბილისის საქალაქო სოციალური მომსახურების ცენტრის უფროსებს.
აღნიშნულ წერილს ერთვის შემოსავლების სამსახურის ინფორმაცია, რომ ომ-----------–---–ს დაუფიქსირდა შემოსავალი, 2017 წლის მაისის, ივნისის და ივლისის თვეში 400 და 440 ლარი, დარიცხული შპს ,,ლ----ას" (ს/კ 4--------) მიერ. ხოლო თი------------–--ეს დაუფიქსირდა შემოსავალი, 2017 წლის აპრილის და მაისის თვეში დარიცხული შპს ,,ქ---------------------ოს" მიერ 240 ლარი და შპს ა----------–----ის" მიერ დარიცხული 86,18 და 537,60 ლარის ოდენობით.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 20 სექტემბრის #№0------- წერილი, ს.ფ. 17-19.
3.4. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თეთრიწყაროს რაიონული განყოფილების 2018 წლის 26 სექტემბრის წერილით თი------------–--ეს ეცნობა, რომ მისი ოჯახის ს/კ 0------------ზე შეწყვეტილ იქნა რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში 15.09.2017-დან რადგან შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დაუფიქსირდა გარკვეული შემოსავალი ოჯახის წევრს ომ----------–---–ს პ/ნ 5---------- და არ აცნობეს ამის შესახებ სააგენტოს რაიონულ განყოფილებას. აქვე ეცნობა, რომ დაუყონებლივ გამოცხადდეთ სოციალური მომსახურების სააგენტოს თეთრიწყაროს რაიონულ განყოფილებში, რათა მოგვარდეს ფინანსური მხარე, დაბრუნდეს სააგენტოს ანგარიშზე ზედმეტად მიღებული აგვისტოს თვის საარსებო შემწეობის თანხა 200 ლარის ოდენობით. წინააღმდეგ შემთხვევაში საქმე გადაეცემა რაიონულ სასამართლოს განსახილველად
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-სოციალური მომსახურების სააგენტოს თეთრიწყაროს რაიონული განყოფილების 2018 წლის 26 სექტემბრის #0------------ წერილი, ს.ფ. 23.
3.5. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თეთრიწყაროს რაიონული განყოფილების 2018 წლის 31 ოქტომბრის წერილით თი------------–--ეს ეცნობა, რომ მისი ოჯახის ს/კ 0------------ზე შეწყვეტილ იქნა რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში 15.09.2017-დან რადგან შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დაუფიქსირდა გარკვეული შემოსავალი ოჯახის წევრს ომ----------–---–ს პ/ნ 5---------- და არ აცნობა ამის შესახებ სააგენტოს რაიონულ განყოფილებას. აქვე ეცნობა, რომ დაუყონებლივ გამოცხადდეს სოციალური მომსახურების სააგენტოს თეთრიწყაროს რაიონულ განყოფილებში, რათა მოგვარდეს ფინანსური მხარე, დაბრუნდეს სააგენტოს ანგარიშზე ზედმეტად მიღებული აგვისტოს თვის საარსებო შემწეობის თანხა 200 ლარის ოდენობით. წინააღმდეგ შემთხვევაში საქმე გადაეცემა რაიონულ სასამართლოს განსახილველად.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-სოციალური მომსახურების სააგენტოს თეთრიწყაროს რაიონული განყოფილების 2018 წლის 31 ოქტომბრის #0------------ წერილი, ს.ფ. 24.
3.6. სოციალური მომსახურების სააგენტოს თეთრიწყაროს რაიონული განყოფილების მთავარი სპეციალისტის თ--------–-------ს 2018 წლის 31 იანვრის №44 მოხსენებითი ბარათის თანახმად, 2017 წლის 20 სექტემბრის №0------- წერილით დაევალათ საარსებო შემწეობის ოჯახების გადამოწმება, რომელთა წევრებს დაუფიქსირდასთ შემოსავალი და ცენტრალიზებულად შეუწყდათ საარსებო შემწეობის ჩარიცხვა. აღნიშნული ინფორმაციის კანონმდენლობთ განსაზღვრულ ვადაში განუცხადებლობის გამო ოჯახებს წარმოეშვა პასუხისმგებლობა, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, აანაზღაუროს ვალდებულების შეუსრულებლობით დამდგარი ზიანი. ოჯახებს დაეგზავნათ გაფრთხილებისა და შეტყობინების წერილები და ვალდებულების შესასრულებლად მიეცათ ვადა, რომელიც ამოიწურა. ქვემოთ ჩამოთვლილ ოჯახებს დავალიანების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია დღეის მდგომარეობით თეთრიწყაროს რაიონულ განყოფილებაში არ წარმოუდგენიათ.
ეს ოჯახებია: 1. 0----------- - ლი----------–--ე პ/ნ1---------, დასაბრუნებელია 210 ლარი, გაეგზავნა გაფრთხილება 26.09.2017, რომელიც მიიღო. გაეგზავნა შეტყობინება 31.10.2017 რომელიც მიიღო.
2. 0------------ თი------------–--ე (პ/ნ 5----------) დასაბრუნებელია 200 ლარი. გაეგზავნა გაფრთხილება 26.09.2017 რომელიცმიიღო, გაეგზავნა შეტყობინება 31.10.2017 რომელიც მიიღო, 2014 წლის 12 ივლისის № 0------- ინსტრუქციის შესაბამისად ითხოვა შემდგომი რეაგირება ზემოთ ჩამოთვლილ ოჯახებზე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-2018 წლის 03 მაისის სოციალური მომსახურების სააგენტოს თეთრიწყაროს რაიონული განყოფილების უფროსი სპეციალისტის თ--------–-------ს 2018 წლის 31 იანვრის მოხსენებითი ბარათი, ს.ფ. 25.
3.7. სოციალური მომსახურების სააგენტოს თეთრიწყაროს რაიონული განყოფილებამ 2018 წლის 11 ივლისს წერილით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თეთრიწყაროს სამსახურს და ითხოვა სამსახუროებრივი საჭიროების გამო შეძლებისდაგვარად მიეწოდებინათ ინფორმაცია მოქალაქე ომ----------–---–ის პ. ნ. 5---------- შესახებ, რომელიც ასევე ფიქსირდება ომ---------------ს გვარით. (ინფორმაცია პიროვნების იდენტიფიცირების შესახებ).
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თეთრიწყაროს სამსახურმა 2018 წლის 23 ივლისის #5-------- წერილით სოციალური მომსახურების სააგენტოს თეთრიწყაროს რაიონული განყოფილებას აცნობა რომ მათი ა/წლის 11.07. N 0----------- წერილის პასუხად - ომ----------–---–თან დაკავშირებით- აცნობა, რომ 2016 წლის 08 ივნისს ქორწინების რეგისტრაციის დროს ომ----------------მ - პ/ნ 5---------- ( ქორ
წინების ჩანაწერი N 0---------- ) მიიღო მეუღლის გვარი კა----–---–ი, რომელზეც შეცვალა პირადობის მოწმობაც. აღნიშნული ქორწინება შეწყვეტილი იქნა 2016 წლის 11 აგვისტოს N 3---------- განქორწინების აქტის ჩანაწერით. განქორწინების რეგისტრაციის დროს ომ----------–---–მა დაიბრუნა თავისი ქორწინებამდელი გვარი მა--------ე, რომელზეც შეცვალა პირადობის დამადასტურებელი საბუთებიც.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2018 წლის 11 ივლისის სოციალური მომსახურების სააგენტოს თეთრიწყაროს რაიონული განყოფილების 0----------- წერილი, ს.ფ. 26.
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თეთრიწყაროს სამსახურის 2018 წლის 23 ივლისის #5-------- წერილი, ს.ფ. 27.
3.7. სოციალური მომსახურების სააგენტოს თეთრიწყაროს რაიონული განყოფილების უფროსი სპეციალისტის ზ---------------- 2018 წლის 26 ივლისის #3-- მოხსენებითი ბარათის თანახმად, 2017 წლის20 სექტემბრის №0------- წერილის საფუძველზე, თი------------–--ის ოჯახს ცენტრალიზებულად შეუწყდათ საარსებო შემწეობის ჩარიცხვა, შემოსავლის დაფიქსირების გამო.
აღნიშნული ინფორმაციის კანონმდენლობთ განსაზღვრულ ვადაში განუცხადებლობის გამო ოჯახს წარმოეშვა პასუხისმგებლობა, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, აანაზღაუროს ვალდებულების შეუსრულებლობით დამდგარი ზიანი. ოჯახს გაეგზავნა გაფრთხილებისა და შეტყობინების წერილები და ვალდებულების შესასრულებლად მიეცა ვადა, რომელიც ამოიწურა.
ოჯახსდავალიანების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია დღეისმდგომარეობითთეთრიწყაროს რაიონულ განყოფილებაში არ წარმოუდგენია
ესოჯახია:1. 0----------- თ------------–--- პ/ნ5---------- დასაბრუნებელია 200 ლარი. გაეგზავნა გაფრთხილება 26.09.2017, N0------------, შეტყობინება 31.10.2017, N 0------------, რომელიც მიიღოდა არ გამოცხადდა განყოფილებაში 2014 წლის 12 ივლისის 0------- ინსტრუქციის შესაბამისად გთხოვთ, თქვენს შემდგომ რეაგირებას ზემოთმითითებულ ოჯახზე
დანართი:1საქმე N 5------- ფურცელი აღნიშნული ოჯახის შესახებ დამატებით გაცნობებთ, რომ თი------------–--ის ოჯახი შესწავლილია 11.10. 2016-ში, ოჯახის წევრი ომ--------------ე პ. ნ. 5----------, რომელსაც დაუფიქსირდა შემოსავალი, საპასპორტო მონაცემების მიხედვით აგენტის მიერ შეყვანილია დეკლარაციაში, ომ--------------ედ.ბაზაში დეკლარაციის განთავსების მომენტში, სადაც შედის მხოლოდ პირადი ნომერი, სახელი და გვარი ფიქსირდება ავტომატურად, დაფიქსირდა ომ----------–---–ი, სამოქალაქო რეესტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციით 2016 წლის 8 ივნისიდან- 2016 წლის 11 აგვისტომდე ომ--------------ემ შეიცვალა გვარი და გახდა ო----------–---–ი. აღნიშნულიდან გამომდინარე მოგახსენებთ, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზის განახლება ხდება პერიოდულად, დეკლარაციის შეყვანის მომენტში გვარის ცვლილება ერთი თვის განმავლობაში არ აისახა ბაზაში და დაფიქსირდა ომ----------–---–ი. (დეკლარაციის დედნის ქსეროასლი და ელექტრონული ვერსია დევს მოქალაქის პირად საქმეში).
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-სოციალური მომსახურების სააგენტოს თეთრიწყაროს რაიონული განყოფილების უფროსი სპეციალისტის ზ---------------- 2018 წლის 26 ივლისის მოხსენებითი ბარათი, ს.ფ. 28;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო საქმეში არსებული მასალების ურთიერშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 976-ე, 991-ე მუხლები, ,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილება, საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილება ,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზანია სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-3 მუხლის თანახმად, კანონმდებლობა სოციალური დახმარების შესახებ შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.
,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, სოციალური დახმარების ერთ-ერთი სახეა საარსებო შემწეობა. ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-3 და მე-4 ქვეპუნქტის შესაბამისად, საარსებო შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საარსებო შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით.
,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის” მე-4 მუხლის თანახმად, მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის მიმართვა შეუძლია ოჯახს, რომელიც მიიჩნევს, რომ თავისი სოციალურ-ეკონომიკური პირობების მიხედვით იმყოფება სოციალურად დაუცველ მდგომარეობაში, საჭიროებს დახმარებას და შეიძლება გახდეს ამ დახმარების მიმღები.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის N126 დადგენილების, ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სადაც განსაზღვრულია ოჯახის უფლება-მოვალეობანი განაცხადის შევსება და სააგენტოში ჩაბარება ადასტურებს, რომ ოჯახი თანახმაა: ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული (ოჯახის წევრთა რაოდენობის გაზრდა ან შემცირება) ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ აცნობოს სააგენტოს ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების, ,,სოციალური დახმარების შესახებ’’ მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია აცნობოს სააგენტოს იმ გარემოების დადგომა, რომელსაც თან სდევს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება ამ გარემოების წარმოშობიდან არა უგვიანეს ერთი თვისა;
ამავე დადგენილების მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის ფარგლებში შეფასებულ (შესწავლილ) ოჯახებზე, საარსებო შემწეობის ოდენობა განისაზღვრება: ბ) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 30001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 57001 ქულაზე – განისაზღვრება 50 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;
ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზი ცხადყოფს, რომ საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს იმ გარემოების დადგომა, რომელსაც თან სდევს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება ამ გარემოების წარმოშობიდან არა უგვიანეს ერთი თვისა;
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ არ შეასრულა მისი ოჯახის მიერ ნაკისრი ვალდებულება და არ აცნობა მოსარჩელეს, რომ შეიცვალა მათი ოჯახის ეკონომიური მდგომარეობა, თი------------–--ე და ომ----------–---–ი (მა--------ე) დასაქმდნენ და მათ მიიღეს შემოსავალი, აღნიშნულით კი დაარღვია საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 გადგენილებით დამტკიცებული წესის მოთხოვნები. ასევე მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა ცნობა შემოსავლების სამსახურიდან, რომ შემოსავალი არ მიუღიათ. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობით თი------------–--ის ოჯახს ზედმეტად ჩაერიცხა სოციალური დახმარება 200,00 ლარი. ასევე, დადგენილია, რომ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ ოქმი მოპასუხე მხარეს არ გაუსაჩივრებია. იგი პროცესზე არ გამოცხადდა და არც შესაგებელი წარმოუდგენია.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში, ხოლო 991-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითაც, გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია ამ თავში, მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია ის გარემოება, რომ მოპასუხე თი------------–--ის ოჯახმა ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ზედმეტად მიიღო სოციალური დახმარება 200,00 (ორასი) ლარის ოდენობით, კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფუძვლის გარეშე შეძენილი კი, ზემოხსენებული ნორმის თანახმად, შემძენისაგან უკან დაბრუნებას ექვემდებარება.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს ,,მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ" N 225/ნ ბრძანების მე181-ე მუხლით განსაზღრულია ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობის თანხების უკან დაბრუნების წესი რომლის თანახმად: თუ ოჯახს ზედმეტად ჩაერიცხა საარსებო შემწეობის თანხა გასულ პერიოდში, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ამ თანხის უკან დაბრუნების შესახებ შემდეგი წესების დაცვით შემოსავლების გაზრდა/გაჩენის შემთხვევაში, ამ წესის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ოდენობაზე მეტი ოდენობით შემოსავლის გაზრდის/გაჩენის თვის მომდევნო თვიდან, ყოველთვიურად, ოჯახის საარსებო შემწეობის თანხის 20%-ის ოდენობით;
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს ,,მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ" N 225/ნ ბრძანების მე-15 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ" ქვეპუნქტის თანახმად სააგენტოს უფლება აქვს შეაჩეროს საარსებო შემწეობის გაცემა, ნებისმიერ ეტაპზე, თუ ოჯახი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საჭიროებს დამატებით შესწავლა-შემოწმებას, მათ შორის: ზ) შემოსავლების გაზრდა/გაჩენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებულ ხელზე აღებული ხელფასის (ყველა სხვა ანაზღაურების ჩათვლით) ოდენობას (საშუალოდ ბოლო ოთხ თვეში ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებული) და ოჯახის დეკლარაციის“ შესაბამის გრაფაში – „ხელფასი (ყველა სხვა სახის ანაზღაურების ჩათვლით)“ დაფიქსირებულ (საშუალოდ ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებული) ოდენობას შორის სხვაობა ტოლია ან ნაკლებია 150 ლარზე.
ზემოაღნიშნული ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად გათავისუფლებული არის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან და შესაბამისად მის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილი არ არის. ამასთან, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე. შესაბამისად, თი------------–--ე უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სამხარეო ცენტრის წალკის რაიონული განყოფილების სარჩელი თი------------–--ის მიმართ დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე თი------------–--ეს (პ/ნ 5----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (გადამხდელის ანგარიში GE 5--------------------------, სახაზინო კოდი 3-----------, მიმღები- ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური) დაეკისროს სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი ზედმეტად მიღებული ფულადი დახმარების 200, 00 (ორასი) ლარის გადახდა.
3. მხარეები განთავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი გრ. რობაქიძის ქ. №7ა) თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. თეთრიწყარო, კოსტავას ქ.11) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე: სოფიო გაგნიძე